Page 1 of 4
სამხრეთ პოლუსი
Posted: 01 აპრ 2007, 13:22
by Gvalva
მეგობრებო, ვიცი გაგეხარდებათ!!
დღეს შევხვდი ბატონ ჯუმბერ ლეჟავას, შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ხანგრძლივი საუბრის შემდეგ საუბარმა სულ სხვა მიმართულება მიიღო და... ბატონი ჯუმბერი დამთანხმდა რომ მეც მასთან ერთად წავსულიყავი მოგზაურობაში სამხრეთ პოლუსზე.
მთავარი პრობლემა არის საპასპორტო-სავიზო საკითხები, მაგრამ იმედია ეს დიდად არ გადაწევს ვადებს. ასევე რა თქმა უნდა თანხები, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის მოსაზრებები...
შესაძლებელია კიდევ ერთი კარაველის დამატება, რომელიც დემოკრატიულობის დაცვისთვის კონკურსით გადაწყდება.
კონკურსის პირობებს ბატონი ჯუმბერი შეიმუშავებს და უახლოეს დღეებში მოგვაწვდის, თვალი ამ ადევნეთ თემას
სამხრეთ პოლუსი
Posted: 01 აპრ 2007, 15:03
by guruli
Gvalva
მეც მასთან ერთად წავსულიყავი მოგზაურობაში სამხრეთ პოლუსზე.
ადმინ, მე სამხრეთ პოლუსისკენ სავალ გზას დაგილოცავ, შენ კი ბრაზილიისა დამილოცე.

თითქმის გადაწყვეტილია, თუმცა ეშმაკს არ სძინავს და მაინც მეშინია, შემოდგომამდე ფარსაგი არ გამოხტეს რამე.

სამხრეთ პოლუსი
Posted: 01 აპრ 2007, 16:11
by Mao
სამხრეთ პოლუსი
Posted: 01 აპრ 2007, 16:27
by Druides
სამხრეთ პოლუსი
Posted: 01 აპრ 2007, 17:45
by lama
Gvalva wrote:მეგობრებო, ვიცი გაგეხარდებათ!!
დღეს შევხვდი ბატონ ჯუმბერ ლეჟავას, შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ხანგრძლივი საუბრის შემდეგ საუბარმა სულ სხვა მიმართულება მიიღო და... ბატონი ჯუმბერი დამთანხმდა რომ მეც მასთან ერთად წავსულიყავი მოგზაურობაში სამხრეთ პოლუსზე.
მთავარი პრობლემა არის საპასპორტო-სავიზო საკითხები, მაგრამ იმედია ეს დიდად არ გადაწევს ვადებს. ასევე რა თქმა უნდა თანხები, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის მოსაზრებები...
შესაძლებელია კიდევ ერთი კარაველის დამატება, რომელიც დემოკრატიულობის დაცვისთვის კონკურსით გადაწყდება.
კონკურსის პირობებს ბატონი ჯუმბერი შეიმუშავებს და უახლოეს დღეებში მოგვაწვდის, თვალი ამ ადევნეთ თემას
ძალიან კაი გილოცავ გვალვა ამ სიახლეს და იმედი მაქვს შენც შესძლებ ჯუმბერთან ერთად წასვლას
და რა დაჯდება დაახლოებითი თანხა დაწერე კაი ????
მაინტერესებს
სამხრეთ პოლუსი
Posted: 01 აპრ 2007, 18:03
by Nika
აუ რა მაგარია!!!!!!
სამხრეთ პოლუსი
Posted: 01 აპრ 2007, 20:19
by pauna
აუფფფფფფფფფფ... gvalva რა მაგარია....
წადი რა და სამხრეთ პოლუსზე კარავის დროშა ჩაარჭე...
p.s ხო კიდე... ისე რეკომენდირებულია ანტრაქტიდაზე გვალვას წასვლა.... არ გამოიწვევს გლობალურ დათბობას...
გაადნობს ალბათ მთელ ყინულს......

სამხრეთ პოლუსი
Posted: 01 აპრ 2007, 20:33
by kopeina
ვაუ, რა საოცარია...... სამხრეთი პულუსი მაგარია!!!!!!
და თან,
გვალვა მივა სამხრეთ პოლუსზე, ეს წარმოუდგენელია...

სამხრეთ პოლუსი
Posted: 01 აპრ 2007, 22:25
by Archil
kopeina wrote:ვაუ, რა საოცარია...... სამხრეთი პულუსი მაგარია!!!!!!
და თან,
გვალვა მივა სამხრეთ პოლუსზე, ეს წარმოუდგენელია...

რას ამბობთ ხალხო, საყოველთაო წყალდიდობას გამოიწვევს, ხომ დადნა ყველა აისბერგი და ხომ აიწია მსოფლიო ოკეანის დონემ. პინგვინები მაინც შეიცოდე გვალვა, მერე ყინული აღარ ექნებათ და მიწაზე მოუწევთ ცხოვრება

სამხრეთ პოლუსი
Posted: 01 აპრ 2007, 22:53
by Nika
Archil
ისე ეგ კი გამომრჩა. ძაან სერიოზული პრობლემაა.
სამხრეთ პოლუსი
Posted: 01 აპრ 2007, 23:56
by Bocho
მე ჩრდილოზე წავალ, იქედან ბურღვას დავიწყებ და მოკლეზე მივალ ადმინთან

სამხრეთ პოლუსი
Posted: 02 აპრ 2007, 11:02
by Varvara
Gvalva
შენც ველოსიპედზე უნდა იჯდე?

სამხრეთ პოლუსი
Posted: 02 აპრ 2007, 12:12
by Mrs. Robinson
სამხრეთ პოლუსი
Posted: 02 აპრ 2007, 12:15
by lama
და მეც ვუერთდები საერთი განწყობას და მინდა ვთქვა რომ გვალვას წასვლა ყინულს დაადნობს და აქედან გამომდინარე არ შეიძლება
და გუშინ პირველი აპრილი იყო 
სამხრეთ პოლუსი
Posted: 02 აპრ 2007, 12:31
by guruli
lama
და გუშინ პირველი აპრილი იყო
ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ მე რაც დავწერე, არაფერი აკავშირებს საპირველაპრილო ხუმრობასთან - მართლა მიშვებენ რიოში!!!
(ხელგაშლილიგაფრენისსმაილაკი). უბრალოდ, ეშმაკს არ სძინავს, სექტემბრამდე კიდე, როგორც გურიაში ერთი ჩემი მეზობელი იტყოდა, ბევრი კაცის თავი გახმება

და მაგიტომ სადღაც რაღაც შიში მაქვს, რამე არ გამოხტეს და არ ჩაიშალოს-მეთქი, თორემ მივლინება გადაწყვეტილია.