Page 1 of 4
ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 29 ოქტ 2007, 15:20
by Gorgasliani
გამარჯობათ ძვირფასო კარაველებო.
არის ვინმე ვინც ფანდურზე უკრავს?
თუ არის რამოდენიმე შეკითხვა მაქვს:)
ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 01 ნოე 2007, 21:10
by LEGA
მე ვუკრავ, რისი კითხვა გინდა?
P.S. არ ვტრაბახობ

ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 20 ნოე 2007, 18:28
by Gorgasliani
LEGA wrote:მე ვუკრავ, რისი კითხვა გინდა?
P.S. არ ვტრაბახობ

1) რა ნოტებზე ეწყობა ფანდურის სიმები?
2) რა განსხვავებაა კლასიკურ და ხალხურ ფანდურის შორის?
3) რაც კლასიკურზე იკვრება იგივეს დაკვრა შეიძლება ხალხურზე?
4) არსებობს თუ რაიმე სახელმძღვანელო სადაც აკორდები ჩანს?
წინასწარ დიდი მადლობა:)
ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 20 ნოე 2007, 18:38
by paata_
Gorgasliani
ვაა პაატა აქ საიდან?
ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 21 ნოე 2007, 00:38
by Gorgasliani
paata_
რავი, მოგაგენით:)
ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 28 ნოე 2007, 10:09
by meore monadire
Gorgasliani
1)დო,რე,მი
2)სიმების გსაწორებაში: ხალხურის შემთხვევაში: მეორე სიმი პირველ სიმს უსწორდება მესამე ლადაში(მეორე სიმი უნდა ავიღოტ ანუ დავაჭიროთ მესამე ლადაში)
მესამე სიმი მეორე სიმს მეორე ლადაში
კლასიკურის შემთხვევასი:
მეორე პირველ სიმს იგივენაირად
ხოლო მესამე სიმი მესამე ლადაში უსწორდება მეორე სიმს
(ათვლა ქვემოთა სიმიდან იწყება)
3)ყველაფრის გამეორება არის თუ არა შესაძლებელი არ ვიცი, სამაგიეროდ ვიცი რომ არსებობს სიმღერები, რომლებიც ორვეზე იკვრება
4)სახელმძღვანელო მე არ მინახავს არასდროს
სამაგიეროდ
აი ასე იწერება აკორდები:
123 - ნიშნავს რომ პირველი სიმი პირველ ლადაშია აღებული მეორე მეორეში და მესამე მესამეში
არსებობს ჩაკვრებიც სხვადა სხვანაირი
↓↓↑↓↑
ეს ჩაკვრაა ყველაზე გავრცელებული
მე მაქვს ერთი რვეული სადაც ორივენაირ ფანდურზე აწყობილი სიმღერებია
ბლომად
მზად ვარ ნებისმიერ მსურველს დავუქსეროქსო

ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 03 დეკ 2007, 14:32
by Gorgasliani
Beqa Picxelauri
უღრმესი მადლობა. ძალიან დამეხმარე.
გაგახარა ღმერთმა.
რვეული კი სულ დამხატავდა, მაგრამ სამშობლოს მოწყვეტილი ქართველი ვარ - სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ.
ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 03 დეკ 2007, 16:12
by meore monadire
ყოველთვის მზად ვარ დაგეხმარო
ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 03 დეკ 2007, 16:30
by Gorgasliani
ერთი ორი - სიმღერის აკორდებს თუ დამისკანერებ ან უბრალოდ დამიწერ კიდევ უფრო ძალიან დაეხმარები ერთ საქართველოს მოწყვეტილ, ყველაფერ ქართულს მონატრებულ ქართველს:))
ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 04 დეკ 2007, 18:09
by Gorgasliani
Beqa Picxelauri
ხალხური ფანდური მაქვს.
1) უნდა ავაწყო სიმები ნოტებზე (დო, რე, მი)
2) და მერე უნდა გავუსწორო მეორე სიმი პირველს მესამე ლადში
3) მესამე სიმი მეორე სიმს მეორე ლადში
და გასწორება ნიშნავს იმას რომ - მეორე სიმი მესამე ლადში უნდა გამოცემდეს იგივე ხმას რაც პირველი სიმი?
ამ გასწორების მერე ხომ აღარ იქნება დო,რე,მი-ზე აწყობილი?
ცოტა დავიბენი))
ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 04 დეკ 2007, 18:31
by meore monadire
ზუსტად ეგრეა
დო რე მი გამოდის
ოღონდ
ოდნავ შეცვლილი
მე ამ დღეებში დაახლოებით ჟღერადობასაც მოგაშველებ
ჩავწერ რისი დაკვრაც შემიძლია
ოღონდ ბალალაიკაზე
ლიტერატურასაც დავასკანერებ და ავტვირთავ
ჰე აბა

ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 13 დეკ 2007, 11:26
by meore monadire
მაშ ასე
გორგასლიანი გუშინ ჩემი ბალაიკა ფანდურად გადავწყვე და რამდენიმე მელოდია ჩავწერე ნუ როგორც შემეძლო
ხოდა ახლა ვტირტავ და ლინკს დავდებ ცოტა ხანში (1 საათში დაახლოებით)
და ახსნა განმარტებასაც მერე დავამატებ
ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 13 დეკ 2007, 15:24
by meore monadire
http://www.link.ge/file/202745/fanduris ... s.mp4.html
ეს არის
რაც შევძელი ესაა
ტუ გამოგადგა ხომ კარგი, ტუ არა და სხვა რამე მოვიფიქროთ

ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 13 დეკ 2007, 15:25
by meore monadire
კიდევ ერთს ავტვირთავ ხვალ
მხოლოდ იმას უკვე ფანდურზე დაკრულ მელოდიას
საცეკვაო მელოდიაა
”ტაშფანდურა” ქვია
ქართული საკრავი ინსტრუმენტი - ფანდური!
Posted: 15 დეკ 2007, 20:12
by Gorgasliani
ვიწერ ფაილს - რადგან საქართველოში არ ვარ ლინკ.გე-დან ნელა მოდის.
დიდი მადლობა.