ალბათ, ყველამ იცის ერთი მსვენიერი სოფელი, სახელად თიანეთი.. აქვე რომ არის, არც თუ შორს, მაგრამ იქ ჩასულს ყველანაირად რომ მოსწყვეტს ერულ ფუtჩსაქმოსნობას.. ბუნებითა და პეიზაჯებით, ისევე, როგორც საქართველოს საბედნიეროდ ყველაშიგადასულიბევროდენობის ადგილი, თიანეთის განსაკუთრებულია და განუმეორებელიც კი... თიანეთის შექმნის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს.. მათ შორის ასეთიც არის..ძველად, თურმე თიანეთში ერთი გამორჩეული ოჯახი ცხოვრობდა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და ორი შვილი.. ერთს თინათინი ერქვა -- ასულს და ყრმა ვაჟს -- იორამი.. მაშინ მსხვერპლთშეწირვა ხშირი იყო და ქმარს განუცადებია ერთ დღეს ცოლისათვის, შვილები უნდა შევწირო ღმერთსო.. უბრძანებიათ თურმე მისათვის..
ახალგაზრდა დედას არ დაუნებებია შვილები, ვერ გაუმეტებია, რის გამოც თურმე მძიმედ აწამეს..
მსხერპლთშეწირვის დღეს, ჩვეულებრივ, გავსებულა ეზო-მიდამო, კარი, გარეულითა და შინაურებით, ღმერთის მიმართ მთხოვნებლებით, მსხერპლთშეწირვის ოსტატებით თუ აღმასრულებებითა და უბრალო ადამიანებით, ბევრის ბედი ყოფილა ამ ამბავზე დამოკიდებული...
საბრალო დედა დილეგში ჩაესვათ და ისე მიეყვანათ სარიტუალო ადგილზე... გაწამებული კიოდა და უხმობდა საშველად, მაგრამ... უშედეგოდ და უთანადგომოდ...
მზიანი იყო ამინდი თურმე, ამას კი თავიანთი ღმერთის მოთხოვნად მიიჩნევდნენ მაცხოვრებლები.. მამა მოშორებით იდგა და ელოდებოდა აღსრულებას..
და..
და იმ დროს, როდესაც მზეც მწველად აჭერდა და ჩახუთულსა და გაბრუებულ გარემოს ცეცხლის ალი კიდევ უფრო მწველსა და ულმობელს ხდიდა.. როდესაც შესაწირი ბავშვების მამა მოშორებით იდგა და არაფერს ამბობდა.. როდესაც კივილგანგმირული დედა უიმედოდ ცდილობდა მშველელის მოხმობას.. როდესაც ბავშვებიც გამოიყვანეს, გაურკვევლად და მიუხვედრელად ატირებულ-შემცბარები.. როდესაც მოამზადეს კველაფერი იმ საბოლოო წუთებისათვის, რომ მსხვერპლის შეწირვა დაეწყოთ... როდესაც წამები ითვლებოდა.. დანის პირი უკვე კარგად გალესილი სისხლის მოლოდინში ზის მორზე განისვენებდა.. და ცეცხლი მძლავრ ტალღად იტრიალებდა მორევივით ცეცხლის ტალღებს.. ბავშვებს კი უახლოვდებოდა მსხვერპლშემწირავი...
როდესაც ხელი მოჰკიდა და ძალით დააშორა, თითქოსდა გაგლიჯა ერთმანეთისაგან და-ძმა, ხელში ატოტებული წაიყვანა.. მიუახლოვდა მსხვერპლშეწირვის ადგილს... ამ დროს.. ამ დროს.. ამ დროს წამი წუთად გაიწელა.. წუთი - საათად.. საათი - დღედ და დღე-საუკუნედ.. მოიღრუბლა და მიმოშავდა იქაურობა.. მოქუფრულმა ცამ დაამთქნარა და ისე გაიზმორა, ხეებმა ჭახა-ჭუხი დაიწყეს, აკანკალდნენ.. ფოთლებშიშიშსევარდნილი ბებერი მუხებიც კი გალერწმებას ნატრულობდნენ, რომ იქიდან როგორმე ქარს გაჰყოლოდნენ და ფეხაკრეფილები გაქცეულიყვნენ.. აგრუხუნდა მიწა და აიზილა ცასთან და აქუფრდა.. და.. სწორედ ამ დროს ცა გაიხსნა.. ნათელი შემოიჭრა და ხელი დაეშვა მიწაზე.. მზიური ხელი... შემოევლო თინათინს, იორამსა და დედას მათს და წაიყვანა ზეცად... ზეცამ კი უდანაშაულო დედის ცრემლები დააწვიმ-დააწყალა სოფელს.. აზილა დიდი და პატარა ერთმანეთში და ააფორიაქა.. ააწარღვნა და დაიმშვიდობა..
გავიდა დიდი თუ ცოტა დრო.. ეს ამბავი მახლობელმა სოფლებმაც გაიგეს და უდანაშაულო შვილების შეწირვას თავი დაანებეს.. იმ ადგილას კი ახალი სოფელი გააშენეს...
წარღვნის შედეგად გაჩენილ მდინარეს იორამის სასახელოდ იორი დაარქვეს, ხოლო სოფელს თინათინის სახელად - თიანეთი..
დღესაც ხშირად ახსენებს ხოლმე ბუნება იქაურ მოსახლეებს, რომ სამართლიანები იყვნენ და უყვარდეთ ერთმანეთი, ტორემ იორმა ადიდება იცის..
============== აბალდუი
ამბავი -- ლეგენდიდან და ხალხურია
მხატვრული გაფორმება და კრეატივი კი - ჩემი
