drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 10 აპრ 2008, 17:16

იყო და დასრულდა...

ნისლით დაწყებული 9 აპრილი ნისლით დასრულდა...

საქართველოს ბუნება 9 აპრილს ტიროდა...

მყინვარს ცრემლი რომ არ შეემჩნია ნისლებს იფარვიდა მთელი დღე...

ჩემთვის 9 აპრილი ისევე დაიწყო, როგორც უკანასკნელი 10 წელიწადი იწყებოდა...

საქართველოს მიწაზე მივაბიჯებდი, ფიქრებს გავურბოდი...

გავურბოდი...

ოღონდ ერთი განსხვავებით...

ახლა მათი დაწევა აღარ მზარავდა, მე მარტო აღარ ვიყავი...

ღამის ყაზბეგში, წვიმის წვეტებს შორის მოსეირნე კარველების სანდომიან ღიმილის სიგნითაც იმალებოდა ტკივილი, ისეთი ტკივილი, სულ რომ უნდა იგონო, მაგრამ ვერასდროს ჩატიო სიტყვაში...

ღამეში ჩარგული მთების ძირს, ლამპიონებით განათებულ ქუჩაში ქართული მუსიკა და ქართული თავისუფლება მინდოდა მეგრძნო და...

გაოცებისგან გადიდებული თვალები მიხშობდა რაღაც ქართულის, ძარღვიანის ყვირილის სურვილს მხოლოდ....

მერე კი...

მერე კი ნისლები და გერგეთის სამება...

სამი სანთელი სამების ნიშში ...

9 აპრილის უკანასკნელი წუთებში თბილისის ქუჩებს ვიყავი ადევნებული...

"ცოტა" წუთებიც და...

9 აპრილს დაღუპულთა სისხლით მონაპოვარ თავისუფლებით გაჟღენთილ თბილისში კიდევ ერთი გაზაფხულის დღე დაიწყებდა ათვლას...

და დაიწყო...

დაე დაიწყოს ყოველთვის, ჩემიანად ან უჩემოდ...
Last edited by meore monadire on 10 აპრ 2008, 20:15, edited 1 time in total.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by Toma » 10 აპრ 2008, 18:44

meore monadire
ბექა ძალიან კარგია.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 14 აპრ 2008, 13:07

ერთი წელია დღეს უკვე რაც კარველად ვითვლები :)

მადლობა უფალს
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by shatilis asuli » 14 აპრ 2008, 13:23

meore monadire
მადლობა უფალს, რომ შენ ასეთი კარგი ხარ
Just Do It!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2008, 20:08

meore monadire

მახსოვს, რომ მითხარი, მეწერება, მაგრამ ფხიზელმა არ მინდა ჩემს თემაში დავწეროო :D , გეხვეწები, წერე რა ფხიზელმაც, ნასვამმაც, ყოველი ლაშქრობის მერე... ნუ მოგვაკლებ შენი სულის სარკეში არეკლილი ერთადგანცდილი რეალობის ხელმეორედ განცდის სიამოვნებას :D
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 03 ივნ 2008, 15:17

კიდევ ერთი გაზაფხული დაილექა მოგონებებში ...

ახლაგაზრდობის კიდევ გამოცისკრება მიითვალა დრომ დაუნდობელმა...

გაზაფხულის ბოლო დღეს სიტყვადნაძმობნი სიტყვით სალოთაოდ მაგიდას შემოუსხდა...

სუფრა აბალდუის დისშივლს მიეძღვნა, იოანეს...

ჭიქა ჭიქაზე აწკრიალდა, სიტყვა სულს შემოეხეთქა...

მთელ გაზაფხულს ავადმყოფობითა და საქმით განაწვალებ სხეულს ბოლომდე უკვე აღარ შეეძლო აბალდუის სიტყვის სმენა...

გათანგა, გაბანგა სიტყვამ და ბახუსმა...

მარტო ბახუსი ვერას დააკლებდა, მაგრამ თან ნააზრის სიტყვად თქმის მამაღმერთს იტანიებდა...

ბევრი ვსვით და ბევრიც ვიყომარეთ არაქვეყნიურ ლექსში....

აბალდუი, როგორც ჭეშმარიტ მასპინძელს შეეფერება, თითოეულ სადღეგრძელოს ლოცვად აქცევდა, მის მსენელს ჭიქის ხელში ატანა მიძნელდებოდა, გამონაფიტი სხეული მკაფიოდ იჩნევდა მონასმენით გამოწვეულ თრთოლვას...

ღმერთთა სასმენად გამზადულ სიტყვას უბრალო მოკვდავი ისრაც ვერ აიტანს ბოლომდის...

მონადირე, უკვე მრავალგზის ღამგანათევი ჩვენს ნასიტყვარზე, თაოდაც ამბობდა საკურცხლოს ...

რიგითი ფეხზე ადგომითი სადღეგრძელო იწყებოდა....

აბალდუი სიყვარულს ლოცავდა, ამბობდა, რომ სიყვარული ის კი არაა, ვინმე გიყვარდეს, არამედ ის, რომ შეგეძლოს სიყვარულის გაცემა...

სულ ისე, უბრალოდ...

აი მგალითად მეტროს კიბეზე ამავალ მოხუც ქართველს რომ ორ ჩანთას მარშუტკამდის აატანინებ, შემდეგ ხელახლა ჩაბრუნდები მეტროში, სამსახურში დაგვიანების გამო თავჩახრილი საყვედურს რომ მოისმენ და ...

იგრძნობ როგორ გლოცავს სადღაც, ქალაქში მყოფი ბებია...

ხოდა...

სიყვარულის სადღეგრძელო ილეოდა, კარზე აშკარად სვანურ-მთიულური მუშტის რახარუხი რომ გაისმა...

კარი აბალდუიმ გააღო, და „ბაბილონიც“ დაიწყო....

ლამა „მზე შინა და მზე გარეთა“ -ს მღეროდა, მაგრამ აშკარად არ იყო მარტო...

რამდენიმე წამში ნამდვილად გაირკვა რომ მარტო არ იყო...

მერე თვალს მჭრიდა „სპიშკაზე“ დაყენებული ფოტოაპარატის ნათება, და თვალში დამიჩნდა, მეც დავლანდე: ფეხით მოარული მეფური სილამაზეები, ალვანური ყვავილებით თმებში...

სიყვარულის ქალღმერთები მოსულიყვნენ ჩვენს მწირულ სუფრაზე ....

თურმე არსებულა მომენტები, როცა მარტო სიტყვა ვეღარ სჭრის...

„რაღა ვთქვათ, რაღა დარჩა სათქმელი, ორივეს დაგვასწრეს თვალებმა“ ...

მერე კი იყო ხეტიალი, ღამის თბილისი და ზაფხულის მომლოდინე ბუნება...

და დადგა 2008 წლის ზაფხული საქართველოში ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by legenda » 03 ივნ 2008, 15:34

სამზეოს აზრები :wink:


გაიხარე ფიცხელ!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 03 ივნ 2008, 17:19



საქებარი სიტყვების მოძიებაში დამეხმაროთ ვინმემ იქნებ...

ფიცხელაურის სტუმრობის საქებრად...

მონადირის საქებრად...

ლამას საქებრად...

ჩემს სახლში შემოსული მზეების _ მირანდას და ლინდას საქებრად...

თუ ამ სიტყვებს მოიპოვ-ძიებთ, თუ ამ სიტყვებს მიმოაქარგვებთ ჩემს ტექსტს, მაშინ ალბათ მიმიხვდებით, რა მაქვს სათქმელი...

კვირა დღეს სადღესასწაულო დღეს ეძახიან და ჩემს კვირა დღეს განსაკუთრებული დღესასწაული შეხვდა...

ახლა სამადლობელი სიტყვების მოძიებაც მჭირდება...

და რომ ვიპოვნი, კიდეც ვიტყვი ალბათ სათქმელს ...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 09 ივნ 2008, 18:28

მომენატრა ფიცხელაურთან სიტყვის სიტყვასთან დამკლავჭიდება...

ერთ სასმისის მეორესთან შეშურება...

ერთი სათქმელის მეორესთან გაძმადნაფიცება...

მომენატრა მონადირეებთან სიტყვის თამადობა... სიტყვის სიტყვასთან აუწონლობა... სათქმელთა მეფობა...

მომენატრა ერთი კარვული გალაშქრება მთებსა და სათქმელებზე... ძმების გულიანობა...

სიტყვის ლოთობა...

ალბათ დროც მოიტანს თავის სათქმელ-საარაკებელს და ვიტყვით...

ნაღდად ვიტყვით...

ჩვენებურს...

ლოთურს...

შფოთურს...

ერთისთვისაც და ერთადერთებისთვისაც...

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by KINALOKO » 10 ივნ 2008, 20:37

ARCHIL_i wrote:

ერთადერთებისთვისაც...
აიი ამ ცნებაზე ვფიქრობდი 4-5 დღის წინა : )
ეგრე დაემთხვა, და გამეხარდა რაღაცნაირად ამ სიტყვას რომ წვაწყდი ეხლა :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D

აი, ხომ არის ღმერთი და ღმერთები
და
ერთადერთი და ერთადერთები :D:D:D:D
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 12 ივნ 2008, 18:09

არჩილ, მაიკო,

კაია, როცა ადამიანები გიერთადერთებენ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 13 ივნ 2008, 00:05

ახლა ფიცხელაურის სახლში მე, ფიცხელაური და ლამა ვსიტყვდებით...

არა... ფიცხელაური, ლამა და მე...

ჯერ კარგი ხალხის ხსენებაა საჭირო...

დღეს კარავეელების ნახვით ვიბედნიერეთ, სული მიხვდა და მიპასუხა შეკითხვაზე, რომ მრავალია ერთადერთი, მრავალია ერთი და ერთია გა-მრავ-ლებ-ული..

ფიცხელაური თავის ბალალაიკას ამღერებს...

ერთადერთებისათვის...

მოყვარულებისათვის...

შოთისთავებიანებისათვის...

გულიანებისათვის...

დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ერთმანეთი...

ვუ-ერთადერთ-ეთ ერთმანეთს...

ახლა, ჩვენც, ბალალაიკა, ხევსური, სვანი და ერთი მეც დავხსდებით და ჩვენს სათქმელს ვიტყვით...

ყველა შფოთისთავიანისათვის ვიტყვით...

დავლოცავთ და ვითხოვთ ყველას დალოცვას ჩვენთვისაც...

ჩვენთვისაც... როგორც.. ერთადერთებისათვისაც...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by lama » 13 ივნ 2008, 01:03

მოვედით... ვუსმინე ხევსურის ბალალაიკის სიმთა ჟღარუნს... ესიამოვნა ლამას ძალიან :) ყველაფერი კარგად დაიწყო და კარგად გრძელდება... წამოვედით ძველ თბილისში... პირველად გავედი ფეხით მეტეხის ხიდში....

სასიამოვნო შეგრძნება იყო მართლაც...

ახლა დავლიეთ თითო ჭიქა... ოღონდ ”ფანტა” (ყვითელი ფერის) ახლა ტახტებს ვშლით და ვემზადებით დასაძინებლად .....

ძილინებისა მეგობრებო


ტკბილ ძილს გისურვებთ მე, აბალდუი და ბექა ფიცხელაური
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 13 ივნ 2008, 05:42

დამათენდა კარავზე მუსაიფში..

აქეთ შფოთისთავებს სძინავთ, ისე მშვიდად, თითქოს შფოთისთავობა დავიწყებოდეთ...

მზე ჯერ მემალება... დაიმალოს რა... მისი ნება ხომ არ არის, მაინც ამოვა... მაინც...

ცოცხალი ადამიანი მას ყოველთვის აიძულებს ამოსვლას...

მზეც შფოთისთავია, მწველიც და ურცხვიც, ყინულიანიც და თბილიც, აკანკალებულიცა და მოალერსეც...

შფოთისთავია ისიც...

იცის, რომ ასეა და ამიტომაც იგიჟიანებს ხოლმე თავს...

ერთხელ ალბათ მეც და მზეც ერთად დავსხდებით და ერთად ვიტყვით ჩვენებურად ლოთურს... უსასმელოდ...

ანდაც... სასმელით...

მე ღვინით დავითრობ თავს და მზეს ცივი წყაროს წყლით დავათრობ...

სიტყვითაც დავათრობ...

უთქმელობითაც...

დილითაც ამოსვლამდე და საღამოთიც ჩასვლამდე...

მზის ამოსვლის წამს შემოვიყვარებ, იმ პირველი სხივის გამოპარვამდე, სანამ გასცემს, რომ ისიც ჩემთანაა... მზეს უყვარს ხოლმე ქალის გულივით ყოფნა, შორიდან მალულად ტრფობა და თავის დამალვა... მოღრუბვლა და დაწვიმება, გაელვება, დაჭექვაც კი... და შემდეგ უკვე გაბრწყინება ცისთვალებში... აციმციმება ნამზე და მოფერება შორიდან...

შემოვისხამ გარშემო ყველა სიტყვით ლოთს და უპირველესად ცემს სიტყვადნაფიცებ ძმებს, მონადირეს, ფიცხელაურს და სხვებს...

შემოვისხამ და მზის სადღეგრძელოსაც შევსვამთ... ამომავალი მზის სადღეგრძელოს... ჩვენი მზის სადღეგრძელოს...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 13 ივნ 2008, 05:51

პირველი სხივები მოენათა ფიცხელაურის სახლს...

მზეს ვხედავ...
მაინც ამოვიდა...


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]