კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 16 ოქტ 2007, 21:00
ჭაჭის შოვნა ძნელი სულაც არაა. საქმე ისაა, იცოდე თუ როგორ და რაში გამოიყენო ის. პირადად მე შაქრიანი ღვინო არასოდეს დამიმზადებია არც სახლში და არც ქარხნებში სადაც მე მიმუშავია. ამ თემის დადება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ზოგიერთ ბაზარში თქვენ წარმოიდგინეთ უკვე ოფიციალურად და უსირცხვილნამუსოდ იყიდება ყურძნის ჭაჭა. მაგალითად ტყიბულის ბაზარში, "ვედრა"-2.5 ლარი. ეს სურათიც სწორედ იქიდან არის.

წარმოგიდგენიათ? დღისით მზისით ესეთი რამის ყოვლად უნამუსოდ კეთება? სხვათა შორის სწორედ დღეს გამოვითვალე და ფალსიფიცირებული ღვინის დამზადება უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ნამდვილისა

(შაქარი გაძვირდა) მარა ზოგირერთი ცალტვინა მაინც დიდი სიამოვნებით აგრძელებს შაქარწყლის დამზადებასა და სმას. ეს პრობლემა განსაკუთრებით იმერეთში დგას. მარა მინდა ვთქვა რომ ამ ბოლო დროს კახეთიც არ აკლებს. და ბოლოს: სპეციალურად მათთვის ვინც ჯიუტად აგრძელებს ღვინის ფალსიფიკაციას, გთავაზობთ ღვინის ფალსიფიკაციის ფორმულას და მინდა გითხრად რომ ყლაპეთ ეგ თქვენი შაქარწყლიანი "ჟვაპი" და იყავით, ღმერთმა შეგარგოთ(თუმცა მე ეჭვი მეპარება)და ნუ დაივიწყებთ რომ ღვინის ფალსიფიკაციას გარდა შაქრისა, სხვა ალქიმიური პრეპარატებიც ესაჭიროება, აბა თქვენ იცით. ის ,რომ მე ამას ვაკეთებ შესაძლოა ამან ბევრი კარველი გააკვირვოს ,მაგრამ ეს არის ერთგვარი პროტესტი და ვფიქრობ თუ ჩაუღრმავდებით მიხვდებით ჩემს ჩანაფიქრს. ვოტ ტაკ

ეს სურათი ერთერთ გაზეთშიც კი იყო, სადაც მე მივმართავდი საქართველოს მეღვინე ფალსიფიკატორებს. მინდა გითხრად რომ ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამინისტროს მხრიდანაც.
Last edited by
qvevri on 17 ოქტ 2007, 09:26, edited 1 time in total.
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 16 ოქტ 2007, 22:21
ყურძნის ჭაჭაში უხვად არის უამრავი სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერება.
ღვინის ფალსიფიკაციის შემთხვევაში რა თქმა უნდა ის ნაკლებადაა სასარგებლო
იქნება, მაგრამ მაღალტექნოლოგიურ ქვეყნებში, სადაც სიღარიბე დაამარცხეს შრომით და ტვინის გარყევით, ამ სიმდიდრეს სხვაგვარად იყენებენ.
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 19 ოქტ 2007, 08:17
-
tama
- მაწანწალა
- Posts: 502
- Joined: 28 ივნ 2007, 00:07
- Location: tbilisi
Post
by tama » 19 ოქტ 2007, 21:29
ჭაჭა+240ლ(წყალი)+50კგ შაქარი(1 მეშოკი) ადუღეთ 20 დღე=
=260ლ ღვინოს

(ფუუ შეგირცხვა გამკეთებელი)
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 20 ოქტ 2007, 23:42
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:qvevri
მადლობა ამ თემის წამოწევისთვის.
მარტივად როგორ გავარჩიოთ კგ ღვინო გაყალბებულისგან?
მარტივად მაგ საქმის გაკეთება ცოტა გაძნელდება.
-
N67
- მაწანწალა
- Posts: 666
- Joined: 30 მაი 2007, 15:20
- Location: СолÑриÑ
-
Contact:
Post
by N67 » 22 ოქტ 2007, 13:41
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:qvevri
მადლობა ამ თემის წამოწევისთვის.
მარტივად როგორ გავარჩიოთ კგ ღვინო გაყალბებულისგან?
ჰო ცოტა ძნელი რამეა მაგრამ შეიძლება რაღაცის გაკეთება მაინც
ღვინო ლიტრი ლარი რომ ღირს გასაგებია უკვე რა იქნება.
მარტო თვითღირებულება (უშაქრო-უწყლოსი) სადღაც 5 ლარამდე ადის ლიტრის..

-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 26 ოქტ 2007, 10:46
N67
არც მთლად ასეა საქმე. მე წელს კილო 40 თეთრად ვიყიდე. ორი კილოდან ერთი ლიტრი ღვინო გამოდის. კაი ჩემი შრომაც შეიძლება ცოტათი მივათვალოდ და საბოლოოდ თვითღირებულება ერთი ლიტრასა ერთი ლარი გამომდის.
ცხადია გლეხები თვითღირებულებაზე ძვირად უნდა ყიდდნენ და აგერ შენი 2 ან სამი ლარი ჩამოსასხმელი ქვევრის ღვინო. თუმცა უნდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს კალკულაცია წლევანდელ წელს ეხება, როცა მოსავლალი კახეთში ზღაპრული იყო თორემ შარშან მე თვითონ კილო რუძენში 90 თეთრი გადავიხადე.
და კიდევ, რამდენადაც ვიცი, საქართველოში ისმევა იმ რაოდენობის ღვინო რამდენის წარმოების პოტენციალი გვაქვს დღესდღეობით, ანუ იმ რაოდენობის ვენახებიდან რომლებიც დღეს გვაქვს. ანუ თუ ფალსიფიცირებული შაქარ-წყალი არ ვაწარმოეთ მთილანად შიდა ბაზარი მოერევა ჩვენი ღვინის დალევას.
აი რაც შეეხება ვაშლებსა და ციტრუსებს, რაზედაც ნაკლებადაა ლაპარაკი აქ არანაირი შანსი არ გვაქვს რომ მთელი მოსავალი შევჭამოთ. გაცილებით მეტს ვაწარმოებთ, ვიდრე შეგვიძლია მოვიხმაროთ.
ჰოდა აქედან გამომდინარე ახლა მითხარით რომელი პროდუქტისათვის უფრო საჭიროა ბაზრის მოძებნა ვაშლ-ციტრუსებისათვის თუ ღვინისთვის. უნდა ვაღიარო რომ მე თავად მესმის რომ ღვინო უფრო პრესტიჟულია როგორც საქონელი და მოგებაც შეიძლება უფრო მეტი იყოს მაგრამ მაინც რა ვუყოთ ვაშლს?
Last edited by
Kakha on 26 ოქტ 2007, 13:45, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 26 ოქტ 2007, 12:02
უკაცრავად, მე მხოლოდ იმან დამაინტერესა, როგორ ითვლიან რამდენი ღვინის დალევა შეგვიძლია ყველა კართველს ერთად, და ეს ფორმულა ქართულია თუ ემთხვევა სხვა ქვეყნებისას
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 26 ოქტ 2007, 13:52
Gvalva
ძალიან მარტივად ითვლება - გამოკითხვების მეშვეობით. მაგალითად მსოფლიო სასურსათო პროგრამმა სწავლობს ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის "დიეტას" -ანუ რას სვამე ან ჭამენ და კიდევ მეტი არა თუ ქვეყნის არამედ ქვეყანაში ამა თუ იმ კუთხის რეგიონის "დიეტას". მოკლედ ეს ყველაფერი სტატისტიკური მონაცემების შეკრებაზეა დაფუძნებული. თავად სტატისტიკური მონაცემების შეკრები სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ამ შემთხვევაში ინტერვიუებით ხდება გარკვეული წესით შერჩეული ხალხის/ოჯახების. ამოცანაა რომ შერჩეული ოჯახები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ფენას, რეგიონს და ა. შ. თუ საშუალო მონაცემი ცნობილის მერე ყველაფერი არითმეტიკამდეა დასული გადაარავლე ოჯახში აშვალოდ მოხმარებლული ღვინის რაოდენობა ოჯახების რაოდენობაზე, რომელიც ასევე ცნობილია სტატისტიკურად და აგერ ბატონო საშუალოდ რამდენს ვსვამთ.
ასეთი გაანგარიშებები ტარდება არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში და მერე იციან, ვთქვათ, ვინ ყველაზე მეტ ლუდს სვამს ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში ანდა ვინ მოიხმარს ყველაზე მეტ ალკოჰოლს და ა. შ.
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 26 ოქტ 2007, 14:29
ძალიან საინტერესო თემაა გიორგი დიდი მადლობა ამ ინფორმაციის მოწოდებისათვის
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 26 ოქტ 2007, 16:20
ori kilo kurdznidan sheidzleba martla daamzado erti litra gvino da shesadzloa ori kilo kurdzeni martlac girdes erti lari, mara es aris mxolodda mxolod gvinis nedleulis safasuri xolo erti litri gvino mgoni ufro metia vidre ori kilo kurdzeni, ase ar aris kaxa
movikvan kidev ert magalits: mogexsenebat me da makena amjamad polonetshi vimkofebit, scored gushin sagamos gavsinjet saqonlis kveli romelic სxvata shoris dzalian gemrieli iko da girda erti kilogrami 30 zloti anu qartul pulze 16--17 lari. am კvelis misagebad ki satchiroa ori sami litri rdze, romelicgirs sul ragac 5 zloti anu 2 lari. aqedan gamomdinare.....

kvelic 2 lari unda girdes
