ცოტა რამ მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობიდან.

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცოტა რამ მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობიდან.

Post by qvevri » 20 ნოე 2007, 11:01

უამრავი ძველი მატერიალური კულტურის ძეგლის შესწავლით ნათელი ხდება, რომ მესხეთი ძველ ფეოდალურ საქართველოში მეტად დაწინაურებული და კულტურული მხარე ყოფილა. მეტად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო ჩვენს წინაპრებს საქართველოს დაცვისათვის დიდი რაოდენობით ციხეები სწორედ ამ მხარეში აუგიათ. მესხეთში იმ დროისათვის მოწინავე ადგილი ეკავა ხელოვნებას, ხუროთმოძღვრებას, მწერლობასა და სოფლის მეურნეობას. ძველ მესხეთში მეჯოგეობასთან და მებაღეობასთან ერთად თვასაჩინო ადგილი ეჭირა ვაზის მოშენებასა და ღვინის წარმოებას. უცხო დამპყრობლების სისტემატურმა თარეშმა მესხეთში დააქვეითა სოფლის მეურნეობის ყველა დარგი და მათ შორის მევენახეობაც. საუკუნეების განმავლობაში გაჩანაგებულ მესხეთში შეიცვალა ბუნებრივი კლიმატური პირობებიც. ბუნება შედარებით უფრო მკაცრი გახდა. როდესაც ეს მხარე ბორჯომის ხეობიდან დაწყებული ახალქალაქის მიდამოებამდე მთლიანად ტყეებით იყო დაფარული ჰავაც შედარებით ზომიერი უნდა ყოფილიყო. ისეთი ვაზის ჯიშები რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შეგუებულნი იყვნენ აქაურ გარემოს, თითქმის გადაშენდნენ. მხოლოდ ცალკეუი ვაზებიღა შემორჩა ძველ ნასოფლარებსა და ტყეებს. ტრადიციულად მესხეთში გავცელებული ყოფილა შემდეგი ადგილობრივი ვაზის თეთრი თუ წითელყურძნიანი ჯიშები: სამარიობო, ხარისთვალა მესხური, ცხენისძუძუ თეთრი, თეთრი ახალციხური, საფარულა, თეთრი ბუდეშური, როკეთულა, ჩიტისკვერცხა თეთრი, ცხენისძუა თეთრი, მესხური მწვანე, საწური, მესხური საფერე, კლერტმაგარა და სხვა. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში წერდა: მესხეთში ამ თემის მთაგორიანობისდა მიუხედავად იქაურ მკვიდრთ თავიანთი ცოდნითა და შრომით ვითარცა დახელოვნებულ მიწისმოქმედთ ხეხილიცა და ვენახიც გაუშენებიათ და ხილნაყოფიც საკმაოდ ჰქონიათო. ძველ მესხეთში მევენახეობა მეღვინეობის განვითარების შესახებ ღაღადებენ ის უამრავი ღვინის ქვევრები და მარნები, რომლებიც აღმოჩენილ იქნა ძველი ნასოფლარებისა და ნასახლარების გათხრების დროს. მარნების ნაშთები აღმოჩენილია ასევე ისეთ ადგილებში სადაც საუკუნეების განმავლობაში ვაზის არც ერთი ძირიც კი აღარ შემორჩენილა. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ “შავშვეთ კლარჯეთში, ბუნებრივი პირობების უაღრესად მთაგორიანობა და მიწის სიმცირე ჩვენს წინაპრებს აიძულებდა ვენახები უმთავრესად ხელოვნურად დაბაქნებულ, მოკავებულ ნიადაგებზე გაეშენებინათ მთის კალთებზე, რომელსაც ძველად ოროკო ეწოდებოდა”.
ასეთ ხელოვნურად დაბაქნებულ ოროკებს რომელსაც ქვის კედლებიც აქვს ამოშენებული შესაძლოა 50-ი და მეტი სართულიც გააჩნდეს, რაც მთის კალთაზე 200 მეტრის სიგრძეზეა ამართული. ამ ოროკოებზე დღესაც გვხვდება ძველი მესხური ვაზის ჯიშები თუმცა კი ძალზე იშვიათად. დასარულს უნდა აღინიშნოს რომ მესხური ტერასები ანუ ოროკები უნიკალურ არქიტექტურულ ქმნილებას სწარმოადგენს თავისი მდიდარი შინაარსით სადაც ზუსტად არის გათვლილი ქარისა და მზის მოძრაობა და საირიგაციო თუ წვიმის წყლის არხები და ღარები. ამგვარად დაბაქნებულ ადგილებზე ჩვენი წინაპრები იწევდნენ და აყენებდნენ მაღალი ხარისხისა და იმხანად ასკმაოდ განთქმულ ღვინოებს.
Image
Image
Image
Image
Last edited by qvevri on 10 სექ 2008, 21:49, edited 1 time in total.

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ცოტა რამ მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობიდან.

Post by ketuna4 » 22 ნოე 2007, 13:45

qvevri

ეს ყველაფერი ეხლა მიტოვებულია??

რა საცოდაობაა რამხალა შრომაა ჩადებული და ამაგი

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცოტა რამ მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობიდან.

Post by qvevri » 22 ნოე 2007, 13:47

ketuna4 wrote:qvevri

ეს ყველაფერი ეხლა მიტოვებულია??

რა საცოდაობაა რამხალა შრომაა ჩადებული და ამაგი
ამ ადგილებზე ჯერ კიდევ შეიძლება შევხვდეთ ძველი ქართული ჯიშის ვაზებისა და ხეხილის გაველურებულ ფორმეს. ალბათ 100 წელზე მეტი იქნება რომ ამ ადგილებს ადამიანი აღარ გაჰკარებია.

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ცოტა რამ მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობიდან.

Post by ketuna4 » 22 ნოე 2007, 13:57

qvevri

ძალიან გული მტკივა როცა ვხედავ მიტოვებულ და გავერანებულ მეურნეობას.

ვოცნებობ რომ სადმე პატარა სახლი ვიყიდო ეზოთი და მოვუარო.

წარმოვიდგინე რა კარგი სანახავი იქნება ამ ტერასებზე გაშენებული ვენახი

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
ცოტა რამ მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობიდან.

Post by TORO » 22 ნოე 2007, 17:10

ეგ ადგილები მეც გადავიღე ძაან შთამბეჭდავი სანახავია
Image
Image

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
ცოტა რამ მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობიდან.

Post by TORO » 22 ნოე 2007, 17:11

ეს კიდევ ხერთვისია - მესხეთის მთავარი ციხესიმაგრე
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]