GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ზოგადად, ძნ არ მომწონს, როდესაც პატრული გაჩერებს და გეუბნება, ჩაისუნთქე, ალკოჰოლზე გამოწმებო.
ეს საკმაოდ გამაღიზიანებელი პროცედურაა მით უფრო მაშინ, როდესაც იმ დროს ნასვამი არ ხარ და ამასთან,
შენი ცხოვრების წესიც ისეთია, რომ საჭესთან ნასვამი არაოსდეს ჯდები.
ამის მიუხედავად, რადგან ჩვენი საზოგადოების წევრთა დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს საფრთხეს და
ნასვამი საჭეს მართავს, ვემხრობი პოლიციის პრევენციულ ნაბიჯებს, რაც მძღოლების რესტორნებთან ჩასაფრებასა
და მათ შემოწმებას გულისხმობს.
ვემხრობი სასჯელების გამკაცრებას, რადგან მივიჩნევ, რომ ისეთ საზოგადოებაში, სადაც
მძღოლთა უდიდეს ნაწილს მართვის მოწმობა არაკეთილსინდისიერად აქვს აღებული, სადაც ნასვამი მძღოლების
შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი საკმაოდ მაღალია, ვითარებას მხოლოდ მკვეთრი ქმედებები გააუმჯობესებს.
აპორტებში შემოწმებებზე როდესაც ქამარს მახსნევინებენ, ან ფეხსაცმელს მახდევინებენ, საფულეს მიხსნიან, სულაც არ მომწონს.
სასტიკად მაღიზიანებს, მაგრამ მესმის, რომ ეს კეთდება ჩემი და თანამგზავრების უსაფრთხოებისთვის.
როდესაც ვიცი, რომ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ პატრული ჩამასუნთქებს, აღარ დავლევ.
ჰოლო ეს ყველაფერი ჩვევამდე დაგვიყვანს.
შემდეგ კი აღარც პატრულის ჩასაფრება-ჩასუნთქვა დაგვჭირდება, აღარც სიმთვრალით გამოწვეული
ავტოკატასტროფები იქნება ასე ხშირი.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისეთი ტიპის ახალ სახელმწოში, როგორიც არის საქართველო,
ჯარიმა-სანქცია უფრო შედეგიანია, ვიდრე სოციალური რეკლამა.
მთავარია, ჯარიმების სისტემამ იმუშაოს.
აგერ, 1 წლის წინათ ნაგვის არდაყრაზე სოცრეკლმები გადიოდა (ნიკა ქავთარაძე დანაგვიანებულ სუფრას რომ თამადობდა),
მაგრამ უჯარიმოდ ჯერ არაფერი შეცვლილა.
ჰოლო, შეუფერებელ ადგილებზე მანქანის არასწორად დაყენების გამო რომ მძღოლებს ჯარიმის გადახდა,
ანდაც მანქანის საჯარიმოდან გამოტანა უწევდათ, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალა
კი ძალინ ლოგიკური, უფრო სწორად პრაქტიკული არგუმენტებია მოსაზერბის სასარგებლოდ.
უხეში, ამკრძალავი და დასჯაზე ორიენტირებული კანონის მოქმედება ყოველთვის და ყველგვან ( და არა მხლოდ ჩენისთანა ქვეყანაში )
გაცილებით ეფექტურია კონკერტული მიზნის მისაღწევად მოკლევადიან პერსპექტივაში. თუმცა ასეთ შემთხვევაში, ერთი მიღწეული, სასურველი შედეგი არაერთ უარყოფით შედეგსაც ბადებს, მაგრამ ეს ეფექტები უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში და უფრო ღრმა, არაზედაპირულ განზომილებაში ვლინდებიან.
ჩვენს შემთხევაში ეს არასასურველი, დამატებითი ეფექტებია დამოკიდებულება პატრულისადმი და აქედან გამომდინარე სახელმწიფოსადმი, რომელსაც პატრული წარმოადგენს.
კი ბატონო, კანონი უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ ეს თავნებობის საშუალებას არ უნდა აძლევდეს სამართალდამცავებს და ჯარიმების გამოწერა "გეგმის შესრულებას" არ უნდა ემსახუერბოდეს.
სოცილაურ რეკლამას, რორგოც ვთქვათ ჰომეოპატიურ საშუელებებს ან ჯანსაღი ცხოვერბის წეესს, შედეგი უცებ არა აქვს. საჭიროა მისი - სოციალური რეკლამის- პერმანენტული და ინტენსიური გამოყენაბ და არა ისე, 1-2 ჯერ და ბიუჯეტიდან ფულების შესაჭმელად რომ აკეთებენ ზოგიერთები.
კომერციული რეკლამა .... ხშირად ყველას რომ თავს აბეზბს და აღიზიანებს კიდეც - ხომ მუშაობს არა?! აი ასეთი ინტენსივობაა საჭირო და მაშინ ექნება შედეგი სოციალურ ეკლამასაც. პლუს სხვა აქციებიც საგანმანათლებლო-სააგიტაციო შინაარსის.
ისე უცნაური რამაა არა - ადამიანს იმის უფრი ეშინოდეს, რომ პატრული ჩააბერინებს და დააჯარიმებს, ვიდერ იმასა რომ შეიძლება თვადაც დაიღუპოს და სხვა, ხშირ შემთხვევაში ახლობელი ადამიანებიც დაღუპოს
არადა ... შეიძლება არც ისე დიდი დროა გასული დამოუკიდებლობის აღდგენიდან მაგრამ ახალგაზრდა ერიც არა ვართ, შეგნება გაცილებით მეტი უნდა გვქონდეს.
ეჰ, რავიცი რავიცი.
ისე საინტერესო კიდევ ერთი რამ - რომელ მოსაზრებას ემხრობიან რეალური მძღოლები და არა ჩემისთანა "პასაჟიერბი"

გამოკითხვა ხომ არ გაგვეკეთებინა?!