როცა ხალხი დაკარგავს სახეს და
ადამიანები გაიცრიცებიან
როცა სევდა შეგიპყრობს
აღარ გაგათბობს შენი გოგონა და შენი
ჰეროინი გაწყალდება
და როცა ყველაფერი სულ ერთი გახდება ...
მაშინ მოვა ფერადი კაცი!
შენ მას იცნობ
ის არც კეთილია და არც ბოროტი
ის ფ ე რ ა დ ი ა!
შენ მას იცნობ!
მოსულა შენთან სიზმრებში
ვიღაცის ღიმილში მოგლანდებია
მუსიკაში ჩაგსმენია მისი ხმა
შენ მას იცნობ!
ფერადი კაცი ახლოს მოვა
თვალებში ჩაგხედავს და გეტყვის:
“მილიონობით წლის წინ შენ ჩვენს პალნეტაზე დაიბადე
შენ ყველაფერი გქონდა, მაგრამ მაინც
დახეტიალობდი კოსმოსში.
ხიფათი იყო შენი მეგზური
შენ თავგადასავალს ეძებდი
და გქონდა თავგდასავალი და ხიფათიც გქონდა !
შენ წესრიგზე ნადირობდა და წესრიგიც ნადირობდა შენზე!
შენ მოკალი წესრიგი ათას პლანეტაზე!
ათასი სამყარო ააფორიაქე და გამოაცოცხლე
“წესრიგი კლავს” ეუბნებოდი ხალხს და კლავდი მათში წესრიგს.
მაგრამ წესრიგმა მოგინადირა
დაგსაჯა
და
აქ,
კოსმოსის ყველაზე მოსაწყენ პლანეტაზე ჩამოგაგდო
შენ იცი შენი ნამდვილი ადგილი... შენ გახსოვს ვინა ხარ და ამიტომაც იტანჯები აქ
იქ კი კოსმოსში წესრიგმა გაიმარჯვა
ამიტომ სამყარო ნაცრისფერდება,
ისევე როგორც ეს ქალაქი
სამყარო კვდება ზედმეტი წესრიგისაგან
უფერულდება! ხუნდება! ჭკნება!
და ამიტომ მეც მოვედი!!!
წავიდეთ იქ სადაც შენი სახლია
და მოვკლათ წესრიგი
ვაკეთოთ ის რაც სიამოვნებას გვგვრის!
ავანთოთ ახალი ვარსკვლავები და
ჩავაქროთ ძველი!
წავიდეთ,
ჩემო მეგობარო
დამთავრდა შენი ტყვეობა”
და შენ დაინახავ, რომ ფერადი კაცი გააფერადებს ყველაფერს
შენ მას ხელს ჩაჰკიდებ და…წახვალ
აქ კი დაგმარხავენ !

