მართალია თემის სათაურში სიტყვა "ჩაიდანი" არ ფიგურირებს, მაგრამ ეგ პრობლემა ერთი პერიოდი ჩვენც გვქონდა.
მაგრამ, ერთხელაც...
თებერვლის ცივი დღე იდგა, სახლშიც ციოდა, ასატანად, მაგრამ მაინც. ვიჯექი კომპიუტერთან და უცბად რატომღაც მომინდა გაზქურაზე ჩაიდნის დადგმა, ალბათ უფრო სხვებისთვის, მე უკეთეს (ჩემი აზრით), სხვანაირ თხევად გამათბობელს ვანიჭებ უპირატესობას. შუადღის 1 საათი იქნებოდა. გაზქურაზე დავდგი ჩაიდანი და კომპიუტერს მივუბრუნდი............
იქნებოდა ასე 5-6 საათი, როდესაც დედაჩემი დაბრუნდა სახლში. უი, გოგი, რა კარგი ბიჭი ხარ, როგორი სითბო დამახვედრეო, მითხრა. თავი დავუქნიე და საქმიანობა გავაგრძელე. და სულ რაღაც 2-3 წუთში ვხედავ დედაჩემს ლითონის ტაშტში ჩალაგებული ჩაიდნით, ჩაიდნის ცხვირითა და ჩაიდნის სახელურით....
მე-3 დღეს ახალი ჩაიდანი ვიყიდეთ. მართალია უსტვენს, მაგრამ, მერე რა... სამაგიეროდ, ბინას უკვე მხოლოდ გაზის გამათბობლით ვათბობთ... კომუნალური ხარჯებიც შედარებით ნაკლები გვაქვს.
ასე რომ, რომ ამბობენ, სტვენა უზრდელობააო, აღარ ვეთანხმები.
გააჩნია ვინ ან რა სად და ვისთვის ან რისთვის უსტვენს.
ასე რომ, ვუსტვინოთ ბევრი, ვიხადოთ ნაკლები.
