Page 1 of 5
”პახოდში” სულ მარტო
Posted: 14 აპრ 2007, 15:57
by free_ride
ესეიგი მოგესალმებით!
გქონიათ ამგვარი გამოცდილება, რომ წასულიყავით მინიმუმ 1 ღამიან ლაშქრობაში სულ მარტო!
უბრალოდ როგორც მგონია შეგრძნებები სულ სხვა იქნება! მარტო რომ ზიხარ სიბნელეში კოცონთან და გვერდზე კარავი გაქ გაშლილი, და ათასი უცნაური ხმა გესმის!
ზოგმა შეიძლება გაჭედოს ზოგსაც შეიძლება გაუსწორდეს : )
მე ჯერ არ ვიცი როგორ იქნება, მარა უნდა ვცადო მალე, არა იმიტომ რომ არავინ არაა წამომსვლელი, უბრალოდ დადგა გამოცდის ჟამი ლიოლ...
”პახოდში” სულ მარტო
Posted: 14 აპრ 2007, 19:43
by ლობო
მაშინაც გითხარი და მერე პინკიმ და მეც ვიმსჯელეთ და ჩვენი პოზიცია ესეთია: ან გასხმული უნდა გქონდეს და გაგისწორდება ან თუ უკვე არ გაქვს გასხმული იქ გაასხავ..

რავი კიდევ ნუნისში ვნახე ვიღაც მარტო იყო ამოსული და საკაიფოდ იყო ძაან იწვა მზეზე, ზაგარს იღებდა და რადიოს უსმენდა:D ჰოდა მეც გამისწორდა კახეთში მარტოს მაგრამ დაგეგმილი 2 ღამე ვერ გავქაჩე...
აუ ნუნისში მგონი კიდევ ერთი იყო მარტო, კოტეტბელ მგონი შენ შენ შემხვდი ხო იქ მარტო? თუ სხვა იყო.. აღარ მახსოვს კარგად

”პახოდში” სულ მარტო
Posted: 14 აპრ 2007, 22:06
by Gvalva
მე ღამე არ ვყოფილვარ მარა რაჭაში უძირო ტბაზე ვიარე 2 საათი მარტომ,
ზუსტად ამ ადგილას, ჩემთან ერთად მონადირე იყო და სადღაც 4-6 კმ რადიუსში დადიოდა "იქნებ რამეს ვესროლოო", მე ძალიან მომეწონა, ჯერ ერთი ადგილი იყო თავისთავად მომაჯადოებელი, ისეთი განცდა იყო რომ ჩემს მეტი ამ ქვეყნად აღარავინ აღარ იყო, სრული სიჩუმე, არა ჩიტი, არა მწერი, მარტო უხმოდ მორბენალი ნისლები, ზოგი ისეთი მუქი იყო, მინდოდა გავქცეოდი

და ნიავი რომელიც ბალახებს ამოძრავებდა, ისიც ძალიან ხმადაბლა
მეორედ მარტომ ვიარე თრუსოს ხეობაში,
აბანოებიდან ჩამოვედი ტრასაზე. იქაც ნისლი იყო, და დროდადრო ცრიდა კიდევაც, ესეც მომეწონა, ეს უფრო ხანგრძლივი იყო, მარტომ ვჭამე კიდევაც, შპროტი

(რომელიც კახას მზრუნველობით გასახსნელიანი შემირჩიეს).
ისე რაღაც თითქოს მაკლდა მარტო რომ მივდიოდი, აი, რაღაც დამრჩაო განცდა რომ გაქვს ისე

, თითქოს გვერდზე ვიღაცას უნდა ევლო, ან უკან
მარტო წასვლა ძალიან საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ, მარა იქამდე ბევრი უნდა იარო რომ ბუნებაში თავი ბუნებრივად იგრძნო

, ორი-სამჯერ თუ გაქვს ტყეში ღამე გათენებული ეგ სულ სხვა რამე გამოგივა, აი 3-4 კლასელი ბიჭები რომ ამბობენ ხოლმე აბა სასაფლაოზე ღამე თუ გაივლიო, რაღაც ასეთი...
”პახოდში” სულ მარტო
Posted: 14 აპრ 2007, 23:27
by Archil
ერთხელ მარტყოფის მონასტერთან მარტო წავედი, სასტავი თითქოს უნდა მოსულიყო და მერე აღმოჩნდა რომ ვერ შეიკრიბნენ სულ. ღვთის სვეტისკენ აძრომისას დავიკარგე ტყეში. ისეთ ადგილებში მოვხვდი, რომ მობილიც არ იჭერდა. ტყეში დაკარგულ ადამიანს სხვა განცდები აქვს. მაგი გამომიცდია, მაგრამ ის არ მესმის, საკუთარ თავს კაცმა ეგეთი რაღაცა ძალით რატომ უნდა გაუჩალიჩოს? მე ერთად მირჩევნია.
ჰო, ისა, დაკოტაში ხომ ვიყავი და ვიყავი სულ მარტო და დიდი არაფერია. მარტო მეძინა კიდევაც, საყიდლებზეც მარტო დავდიოდი და ზოგჯერ ისე ვიყავი, მანქანაზე დავჯდებოდი და მთელი საათი უმისამართოდ მივდიოდი საითკენღაც, უბრალოდ, რომ მეარა, მაგის პონტში. მარტოობა როცა ცოლი ან საყვარელი მოგაბეზრებს თავს ლაპარაკით, მაშინ ასწორებს

”პახოდში” სულ მარტო
Posted: 14 აპრ 2007, 23:48
by Varvara
free_ride
mckemsebi sul mase arian - ogond dakotasi ara, aq cventan
”პახოდში” სულ მარტო
Posted: 15 აპრ 2007, 00:29
by ლობო
მოკლედ ერთი რამე უეჭველია რომ კარგი იქნება და თავისებური შეგრძნება გექნება!.. მე დაჟე მინდა მივეჩვიო მარტო ბუნებაში ყოფნას არაფერი უცნაური რომ აღარ მომეჩვენოს და ის შეგრძნება აღარ მქონდეს რაც გვალვამ თქვა რომ რაღაც თითქოს მაკლდა მიუხედავად იმისა რომ ძაან კარგი იყო.. არადა ეგ ალბათ ყველას ექნება თავიდან ..
არჩილ, ირაკლი დაკარგვას არ აპირებს მგონი

არც რამის თვითგაჩალიჩება იქნება.. უბრალოდ ახალი გამოცდილებაა:) ისე ნუნისში იყო ვიღაც მარტო მეთქი რომ ვთქვი ის აშკარად შენი თქმის არ იყოს უბრალოდ ცოლს საყვარელს სამსახურს და მეგობრებს დროებით გამოქცეული ტიპი იყო

”პახოდში” სულ მარტო
Posted: 15 აპრ 2007, 00:33
by Archil
”პახოდში” სულ მარტო
Posted: 15 აპრ 2007, 00:45
by ლობო
Archil
free_ride
ისე მე მეგონა უკვე წასული იყავი რამდენს ფიქრობ კაცო:)
”პახოდში” სულ მარტო
Posted: 15 აპრ 2007, 17:29
by Giorgi Bagrationi
ორჯერ მეც მომიწია მარტო ბოდიალი:
პირველად რკონის მონასტერზე და მის შემოგარენზე მიწევდა სტატიის დაწერა და ახალქალაქიდან რკონამდე ხეობით წავედი უკან კი გზით წამოვედი ოღონდ უკვე ღამე იყო და 2 საათზე ჩავედი ერთაწმინდაში.
მეორედ ჭაუხებში ვიყავი ალპინიადაზე და ნაცნობი გზით უკან დაბრუნება აღრ მომინდა; შესაბამისად როშკაში გადავედი, თან გზად ბევრი საინტერესო რამ გადამხდა რაც მხოლოდ მარტო მოსიარულეს თუ გადახდებოდა (მემუარებში დავწერ)

.
”პახოდში” სულ მარტო
Posted: 15 აპრ 2007, 20:03
by Nika
პახოდში არა და სოფელში ბევრი მაქ ნაბოდიალი მარტო.
”პახოდში” სულ მარტო
Posted: 15 აპრ 2007, 21:39
by mika
Nika
im mTaze rom axvedi borjobi xaragaulSi... bokes paxodi rom iyo

”პახოდში” სულ მარტო
Posted: 15 აპრ 2007, 22:11
by Mrs. Robinson
Gvalva wrote:
.......
მარტო წასვლა ძალიან საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ, მარა იქამდე ბევრი უნდა იარო რომ ბუნებაში თავი ბუნებრივად იგრძნო

...
free_ride მეც დარწმუნებული ვარ, რომ ასეა! ამიტომ ნუ იჩქარებ!
ლაშქრობის დროს სურათების გადასაღებად მარტო მიხეტიალია, ბანაკიდან მაინცადამანიც შორს არა.
აი ლაშქრობაში მარტო წასვლის სურვილი კი არასდროს მქონია, პირიქით, არიან ადამიანები რომლებიც იქ ძალიან მაკლია ხოლმე, ნეტა ყველას შეეძლოს წამოსვლა. სამწუხაროდ ეს სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება, სამსახური, ოჯახი.......
ასე რომ იარეთ ერთად, სასურველი კომპანია შეარჩიეთ და .... რა ჯობია შენთვის საინტერესო ხალხთან ერთად ყოფნას....
გაზიარებული სიხარული კიდევ უფრო მეტია, ბევრად მეტი.........
წარმატებებს გისურვებ!

”პახოდში” სულ მარტო
Posted: 16 აპრ 2007, 00:05
by Nika
mika
ნუ ეგ ძაან ლაითი იყო. სულ 5-6 კმ ვიარე მარტომ. ისე მაგარი კაიფი იყო რო გითვალთვალებდით ზევიდან.
”პახოდში” სულ მარტო
Posted: 16 აპრ 2007, 09:43
by lama
free_ride
მე კი მქონია ესეთი შემთხვევა სვანეთში როცა დავიკარგე ტყეში და მერე ღამის 4 საათზე რომ მიპოვეს
ანუ ღამის 4 საათავდე კოცონი და კარავი კი არა ადიალა არ მქონდა რომ დავმჯდარიყავი
”პახოდში” სულ მარტო
Posted: 16 აპრ 2007, 11:59
by Mrs. Robinson
free_ride
გამახსენდა - ლაშქრობაში ზოგჯერ ვინმე ჩვენთან ერთად თუ ვერ მოდიოდა იმიტომ, რომ გამოცდა ქონდა ჩასაბარებელი და ეგეთი, ამიტომ მეორე-მესამე დღეს ამოდიოდა მარტო....
ნუ იმათ ისე კარგად იცოდნენ გზა, ღამეც კი არ უჭIრდათ სიარული......
ისე ბანაკში ვინმეს ჩამოსვლა ძალიან სასიხარულო იყო ხოლმე.
და საერთოდ იქ, ზევით ყველა და ყველაფერი რა მშვენიერია!!!!