ტყე შეუნახე შვილებსა.............
Posted: 10 ივნ 2007, 19:10
კარაველებო.....
ცოტა ხნის წინ ბირთვისში ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად... ბევრი თქვენგანი რა თქმა უნდა ნამყოფია ამ საოცარ ადგილზე, სადაც ბუნებისა და ჩვენი წინაპრის ხელით შქმნილი ჰარმონია უდიდეს შთაბეჭდილებას და სულიერ სიმშვიდეს ტოვებს ყოველ ჯერზე როდესაც ჩავდივართ.
მაგრამ სამწუხაროდ თემა, რომელიც მინდა კარაველების (ვინაიდან აქ ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნის მსურველთა პროცენტული რაოდენობა ბევრად მეტია) და არა მარტო მათი მსჯელობის საგნად იქცეს, არც ისე სასიამოვნოა და ალბათ თითოეული ჩვენგანისაგან საკმაო ყურადღებას მოითხოვს....
ყველამ კარგად იცის ის ვაკე ადგილი ბირთვისში, სადაც ყველაზე ხშირად იშლება ხოლმე კარვები, სწორედ ამ ადგილზე ვაპირებდით დაბანაკებას. რომ ჩავედით ჩვენი მეგობარი ,,ქართველების" რამდენიმეკაციანი ''სასტავი'' დაგვხვდა, უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ.. მალე დაგვტოვეს კიდეც, და თან დაგვიტოვეს თავიანთი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.... ზოგადქართულით რომ ვთქვათ ----ნაგავი---. ყველგან საითაც გაიხედავდი ან ბოთლები, ან ხელსახოცები ან საჭმლის ნარჩენები ეყარა... მიხვდით ალბათ რაზეც არის საუბარი...
მინდა რომ ამ თემამ წინ წამოიწიოს.. გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, როგორ შეიძლება ამ შევებრძოლოთ ამ სიბინძურეს ადამიანის სულებში, ''ჩემს მერე ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილას'' აზროვნებას...... უკაცრავად და მართლაც ხომ არ დააგინებ რომ ნაგავი არავინ დატოვოს...