Page 1 of 6

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 10 ოქტ 2007, 11:10
by ლეონტი
სწორედ კოცონთან სასაუბრო თემაა, მაგრამ შეციება-გაჟრიალება იცის.
და უსიამოვნო ემოციები ხანდახან, განსაკუთრებით ღამით თუ ყვები.
აბა ვის არ გქონიათ შეგრძნება როცა ბნელი ღამით ბუნებაში გახვალ , რომ თითქოს აქ ვიღაც არის, და გითვალთვალებს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
ჯერ ერთ უიშვიათეს მოვლენაზე, ბურთაობაზე მოგიყვებით, რომელიც ვაჟა ფშაველას დედამ იხილა ღამით ხატობაზე.ასევე მე ვნახე ხევისბერი, რომელსაც ეს უხილავს.

მოკლედ ასე მოხდა: მე წლობით ვატარებდი სრულ ზაფხულს თიანეთის რაიონის ერთ განაპირა სოფელში, სადაც სიმყუდროვე და როგორც იტყვიან სიყუმე სუფევს. მხოლოდ ჟიპიტაურზე დამოკიდებული ადგილობრივის ყივილი თუ შეძრავს არემარეს.
შემოდგომის წნარი , თბილი და მზიანი საღამო იყო. მე ნაკვეთში ვმუშაობდი, არ მახსოვს, ალბათ კარტოფილს თუ ვიღებდი. მცირე მდინარის გაღმა მთიდან
ზარის 3 დინჯი, თანაბარი რეკვა მომესმა, გამიკვირდა და ძალზე უცნაური მეჩვენა, რადგან არასოდეს გამიგია იმ მხრიდან რეკვა, და ყველამ იცის რომ ზარის ჩამოკვრა ტყუილად არ შეიძლება, კარგის მომტანი არაა.
ვიფიქრე ვინმე ონავარი ბავშვი აძვრა და ერთობა მეთქი.თუმცა ვიგრძენი საოცარი მისტიური განწყობა.
დაღამდა, დენი არ იყო, შინ ლამFა ენთო.
საათი 11 ს რომ გადაცდა ეზოში გამოვედი და სახლის მოშორებით მწვანე მოლზე დავდექი. ღამე იყო უმთვარო, ვარსკვლავებით მოჭედილი.
და ამ დროს შევნიშნე რომ ბალახები განათდა, თეთრად, ზევიდან. სწრაფად ავიხედე და გავშეშდი.
ვეებერთელა სინათლის ბურთი, თეთრი, მანათობელი, ცაზე მოცურავს სწორ ხაზზე. უხმაუროდ, თანაბარი სიჩქარით და უკან რჩება თეთრი ნაკვალევი, ისე როგორც დღისით თვითმფრინავებს.
მხოლოდ ეს ნაკვალევიც ანათებდა სიბნელეში.
გვერდებზე თანაბარი მანძილით, ისე როგორც წეროების გადაფრენა, მოყვებოდა ზომის მიხედვით ჩამწკრივებული პატარა ბურთები ასეთი სახით:
< ,ბოლოებში ყველაზე პატარები იყვნენ და ყველა მათგანი მანათობელ კვალს ტოვებდა.
აგრეთვე თითოეულ მათგანს ცენტრი ჰქონდა უფრო განათებული ვიდრე პერიფერიე და პერიფერიაზე წვრილი მოწითალო რკალი ადგა.
აბსოლუტური არამატერიალურობის შეგრძნება, შიშნარევი შოკი იყო ამის ხილვა და ძლიერი ემოცია, მეუღლეს დავუძახე, ცრემლები გადმოსცვივდა და ძლიერ შეეშინდა.
მიწიდან ალბათ ესე 100 მეტრზე მიფრინავდნენ, ჰორიზონტზე გადავიდნენ.
მეზობლებისგან აღტაცების ყვირილი ისმოდა :ბიჭო ნახე ნახეო,
მერე რომ დაველაპარაკე მეზობელს , კონკრეტულად ვერ მიპასუხა მაგრამ თქვა ალბათ ბურთაობა იყოო, ანგელოზთა გადაფრენა.
იგივე ხევისბერმა დამიდასტურა თუმცა ამ თემაზე საუბარს გაურბოდა,როგორც საიდუმლოზე რომლის დეტალიც ჩემთვის ცნობილი გახდა.
მე ვიცოდი რომ ანომალურ მოვლენებთან პირისპირ შეჯახება , უმეტესად ცუდად მთავრდება ხოლმე, ხოლო ყველა ვინც მიღმიერ სამყაროს იკვლევს და კონტაქტში შედის,მეტ ნაკლებად ფსიქიურად , ასევე მძიმე სნეულებებით ავადდება და მალე კვდება.
დიდება ღმერთს კაი 15 წელზე მეტი გავიდა, გადავურჩით.
აი მეზობელი ახალგაზრდა კაცი კი , ჯან ღონით აღსავსე და საღ სალამათი მეორე წელს ხატობაზე წავიდა მთაში და უეცრად გზაში გარდაიცვალა.
ვერ გაიგეს რატო , არაფერი აწუხებდა.

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 10 ოქტ 2007, 12:02
by gobe
:shock:
ძალიან, ძალიან საინტერესოა...
:roll:

ლეონტი,
ვაჰ, ვერაფერს ვამბობ... და წარმომიდგენია, ასეთი რამის ნახვისას მართლა როგორ შოკში იქნებოდი

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 10 ოქტ 2007, 12:56
by GOGONA
ლეონტი

:shock: :shock: :shock:

წარმომიდგენია რა განცდა იქნებოდა!
:roll:

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 10 ოქტ 2007, 13:33
by Toma
ძალიან საინტერესო ისტორიაა, მეც ვინატრებდი რამე მსგავსის ნახვას კარგი დასასრულით :P

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 10 ოქტ 2007, 18:13
by Gvalva
უჰ, რამდენი კითხვა მააქვს!!!

რამდენ ხანს ჩანდნენ??

ზარებზე რაო, რა თქვეს მეზობლებმა?

რა დიამეტრის ბურთები იყო?

ყველა ერთად გაქრა??

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 10 ოქტ 2007, 18:19
by Mao
Gvalva
:D :D :D :D :D :D
damshviddi ADMIN, damshviddi!
tanmimdevrobit getayva! :D :D :D :D :D :D

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 11 ოქტ 2007, 11:34
by ლეონტი
Gvalva wrote:
რამდენ ხანს ჩანდნენ??

ზარებზე რაო, რა თქვეს მეზობლებმა?

რა დიამეტრის ბურთები იყო?

ყველა ერთად გაქრა??

მე რომ დავინახე იმის მერე დაახლოებით 5 წუთი ჩანდნენ, მერე მანძილი გაიზარდა და დაპატარავდნენ, ხეების გამო ზუსტი მარშრუტი ვერ გავიგე, დაიმალნენ. ადგილობრივებმა კი მითხრეს ხატიდან ხატში იციან გადასვლაო.

ზარებზე ვერაფერი მითხრეს, გარდა იმისა რომ თვითონაც გაიგეს და გაუკვირდათ.

დიამეტრის შეფასება ძნელია, რადგან ეს სიშორეზეა დამოკიდებული.
მაგრამ მე იქიდან გამოვედი, რომ გამოსხივება საკმაოდ ძლიერი იყო, არემარეს ანათებდა ამიტომ ესე 100 მეტრის სიმაღლე ვივარაუდე, ამ შემთხვევაში უხეშად რომ ვთქვა ყველაზე დიდი ბურთი არანაკლებ 7 მეტრის დიამეტრის იქნებოდა. ანუ ამმანზილზე ჰქონდა წიტელი წვრილი რკალი, ხოლო სინათლის ინტენსივობა ცენტრისკენ მატულობდა.

როგორც ავღნიშნე არ გამქრალან არამედ მშვიდად და უხმოდ მიფრინავდნენ
სწორხაზოვან ტრაექტორიაზე და ხეებს მიღმა ესე 2-3 კმ ში მოეფარენ.

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 16 ოქტ 2007, 12:32
by ლეონტი
მეზობელთან შევედი და ეს ფოტო ვნახე.
უცხოელი ყავდა სტუმარი, და აქ რო აძვრა გადაუღია, ტანაც ვსპიშკით,
რეალში არაფერი არ ჩანდა.

Image

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 16 ოქტ 2007, 14:19
by popins
ჰოდა მე მფრინავი თეფში ვნახე.

დღისით მზისით.და

ეხლაც მგონია რომ მესიზმრა, მაგრამ რეალობა იყო რა ნამდვილად. 8)

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 16 ოქტ 2007, 14:37
by ლეონტი
popins wrote: ეხლაც მგონია რომ მესიზმრა, მაგრამ რეალობა იყო რა ნამდვილად. 8)
მართალია, დრო რომ გადის , სხვა ცხოვრებისეული გამოცდილებისგან განსხვავებით, ასეთი რამეები სიზმრად გესახება, ალბათ იმიტომ რომ აღარ მეორდება აღარსად.

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 23 ოქტ 2007, 11:13
by meore monadire
ძალიან საინტერესო ამბავია

მეც მქონდა მსგავსი მონასმენი

4-5 წლის წინ არაგვისპირში გაებნენო ერცხვას "ვარსკვლავები"

(შეიძლება უფრო ადრეც)

სოფელ იორში გადაეფარნენო

იმის იქით კი ...

თიანეთია (!!!)

ექვსნი იყვნენო

გიორგობის წინ იციანო გადასვლა,

თიანეთში წმინდა გიორგის წარმართული ნიშია

ალბათ იქ დაბრძანდნენო

...

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 23 ოქტ 2007, 11:37
by meore monadire
მე ერთი ამბავი გამახსენდა:

ბაბუაჩემი ბაძია ფიცხელაური იყო ძალიან "ღვთისმოშიში" წარმართი

უკანასკნელი ხევსური, რომელსაც საკუთრივ საკარგყმო ედგმოდა ბაცალიგოს ჯვარში,

ერთხელაც თენებისას ბრუნდებოდა სახლში, ბაკურხევში და...

თუმცა ცოტა დაწვრილებით მივყვები მოვლნებს

ბაკურხევამდე დიდი ჭალაა (ლაშქრობებში სტუმრად საკუთარ მიწაზე დევს სურათები)

არაგვისგან ჩანაჭერი,

ბოლოში როცა ჭალა ცოცაბოს შემოასკდება, გზა ორად იყოფა, ერთი სოფლის ერთ უბანში, გორულში ადის

მეორე მეორე უბანში, საკერპოში

კიდევ ერთი გადახვევა :

აბუდელაურის და კოპალას ამბავი გეცოდინებათ დევი რომ ჩაკლა შიგ, ის დევი ჩემი სოფლიდან საკერპოდან გაიქცა დანარჩენი დევები კი აქვე გაჟლიტა გმირმა კოპალამ

ხოდა აქ, ამ გზაგასაყარზე გაიყარნენ ბაბუაჩემი და მისი ბიძაშვილი, გორულში მცოვრები ტარიელ ფიცხელაური

ბაძიამ ცხენი ხევში შეაგდო (საკერპოსაკენ გზა ხევის გავლით გრძელდება)

სახელიანი ამაყი და მთვრალი ხევსური...

უშიშარი...

შეუძლებელია რამე მოსჩვენებოდა.

მაგრამ...

ცხენი ადგილიდან ვერ დაიძრა,

არფრით გადადგა წინ ნაბიჯი,

ერთხელ გადასცხო მათრახი მარა ...

მაინც არცრა, ცხენი ჭიხვინებს და ადგილიდან ვერ იძვრის...

დახედა ცხენს ..."რა გჭირს შე ოხერტიალისავ"

ცხენს ყურებზე სამ სამი სანთელი ანთო...

განათდა უკუნ ღამეში ცხენის თავი სანთლის შუქით...

ხელებზე დაიხედა მაშინ უკვე გამოფხიზლებულმა ხელებზე და ...

თუთებზე აენთო სანთეი ბაცალიგოს ჯვარის ყმას...

აშკარა იყო რაღაცა ცუდი ხდებოდა...

უძახა თავის ბატონს ბაძიამ, სანთლები მაინც არ ჩაქრა...

შემოაბრუნა ცხენი და გორულის გავლით მივიდა სახლში.

შემოაბრუნა თუ არა ცხენი სანთლებიც გაქრა....

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 23 ოქტ 2007, 11:46
by tiko_r
Beqa Picxelauri
:? ჰმმმ..................

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 08 ნოე 2007, 22:20
by Makena
ჰოო... მართალი გითხრათ, მე ნაკლებად მჯერა ასეთი სასწაულების :wink: 8)

თუ ვინ რა იხილა,ან თავს გადახდა ბუნებაში,უცნაური,გამოუცნობი.

Posted: 08 ნოე 2007, 22:28
by Makena
ლეონტი wrote:
popins wrote: ეხლაც მგონია რომ მესიზმრა, მაგრამ რეალობა იყო რა ნამდვილად. 8)
მართალია, დრო რომ გადის , სხვა ცხოვრებისეული გამოცდილებისგან განსხვავებით, ასეთი რამეები სიზმრად გესახება, ალბათ იმიტომ რომ აღარ მეორდება აღარსად.
ლეონტი
დიდი მადლობა საინტერესო მონათხრობისთვის, სიმართლე გითხრათ ძნელი დასაჯერებელია, თუმცა მე თქვენთან მაქვს შეკითხვა, რადგან თალეს შონიასთან მუშაობდით ალბათ გარკვეული გამოცდილება გაქვთ დაგროვებული, რას ფიქრობთ ,,ბურთაობის" ფენომენთან დაკავშირებით, თქვენ როგორ ახსნით ამ მოვლენას ?