Page 1 of 1

გვჭირდება ფოტოები

Posted: 02 აპრ 2007, 19:29
by guruli
ჰალჰებო, ერთ მეზობელ საიტზე, კერძოდ, ეგრეთ წოდებულ თბილისის ფორუმზე მართლაც მამულიშვილური საქმისთვის სჭირდებათ ფოტოები - სათაფლიის მღვიმის, დინოზავრის ნაკვალევის, ყუმისთავის მღვიმის და რაჭის. ფოტოები ჭირდებათ საბავშვო ატლასისთვის. თუმცა ასეთი წიგნები არა მხოლოდ ბავშვებს გამოადგებათ. მე მაგალითად, მსგავს წიგნებს ვეძებ ფერეიდნელების და თურქეთის ქართველებისთვის, მაგრამ კარგი ხარისხისას, რომელიც მეტ-ნაკლებად სრულად გააცნობს იმათ საქართველოს - კულტურას, ბუნებას, ეთნოგრაფიას, ისტორიას და ა.შ. ვერსად მოვაგენი. დრეს უამრავი წიგნი გამოდის, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ამ "ჰარიპოტერიანიზმის" ეპოქის პირწავარდნილი პირმშოა, ისეთი სრულყოფილი კი არაა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველს ან თუნდაც აქაურ მოზარდებს სამშობლო გააცნოს.
და რაკი ჩვენს საიტზე ბლომადაა ისეთი ხალხი, რომლებიც საკუთარი 5 თითივით იცნობენ საქართველოს და მაღალხარისხოვანი ფოტოებიც მოგეპოვებათ, გადავწყვიტე, თქვენთვისაც მეცნობებინა ეს ამბავი. თუ დაეხმარებით, კარგს იზამთ. აი, მისი ლინკიც:
http://forum.ge/?f=66&showtopic=33606286&st=315

გვჭირდება ფოტოები

Posted: 02 აპრ 2007, 20:02
by Gvalva
ყუმისთავის მღვიმე ფირზე და ვიდეოზე მაქვს, რაჭა მაქვს მარა მეეჭვება ხარისხი მოეწონოთ...

ყუმისთავის უბრალოდ ფერადი სტაქტიტები და სტალაგმიტებია, კითხე თუ უნდათ კი ბატონო, დავასკანერებ

გვჭირდება ფოტოები

Posted: 02 აპრ 2007, 20:23
by guruli
Gvalva, შენ თვითონაც შეატყობ, წიგნისთვის საჭირო ხარისხს თუ გაქაჩავს.