Page 1 of 5
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 14:10
by Archil
ეხლა ვუყურებდი პირველი არხის ინფორმაციას და გამოაცხადეს რომ გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა.
ვინ იყო ეს ადამიანი, რა ღვაწლი მიუძღვის ქათული სიტყვისა და აზროვნების განვითარებაში და რა მდგომარეობაში იყო ბოლოს, მაგი ყველამ ვიცით და მისი სიკვდილმა გული დამწყვიტა.
პაატას ჰქონდა მასთან სურათი გადაღებული ბოლოს, მოტეხილი იყო საშინლად.
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 14:15
by N67
...
ქართველებიდან ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია..
ძალიან ცუდია..
...................
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 14:17
by გვალდა
ფოტო რომ ვნახე, გული დამწყდა. ამ კაცის თვალებიღა მეტყველებდნენ. ადამიანი - სევდა იყო.
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 14:17
by Mta Mkvarebia
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 14:18
by lama
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 14:21
by likakoo
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 14:26
by Mta Mkvarebia
qvevri wrote:meko wrote:ეს რომ აქ დავდო მგონი არაუშავს ხოო?!
რაღაცნაირად თბილად მომხვდა გულზე რომ წავიკითხე
გოდერძი ჩოხელი
მგელი
გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.
ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.
ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.
მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.
- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.
-სად? - ეკითხება ცოლი.
- მგელთან.
- გადაირიე კაცო?!
- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.
- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.
გამიხარდას თოფი არ მიაქვს.
ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.
დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.
გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.
მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.
გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.
დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.
გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...
მერე?
გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.
- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.
ქალი სახლში შევიდა.
- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:
- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!
- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.
ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.
ეგ წაკითხული მქონდა. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თავიდან ვეღარ ამოვიგდე. ძალიან კარგი კაცია გოდერძი. ადამიანი რო ასეთ რამეს დაწერს აბა ცუდი ხომ არ იქნება?

ეს ციტატა "მგლები"-ს თემიდან გადმოვიტანე, გუშინ დადო მეკომ ეს ჩანახატი და ქვევრმა კიდევ კომენტარი დღეს დილით გააკეთა... როგორი დამთხვევაა

გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 14:30
by meko
ვაააა
Mta Mkvarebia
მართალი ხარ, საოცარია, გუშინ მთელი დღე მის რაღაცეებს ვკითხულობდი, მერე ესეც დავდე ...

:(:(
როგორ დამწყდა გული

გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 14:40
by ლეონტი
ინტერვიუ.
http://www.kvali.com/guest/vol74_1.html
წაიკითხეთ ,ძალზე საინტერესო და დამაფიქრებელია.
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 15:06
by Mta Mkvarebia
ლეონტი
ძალიან დიიდი მადლობა ამ ლინკისათვის... ტირილი მომინდა... ყველას ვურჩევ, წაიკითხოს.
ისეთი ალალი რესპონდენტია, თითქოს სული გადაგიხსნა და შიგ ჩაგახედაო...
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 15:10
by namcecuna
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 15:13
by Archil
ამ საიტთან ცოტა ფრთხილად, კასპერსკიმ რაღაცა ამომიგდო, ვირუსი არ იყოს.
დილით გარდაცვლილა გულის უკმარისობით. რომელ ეკლესიაში დაკრძალონ, იმაზე ფიქრობენ ეხლა.
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 15:15
by Ninukala
ცრემლი წამომივიდა ეხლა მოთხრობის წაკითხვის მერე....
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 15:17
by meore monadire
ძალიან დამწყდა გული
მამაჩემის მეგობარი იყო, კლასელი
ძალიან კარგი პიროვნება
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
Posted: 16 ნოე 2007, 15:20
by namcecuna
( სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...)
კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!
გოდერძი ჩოხელი