Page 1 of 5

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 02 აპრ 2007, 17:34
by lama
მეგობრაბო კაი იქნება თუ გრაფიკულად შევცვლით ანუ საგაზაფხულოდ მოვრთავთ ჩვენს ფორუმს

ეს ერთფეროვნება ცოტათი მოსაწყენი მეჩვენება

და ეს თუ ჩამოყალიბდება და ყოველ სეზონზე თუ შეიცვლება ფორუმის დიზაინი პატარ პატარა ნიუანსებში (სეზონის შესაბამისად) კაი იქნება


მოკლედ დიზაინი ერთად შევარჩიოთ კაი იქნება :)

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 04 აპრ 2007, 14:59
by kopeina
მეც მომეწონა დიზაინის შეცვლის იდეა. რაღაცა ნიუანსები გავაახლოთ. თუნდაც სმაილიკები დავამატოთ ახალი და უფრო სახალისო. ფონის შეცვლაც შეიძლება.

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 04 აპრ 2007, 15:03
by Bocho
@[smiley: How Are You?: [23/23_34_3]]

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 04 აპრ 2007, 21:25
by Archil
მთა რომაა ზემოთ, ბალახი რომ ამოვიდეს, ან ყვავილები გაიშალოს, არ შეიძლება? ზამთარში სანტას ქუდი რომ იყო ისე...

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 04 აპრ 2007, 23:45
by kotetbeli
იქნებ ყოველ 12 საათზე საიტის ქუდიდან გუგული გამოდიოდეს, ან წერისას საწერ გრაფაში პუნქტუაციას თავად ფორუმის ტექნიკურ-გრამატიკული სენსორები უზრუნველყოფდეს... ან ჩაის რომ დავდგამ გაზზე, ფორუმზე ტაიმერის ჩართვა შემეძლოს (სამზარეულოში რომ შევდივარ, ჩაიდანი ყოველთვის ჰაერში დაფრინავს ხოლმე) :D

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 05 აპრ 2007, 01:27
by Archil
kotetbeli
:D:D:D:D

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 05 აპრ 2007, 02:03
by Mao
kotetbeli
es 2 dgea udarshi xar! :D :D :D :D :D

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 05 აპრ 2007, 11:21
by Gvalva
ეგ ყოველთვის უდარშია :D

P.S. ჩაიდანის პრობლემა ჩემთანაც აქტუალურია :evil:

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 06 აპრ 2007, 22:02
by kopeina
საოცარია და ჩაიდანის პრობლემა მეც მაქვს. კომპიუტერთან ჯდომის დროს სულ მთლად გიჟდება და გარბის, უფრო მალე დუღდება :roll: ბუნების კანონებს არ ემორჩილება. დავაყენოთ ფორუმზე ტაიმერი.....

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 07 აპრ 2007, 00:51
by gobe
მართალია თემის სათაურში სიტყვა "ჩაიდანი" არ ფიგურირებს, მაგრამ ეგ პრობლემა ერთი პერიოდი ჩვენც გვქონდა.
მაგრამ, ერთხელაც...
თებერვლის ცივი დღე იდგა, სახლშიც ციოდა, ასატანად, მაგრამ მაინც. ვიჯექი კომპიუტერთან და უცბად რატომღაც მომინდა გაზქურაზე ჩაიდნის დადგმა, ალბათ უფრო სხვებისთვის, მე უკეთეს (ჩემი აზრით), სხვანაირ თხევად გამათბობელს ვანიჭებ უპირატესობას. შუადღის 1 საათი იქნებოდა. გაზქურაზე დავდგი ჩაიდანი და კომპიუტერს მივუბრუნდი............
იქნებოდა ასე 5-6 საათი, როდესაც დედაჩემი დაბრუნდა სახლში. უი, გოგი, რა კარგი ბიჭი ხარ, როგორი სითბო დამახვედრეო, მითხრა. თავი დავუქნიე და საქმიანობა გავაგრძელე. და სულ რაღაც 2-3 წუთში ვხედავ დედაჩემს ლითონის ტაშტში ჩალაგებული ჩაიდნით, ჩაიდნის ცხვირითა და ჩაიდნის სახელურით....
მე-3 დღეს ახალი ჩაიდანი ვიყიდეთ. მართალია უსტვენს, მაგრამ, მერე რა... სამაგიეროდ, ბინას უკვე მხოლოდ გაზის გამათბობლით ვათბობთ... კომუნალური ხარჯებიც შედარებით ნაკლები გვაქვს.
ასე რომ, რომ ამბობენ, სტვენა უზრდელობააო, აღარ ვეთანხმები.
გააჩნია ვინ ან რა სად და ვისთვის ან რისთვის უსტვენს.

ასე რომ, ვუსტვინოთ ბევრი, ვიხადოთ ნაკლები.
:idea:

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 07 აპრ 2007, 02:18
by mika
gobe
magra vixlise

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 07 აპრ 2007, 02:20
by kotetbeli
gobe
ჰაჰაა, ბრავისიმო ჰალეე :D

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 07 აპრ 2007, 02:28
by kotetbeli
მართალია თემას ქვია :შემოვიდეს კარავზე გაზაფხული", მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თემის ავტორის ალეგორიულ-სიმბოლური აზროვნების მონაცემებს, არც ასე მარტივადაა საქმე... ხომ შეიდზლება ვიგულისხმოთ სხვაგვარი გაგებაც? შემოვიდეს კარავზე გაზაფხული... ქართველისთვის, ჭეშმარიტი ქართველისთვის გაზაფხული იწყება იქ, სადაც მთავრდება ჩაიდანი მეგობრებო... ჩაიდნი კი, მოგეხსენებათ წელიწადში 6 თვე განსაკუთრებით აქტუალურია... როგორც ზემოთ მომხსენებელმა ამხანაგმა განაცხადა, მოდით ჩვენ დაშლილ ჩაიდნებს გაუმარჯოს, რომლებიც ჩვენს სიყვარულში თავისთვის ჩუმად ორთქლდებიან და გვიტოვებენ თბილ არომატულ მოგონებებს... ჰაერში კი, როგორც დოჩანაშვილი იტყოდა, არაფერი იკარგება... არც მათი ორთქლი!

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 07 აპრ 2007, 12:26
by kopeina
მაგარია!!!!!
გაუმარჯოს "ჩაიდანით" გაერთიანებულ ჩვენს პრობლემებს და განცდებს.
გაზაფხულს გაუმარჯოს რომელიც ცივი ზამთრის შემდეგ დაგვიდგა და იმედი ჩაგვისახა.
მე ზამთარი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მაშინ ვგრძნობ სითბოს ფასს. ის სითბო მიყვარს რომელსაც ცივ არემარეში შენში დაიჭერ და შეიგრძნობ. სითბო ის არის რაც ჩვენშია, გაზაფხული ის არის რაც ჩვენშია. იმ სითბოს და გაზაფხულს გაუმარჯოს, რომელსაც ვერასოდეს შეველევით და რომელსაც არანაირი ყინულისა და ქარბუქიანი ზამთრისა არ ეშინია, არც ხრიოკი და სალი კედლებისა არ ეშინია. იმ ულამაზეს ყვავილს გაუმარჯოს, რომელიც გაუბედურებულ გამოფიტულ კლდეზე ამოიწვერება და გაგვახსენებს, რომ თითოეულ ჩვენგანშია ის ძალა რაც მტვრისგან და ფერფლისგან ხელმეორედ გაზაფხულს აღმოაცენებს, სითბოს დასთესს და სიყვარულს შეგვაძლებინებს.....
ჩემო ძვირფასებო თქვენს გულებში გაზაფხულებს გაუმარჯოს.....

შემოვიდეს კარავზე გაზაფხული

Posted: 07 აპრ 2007, 20:06
by lama
რა ჩაიდნები აგიტყდათ ხალხნო რა ხდება

მოდი დავუბრუნდეთ თემას კაი იქნება :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: