ჩემს საყვარელ თემას, მეღვინეობას, სიამოვნებით ვამატებ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას: დამღები ანუ ნიშნულები ქვევრებზე, იარაღზე და სხვა. რას ნიშნავს დამღა? ეს არის ერთგვარი საგვარეულო ნიშანი რომელსაც მაგალითად მექვევრე თავის ნახელავს უკეთებს. საერთოდ ერთი რამაა ცნობილი: დამღის ნიშანი მამიდან შვილზე ან შვილიშვილზე არ გადადიოდა, ანუ ეს ნიშანი ყველას თვითონ უნდა მოეპოვებინა. არსებობენ მაგალითად უდამღო ქვევრებიც, მარა დამღიანი ქვევრი ერთგვარ ავტორიტეტს წარმოადგენს. აღსანიშნავია რომ, დამღები მეორდება საქართველოში, რაც იმაზე მეტყველებს ,რომ მეთუნეობის ეს დარგი ფართოდ იყო გავრცელებული ჩვენში.
მაქვს ერთი თხოვნა: ძალიან გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება დამღიან ქვევრებს, იარაღს, ჭურჭელსა და სხვას და თუ სურათს ვერ გადაუღებთ მე მაინც მითხარით სად ნახეთ ისინი. თუ მოახერხეთ და სურათიც გადაუღეთ და თან მე გადმომიგზავნეთ დიდათ დამეხმარებით. დამღებზე გამოსახული იყო ჯვარი, ყვავილი, ინიციალები, დამზადების წელი, სხვადასხვა ორნამენტი და სხავ.
დთავაზობთ ჩემს მიერ გადაღებული დამღების სურათებს.(ასევე სხვებისაც)
დავიწყებ ქვევრის დამღებით.
