არა სხვა მხარესაა, ძალიან ძველი ტყეა ირგვლივ, წინ დიდი მინდორია ვაკე ადგილია, სადღაც ას მეტრში დიდი კლდის პირას აღმოღნდები შენც გაგიკვირდება ლამაზი ხედი ისე უცბათ გადაიშლება, იმხელა სვავი დაფრინავდა ლამის მომიტაცა

მაგხელა ფრინველი პირველად შემხვდა ბორჯომის ხეობაში,ჩვენ შემთხვევით წავაწყდით ეკლესიას,ნასოფლარი რო შემხვდა ქვებს კოცნა დაუწყე როცა ჩემმა ძმაკაცმა იყვირა ეკლესიაო,სულ ათ მეტრში იყო მაგრამ ისეა შერწყმული ბუნებასთან რომ ძნელად შესამჩნევია, ზაფხულში თუ არ იცი სადაა ვერც დაინახავ.

მადლიანი ადგილია, წყურვილით ვკვდებოდი პახმელიამ თავისი გაიტანა

წვეთი წყალი არ მქონდა,იქვე მოზრდილი ეკლესიის ქვა შევნიშნე შუაში ამოკვეთილი იყო საიდანაც წვიმის წყალი მიყურებდა ლივლივებდა და მეუბნებოდა ხო გადაგარჩინე წყურვილით სიკვდილსო

დავეწაფე ძალიან ცივი და გემრიელი იყო,მაგრამ უცბად დაეცა წყლის დონე, ბალახის საწყუპავი იქვე ქრ მქონდა

ბოლოს ლამის ობები გავწურე, თუ წასვლა გინდათ გამოგყვებით.
