ანეგდოტები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
ანეგდოტები

Post by nikushanikusha » 05 თებ 2009, 18:42

აუუ ტქვენც დაწერეეეეეწთ :*:*: :) შეიძლება არ გაგეცინათ მარააა რავი რა :დ

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ანეგდოტები

Post by lama » 06 თებ 2009, 01:37

ერთ-ერთ ოჯახში ასეთი სახელები ჰქვიათ

მამა: ყლჩბე
დედა: გვიდი
შვილი: სორთმანი
და
ძაღლი: დათო

:roll: :roll: :roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
ანეგდოტები

Post by nikushanikusha » 06 თებ 2009, 16:47

:) :)

კახელი სპრაიტს იყიდის, დახედავს და წაიკითხავს, იყავი ის ვინც ხარ.
დალევს და ვირად გადაიქცევა :oops:

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
ანეგდოტები

Post by nikushanikusha » 06 თებ 2009, 16:48

სვანი დაფიქრდება მოეწონება და ისევ დაფიქრდება

განცხადება ზოოპარკში: ნუ შეაშინებთ სირაქლემას! იატაკი ბეტონისაა!

მეგრელს უთხრეს გურულს კიბო აქვსო ხოხ, საწყალი კიბო.. შეიცხადა მეგრელმა

სვანი რესტორანში დაიწყებს მუშაობას. აუხსნიან, რომ კლიენტმა რაც არ უნდა მოითხოვოს, ყველაფერი უნდა მიუტანოს. ერთხელაც ერთი კლიენტი შეუკვეთავს:
-ტვინი მომიტანე კეცზე!
-ეე, მერე მე?

–მონადირე ძაღლი შევიძინე, ძალიან ჭკვიანია. –რაა ასეთი, თოფს ხომ არ ისვრის? –არა, მე რომ ვისვრი, ძირს კოტრიალობს და კვდება სიცილით. –როცა ფრინველს ახვედრებ მაშინ რას შვება? –ეგ ჯერ არ ვიცი, სულ სამი წელია, რაც მყავს.

გეპეის სტუდენტი გოგოსთან ერთად სეირნობს რუსთაველზე. ჩაუარეს სამწვადეს: -მწვადი გინდა? არა? კაი ბატონო. ცოტა ხანში ჩაიარეს სახინკლესთან. -ხინკალი გინდა? არა? კაი, ბატონო. მიუახლოვდნენ ლაღიძის წყლებს. -წყალი გინდა? -კი,-დაასწრო გოგომ. -გევიაროთ ცოტაც, კაი ფანტანი ვიცი.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ანეგდოტები

Post by pataputina » 06 თებ 2009, 17:12

- ექიმო ოპერაციის შემდე კლარნეტზე დაკვრას შევძლებ?
- აბა რაა...
- უყურე შენ, ცხოვრებაში არ დამიკრავს......






:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ანეგდოტები

Post by qvevri » 06 თებ 2009, 17:16

pataputina wrote:- ექიმო ოპერაციის შემდე კლარნეტზე დაკვრას შევძლებ?
- აბა რაა...
- უყურე შენ, ცხოვრებაში არ დამიკრავს......






:roll:
მინდა ავღნიშნო, რომ უძლიერესი ანეგდოტია, და რომ გაიმეორო შეიძლება :?: :roll:

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ანეგდოტები

Post by pataputina » 06 თებ 2009, 17:20

qvevri


რა პრობლემაა, ახლავე გავიცოდნისდედავებ........ :roll:












- ექიმო ოპერაციის შემდე კლარნეტზე დაკვრას შევძლებ?
- აბა რაა...
- უყურე შენ, ცხოვრებაში არ დამიკრავს......




:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ანეგდოტები

Post by qvevri » 06 თებ 2009, 17:21

ორივეჯერ მაგრად ვიცინე :?

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ანეგდოტები

Post by pataputina » 06 თებ 2009, 17:23

უფრო სასაცილოებიც ვიცი, მაგრამ არ მოვყვები

არ შეიძლება ამდენი სიცილი




:?
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ანეგდოტები

Post by Tamusia » 07 თებ 2009, 00:09

ერთ-ერთმა ტყუპისცალმა არველაძემ მოყვა, თუ არ ვცდები.ერთმა სომეხმა მითხრაო, თქვენი კინოებიდან, ბაევიკი რო გაქვთ, გიორგი სააკაძე, ეგ მომწონს. ყველაძე ძაან ის მომენტი მომწონს, სააკაძე თავის ცოლს რომ ეუბნება: დურსუნდან, შედი კარავში, იქ პაატას თავია, იელი დიშიტ-ო
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
ანეგდოტები

Post by nikushanikusha » 07 თებ 2009, 20:10

-დედიკო პატარძალს თეთრები რატომ აცვია ხოლმე?
-იმიტომ რომ ბედნიერია შვილო ახალი ცხოვრებისთვის ემზადება....
-ახლა მივხვდი სიძე შავებში რატომაააა.

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
ანეგდოტები

Post by nikushanikusha » 07 თებ 2009, 20:12

ქალიშვილო, თქვენთვის არავის უთქვამს, რო მერილინ მონროს გავხართ?.. არა ხომ?.. სწორიც უქნიათ, ცავატანემ, გამოხატული არმენ ჯიგარხანიანი ხაართ, რაღა!..
_______ Ѓ›Ѓ›Ѓ› _______

ქუჩაში აგებენ ასფალტს. ბრიგადირი უყვირის გამვლელს:
- რას დაეთრევი, შე ჩემისა, ამ ახალდაგებულ ასფალტზე ლასტებით!!!
- ლასტები კი არა, ტამბერლანდები იყო სანამ თქვენი კატოკი გადამივლიდა.
_______ Ѓ›Ѓ›Ѓ› _______

- ჩემ ქმარს ისევ ამოუვარდა ყბა მთქნარებისას.
- ასეთს რას უყვებოდი?!
_______ Ѓ›Ѓ›Ѓ› _______

- მივალ თუ არა სახლში შუაღამეზე, ჩემი ცოლი მაშინვე საათს უყურებს.
- შენი საქმე უფრო იოლად ყოფილა. ჩემი ცოლი კალენდარს უყურებს ხოლმე.
_______ Ѓ›Ѓ›Ѓ› _______

- რავა ჩეიარა, ბუჯო, შენმა ქორწილმა, მაგრააათ? მაგარი საჩუქრები მოგიტანეს, სიმოოონ?
- ყველაზე ნაღდი საჩუქარი, სიმონ, ნათლიაჩემის იგი რომაა, დეიდაშვილის მამიდაშვილი, სიმონ, იმან გამიკეთა, ბუიშვილი ვიყო.
- რაი გაჩუქა ამფერი, შე ჩემანალა, მაგ ჩემანალამ!
- რაი, სიმონ და ჩემი სიდედრი მოწონებია ნამეტნავათ მაგ გამოსირებულს და არ მოუტაცნია, ბუჯოო?!!

_______ Ѓ›Ѓ›Ѓ› _______

- ჩემი ცოლი ქართულ ფეხბურთს მადარებს.
- ვაა! რა მაგარია! ისეთივე მოქნილი, შემტევი და ცეცხლოვანი...
- რა ცეცხლოვანი, შე ჩემის ტრულაილა!.. ოცი წელია აღარც მოკვდი და აღარც რჩებიო...

_______ Ѓ›Ѓ›Ѓ› _______

- რა თამაში გავმაზეთ, ბუჯო, ალბანეთში!..
- ჰო, როგორ წავაგეთ, აბა?!
- წაგება აფერი! მაი აღარევინს აღარ უკვირს ჩვენი ნაკრებისგან. დასანანი იგია, ასე მაღალი კლასი რო ვაჩვენეთ, ასეთი თავგანწირვით რო ვითამაშეთ, ბოლოსდაბოლოს მთელი ოთხმოცდაათი წუთი გავდიოდით და გამოვდიოდით იმსიგრძე სტადიონზე და მაყურებელმა საცხა აივნებიდან უყურა ასეთ თამაშს.

_______ Ѓ›Ѓ›Ѓ› _______

- გაიგე რა, კაცო, მაგარ ქალს გირიგებენ, მაგარს! ქვრივია, ძმაო, მაგარია, რა. უმწიკვლოა თლათ, უმწიკვლო!
- მოიცა, კაცო, ვერაფერი გავიგე! ქვრივიცაა, უმწიკვლოც არის...
- უჰ კაი ერთი! ქვრივი... ეგ იმდენი ხნის წინ იყო, თვითონვე აღარ ახსოვს.

_______ Ѓ›Ѓ›Ѓ› _______

- მამი, გახსოომს, რო მეუნებოდი, ას ლარ გაჩუქებ მეოთხე კლასში თუ გადახვალოო?
- მაგაი რა დამავიწყებს, ჯო!
- ჰოოდა, ენდე! ასი ლარიც დაგეზოდებააა...

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
ანეგდოტები

Post by nikushanikusha » 07 თებ 2009, 20:30

ზარი ნდობის ტელეფონზე:
- მე ამოვიცანი ცხოვრების არსი!.. ახლა რა ვქნა: თავი ჩამოვიხრჩო, ტყვია დავიხალო შუბლში თუ რა წყალში გადავვარდე...
_______ â—‹â—‹â—‹ _______

ორნი სხედან უკაცრიელ კუნძულზე:
- ახლა ერთი კაი ქალი რას გაასწორებდა!..
- მაშ, კაცო, კაი ცხელი, ცხელი!..
- ჰო, ჰო... კაი დაბრაწული, კვრიხინა კანით...
_______ â—‹â—‹â—‹ _______

მომღერლების საუბრიდან:
- დისკი ჩავწერეე, მაგარი გამოვიდა, დაეცემი რომ მოუსმინო.
- მერე, გაყიდე?
- კი, გავყიდე, ყველაფერი გავყიდე, მანქანა გავყიდე, ბინა გავყიდე, აგარაკი გავყიდე...
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- ახლა ვხვდები რატომაც ვკოჭლობ.
- რატომ?
- ათი თითი მაქვს ორივე ფეხზე.
- ყველას ათი თითი გვაქვს, ძმაო...
- შენ ვერ გამიგე. მე ერთ ფეხზე სამი თითი მაქვს და მეორეზე შვიდი...
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- ალო, მორგია? ბაბუა დაგვეკარგა, ბაბუა! შემთხვევით თქვენთან ხომ არ მოუყვანიათ?
- რამე განსაკუთრებული ნიშნები ხომ არა აქვს?
- კი, კი!.. მარჯვენა ფეხით მოიკოჭლებს და რომ ანერვიულდება, ენა ებმება და წარბებს ძგიბავს ნამეტანი.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- ბაბუაჩემი გმირი იყო. ბელომორკანალი ააშენა, ყამირზეც იყო...
- ბამზეც იყო?
- არა, ბამზე ვერ მოასწრო.
- გარდაიცვალა?
- არა სროკი გაუთავდა.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

დამკრძალავ ბიუროში:
- კაცურად ერთი კუბო მინდა 4X4-ზე, შავი ფერის, კარით,
კონდიციონერით...
- სიგნალიზაცია რომელი ფირმის დავუყენოთ, უფროსო?
_______ â—‹â—‹â—‹ _______

მიხო ზის და წერს. შემოვიდა მარო:
- მიხო, რას აკეთებ?
- ახალი ჰიმნი უნდა დავწეროი.
მარომ აიღო და წაიკითხა.
- მეხი კი დაგაყარე, ქა! სუ გინების კორიანტელი დაგიყენებია!! სუ მარტო გინებაი რა ჰიმნია, ჰააა?!! აქა-იქა მაინც გამეგერია, კაცოუ!
- მაიცა, კაცო!.. სუ მარტო გინება რათა სწერია... აგე მაგალითადა, აქა ხო წერია „ქვეყანაი“...
_______ â—‹â—‹â—‹ _______

ჟორა მოვიდა სახლში გატრეტილი მთვრალი. ცოლი უტრაკებს:
- რა დღეში ხარ, შე სასიკვდილე! როდემდე უნდა იარო ასე გამოლენჩებულმა?!!
- რა გინდა, ჟენია, რას გამიტრაკე საქმე! ამ სახლში მე ვარ უფროსი და როგორც მინდა ისე ვივლი, შე ჩემანალა!!!
ამოუვიდა ყელში ჟენიას და... ტაფა გლიჯა თავში. ჟორამ წამსვე მაგიდის ქვეშ მოადინა ზღართანი. ამ დროს მეზობლის ქალი შემოვიდა ზეთის სათხოვრად.
- უიმე, ჟენია!.. რატო აგდია, ბეჩა, სტოლის ქვეშ ჟორაიე?!
- ოჯახის უფროსი მაგია და საცა უნდა იქანე დეეგდება.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

პაციენტი ექიმს:
- ექიმო, ნუთუ ასეთი უიმედო მდგომარეობა მაქვს?
- მოიცა, მოიცა! ჩვენ ახლა ასეთი პესიმისტური განწყობა სულ არ გვჭირდება. სჯობს ასე მივუდგეთ საკითხს: მე თუ თქვენ მოგარჩენთ, საქვეყნოდ გავითქვავ სახელს.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- რაც წლები მემატება, კბილებსაც უფრო ადვილად ვიხეხავ, თმებსაც უფრო ადვილად ვივარცხნი...
_______ â—‹â—‹â—‹ _______

რეკლამა:
იკითხეთ აფთიაქებში პრეზერვატივი „სიკო“!
იკითხეთ, იკითხეთ!.. თორემ დგახართ აქ თავჩაღუნული, თვალებით იატაკს მიშტერებიხართ, თითქოს ასპირინის საყიდლად შემოეხეტეთ!
_______ â—‹â—‹â—‹ _______

რესტორანში: - ოფიციანტ! ხბოს ხორცი მომიმზადეთ. სუკი. მეხუთე და მეექვსე ნეკნებს შორის ამოჭრილი. ბურგუნდიული, წითელი, 1985 წელს ჩამოსხმული ღვინის სოუსით. სალათი არ დაჭრათ, ხელით დაანაკუწეთ. ზეთი აუცილებლად ზეითუნის მოასხით, ესპანური, არარაფინირებული, პირველი გამოწურვა, „ვირხენს“ რომ ეძახიან ესპანეთში.
ოფიციანტმა ჩაიწერა შეკვეთა, შევიდა სამზარეულოში და მზარეულს ეუბნება:
- ლევანა, ერთი ლანგეტი!
_______ â—‹â—‹â—‹ _______

მსახიობი რეჟისორს:
- აქვსენტიჩ, რეკვიზიტორი გააფრთხილე, წყალი არ დამანახოს სცენაზე, ნამდვილი არაყი მომიტანოს თუ ძმა ხარ.
- კი, ბატონო, მე არა ვარ წინააღმდეგი, მხოლოდ ერთი პირობით: ბოლო აქტში რომ საწამლავს სვამ, იმასაც ნამდვილს მოგარმევთ.

_______ â—‹â—‹â—‹ _______

დგას ინსპექტორი პოსტზე და ბუზებს იგერიებს. ერთი ბუზი ეუბნება:
- არ მომკლა და სამ სურვილს შეგისრულებო.
მოსთხოვა ინსპექტორმა ზღვაზე ანტალიაში დასვენება, ქალები, ბოლოს დაფიქრდა და ეუბნება ბუზს:
- მოდი, ერთიც ისეთი სამუშაო მიშოვე, არაფერს ვაკეთებდე და ფული კი მოდიოდეს ჩეჩქივით.
ჰოდა, შეუსრულა ბუზმა სურვილი: ისევ პოსტზე დგას.

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
ანეგდოტები

Post by nikushanikusha » 07 თებ 2009, 20:41

ორი გოჭი საუბრობს:
- ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?
- ეჰ... კოსმონავტი...
- მერე, რას ოხრავ?
- აბა, ტიუბიკში ჩავეტევი მე???

_______ â—‹â—‹â—‹ _______

ქეშები სხედან ოთახში და კაიფობენ. ისეთი კვამლი დგას, დედა მამას ვერ იცნობს. საათიდან გუგულმა გამოყო თავი. ისეთ კაიფშია, თვალს ვერ ახელს:
- ბიჭებო, რომელი საათია?
- სამი, ტოოო.
- აუ, ბოზიშვილი ვიყო! კინაღამ დავაგვიანე, ჩემი დედა ... გუ-გუ! გუ-გუ! გუ-გუ!

_______ â—‹â—‹â—‹ _______

მოხუცი დედა ურეკავს შვილს:
- ჩვენს კარადაში ქურდია, წუხელ შემოიპარა სახლში და რაღაც, ხმაურმა შემაწუხა.
- მერე, დილამდე რას უცდიდი, ვერ დამირეკე?
- ამისთვის აღარ გაგაღვიძე. კარადის კარი ჩავჭედე ლურსმნებით, დავწექი და დავიძინე.

_______ â—‹â—‹â—‹ _______

რჩევა დიასახლისებს:
„თუ ფრანგული დუხი გაგითავდათ, ფლაკონი არ გადააგდოთ. თქვენ ის პოლიკლინიკაში სურნელოვანი ანალიზის ჩასაბარებლად გამოგადგებათ“.

_______ â—‹â—‹â—‹ _______

გადაცემა „ათასიდან ერთი შანსი“ მიმდინარეობს:
- რომელ გოგონას აირჩევდი?
- შეიძლება ცოლს შევეკითხო?

_______ â—‹â—‹â—‹ _______

- აკეთეეე რამე, შვილო ბუხოია, დღეს სკოლააში?
- დედა დავხააატე.
- რავა ყ’ველდღე დედაშენს ხატამ, შე უპატრონო, მეტს აფერს გაკეთებიებენ ის ჩემანალაებიიი?!!
- რა ვიიცი! შამევიდა კუკურიე მასტალებელი და გვითხრა რომე
„აპა ბაღნებო! ყველეიმ ხატეთ ახლა თქვენი დედა!..“

_______ â—‹â—‹â—‹ _______

ორი დაქალი შეხვდა ერთმანეთს:
- ვაიმე, ნატუკა, მუშაობას ვიწყებ ჯანმრთელობის სამინისტროში.
- ვაიმე, დავეცი! შენ იქ რა უნდა აკეთო?
- რა და წესრიგი უნდა დავამყარო.
- ვაიმეე! რა მაგარია! რა თანამდებობაზე დაგნიშნეეეს?
- დამლაგებლაად...
_______ â—‹â—‹â—‹ _______

საავადმყოფოში კომისიას ელიან. არის ერთი ვაი უშველებელი. გარბიან და გამორბიან ექთნები და ექიმები. ექთანმა შეიხედა დისტროფიკების პალატაში. ხედავს, ფანჯრის რაფაზე პიჟამა არის გადაკიდებული. აიღო და საწოლზე დააგდო. მეორედ შეიხედა, პიჟამა ისევ ფანჯრის რაფაზე დევს. ისევ გადმოაგდო საწოლზე. მესამე შემოხედვაზეც რომ ფანჯრის რაფაზე ნახა, გამოაღო ფანჯარა და პირდაპირ ფანჯრიდან გადაუძახა. ერთ-ერთმა დისტროფიკმა ჩაილაპარაკა:
- საწყალი გოგა, რა კარგი ბიჭი იყო, როგორ უყვარდა ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპება და იქედან ცქერა!..
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- ადამიანის მეგობარი ძაღლი კ’არ უნდა იყოს, კორეელი უნდა იყოს, შე კაცო! არ შემჭამა ამ გასატყავებელმა კინაღამ?
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- ალო! თბილგაზის საავარიოა? დილას აქეთია, შვილო, გაზქურა ჩართული მაქვს და არ ინთება ეს ოხერი.
- ასანთი თუ გაუკარი, ბებო, ასანთი?
- უიმე, სულ გამოვჩერჩეტდი! ახლავე ავანთებ...
_______ â—‹â—‹â—‹ _______

სოფლის მჭედელი ეუბნება მოწაფეს:
- ონისევ! ახლა ცეცხლიდან გავარვარებულ ნალს ამოვიღებ და თავს როგორც კი დაგიქნევ, მაშინვე ურო გამოაქანე.
ასე უეცრად გახდა ახალბედა მოწაფე სოფლის მჭედელი.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ მოკეტე მერქვა.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- მაგარი გენიოსი ვარ ძმაო!..
- რა იყო, ონისე, რა გააკეთე ასეთი?!
- „ლეგო“ ვიყიდე მაღაზიაში და ორ თვეში ავაწყვე.
- თუ ძმა ხარ!..
- რა იყო!.. ყუთზე ეწერა სამიდან ხუთ წლამდეო!..
- ქალო! სად წაიღე ყავა?!
- მანდაა ფქვილის ყუთში, ადრე რომ მარილი ეყარა, სოდა აწერია…


ალო !
-უკაცრავად არმენა სახლშია ?
-არმენა ვანშია .
-როდის ჩამოვა ?
-დაიბანს და გამოვა რა .


-მამი მამი მე რომ წერომ მომიყვანა ის წერო სად წავიდა
-სად წავიდა მამი და დაბრუნდა შარვალში.
მას შემდეგ როდესაც ლუვრის მუზეუმში თიშავენ შუქს…
_______ â—‹â—‹â—‹ _______

ორი ნარკუშა მოწეულში:
- რომელია ყველაზე მაგარი ცხოველი, სიმონ, თუ იცი?
- გომბეშო, ტო, დადის თავისთვის და ყველაფერს ანადგურებს.
- რას ამბობ, შე ჩემა, ყველაზე მაგარი ყანჩა არის, ტო!.. როცა გომბეშო დადის თავისთვის და ყველაფერს ანადგურებს, მოდის ყანჩა და ჰოპ! გადაყლაპავს შენს გომბეშოს.
- არა, ტო, როგორ გეკადრება! როცა გომბეშო დადის თავისთვის და ყველაფერს ანადგურებს, ამ დროს მოვა ყანჩა და გომბეშოს გადაყლაპავს, გომბეშო აიღებს და ტრაკიდან გამოძვრება.
- ე! შენ რა მაგარი ხარ, ტო! ის არ იცი, რომ როცა გომბეშო დადის თავისთვის და ყველაფერს ანადგურებს, ამ დროს მოვა ყანჩა და გომბეშოს გადაყლაპავს, სანამ გომბეშო დააწვება და ტრაკიდან გამოძვრება, ყანჩა მანამდე აიღებს და ტრაკს კედელზე მიაჭერს.
- შენა ყოფილხარ, აი! აზრზე მოდი, ტო, როცა გომბეშო დადის თავისთვის და ყველაფერს ანადგურებს, ამ დროს მოვა ყანჩა და გომბეშოს გადაყლაპავს, სანამ გომბეშო ტრაკიდან გამოძვრება, ყანჩა მანამდე აიღებს და ტრაკს კედელზე მიაჭერს, გომბეშო სპაკოინათ შემობრუნდება და ნისკარტიდან მოხევს, ტო.
- ვააა! შენ რა გაუბერე! მოწვი, ტო, როცა გომბეშო დადის თავისთვის და ყველაფერს ანადგურებს, ამ დროს მოვა ყანჩა და გომბეშოს გადაყლაპავს, სანამ გომბეშო ტრაკიდან გამოძვრება, ყანჩა მანამდე აიღებს და ტრაკს კედელზე მიაჭერს, ვიდრე გომბეშო შემობრუნდება და ნისკარტიდან მოხევს, ყანჩა აიღებს და იმ თავის ნისკარტს ტრაკში შეიტენის, რა, გაუჭირდება?!
- არა, სიმონ, არ გაუჭირდება, მაგრამ შენ ხო აზრზე ხარ, ტო, როცა გომბეშო დადის თავისთვის და ყველაფერს ანადგურებს, ამ დროს მოვა ყანჩა და გომბეშოს გადაყლაპავს, სანამ გომბეშო ტრაკიდან გამოძვრება, ყანჩა მანამდე აიღებს და ტრაკს კედელზე მიაჭერს, ვიდრე გომბეშო შემობრუნდება და ნისკარტიდან მოხევს, ყანჩა აიღებს და იმ თავის ნისკარტს ტრაკში შეიტენის, გომბეშო ადგება და ბეზ პრაბლემ ყურებიდან გამოძვრება.
- ჰა! გამოძვრება, არა? როცა გომბეშო დადის თავისთვის და ყველაფერს ანადგურებს, ამ დროს მოვა ყანჩა და გომბეშოს გადაყლაპავს, სანამ გომბეშო ტრაკიდან გამოძვრება, ყანჩა მანამდე აიღებს და ტრაკს კედელზე მიაჭერს, ვიდრე გომბეშო შემობრუნდება და ნისკარტიდან მოხევს, ყანჩა აიღებს და იმ თავის ნისკარტს ტრაკში შეიტენის, გომბეშო ადგება და ყურებიდან ჩემს ფეხებს გამოძვრება. იმიტომ, რომ ყანჩას ყურები არა აქვს, ძმაკუშ! ჩაიჭერი?!!
- ფუ! ჩემი დედა ვატირე!..


_______ â—‹â—‹â—‹ _______

- ჩემმა ძმაკაცმა გუშინ სერვერი გატეხა.
- კაი რა, ჩემი! ხაკერია?
- ხაკერი არა... რეგვენია ეგ ჩემისა!
_______ â—‹â—‹â—‹ _______

კამერაში ახალი შესული პატიმარი ეკითხება მეორეს:
- რამდენი წელი დაგრჩა, ძმაო?
- თხუთმეტი.
- მაშინ, იქეთ ნარზე გადაწექი, მე ათი წელი მომცეს და კართან ახლოს დავწვები, მაინც შენზე ადრე გავდივარ.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- მარო, როგორა ხართ ოჯახში?
- რაღა როგორა ვართ, ქა, ძროხა გაგვიშრა. არ კი ვეშვებით!.. პირდაპირ რძის პარაშოკ იწველება ი სამგლეი ისა.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

მუზეუმში ექსკურსიამძღოლი:
- მიაქციეთ ყურადღება ამ თავის ქალას! ეს ნაპოლეონ დიდის თავის ქალა არის 15 წლის ასაკში.
- ახლა აქეთ მობრძანდით! ეს კი უკვე წმინდა ელენეს კუნძულზე რომ გადაასახლეს, იმ პერიოდის თავის ქალაა.
- კი მაგრამ, ერთი და იგივე პიროვნების ორი თავის ქალა საიდან გაქვთ?
- ყმაწვილო, თქვენ რომელ ჯგუფში ხართ?!
- არც ერთში, მარტო ვარ.
- გაიარეთ, ახალგაზრდავ, გაიარეთ! ეს თქვენთვის არ არის, მესტიიდან ჩამობრძანებული ჯგუფისთვისაა!
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- რა კარგი ბავშვებია! ტყუპები არიან ხომ?
- არა, ქალბატონო, ეს... მე მხოლოდ ერთი ბიჭი მყავს. ეს უბრალოდ, ნამეტანი ცელქია და...
_______ â—‹â—‹â—‹ _______

– სარა, დაგენაცვლეეე, იაშა მოდის ახლა ჩვენთან და რამეს გვთხოვს ვიცი ნამდვილად.
– მოშეს დავენაცვლე, დრელი თუ გჭირდება დღეს, დრელიიი?
– აუჰ! ჩემო იაშა, შენს თავს გეფიცები, მთელი დღე დრელით უნდა ვიმუშავო დღეს.
– კაი, დაგენაცვლე, მაგას რა სჯობია, ანკესს მათხოვებ ანკეეესს?
_______ â—‹â—‹â—‹ _______

პაციენტი ექიმს:
- აზრზე მოდი, ტო, ან ორივემ უნდა ვიცოცხლოთ, ან ორივე მოვკვდებით, ჩემი დედა ვატირე!..
_______ â—‹â—‹â—‹ _______

იყიდება ციხესიმაგრე. მყიდველი ეკითხება მეპატრონეს:
- ამ ციხესიმაგრეში მოჩვენებები ხომ არ არიან?
- არა, როგორ გეკადრებათ! შვიდასი წელია აქ ვცხოვრობ და მოჩვენებები არასოდეს მინახავს.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- გუშინ ვიქეიფეთ ბიჭებმა და მაგრად დავთვერი.
- ხო, გნახე, იმდენი რამ დაგალევინა, ძალიან მთვრალი იყავი.
- ოთხნი ვიყავით და სამმა დალევა არ ინდომა. არადა დასალევი ოთხ კაცზე გვქონდა მოტანილი.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

კგბ - ში რეკავს ტელეფონი:
- ალო, კგბ არის? ჩემი მეზობელი ისაკა ბრილიანტებს ინახავს შეშაში.
მიცვივდნენ ისაკასთან კგბ-ს თანამშრომლები და მთელი შეშა დააქუცმაცეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. როდესაც წავიდნენ, მოშემ დარეკა ისაკასთან:
- ალო ისაკა, კგბ-დან იყვნენ დაგენაცვლეეე?
- კი, მოშე, იყვნენ.
- შეშა ხომ დაგიჩეხეს, დაგენაცვლე, შეშა?
- კი, დაჩეხეს...
- ჰოდა, დაგენაცვლე, ახლა შენ დარეკე, ბოსტანი მაქვს დასაბარი.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- ვერ გავიგე, შე ჩემა, აქამდე ლაყე კვერცხებს ესროდი იმ გამოსირებულ მომღერალს და ახლა ტაშს რაღას უკრავ?
- იქნებ სცენაზე გმოვიტყუო, ორი კვერცხი დამრჩა კიდევ.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- მ...მ...მე და ჩ...ჩემი ძ...ძ...ძმა ერთ...ერთად ვცხ...ვცხ...ვცხოვრობდით სოფ-ფელში. ძ...ძ...ძალიან გ...გამხდრები ვიყ-ყავით. ექ...ქიმმა თხ...თხ...თხის რძე გ...გამოგ-გვიწერა. წ...წ...წავედით და ვიყ-ყიდეთ თხ...თხა. მ...მ...მაგ-გარი თ...თხა იყ-ყო. მ...მ...მივადგ...დგ...დგებოდ-დით და ვწ...ვწ...ვწ...ვწ...ვწოვდით მ...მე და ჩ...ჩ...ჩემი ძ...ძ...ძ...ძმა, მ...მივადგ-ებოდით და ვწოვ...ვწოვ...ვწოვდით, ხ...ხან ის და ხ...ხ...ხან მ...მ...მე.
- მ...მ...მაინც არ დაგ-გვადგა საშვ-ელი. საშ...საშ-ინელი გამხ...გამხ...გამხდარი ვიყ-ყავით ორ-რ-ივე. ექ...ქ...ქიმს ძ...ძ...ძალიან უკ-კვირდა, წ...წ...წამოდით ერთი, რა თ...თხას წ...წ...წოვთ ასეთს, მაჩ...მაჩ-ჩვენეთო. ნ...ნ...ნეტავ არ ენ-ნახა!..
„მ...მ...მამალი თხ...თხ...თხა რამ გაყ-ყიდიათ თქვ...თქვ...თქვე შობ-ბელძ...ძ...ძაღლებო!!!“ გვიყ-ყვირა და აღ...აღ...აღ-ღარც გამოჩ...ჩ...ჩენილა.
მ...მ...მას შ...შ...შემდ-დეგ ვარ ასე ენ-ნაბრრრ...ენ-ნაბრრრ...ენ-ნაბრგვილ-ლი.



ქმარი ურეკავს ცოლს ტელეფონზე:
- ძვირფასო, დღეს ძველით ახალ წელს ვხვდებით და სამსახურიდან ცოტა მოგვიანებით... მომიტანენ.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

დედალი ეკითხება მამალს:
- ბოლოსდაბოლოს გამაგებინე, შენ კაცი ხარ თუ არა.
- შენ რა... ეჭვი გეპარება?
- არა! ეჭვი როგორ შემეპარება, მაგრამ ვერ გავიგე, კვერცხებს კი მე დავათრევ და...
_______ â—‹â—‹â—‹ _______

სადისტი და მაზოხისტი შევიდნენ ხის ფარდულში. სადისტმა მაზოხისტი ბოძზე მიაბა და ხელში ხერხი მიაჩეჩა.
- ამ ხერხით... ბოძს მოხერხავ, გიჟო, არა? - ეკითხება მაზოხისტი.
- ბოძს შენ მოხერხავ! მე ახლა გავალ და ფარდულს წავუკიდებ ცეცხლს...
_______ â—‹â—‹â—‹ _______

ტიპი ზის ნაშასთან ერთად. თან მაგარ კაიფშია. გავიდა ორი საათი, ხმას არ იღებს.
გოგო:
- წავედი ახლა მე.
ბიჭი:
- მოიცა რა, ვისხდეთ ცოტა ხანს.
ისხდნენ ასე რამოდენიმე საათი. ბოლოს გოგოს მობეზრდა და წავიდა.
- ისევ არ მომცა, ტოოო!
_______ â—‹â—‹â—‹ _______

...დაუძახა მეფემ უფლისწულს, მისცა მშვილდ-ისარი და ეუბნება:
- შვილო ჩემო, უძველესი ადათ-წესების თანახმად, ეს ისარი უნდა გაისროლო და სადაც დაეცემა, იქაური პატარძალი უნდა შეირთო ცოლად.
გავიდა უფლისწული ტრიალ მინდორზე, მოსწია მშვილდი და გასტყორცნა ისარი. იფრინა ისარმა, ცხრა მთა გადაიფრინა და დაერჭო ერთ-ერთი ვეზირის ეზოში. იღბლიანად დაერჭო... უფლისწულის ქორწილი და სიდედრის ქელეხი ერთდროულად გადაიხადეს.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

რაჟდენა სტუმრადაა და ქეიფობს მთელი ეშხით. დიასახლისი ეუბნება:
- რაჟდენ ჩემო, სხვა დროს რომ წამობრძანდებით ჩვენკენ, თქვენი ოჯახობაც წამოიყვანეთ, თუ შეიძლებოდეს.
- ეუჰ, დასათრობად ჟენიასთან ერთად წასვლა არ გინდა?.. ჟენია რო გაორდება, რავარი საყურებელია!.. - ფიქრობს რაჟდენა.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

სვანები საუბრობენ:
- ონისე სად გადასახლდა.
- პარიზში.
- სადაა ეგ.
- აქედან ოთხი ათასი კილომეტრი იქნება.
- რამ წაიყვანა იმ დასაკარგავში!
_______ â—‹â—‹â—‹ _______

ყაჩაღი დაადგა გამვლელს:
- ან ფული, ან სული!
- ფულს, ძმაო, ვერ მოგცემ და მაგ პისტოლეტს კი ვიყიდი კარგ ფასში თუ გინდა.
- ა... მართლა???
_______ â—‹â—‹â—‹ _______

გეოგრაფიის გაკვეთილზე:
- აბა, მიშიკო, მითხარი უკრაინის დედაქალაქი რომელია?
- მინსკი.
- დაეგდე! უკრაინის დედაქალაქი არის, ბავშვებო, კიევი. ამას კიდევ, ქალაქი მაცივრისაგან ვერ გაურჩევია!!!
_______ â—‹â—‹â—‹ _______

მოშე დაკითხვაზეა:
- საიდან ამდენი ფული?!
- ტუმბოჩკიდან ვიღებ, ვადაი.
- ტუმბოჩკაში ვინ დებს?
- ჩემი ცოლი, სხვა ვინ ჩადებს!...
- შენს ცოლს ვინღა აძლევს?
- მე ვაძლევ, სხვა ვინ მიცემს??!
- შენ ვინღა გაძლევს?!?!?!
- მე ვინ მომცემს, მე ტუმბოჩკიდან ვიღებ!!!
- ?!?!?!
_______ â—‹â—‹â—‹ _______

ოპერის სოლისტი ასრულებს არიას ორკესტრის თანხლებით.
- რა მელოდიაა? - ეკითხება დირექტორი დირიჟორს.
- რომელი? - შეუღრინა გამწარებულმა დირიჟორმა - რომელსაც ორკესტრი უკრავს, თუ რომელსაც ქალბატონი მღერის?!!
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- დაუძახე მამაშენს, პატარა ბიჭი!
- ვერ დავუძახებ.
- რატომ?
- მოკვდა.
- უჰ!.. კაი ერთი, შე კაცო!.. რა მოუვიდა?!
- ბულდოზერმა გადაუარა.
- კაი, არ გადამრიო! დედას დაუძახე ერთი, დედას, ჩემი ბიჭი!
- ვერც დედას დავუძახებ.
- რატომ, შე კაცო!
- ისიც მოკვდა.
- სასწაული პირდაპირ! კი, მაგრამ... ის რაღამ მოკლა?!
- იმასაც ბულდოზერმა გადაუარა.
- გავგიჟდები ეს დროული კაცი! ბებიაშენს მაინც გამოახედე, იქნებ ხეირიანად ამიხსნას რა მოხდა ასეთი.
- ვერც ბებია გამოგხედავს.
- რატომ, ბატონო, რატომ!!
- ბებიაც ბულდოზერმა გაჭყლიტა.
- კი მაგრამ, შენ რაღას აკეთებ აქ მარტო, შე უბედურო!!!
- მე ბულდოზერზე ვკატაობ...


_______ â—‹â—‹â—‹ _______

- როგორი სქემით ტარდება არჩევნები აფხაზეთში?
- როგორით და ჩვეულებრივით, ერთი ავტომატი - ერთი ხმა.
_______ â—‹â—‹â—‹ _______

- მოდი, გოგა, მოდი შევიდეთ! ერთი მაგის ოხერი დედაც ვატირე, რაც არი არი! - ექაჩება გოგას შინაგანი ხმა რესტორნისკენ.
- ნუ გამიტრაკე საქმე! შე ჩემის ტრულაილა, რა იცი აესე ოხერი შემოჩენა! - განაგრძო გოგამ გზა.
- კი ბატონო, შენი ნებაა! მაშინ მე შევედი...
_______ â—‹â—‹â—‹ _______

სიდედრის გასვენებაში:
- აბა, სიძე ბატონო, გამოემშვიდობეთ საყვარელ სიდედრს.
- შუბლზე აკოცე, შე სასიკვდილე! - გადაუჩურჩულა ცოლმა.
- მოკლედ, არ გაგახარებენ რა!
_______ â—‹â—‹â—‹ _______

მიხო წამოწოლილა კაკლის ძირში და ნებივრობს. გამოიარა კოპერფილდმა „ეს ის მიხო არ არის, ყველაფერი სირზე რომ ჰკიდია? ახლა ისეთ ფოკუსს გავუკეთებ, სულ გამოვასირებო“ და მიფრინდა უფეხებოდ.
- გამარჯობა მიხავ, კაცურად ერთი სიგარეტი მომაწევინე.
- გაგიმარჯოს... შენა, ჯო, კოპერფილდი არა ხარ? მაგარო ხააარ აი! ა ენდე ლაგოდეხი პრიმა მააქ თუ იკადრებ.
წამოვიდა კოპერფილდი, იბდღვნის ყველაფერს. ეს ვინ ყოფილა, კაცო! ამას მგონი მართლა ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი! აინუნშიც არ ჩააგდო ჩემი ფეხები. ახლა ხელებიც მოიძრო და მთლად უხელფეხოდ მიფრინდა:
- მიხავ, კიდევ მომაწევინე ეგ შენი პრიმა.
- ა დედა მოუა! მოგეწონა? აიღე, ჯო, რა მეკითხები მეზობლი ბალღივითა.
კოპერფილდი ჭკუაზე აღარ არის „ამას მე ვინ ვგონივარ! მთელი მსოფლიო გამოვასირე და ეს მიხა რა გამიხდა ასეთი!“ ადგა და მარტო თავი მიფრინდა.
- მიხავ, ერთს კიდევ მოვწევ ძმურად.
- ბჯოუ, მე განა მენანება ე ფესოდასაწვავი. რო

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ანეგდოტები

Post by pataputina » 12 თებ 2009, 17:59

სვანი წავა ომში , მიდის გაგანია ბრძოლა და იტყვის - აქ ისე ისვრიან ვინმეს მოარტყავენო და უკან დაბრუნდება........ :roll:


:roll: :roll: :roll:



:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:


:roll: :roll: :roll:



:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:

:roll: :roll: :roll:
:roll:
:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]