Page 33 of 78

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 07 აპრ 2008, 11:07
by ZVIOSULI
პირღია გველეშაპს ვერ ვემსგავსები
და არც სასაფლაოს ბიუსტებს მინდა რომ ვგავდე.
სიყვარულისთვის!
(რეალური და არალეგალური და არარეგალიურული პოეზია )
ეძღვნება ზეზვას და მზიას

ვისია სურვილი უსურვილობის?
– ჩემი ვნების ნაკვერჩ-ხელებში შენს ხორცს ვწვავდე და ვჭამდე.
და ასე მოკალათებული ჩემი სულის სიტკბოში არავის შევუშვებ.
ყველა მკვადარია, სიცოცხლე ფართხალებს ვით ნახევარი;
მკვდარი გველი ჩემს ხელბში, აგონიაში სურს რომ შხამი დატოვოს
და მე გამოვავლენ ჩემს ყოველ სათნოს,
რომ მისი გესლი უხვად მივიღო.
მე ვებრძოლები ამ შხამით ყველას, ვისშიაც ჩემი ტკივილი ჩავდე,
მე თავს ვიწამლავ და ჩემით მათ ვკლავ,
შხამი შხამის წილ,
სიყვარულისთვის.


იმდენი ილექსპოეზიურისიყვარულეთ რო ჰა, მეც მიმაქრინეთ, ქარებში მიმაკარგინეთ..... ვიღაც მიყვრირის, მივალ მოვკლავ და ისევ დაგიბრუბდებით! არ დაიშალოთ!

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 07 აპრ 2008, 11:23
by vazano
ZVIOSULI
კაი შემოთქვე ქმედებაა

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 07 აპრ 2008, 11:30
by ZVIOSULI
vazano

მაგ სიტყვებით შენ ცემი ფან კლუბში კიდევ ერთი იერარქიით ამაღლდი

ხოდა მაგ თემაზე ა კოდო
(უნდა ავკიდო! აიკოდოს პრინციპია....)

ყველა ცოცხალი დისიდენტია, ნებით თუ უნებლიედ,
გარემოში რომ გადაიხრწნება რათა ახალი ცოცხლები შობონ,
ცოტა კიდევ,
მეტად დროისთვის,
და სამარადისოდ და კვლავ უნებლიედ,
რადგან მათი ნებას ამორფული უფორმოობა
მათი ნების მიღმა იქმნება,
შთაგაონდება და პროგრამირდება
და დოგმირებად გარდაიქმნება.
ინკუბატორული კოლოონის ქარხნიდან ტვინზე ნალ დასმული.
კარგი სახელის და გაპარსული სახის კაცები.
კარგი გუნების და პატიოსანი სხეულის ქალები.

კოსტუმებ-კოსმეტიკებში და მარიაჟ მაკიაჟებში.
პრიალა ტუფლებით და პრიალა კბილებით,
ზრუნავენ, ზრუნავენ, ზრუნავენ უკეთესი გარეგნობისთვის,
რომელმაც მათ შიგნით სიმყრალე უნდა დამალოს.
და მათ შორის მე, რომელიც მეოთხედი საუკუნის ვარ
მსურს დავარღვიო მილიონობით წლის იერქრქიისადმი დამორჩილების ინსტინქტი
და მისგან ახალი ფარჩა შევკერო,
ახალი ჯავშანი ახალი ბრძოლისთვის,
რადგანაც ბრძოლაც ვერ არის სიმართლე,
სინათლე რომელიც არ დააბრმავებს,
ხოლო ბოლომდე მართალს არც გამართლების
და არც გამტყუნების სურვილი არასდროს უჩნდება.
მხოლოდ არის, არის და ჩნდება და ქრება.
ჩნდება და ქრება, ფართხალის გარეშე,
თითქოს და მართლაც ეარსებება...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 07 აპრ 2008, 14:42
by namcecuna
იავნანა დედისათვის

გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
მე, ჩემი ლექსის კაბით შევმოსავ მას.
ჰო, გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
თორემ ისე მძიმეა, ისე მძიმე, ეს სიცარიელე
არამგონია, კიდევ ცხრა თვე ვზიდო.
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
შენ ხომ ყველაზე კარგად იცი როგორ მომარგო ის
და დილის ყავის არომატივით ქალობის ნელ-სურნელებით დამიტკბო.
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული
და მე გეტყვი პასუხს ყველა კითხვაზე,
რომელზეც შენ სიჩუმითა და უხერხული დუმილით მპასუხობდი.
მე ხომ ვიცნობ შენი მორჩილების რეფლექსებს.
დარღვეულია დიდი სიმშვიდე და
ყველა შუაზე გახლეჩილი სხეული როდი ხვდება ერთიმეორეს.
მერცხლებს, თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულებს,
ჩვენი სახლის ჯარგვალზე რომ ბინა დაიდეს,
კარს ხომ დღითა და ღამით უტოვებ ღიას,
ბუდეში კვერცხები რომ არ დაუცივდეთ და ბარტყები დააფრთიანონ.
იცი, როგორი სიმშვიდე მენატრება?
ბავშვობაში, ჩემს გაოცებას, თოვლის ფანტელების სიმრავლით გამოწვეულს,
რომ შემოაგებე და მითხარი: ნუ გეშინია, მიწა დაიტევს...
მას შემდეგ მიწამ იმდენი რამ დაიტია, მეშინია გაოცება არ მომიკვდეს.
იცი, სიკვდილზე ფიქრი გადავაფიქრებინე მამას,
ვუთხარი, შენს შემდეგ ჩემი რიგია და ნუ ჩამაყენებ ამ რიგში მამა.
დამიჯერა და დამყვა...
ჰოდა გაიხადე შენი სხეული და ჩამაცვი,
ჩემი ღამეების სიზმრებს გაგიმხელ,
სხვა ცხოვრებაშიც მოვდივარ ქალად
და ვაჩენ შვილებს, ჩემს გაგრძელებებს,
რომ არ დავმთავრდე და დავასახლო მთელი სოფელი.
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
თორემ ახლა ის უხერხული ღიმილი მე მეყინება ტუჩზე სიჩუმედ და
ჩემი სიზმრის შვილებისთვის არ მაქვს პასუხი:
დეე, ძნელია დედობა?..

ნატო ინგოროყვა :roll:

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 11 აპრ 2008, 16:16
by meore monadire
ყაზბეგსი თამუსიამ ერთი ლექსი ჩამაწერინა,



მე კი ამ ლექსზე ნაპასუხები ვიცოდი...


ხოდა მინდა ამ თემის მკითხველ;ებმაც შეძლონ ნახვა


ჯუთელი ხათუთა


ვიყავი ჯუთელი ხათუთა
მიყვარდა არხოტელი თორელი
ბოლოს წმინდა გრძნობა გახუნდა
წლებმა წარიტაცეს ყოველი.

მახსოვს ენძელები იები
მინდიასავით რომ მათოვდა
მახსოვს რომ მაჩუქე იები
დეკით გადაპენტილ ბექობთან.

მახსოვს ჯიხვთ რომ სთხოვე ზავი და
ქისტეთს რომ წავიდა თორელი
ბოლოს დიდი დრო რომ გავიდა
მაგრამ ამაოდ რომ მოველი.

მანდილს რომ შავხსენი მზეები
და დავრჩი სიფითრის მთოველად
ჯიუხვნი ქარაფნი კლდეები
რომ მეჩვენებოდა თორელად.

ცხადში თუ სიზმარში გნატრობდი
მოწმე ხარ ჩემ ჭერხოს ყორენო
ოღონდ დაბრუნდი დაბრუნდი
არხოტში დაგხვდები თორელო.

ზიზო ბურდული


**************************************


ვიყავი ჯუთელი ხათუთა
მიყვარდა არხოტელი თორელი

ზიზო ბურდული

შენ გახსოვს და გულით ნატრულობ
წინაპართ საძვლეს და სახატეს
ნატრულობ დარდებიც მატულობს
რაც ნახე რაც ლექსით დახატე

ხატისკარ ხევსურთა ფერჴისა ,
კაფია შემთვრალი ვაჟების,
ელვაო, იმ ცისპირ ტეხისა,
ცისკარო, იმ გარიჟრაჟების.

იქ სადაც იყავი ხათუთა
თუნგით რო გივლია წყაროზე
ეგ მზერა გულს მოესათუთა
მზერითაც არ მიავგაროზე

მეც გულში კელაპტად მინთია
ასული სიფითრის მთოველი
ხოგაის ძე ვიყავ მინდია
შენ საით გეგონე თორელი

უშენოდ ერთ დღესაც ვერ ვძლებდი
წყაროს წყალს გაფერე კისკისას
ღილღველთა კოშკებშიც გეძებდი
ნატყვევარს მოსისხლე ქისტისას

უწყალოდ ვლეწავდი ციხეებს მიზგითებს
დავსისხლე ქვიშა თუ ბალახი
და ჩემგან მხარმოჭრილ ჯიგიტებს
თვლითაც ვერ ითვლიდა ალახი

არხოტში დამწვი და დამდაგე
ირემო გულს გამოსაბმელო
ჯანდაბას მთაში თუ დამკარგე
ბარად ხომ შამამხვდი ქალბნელო

თამაზ წიკლაური

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 11 აპრ 2008, 17:46
by vazano
meore monadire
მაგარი ლექსები არს. გაიხარნე თანალენდელო

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 12 აპრ 2008, 12:58
by irine.i.
მეც დავწერ :oops:

ჩემი ქორწილი


მე არ მინახავს შემოდგომა ესოდენ რუხი.
დაობლებული, უპატრონო, მიუსაფარი.
ფერები მისი ერთ უტყვ ფერში გადალაქული.
მზე დაწურული, ეგდენ ცივი, შუქის არმფენი?!
დღე უსახური, არავისთვის არაფრის მთქმელი,
ნესტიან სივრცეს მოგდებული მგლისფერი ნისლი.
ავალ, მთის წვერზე თეთრი თოვლის ნაბადს გავიშლი...
იმ ღამეს მთვარე უდარაჯებს სარეცელს ჩემსას...
და მე მივხვდები საბოლოოდ რა არის ჩემში,
უსაზღვროდ ტლანქი, უბადრუკი, ხინჯი მაღალი...
მე ვერ მიშველის განთიადი, ვერც გაზაფხული,
მე ვერ აღმადგენს შენი მზერა სათაყვანები,
რადგან იმ ღამეს მარტოობა დამადგამს გვირგვინს...
მისი გავხდები სამუდამოდ სხეულით, სულით...
ო!–ეს იქნება ქორწინება ჯერარნახული,
უსიხარულო, ცივი, როგორც წუთისოფელი.
მეორე დილით შემამკობენ ცისფერი ფრთებით,
მე გავფრინდები...ახდენილი ოცნება ჩემი
თავს დაადგება შვიდფერ სხივად უჟმურ მიდამოს...
მერე ერთ ფერში აირევა სულ ყველაფერი.
მე დავიცლები დილის ნამად ისევე, როგორც
ამ ქვეყანაზე კვდება ყოველი.

***

მოლოდინის კრიალოსანი

მე ვარ უბრალოდ მოლოდინის კრიალოსანი.
წუთისოფლისგან მერამდენედ გადამარცვლილი.
დროის თითებით დალეული და გაცრეცილი,
ჩემი სულია დაუღლელად რომ ბრუნავს ძაფზე.
მე ვიცი, ბოლოს ყველაფერი თავის გზით წავა,
შემოაკლდებათ გაზაფხულზე ვარდებს სურნელი!
მინდორში, ჯეჯილს მწვანე ფერი გაუხუნდება,
ყველაფერს უცებ შეუდგება სიბერის ქარი.
ერთ დროს ის ძაფიც უსათუოდ გაწყდება ვიცი...
ჩემს ნატვრას მუდამ ერთ წრეზე რომ აბრუნებს ცივად...
დაიფანტება ჩემი სული უამრავ მძივად
და ისიც ვიცი, რომ იქნება ეს აღსასრული,
მე მაინც ისევ მოლოდინად გარდავიცვლები!

ირინე

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 12 აპრ 2008, 16:13
by legenda
irine.i.

ბრავო!

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 14 აპრ 2008, 13:01
by meore monadire
ციკლიდან „სისკარი“

თხზულება

ო, შენ არ იყავ ასეთი ნაზი,
მე თვითონ შეგთხზე და ეს თხზულება
მე შევიყვარე,¬- პოეტურ აზრის
როგორც ციური განსხეულება.
ვიყავ ჭაბუკი.გული მეგობარს
ეძებდა ჯიქურ და ჩვენი სოფლის
მყუდრო წიაღში შენ მოგებარა,
როგორც ტოლი ტოლს და გრძნობის საბლით
მოება შენზე. მყისვე მეცხრე ცას
მისწვდნენ ოცნების ძაფთა სიგრძენი,
ვცადე, ვერ შევძელ მათი შეკვეცა,
შენ მიგრძენი... და აღარც მიგრძენი.
ო, შენ არ იყავი ასეთი კარგი,
მაგრამ ვერ მოგწვდი...
ნარნალ თხზულებად
მე შემდეგ შეგთხზე,-პოეტურ სარკის
როგორც ციური განსხეულება.
მერე დავშორდით. ბედმა მე ახლა
წავარნებს მიმცა მიწყვის ხეტებად;
შენ ბარში დარჩი,მე მთებს ვეახელ,
მაგრამ თან გამყვა შენი ხატება.
მე ამ ხატებას ზადი ამ სოფლის
ჩამოვაცალე ოცნებით ჩემით
და ამნაირად მივეც სამშობლოს
ქალი, ვაჟაის ეთერზე მრწემი.
ო, შენ არ იყავ ასეთი კარგი,
მე თვითონ შეგთხზე და ეს თხზულება.
მე შევიყვარე,-პოეტურ სარკის
როგორც ციური განსხეულება.


**************************************

" ავად ხარ, წევხარ,დადიან
შენს სანახავად, გიკვირს ხომ?
არ ძალმიძს მზექალს დარდიანს
რომ შეგხვდე, ისევ გიხილო.
გუშინ დედაშენს შემოვხვდი
შენგან გვემული დარდითა
არ მითხრა სახლში შემოდი
მზექალი ნახე - არ მითხრა. "

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 14 აპრ 2008, 13:03
by namcecuna
meore monadire wrote:
" ავად ხარ, წევხარ,დადიან
შენს სანახავად, გიკვირს ხომ?
არ ძალმიძს მზექალს დარდიანს
რომ შეგხვდე, ისევ გიხილო.
გუშინ დედაშენს შემოვხვდი
შენგან გვემული დარდითა
არ მითხრა სახლში შემოდი
მზექალი ნახე - არ მითხრა. "
:roll: :( რა კარგია...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 14 აპრ 2008, 13:17
by Tamusia
მინდა დამინდოს საკუთარმა თავმა
და არ დამინდოს წვიმამ და ცამ,
რათა ამოხეთქოს გულიდან ყლორტმა
და შემახეთქოს ცას.....................

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 14 აპრ 2008, 13:28
by namcecuna
* * *

ხან თვალცრემლიანი
სიზმრებით გაძინე,
ხან გულით გახარე
და გულით გაცინე,
ხან შენი ხსნა ვიყავ,
ხან შენი წამება,
ხან რაღაც გითხარი,
ხან ენა დამება.
ხან შენს მკერდს ვემონე,
დავნებდი ხან მკლავებს,
ხან ერთნი ვიყავით,
ხან ვგავდით ანკლავებს,
ხან შენი ტუჩები
ტუჩებზე მეკონა,
ხან შენთვის შევძრავდი
სამყაროს მეგონა...
ხან ღმერთად შეგრაცხე,
ხან ხატებს გადარე,
ხან დამცირებული
ჯოჯოხეთს გატარე,
ხან ჩოქვით მოვედი,
ხან ჩხუბით, ხმაურით,
ხან ჩუმად წავედი,
ხან აურზაურით.
ხან... ისევ მივდივარ
და მოვალ, გპირდები!
მიყვარხარ! მჭირდები!


გიორგი საჯაია :roll:

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 14 აპრ 2008, 13:33
by shatilis asuli
Tamusia
ავტორი შენ? :D 8)

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 14 აპრ 2008, 15:54
by saskva
ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას,
აქ ბევრი ღამე მითენებია
და ყვავილებში განაბულ ნიავს
ჩემთვის რამდენი რამ უმღერია...
მეც განაბული ვუსმენდი, როგორც
საყვარელ ქალის ჩურჩულს ვნებიანს.
ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას,
რამდენი ღამე მითენებია;
მაგრამ ის ღამე,
დედოფალი ყველა ღამეთა,
რა უმოწყალოდ მალე გათენდა.
დრო ადნებოდა საზარლად მალე
შენს გასაოცრად სევდიან თვალებს
და მოდიოდა უშენო ხვალე _
სიცარიელე და სიცივე მომავალ დღეთა
და მოგონებათ ღამის ნაფლეთი _
არაგვზე, შენთან.
გამხმარ ტოტებზე ჯამბაზივით ცეკვავდა ალი
და სველ ტუჩებზე გიცინოდნენ ღვინის წვეთები;
მე შენი ცქერით სიგიჟემდე ვიყავი მთვრალი,
მაგრამ იმ ღამეს დათვრებოდნენ თვითონ ღმერთებიც,
შენთვის რომ ერთხელ მოეკრათ თვალი.
...ტოტებზე კრთოდა შენი ცქერით შემკრთალი ალი,
სასაცილოა ჭაღარა ბავშვი,
მაგრამ ბავშვივით დაბნეული ვიყავი მაშინ;
კიდევ კარგი, რომ გაავდარდა უეცრად მთაში,
შენ ვერ შემატყვე მღელვარება გაბზარულ ხმაში,
სასაცილოა, სასაცილო ჭაღარა ბავშვი.
შენს გასაოცრად სევდიან თვალებს
დრო ადნებოდა საზარლად მალე
და მოდიოდა უშენო ხვალე...
დროო, შეჩერდი! ასე იოლად
მე ვერ გაგატან ბედნიერ წამებს!
შეჩერდი-მეთქი! შენც უძლური ხარ
გაიმეორო ასეთი ღამე!..
პირველი წვიმის სურნელება სდიოდა მიწას
და ბნელი ღამე ხეობაში უძრავად იწვა.
ღამე, ის ღამე,
დედოფალი ყველა ღამეთა,
რომელიც ასე უმოწყალოდ
მალე გათენდა.

პეტრე გრუზინსკი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 14 აპრ 2008, 22:32
by ნინი_85
ლექსი მოყმისა და სიყვარულისა

გაცუდდა, რაც-რა ვეთრიე,
რაც ვკვლიე შენი გზა-კვალი:
ვერ შეგიპყარი,
ვერ მოგკალ,
ვერ თავი შემოგაკალი.
ხან - ჭიუხების ჭირხლები,
ხან - ხალნი ველის ხაოთა -
შენად ნაწოლად მენიშნა,
ვნახე - აფთარი ხაოდა.
ეგებ, დააგდე საჩვენო,
სხვა მზე ირჩიე,
სხვა წყალი?
ეგებ, ჯილაგით ამოწყდი -
კაცის ჯილაგზე გამწყრალი?
ეგება, კიდეც დაგლანდე
სადმე, ჩამომწვარ გორებთან? -
დამცეცხლა კოცნის სახმილმა -
მახვილს რა მომაგონებდა!
აღარ დამცალდა,
ნანატრი
ელდის ელვებით გაშოლტილს, -
ცალი ყბით შემომიღრინე,
ცალად გამკარ და გამშორდი.
არც საიქიოდ გამწირე,
არც შემიფარე სწორფერი,
დამიგდე, როგორც დილეგი -
უსიყვარულო სოფელი...
ეგება ფიქრობ, მოვრჯულდე
უმადურ კვალზე ნათრევი,
ვერცხლის ბომონებს დავაკლა
ჩემი უბელო ნატვრები,
გავთბე სარკმლიდან სამადლოდ
შემოგდებული მზის სხივით,
ტრფიალი აღარ მომშივდეს
აუღებელი სისხლივით,
რადმე ვიღირო უშენო
დღენი - უგვანოდ კუშტები,
ისევ არ გამოგეკიდო,
როგორც კი გამოვშუშდები!

ზაზა ბიბილაშვილი