Page 1 of 1
საქართველო Travel & Living Channel-ზე
Posted: 01 აგვ 2007, 11:56
by Naia
წუხელ შემთხვევით გადავრთე Travel & Living არხზე, რომელიც Travel Channel-ის დამატებას წარმოადგენს და ... ჩემდა გასაოცრად, ეგზოტიკური ქვეყნის ნაცვლად საქართველოს, კერძოდ დუშეთს აჩვენებდნენ.
არხის ერთ-ერთი ჟურნალისტი იაზონისა და არგონავტების მარშრუტს გამოყოლია და საქართველოში მოსულა. აქ ვიღაც ლევანი გაუცვნია, რომელსაც თავისთან დუშეთში წაუყვანია და იქ ყოველწლიურ დოღში მიუღია მონაწილეობა. სიუჟეტში ყველაფერი იყო: კოშკები, მთები, ხინკალი, ცეკვა, სიმღერა, სადღერგრძელოები... მოკლედ ძალიან ლამაზი სიუჟეტი ქონდათ გაკეთებული.
ვინმემ ხომ არ ნახა ეს სიუჟეტი?
საქართველო Travel & Living Channel-ზე
Posted: 01 აგვ 2007, 12:08
by Gio-horus
ეგეთი სიუჟეტი DISCOVERY-ზეც აჩვენეს, სიუჟეტი კი არა მთელი გადაცემა იყო... თან გადაცემის ბოლოს დაამატეს რომ ქვეყნის იზოლაცია ხელს უშლის ტურიზმის განვითარებასო...ინგლისელი ტურისტების წყვილიც ალაპარაკეს თუ როგორ გამოსტაცეს ხელიდან ჩანთები.. ნეტავ თუ რამე შეიცვალა მაგის მერე რამე..
საქართველო Travel & Living Channel-ზე
Posted: 01 აგვ 2007, 12:12
by lama
Naia wrote: დუშეთს აჩვენებდნენ.
?
თუ
თუშეთს????
საქართველო Travel & Living Channel-ზე
Posted: 01 აგვ 2007, 12:37
by Naia
lama
მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ თუშეთი იყო, მაგრამ წამყვანი აშკარად 'დუშეთს' ამბობდა და რუკა რომ აჩვენეს იქაც 'დუშეთი' ეწერა.
საქართველო Travel & Living Channel-ზე
Posted: 01 აგვ 2007, 12:38
by lama
Naia
არა კოშკებიო; დოღიო და თუშეთი გამახსენდა

საქართველო Travel & Living Channel-ზე
Posted: 01 აგვ 2007, 12:44
by Naia
lama
მეც.
მგონი ბრიტანელ ჟურნალისტს დუშეთი და თუშეთი ერთმანეთში აერია

საქართველო Travel & Living Channel-ზე
Posted: 01 აგვ 2007, 13:53
by Nika
Naia
ეგენი ბევრ ქართველსაც ერევა.
საქართველო Travel & Living Channel-ზე
Posted: 03 აგვ 2007, 18:16
by Druides
me maqvs eg gadacema nanaxi tushetzea laparaki........da is ingliseli wyvili tu ar vcdebi batumshi iyo da isini gvachvenes...........

mag gadacemis meore nawili svanetia tu pirveli nawili ar maxsovs da 3 nawili an sasomxetshi an kide azerbaijanshi gadadian .......
საქართველო Travel & Living Channel-ზე
Posted: 10 სექ 2007, 00:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
შეიძლება ნეტში იყოს გადაცემა დადებული
საქართველო Travel & Living Channel-ზე
Posted: 10 სექ 2007, 00:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
ისე, დუშეთი რომ ყოფილიყო, არც გამიკვირდებოდა, რადგან კოშკებიანი ხევსურეთი და დოღებიანი მთა (ყაზბეგის გარდა) სწორედაც რომ დუშეთის რაიონში შედის. თანაც, ასეთ სერიოულ არხს, არ მგონია, ტოპონიმი შეშლოდა