კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ანააანო » 11 დეკ 2010, 00:25

lomikata
წერილი ქმრს ძალიან მომეწონა :oops:

ფეხმძიმობას მოგანდომებს :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 11 დეკ 2010, 00:30

lomikata - ყოჩაღ შენ! სტატიებს რომ კარგად წერდი, კაი ხანია, ვიცი, მაგრამ ლექსებსაც თუ ასე კარგად წერდი, ახლა შევიტყვე. :)


User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 19 დეკ 2010, 15:50

lomikata

გუდ :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 27 იან 2011, 13:56

მგონი მალე მოწვიმს და...

წვეთი
(წვიმის ანგელოსი)


პირველი მოწყდა ისმათ შორის, რომელთა რიცხვი
უთვალავი, ჯერ ეკიდა როგორც საყურე,
მერე კი ამას წარმოიდგენთ,ნამდვილად, ვიცი -
ზემოდან თითქოს დედამიწას მთლიანს დაჰყურებთ.

ჯვარი გვწერია, ვთქვათ და წამით დაკარგა მიწამ
მიზიდულობის მთელი ძალა, ტბები მიწიდან
ცვივიან ღია სივრცეებში, განიცდით იმ წამს -
თითქოსდა ამ ტბებს უკვე თქვენი თვალი იზიდავს.

თითქმის ამგვარად,ასე მოწყდა. მასში ქვემოდან
შავ-თეთრ რუკებად ქალაქები ირეკლებოდა.
რაც უფრო ქვემოთ ეშვებოდა,მით უფრო დიდად
ჭვრეტდა კონტურებს ქალაქისას, ქალაქში იდგა

მე რომელიღაც გაზაფხულის გამჭვირვალება.
და ის დაეცა ჩვენიბაღის აუზში მშვიდად,
სადაც ხეები და ღრუბლები საკუთარ შიდა
მხარეს უმზერენ. ის აუზში წრედ და რკალებად

გადაიშალა, წყალს შეეხო ოდნავ თუ არა
და ზედაპირზე ანარეკლებს გადაუარა.
მოკლედ, ის იყო მრავალთაგან პირველი, ციდან
ვინც ჩვენ ქალაქში ჩამოვარდა, რომელშიც წვიმდა.


რატი ამაღლობელი
Last edited by ln_ln on 28 იან 2011, 14:14, edited 1 time in total.
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
maare
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 12 დეკ 2009, 15:17
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by maare » 27 იან 2011, 21:51

ლიმზირ (1) სვანურად


სახლის აივნიდან მოსჩანს ქვინაღალე (2)
ოჯახის მახვში შეჰვედრებს თარუნგზელს,(3)
ვოი დიდაბ აჯჴად(4) ეს დღეც რომ გვაჩუქე
ლეტვრას(5) გაამზადებს ოდითგან დაუწველს.

ლემზირის(6) კვერები ფაკანში(7) ჩაუწყვეს
ქალებმა ლეჩაქით შეიკრეს თავ-პირი...
მახვშიმ ზედაშის ბოთლს თავი მოუხსნა და...
დაიწყო ლოცვა... ძირძველი, ნამდვილი.

მაცხოვარს ახსენებს მახვში სულ პირველად
მის ძალას შეჰვედრებს ოჯახის მშვიდობას.
ქრისტე დიდაბ აჯჴად! (8 ) შენ ეყავ მფარველი
ჩემი ოჯახის პატარას, დიდობას.

თარუნგზლის საყდარს გახედავს მთაზე,
პირჯვარს გადაიწერს, იბრუნებს მარჯვნივ,
მალდიანს,(9) თარუნგზლის სალოცავს შესთოვს
რომ მან ოჯახის სიმრავლე შესძლოს.

მის წინაპრები ქუდის დამხურავს შესთხოვდნენ წინათ,
ილოცეს, ახდა, დღემდე მათში ქუდი ბევრს ხურავს!
დაიჩოქება - პატარა ბიჭს წინ დაიყენებს...
თვალცრემლიანი, გახარებული, სამადლობელს შესწირავს ჯგურაგს.

ამ ნალოცს, ყველას, ნატუუსუნით(10) გაჟღენთილ გულებს
ხოშას ი ხოხვრას,(11) ვინც და რაც კი მას აბარია,
კვლავ დაჩოქილი, ზედაშით და ლემზირით ხელში
ავედრებს დედას... დედას ღვთისას დიდს ლამარიას

გიორგი იოსელიანი

1 - ლოცვა (სადღესასწაულო)
2 - კლდეს ჰქვია
3 - მთავარანგელოზი
4 - დიდება შენდა
5 - სანთელი
6 - სპეციალური კვერები, ყველის შიგთავსით
7 - ჯამი
8 - ქრისტე დიდება შენდა
9 - მთავარანგელოზის სახელ. ტაძარი სოფელ ლახირში
10 - საკმეველი (ცვილის)
11 - დიდი და პატარა

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 20 თებ 2011, 14:49

***
თოვლი მოვიდა თბილი და წყნარი
და კოდევ უფრო თეთრი და წმინდა,
მაგრამ არავინ გაუღო კარი
და მთელი ღამე ქუჩაში იდგა.

გარეთ ეძინა ლოდინით დაღლილს,
თავი მიადო ლითონის ბოძებს,
ძალიან ადრე ამდგარი ხალხის
ნაფეხურები ეყარა თოვლზე.

და მავთულები გარკვევით სჩანდნენ,
უსმენდნენ თოვლის უცნაურ შრიალს,
ზოგისთვის თოვლი მოვიდა ადრე,
ზოგისთვის თოვლი მოვიდა გვიან.

და ხანძარივით მოედო ირგვლივ,
ხალხს უბრუნებდა სინათლეს უხვად,
მათთვის ყველაფერს ამბობდა იგი,
რომელთაც დიდი დუმილი უყვართ.

იყო იმათი ერთგული მოძმე
და თავის სიტყვის მორჩილი მონა,
ზოგისთვის თოვლი მოვიდა დროზე,
ზოგისთვის თოვლი არასდროს მოვა.

სახლები ფანჯრებს აღებდნენ თრთოლვით,
დიდი ქალაქი სუნთქავდა უკეთ
და უხაროდათ პატარებს თოვლი,
რომელიც დიდებს მოსწყინდათ უკვე.


ვახტანგ ჯავახაძე
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 22 მარ 2011, 21:42

მადლობა უფალს!
მადლობა უფალს,
აქ შვისთვის
ადამიანად, პოეტად,
ვიცი, მოვსულვარ რისთვის
ამ ფიქლად და კაპოეტად!

მადლობა უფალს
სიცოცხლის
ასე ძალუმად ფრქვევით
მზეს რომ მახედებს, ვით მერცხალს
და არ - ჭაობში, ქვევით!

მადლობა უფალს,
რომ მომცა
ეს სიყვარული ულევად,
რომ რაც მომიწყო გამოცდა,
მე ტანჯვად არ მეგულება!

მადლობა უფალს
მაფხიზლებს,
სულის ფხას მიქასურებს,
ყალბ პოზებს როდი მახიზნებს,
მახსენებს იქ ასულებს!

მადლობა უფალს,
არც შეშლა,
არც თვითმკვლელობა არ მსურს,
როდი მასწავლის გზას ეშმა,
ტაშს როდი ვუკრავ ავ სულს!

მადლობა უფალს
სინათლის
ბილიკს რომ მიმაყოლებს,
მისრულებს, რასაც ვინატრი:
ლექსს ვწერ, ვღიღინებ, ვღონებ!

მადლობა უფალს,
შენ აქ ხარ,
მეც - აქ, შეხვედრა გვიცდის,
დედა ვატირე ინახად
ყოველგვარ სუიციდის!..
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 22 მარ 2011, 21:45

არც შენ იქნები მარადი,
სიცოცხლევ, ჩემო მზიანო,
მეც მალე წამეფარება
შავი ნაბადი მიწისა,
ამ ცოდვილ დედამიწაზე
რამდენიც უნდა ვიარო,
ჩაივლის ჩემი ზღაპარიც
სიხარულის და სიმწრისა!..

მარტო სახელი დარჩება
და ლექსი, თქმული ანაზდად,
შენი სურვილის სხივით რომ
ვაგვირისტებდი სტრიქონებს,
ეგ ერთადერთი იქნება
შორი მომავლის დაფასთან,
თავმომწონედ და ამაყად
მზეში რომ გამოიქროლებს...

სხვა ამაოა ყოველი,
მშვენივრად ვიცით სუყველამ,
მჯობი ურთიერთტრფიალის
სხვა რაღა უნდა გვეკეთა?!
ამიტომ, ჩემო ძვირფასო,
ნუ წუხდები და ნუ ღელავ,
იცოცხლებს, ვიცი, იცოცხლებს
ამ სიყვარულის ლეგენდა!..

ძეგლს ვუდგამ საუკუნოვანს
გულს, სავსეს მზითა და შენით,
ამას ვუტოვებ სამშობლოს
საჩუქრადა და საუნჯედ,
სხვა არცა მაქვს და არც მქონდა
ქვეყნად რაიმე საშველი,
ფერფლსა და დავიწყების მტვერს
როგორმე რომ გადავურჩე!..
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 12 აპრ 2011, 11:44

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს,

რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების...

რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს

და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.



დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს,

რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა.

ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს,

იმდენს,რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.



დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს,

დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს,

ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს,

ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს..
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 12 აპრ 2011, 11:45

შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,

იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.

წელმოწყვეტილი იები მტკივა,

შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.

წუხელის წვიმამ დატბორა გზები,

და აჩრდილივით გეძებდი ქარში,

შენ თვალებიდან გცვივა იები,

და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.

იასამნებად გეტყობა წლები,

დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,

მინდა გიყურო შორიდან გზნებით,

მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.

მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,

მარტმა ფიქრები ისევ არია,

მიყვარხარ -ამას ნუ მეკითხები,

თუ გინდა გეტყვი, გეტყვი - ძალიან...











მამა პეტრე
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 12 აპრ 2011, 11:47

სავსე მტევანივით მადლიანი მკერდი,

ვნებებს მიშლის და თავისკენ მიზიდავს,

სახე ამღვრეული აგედევნები

სხვა რა შევირგო ცოდვილ მიწიდან.



წამოგეწევი... საით გამექცევი!

წინ დაგიდგები კარგი მწევარივით

მკლავზე გადაგიწვენ და საწნახელში

ჩაგწურავ,ჩაგსრისავ ყურძნის მტევანივით.



თუ გამომიწვიე ბოლომდე დამნებდი,

გული ამიჩქარე,თავი მომანდომე,

რაც შენგან დავწურე ძუძუში ჩაგდგომია

შენი ძუძუს თავი კოკის პირად მომე.



მე განა მიყვარხარ... რომელი სიყვარული,

რომელი გატაცება მოსწვდება ამ ვნებას?!

მე შენ მინდიხარ თუნდაც ერთი ღამით

ასეთი ამაყი და ასეთი თავნება.



არცერთ სიყვარულში არ გავცვლი ამ ღამეს

და არც ამ საწნახელს ოქროს სარეცელში,

ვნებაში ყოფილხარ შეშლილო ქალღმერთო

მე კი სიყვარულში ამაოდ დაგეძებდი.
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 12 აპრ 2011, 11:48

ამ გაზაფხულზე, ადიდდება როცა არაგვი,

აპრილის ბოლოს, მზე და სისხლი როცა აგვტკივა,

მოულოდნელად დამაბნიე და გამახარე

და გაზაფხულში წამიყვანე შაბათს და კვირას...



არაგვისპირას მომიძებნე პატარა ქოხი,

მიტოვებული, უდაბური და უპატრონო,

გამითბე შენი სინათლით და სულის გიზგიზით,

ჭრელი ნოხებით მომიფინე საქალბატონოდ...



ფანჯრის რაფები დამიმშვენე ფურუსულებით,

არ დამიტოვო ასახდენი ნატვრა არცერთი,

ყველა ეჭვები გამიფანტე ახალიც, ძველიც,

გამაღმერთე და მიმსახურე მერე ქალღმერთი...



ამ გაზაფხულზე, ადდიდება როცა არაგვი,

წამომიყვანე ფშავში მზით და ლექსებით მთვრალი,

შემომაწანი თავზე სველი იის გვირგვინი

და სიყვარულზე ასე მითხარი...






/სანათა/
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 12 აპრ 2011, 11:49

როკავს, როკავს, როკავს, ძეწნა, ძეწნა,

ძეწნა...

ნოტებ-ნოტებ ტოტებს, ურევს, ურევს,

ურევს!

ბაგე - ბაგეს უცებ ისე შემოეწნა

როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.



ტოკავს, ტოკავს, ტოკავს,გახვითქული

ტანი! ისე ნება-ნება ეუფლება ვნება,

და-და და-და დანით

და-და და-და დანით

ასე მოხდა ჩვენი გადალებანება



ფეთქვა-ფეთქვა-ფეთქვით აღმა-დაღმა

დადის!

სისხლძარღვებში სისხლის აღარ არის ტევა!

არის მხოლოდ ღამე ლურჯი მარმალადის

შენს დალალებს მიღმა მტევან-მტევან-მტევან...



გადაკიდებ კისერს როცა ბოლო-ბოლო

და მოიდებ ყელზე აკივლებულ ალმურს,

დაასრულებს ქარი უკანასკნელ სოლოს,

უაღრესად ველურს, უაღრესად ქალურს.



და ქალივით როკავს ძეწნა, ძეწნა,

ძეწნა

ნოტებ-ნოტებ ტოტებს ურევს, ურევს,

ურევს...

ბაგე - ბაგეს უცებ, ისე შემოეწნა

როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.








გიორგი გურჯი
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 12 აპრ 2011, 11:52

ჩემი დარდია ის,რომ დარდი საერთოდ არ მაქვს.
ჩემი ფიქრია ის, რომ ფიქრი ზღვისკენ გამირბის.
სახლში რომ ვიყო, დავკიდებდი ეზოში ჰამაკს,
არ ვიქნებოდი იმ ჰამაკში ასე ღარიბი,
სახლში რომ ვიყო, პარმაღის წინ დამღლიდა ჯდომა,
იმ სახლში კიდევ შენც რომ მყავდე, მაშინ რა მიჭირს,
მაგრამ სხვაგან ვარ უშენოდ და სიბნელეს ვზომავ
და ჩემს მხრებს უკან ქრება ყველა ჩემი ნაბიჯი.
ახლა ღამეა და ვერაფერს ვუხერხებ ნატვრებს,
არც ძალა მყოფნის, რომ ეს გული ისევ ჩავრაზო,
მინდა გიყვარდე ,ისე როგორც გიყვარდი ადრე,
მინდა მიყვარდე ისე როგორც...როგორც არასდროს





შალვა ბაკურაძე
. . . კიდევ ერთი დღე . . .

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]