კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by caucasica » 13 დეკ 2007, 21:14

იმედია არ მიწყენთ ამხელა ტექსტისთვის
იდუკას მადლობა ;)

გაბრიელ ჯაბუსანურის პოემა

ბალადა ქვაკაცაზე

მზექალო.
მწუხარე ბალადას გიმღერი,
მწუხარედ გიმღერი
(ვახმე!):
ამ (აწ შენს) აულში სახლობდა ღილღველი,
სახელად უხმობდნენ ახმედს.

არ ჰყავდა თვისტომი
ძმაცა და მამაცა
თერგს გაღმა იმსხვერპლეს ურუსთ,
რვა რუსი მიაგო ახმედმა მამაცმა
მაგივრად სიკვდილის ბურუსს.

და მაინც არ დაცხრა აბრეკი უძღები:
დახარბდა მტრის სისხლს და გუამთ.
ამბობდა:
„-სამარეს ურუსნი უსხები
მიეგენ, ეს ალახს უამს!“

(*უსხი- „ზროხა საკლავი მსუქანი“(საბა)

და იყო თარეში ყუბანის ველებზე
მტრის ხოცვა, ტაცება ცხენთა.

მისმინე, მზექალო,
მე-შენი მელექსე
გიგალობ,
თანა ვღვრი ცრემლთა...
2
მზექალო,
მწუხარე ბალადას გიმღერი,
გლოვისებრ გავლებულ გულთან
ამ (აწ ჩემს) აულში იზარდა ღილღველი,
სახელად უხმობდნენ სულთანს.

ბალღივე დაობლდა
დედ-მამა,
და-ძმანი
უდროოდ იმსხვერპლა ჟამმა,
ობლისთვის საწუთრო ცრემლია და ძმარი,
მწარეა სხვათ ლუკმის ჭამა...

ვიშით და ვაებით იზარდა სულთანი,
ნორჩ გულში ვარამის ლესვით,
კაცის ძეთ სიძულვილს ზიდავდა სულ თანა,
გულშივე ბორგავდა გესლი.

და გრძნობა ამგვარი სად პოვებს გზას მეტსა
მკვლელობის, თარეშის იქით:
სულთანიც უმალვე ედოსტა*
ახმედსა და ორი აბრეკი ჯიქი-

ხოცავდნენ გიაურთ ყუბანის ველებზე,
იხვეჭდნენ ცხვართა და ცხენთა.
მისმინე მზექალო,
მე-შენი მელექსე
გიმღერ და
ვღვრი ცრემლითა
ცხელთა...

(*დოსტი- ამქარი, ამხანაგი, თანამესუფრე)

3
მზექალო,
ვაების ცრემლებში გაწურვილ
ბალადას გიგალობ კვნესით:
ამ (აწ შენს) აულში მზეობდა ქალწული,-
სახელად უხმობდნენ ზეზიკს.

დედა მის ამქვეყნად მოყვანას გადაყვა,-
მიეგო შავეთის კიბეს
და მურთაზს მამამისს
არც ქალი,
არცა ყმა
არ ჰყადა
მის გარდა კიდევ.

ობოლ ბავშვს ახმედის მშობელი ეძიძა
(მურთაზს არ შეურთავს ცოლი)
იზარდა ზეზიკი,-
წლის მეჩვიდმეტისა
შეიქმნა მზისაცა ტოლი.



მზექალო,
ვაების ცრემლებში გაწურვილ
ბალადას გიგალობ კვნესით:
ამ (აწ შენს) აულში მზეობდა ქალწული,
სახელად უხმობდნენ ზეზიკს.

4.
ვარდსა ჰგავს ასული
კვირტია დღეს იგი,-
ალისფრად იშლება ხვალე,
ახმედის თვალის წინ დაქალდა ზეზიკი,
მაგრამ ვაჟს უხმობდა ხმალი.

ზეზიკი ახმედის თვალის წინ დაქალდა,
ვაჟმა ვერ შენიშნა იგი:
ვაჟს სისხლი ეძახდა,-
მკლავები და კალთა
სისხლმავე მოხვია ჯიგიტს.

და სისხლის ძახილით მას მზერა დაეხშო,-
ვაჟს ოდენ მტრის მოკვლა სურდა:
(„ვინ ქალი,
რა ტრფობა,
რა ოხვრა,
რა ეშხი,
გიაურთ ვერკინოთ სულთან!

გავსრისოთ ურუსნი მთასა და ბარადა,
დღეს და მზეს გვიჩრდილებს ჩრდილო!..“)

მზექალო,
გიმღერი მწუხარე ბალადას,
მწუხარედ გიმღერი, ტკბილო.

5.
ვარდსა ჭგავს ასული
კვირტია დღეს იგი,-
ალისფრად იშლება ხვალე:
დაქალდა,
დამშვენდა,
დამზევდა ზეზიკი,
გულის ტოლს ეძებდა თვალი.

მზექალო,
შუნჯიხვს რა მოსწყურდეს ხარლაღი,
გულში გრძნობს კენტობის ზამთარს:
და თუ ხარს იხილავს იგი იალაღზე,
რატომღა დალახავს ცხრა მთას?!

შუნჯიხვი ხარლაღ ტოლს მზე მზერით მოხაზავს,
გული წყვილს დაუწყებს ძახილს.
ასევე ასულმა,-
სურვილთა ბოღაზად*
აქცია ახმედის სახე.

(*ბოღაზი- ნავთსაყუდელი)

როდესაც ახმედი შინ იყო,
ზეზიკი
დედობილს (ახმედის დედას)
თან ახლდა
და მართლაც
მოგავდა მზეს იგი,
რა მიჯნურს მალულად ჰმზერდა.
და გულიც
ასულის
მოჭგავდა ფოთოლსა,-
ქარი რომ ათრთოლებს მთაში,
გულში ხან მზე იდგა,
ხან უღვთოთ მოთოვდა,
მაგრამ ქალს ვერ გრძნობდა ვაჟი...

ო, სისხლის ძახილით მას მზერა დაეხშო,
ვაჟს ოდენ მტრის მოკვლა სურდა
(„რა ქალი,
რა ტრფობა,
რა ოხვრა
და ეშხი,
გიაურთ ვერკინოთ, სულთან!

დე, მტერთა გვამები გაგვეგონ ქვე-კალოდ,
ამაზრზენ ჰავაზატს** ვრჩეობ!..“)
მწუხარე ბალადას გიმღერი,
მზექალო,
მწუხარედ გიმღერი, ჩემო.

(**ჰაზავატი-(არაბ. ღაზავათ) ისტ. „საღვთო ომი“ არამუსულმანთა წინააღმდეგ ისლამის გასავრცელებლად)

6.

მზისფერო მზექალო,
გიგალობ ჰანგს ცრემლით,
ისმინე ამ გულის ფეთქვა...
მკაცრ იყო ზეზიკის ძიძა და გამზრდელი-
დედაი ახმედის ფეტიმატ.
როდესაც გიაურთ ძეი და მეუღლე
მოუკლეს,-
არ გატყდა, არა,
ის უხმოდ დაემხო მუხლზე და მეუფეს
ახედა, შესძახა:
„-ალახ!

შენ ხედავ:
ორი მზე ჩამიქრეს ავ რუსთა,-
ერთი მზე,
ერთი ძე
ახმედ
მრჩება და თუ იგი ათწილად არ უძღავს
მაგიერთ გიაურთ,
ვახმე!..

გაფიცებ, ალახო, შენს მზეს და დიად წიგნს,
შენს სახელს გაფიცებ დიადს,-
მიიღე ძე ესეც!..
დედა და დიაცი
გენუკვი!..
მისმინე დიაცს!..“

და ურუსთ ახმედიც ყუბანის ველებზე
ხოცავდა,
სტაცებდა ცხენთა...
მისმინებ მზექალო,
მე-შენი მელექსე
გიმღერ და
ვღვრი ცრემლთა ცცხელთა...

7.

მკაცრ იყო ფეტიმატ-დედაი ახმედის,-
ზეზიკის გამზრდელი ფეტიმატ
და ძეიც მის სიტყვას აროდეს ლახევდის
მსწრაფლ იქმდა, რაც გინდა ეთქვა.

დედამ თქვა:
„-ჩემს სახლში აბრეკთა ალაფი
(ისმინეთ, ახმედ და სულთან!)
თიკანიც არა მსურს, მოწმეა ალახი,
არამი არც ჩემს ქმარს სურდა!“

მართლაც
და ნაძარცვს რა
სულთან და ახმედი
მორეკდნენ
არვეს თუ რემას,
მაცნენი აულებს აჰყრიდნენ მძაფრ ხმებით
და იყო დაფდაფის ცემა:

„..მოგროვდით, ღილღველნო,
არმაღანს* აგრე კარგს
გვპირდება ჯიგიტთა გარჯა
ურუსთა ხარ-ცხენი მორეკეს აბრეკთა,
ერთ კვირად გვეყოფა ხარჯად!“

*არმაღანი- ფეშქაში, ძვირფასი საჩუქარი, „შორით მოსულისაგან მიღებული მის თემის ძღვენი“(საბა)

ხრიალი ხარების...
და სისხლი ნასხლეტი...
ციალი ხმალთა და ცულთა...

„-დაკალით!
მოხარშეთ!!!“-
ამბობდა ახმედი,
„-შეგერგოთ!“-
ამბობდა სულთან.

და იყო ზეიმი:
პურობა,
შუშპარი*,
აბრეკთა შექება ჰანგით...

(*შუშპარი- ცეკვა, როკვა)

ხარობდა,
მზეობდა
ზეზიკი-მუშთარი,
ზეზიკი-პირსავსე მანგი

ცხარობდა ახმედის
არ ხედვის
სახმილი
(გიშორებ, სიშორის ხარკო!)

მწუხარე ბალადას,
მე შენ წინ დახრილი,
გიგალობ, მზექალო,
კარგო!..



თავი მეორე

1.

განა თუ დიდია ეგ შენი აული,
მზექალო-მზისაცა დარო:
ქავ-ციხეთ მხარმარცხნივ გორი რამ ჩაუვლის,
გორის ძირს გამოდის წყარო.

წყაროსთან ლერწამი ქალწული რამა ზის,-
ქალია თუ სული მთისა?!!
რაზეა მოზარე ზეზიკი ლამაზი,
ზეზიკი-ზიარი მზისა?!!

მწუხარე ბალადას.
მზექალო-მთოვარე,
გიხმობ და გიმღერი კვნესით,
მივხედოთ,
მზისფერო,
მოწყენით მჯდომარე,
წყაროსთან მოზარე ზეზიკს...

2.

ცხრა დღეა
ახმედი თერგს გაღმა თარეშად
გაიჭრა სულთანთან ერთად
და გული ასულის მოუცავს კაეშანს,
გულის სწორს ახვეწებს ღმერთსა:

„-ალახო,
ალახო,
ხედვიდე ახმედსა,
უმარჯვე,
უმართლე
ხელი!
არა გთხოვ,
ალახო,
ხარჯსა და სახვეჭსა,-
უმიჯნე მტრის ტყვია ცხელი!

უმალ მან
უწყალო ურუსი
უგვანი
იმსხვერპლოს,
იძიოს შური!..“

წყაროს წყლით ადრევე აივსო კუმგანი,
მაგრამ წყალს ვინ უგდოს ყური!

ზის კენტი
ასული,
ფიქრებში
წასული,
თუნგიდან გადმოსჩქეფს წყარო...

ბალადით ვადუმებ
შენდამი მძლავრ სურვილს,
მზექალო- მზისაცა დარო...

3.

მზექალო,
ვამსგავსე სურვილი ისარსა,-
უცბად რომ გეცემა გულსა:
უმზერ და იარა თანდათან იზარდა,
არა რა არა რგებს წყლულსა...

წყაროსკენ გამოწვდილ გზაწვრილზე მხედარი
გამოჩნდა.
მეორეც მოჰყვა.
ზეზიკი-მზისფერი,
ვერარას მხედავი,
ურვით ზის,
ვერ ამჩნევს მოყვასთ.

როდესაც მნათობი იბურვის ღრუბლითა,
მაინც ჩანს ბურუსში ბადრო:
მზე მაინც მზე არი,- ნაკურთხი უფლისა,
მე მნათობს ქება ვით ვკადრო!

ნაზ იყო, ასევე, ზეზიკი ციერი,
მურთაზის მზისფერი ქალი,
შუქისებრ შვენოდა კაეშნის იერი,
ბრმა მზერა და ღაწვი მქრქალი.

დარდებში
წასული
ჯდა თეთრი
ასული,
თალხი რამ ეხატა ხატად...

და ორი მხედარიც
ედარა
უსულოს,
ან იქნებ
გადიქცნენ
ქვადა?!!

უცილოდ ქვად იქცნენ აბრეკნი მტრიანნი,
ტრფიალი დაატყდათ ჯიგიტთ...

უმზირე, მზექალო,
როგორ კლავს ტრფიალი,
უცილოდ ისარს გავს იგი!..

4.

მზექალო,
თუმცაღა ისარს გავს ტრფიალი,
მაგრამ ვინ გაუგოს გეზი?!!

და იდგნენ
ცხენდაცხენ
აბრეკნი-მტრიანნი,
იდგნენ და უმზერდნენ ზეზიკს.

ერთბაშად
ერთ მათგანს
მსგავსი რამ ოხვრისა
დასცდა და განივრცო ჩქამი:
მეორემ მერანი მეყსეულ მოღრიჯა,
ჩამოხდა
და შეკრთა ქალიც..

მოხედა
ორ მხედარს,
მყის იცნო ახმედი
და მზერა ზეზიკის,-
მზე ვით განათდა,
თანაც მან იმ წამსვე,
მკაცრ ხედვით
დაცხრილნა ვაჟნი
და ზევით
წავიდა.
წაიღო წყლიანი კუმგანი,
დაყარა რაყიფნი კუშტმა,
დაყარა რაყიფნი გაყრისგან გულმკვდარნი,
სალამიც არ უთხრა გულშმაგთ...

მზექალო,
მზექალო,
მსგავსნი ხართ ასულნი
ფიქრები ფიფქს გიგავთ ნაბუქს:
უმალვე გოროზად გულში ჰკლავთ მძლავრ სურვილს,
ტრფიალს თუ შეატყობთ ჭაბუკს.

ასევე ზეზიკმა
რა ნახა მხედარნი,-
„ახმედი!“
შესძახა გულმა
და სახე ასულის მყის მარეხს ედარა,
თან მანვე
სხვაც რამე
უმალ

შენიშნა:
შეიცნო:
ვაჟკაცნი იუფლა
მისივე სურვილის ალმა,
უფრორე იმზევა ზეზიკის ტრიუმფმა,
თან მყისვე,
მასშივე
ქალმა

იწივლა დიაცთა გველური ბუნებით
(ასეა!-
ნუ მიწყენ, მზექალ!)
და ქალმა ზეიმის მაღალი ცდუნება
აქცია ქარიშხლის ჭექად.

მზექალო,
განა შენც ასევე არ მიყავ,
პირველ რომ გაგიტყდი ვაჟი

შემრისხე,
დამსეტყვე
ავ სიტყვით:
„-არ მიყვარს!“-
ჩამხერგე სახმილის ზღვაში...

და მდაგავ
მას შემდეგ,
გულს არ რა უხარის,
სიცოცხლეს
უცეცხლოდ ვცდილობ...

მზექალო,
გიმღერი ბალადას მწუხარეს,
მწუხარედ გიმღერი, ტკბილო.

5.

მზექალო,
მე მიკვირს
ვითა გთმობ აგრე ტკბილს,
თუმცაღა გადვიქეც ქვადა...

გრძნობისგან ხელქმნილნი
ბორგავდნენ აბრეკნი,
მოგავდნენ დავარდნილ ქადაგს:

„-წავიდა!..
წავიდა...“
ოხრავდა ახმედი,
„-გაგვიწყრა...“-
გმინავდა სულთან,
„-ნეტავი რა რისხვის მწვერვალზე აღვედით,-
აბრეკნი ზეზიკს არ სძულდა...

გაგვიწყრა,
არ გვითხრა:
რა რისხვა მიიღო
ჩვენს თავზე
მზეთამზე ქალმა...
მაშ, იგი
მაშრიყის
ნათელი რა იყო,-
პირველ რომ უელვა ალმა?!!...

არა, მას
არამი
არ ეთქმის ნასხლეტი
სხივისა
(მთვარე რამ გვხუთავს)“

„-ჩემია ის შუქი!“-
ფიქრობდა ახმედი,
„-ჩემია!..“
ფიქრობდა სულთან...

ასეა, მზექალო,
ხანდახან ტრფიალი
გველის გულს აძგერებს ნაზად:
ხანაც რომ არასდროს არ იყო მტრიანი,
მოსიხლედ მოგისევს ძმასა...

6.

წყაროსთან
ჩამოსხდა
ორივე აბრეკი
(წეღან რომ ზეზიკი იჯდა):
დაჭრილ ვეფხვს მოგავდა მწუხარე ახმედი,
სულთანი მოგავდა ჯიქსა.

მათ შორის რამ გველი,
გულისა მდაგველი
გაწვა და მყის ძმობა შთანთქა:
(ვთქვათ ბარემ
აშკარად:
რა გული,
რა გველი,-
ძმათ შუა ქალშავა ჩადგა!)

შენ ხედავ, მზექალო
ნაზ ასულს უმანკოს,
მისივე სიკეთის ძალით,
ძალუძს, რომ აბრეკნი უკუნში უმანგოდ
აღკვეთოს,
წაჰკიდოს ძმანი...

შენც ასევ არ გვიყავ
მე და ჩემს რაყიფსა
მზექალო, მაგ ეშხის ძალით,-
მოყვრობა გავყარეთ,
რა ეჭვი აყეფდა,
ვიშუეთ შიშველი ხმალი...

7.

„-ჩემია ზეზიკი!-
ნირავდა ახმედი,-
ალახმა მარგუნა იგი!
და მზერა, ამჯერად,
მზესავით ნასხლეტი
ჩემს მიმართ იყო და
ჯიგიტს
შემერგოს!
დე, მერგოს
მურთაზის ასული,
იღბალი მიღიმის, მჯერა!
სხვა დროსაც მიხილავს,
ჩემს მიმართ ნასროლი
ამ ქალის ამგვარი მზერა!

თანაც, ოხ,
ალახო,
რა იყო მზერა სხვა,
მისგან რომ მეხივით გვეჭდო?!!-
ქალს ალბათ სულთანის უნდოდა შერისხვა,
ან იქნებ...
განიბენ,
ეჭვო!!!


ჩემია ზეზიკი!
ვაცხადებ ახმედი,
ალახმა მარგუნა იგი
და მზერაც ზეზიკის,-
მზესავით ნასხლეტი,-
ჩემია!-
შემერგოს ჯიგიტს.

თან ამ ბიჭს-
ძმადნაფიცს
არ ვიცი, რა ვუყო,
ჰხამს ორთა ძმობის ხე გახმეს:
მწამს: გული
ქალწულის
მის მიმართ ჭაუხობს,
და მაინც იფრთხილე, ახმედ!..

სისხნაფიც
ძმისადმი
ქველობა ვალადა
მადევს...
და მე მაინც ვრჩეობ
მზე- ზეზიკს!..“

8.

სულთანი ფიქრობდა
ჩემია ზეზიკი!..“
(თან ეჭვის ისარიც ერჭო)

ო, ეჭვი, მზექალო,
ჩამოგავს გველს იგი,
წყეულო,
წყეულო ეჭვო!..

მზექალო,
მეც ეჭვმა მომსრა და დამასო
ისარი-
ვერ ჩავკალ ურჩი:
სხვასთან ზის მზექალი
და სხვასთან თამაშობს
ყვავივით
ჩამჩხავის ყურში...

„-ჩემია ზეზიკი!-
სულთანი ფიქრობდა,-
თან ეჭვის თარეშიც
ჰგვემდა,-
იქნება ის ქალი ჩემს მიმართ მუქრობდა,-
მრისხანე მზერით რომ გვცემდა...

იქნებ მზე-ღიმილი აწვევდა
ახმედსა,
მზე-მზერაც უხმობდა ახმედს?!!...
მაგრამ, ოხ,
ალახო,
მწამს: ჩემი გახდება
ზეზიკი!..
და უნდა გახდეს!!!
ჯოჯოხეთს ავიტან,
გავკვეთ და გავიტან,
გავადენ სისხლისა ჩქერსა,
ხმლითაც და სისხლითაც,
საკუთარ თავითაც
დავიცავ
საფიცარს
ჩემსა!!!

ჩემია ზეზიკი!
ნაწყევლს და ნაწამებს
აწ მაინც მეწვიოს ლხენა,
მზის სხივი ესხუროს ჩემს დახრილ წამწამებს,
მემიჯნოს ტანჯვა და წყენა!..

დე,
ახლა გამოცხვეს ოხერი ხმიადი
ობლისა.
ო, ვფიცავ
ზეცასა
ვაჩქარებ,
დავასწრებ,-
დღე დადგა, დიადი
დიაცი
დავისვა მეცა!!!

სისხლნაფიც
ძმისადმი
ქველობა ვალადა
მადევს...
და მე მაინც ვცდილობ
ჩემი ვქმნა ზეზიკი!..“

მწუხარე ბალადას
გიგალობ,
მზექალო,
ტკბილო...

ავახმე, მზექალო,
ტიალი
ტრფიალი
გველის გულს აძგერებს ნაზად:
ხანაც რომ არასდროს
არ იყო მტრიანი,
მოსისხლედ
მოგისევს
ძმასა...

9.

წამოდგნენ აბრეკნი,
კუშტად და უბრადა,
მერნები იოკეს თოკით;

დაბლა კი, ფერდოვზე, ეფინა ღრუბლადა
ნაძარცვი რემა და ჯოგი.

ცხრამეტი ცხენი და ვეება ცხრა ხარი
ფერდობზე ეფინა ღრუბლად.
გავარდა ხაბარი*, მეხივით ნახალი,
მორბოდნენ, სტოვებდნენ ზღურბლთან.

ისმოდა ყიჟინა ქუხილზეც მაღალი,
მორბოდნენ დიაცნიც მორცხვნი;
მოხუცებს ელოდა ამბავი ახალი,
ჭაბუკებს ლხინი და ხორცი.

„-სალამი აბრეკებს!
ალაფი ნაძარცვი
კვლავაც ნუ მოგაკლოთ ვაჟთა!“
მოგროვდნენ ღილღველნი: ბავშვი თუ ქალ-კაცი,
მუნ თავში
მურთაზი დაჯდა.

„-გვიამბეთ, ჯიგიტნო!“-
მურთაზმა ახედა
აბრეკებს
ამრეზით
მდგომთა.

„- თერგს გაღმა ვიყავით,-
დაიწყო ახმედმა,-
ხუტორთან ხვასტაგი ძოვდა.
შავ ფარად
ვიფარეთ
ღამეი-ურჩხული,
მივხოხდით,
დავესხით მწყემსთა.
ხელდახელ მოვახრჩეთ ორივე ურჯულო
და ომიც უმალვე შეწყდა.

უკუნში მეყვსეულ მოვსხლიტეთ ხარ-ცხენი,
მთებისკენ ავიღეთ გეზი.
აწ აქ ვართ...“

ახმედმა
გახედა
დარცხვენით
მამასთან მდგომარე ზეზიკს.

„- თან ვამბობ
(განაგრძო)
ვეხსნები
შეითან
ურუსთა ძარცვას და ხოცვას;
მე უკვე აბრეკი აღარ ვარ დღეიდან,-
სხეული სხვა ცეცხლმა მოწვა.

არ ვიცი, ამაზე რას იტყვის სულთანი,
მე მტკიცედ ვადგევარ ამ აზრს;
კმარ იყოს, რაც ვხოცე ურჯულო მურდალი,
აწ ალახს მივუძღვნი ნამაზს!

დე, ეს დღე დაიდოს, ვითაარ საზღვარი
დათმობად თარეშთა ჩემთა;
აღარ მსურს ურუსთა რემა თუ თხა-ცხვარი,
არც სისხლი ახელებს ჩემს თვალს!

და თქვენ კი, ჭაბუკნო,
რატომღა აყოვნებთ
განაგეთ საქმენი თქვენი
ურუსთა ხარ-ცხენი, სამგლე და საყორნე,
დახოცეთ,-
პურობა ქმენით!
დახოცá

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by caucasica » 13 დეკ 2007, 21:29

მზექალო,
სულს ვფიცავ,-
უშიშას წმინდა სულს,-
შენი ძმის ელვარე სულსა,-
დიაცთა ღაწვიდან დაღვრილი მდუღარე
ღვარივით ეღვარა ახმედს...

მზექალო,
გიმღერი ბალადას მწუხარეს,
მწუხარედ გიმღერი,
ვახმე...

მურთაზი?-
რას შვრება გულზვავი მურთაზი?-
მურთაზი- საავდრო ნისლი?!!-
პირს დანა არ უხსნის მრისხანეს, გულდაჭრილს,
მეხისებრ მოუხმობს სისხლი!

აწ მისთვის ყოფნა და ლაყაფი უქმია,
ცეცხლს ეცეს ზეზიკიც- ქალი;
ეძმობა ხირიმი,-
ძველებს რომ უქიათ,-
მტერს ოღონდ აუღოს კვალი!
ოღონდაც ვერაგ მტერს დაადოს ნიშანი,
ტყვიამ რომ იწივლოს ყურთან;
ალოკოს მუხანათს სისხლი და ქვიშანი,-
სხვა ხარკი
არ არგებს
მურთაზს!
ოღონდ მტრის ქვიტკირზე აღმართოს სარათა
(ტიალო, მტრის სისხლო თბილო!)...
მზექალო,
გიმღერი მრისხანე ბალადას,
მრისხანედ გიმღერი,
ტკბილო!

აკლდამის მხარმარცხნივ აღმართეს ქვაკაცა
(ღილღველნი უხმობენ ჩურთად);
ქალების მოთქმამან ქარაფნიც დაკაწრა
და ასე იტყოდა მურთაზ:

„-ახმედო,
სახსოვრად დაგიდგი ქვა ესე,
მე კი, ჰხამს
მუხანათს დავხვდე;
სანამდის მოსისხლე ჩემგან არ დაეცეს,
იდექი,
ქვაკაცო-ახმედ!

დე, შენი მზე-სული ამ ქვაში შევიდეს,
სისხლის ხმას უცადოს ჩურთმა;
ძაღლ სულთანს ძაღლურად ჩავკლავდე მე ვიდრე,-
მელოდოს
მე ლოდი
მურთაზს!

ქვაკაცამ მარადჟამს
დამძახოს გზად გავლილს
იმძლავრე,
იძებნე შური,
მურთაზო,
მოსისხლეს მიაგე საგზალი-
სისხლშივე ნაზელი პური!..
ახმედო,
როდესაც მოვცელავ სულთანსა,
ისე, ვით მთიბავი ბალახს,-
მე მაშინ
გულგაშლით
წავაქცევ ჩურთსაცა,
ეგ სულიც ეახლოს ალახს!

ო, ჩემთვის სხვა საქმე დღეიდან უქმია,
ჩალად მიჩნს ზეზიკიც-ქალი;
მეძმობა ხირიმი,-
ძველებს რომ უქიათ,-
მტერს ოღონდ ავუღო კვალი!

ო, ღმერთო,
ავღმართავ
სულთანის სარათას,
მერწმუნე,
ახმედო-მრწემო!!!“

მზექალო,
გიგალობ
მრისხანე ბალადას,
მრისხანედ გიგალობ,
ჩემო!...


თავი მეხუთე

ეპილოგი

მზექალო,
მას მერე მრავალი დღე-ღამე
გავიდა.-
ქისტებიც ტრამალს
გახიზნეს გიაურთ.
არხვატით შენ და მე
მოვედით
და ღილღოს
ვიხილეთ,
მზექალო,
დაქცევა ღილღველთა,
აულთა ნგრეული რიგი;
იქ, სადაც
ოდესღაც
ზეზიკი იმღერდა,
სად ჰქონდათ ჯირითი ჯიგიტთ,-

ახლა ჩვენ დავსახლდით,
არხვატს კი
დავცილდით,
ღილღოში ვაღვივეთ კერა
და ასე მგონია
ბუდეი დაცლილი
არწივებს
აწვევსო
ჯერაც!

მზექალო,
ახმედიც-ქვაკაცა
აქა დგას
სულთანი ვერ მოკლეს ალბათ;
აქა დგას
აკლდამაც
და მე ვცნობ ცხადადა
ჩონჩხებში
ახმედის
ძვალთა!
ზეზიკი
(გახსოვსღა?!!)
გათხოვდა
იქნება??!
არ ვიცი,
არ ვიცი,
მზექალ...
ალბათ მის
ძვალთ ნაცრის
მტვერიც არ იქნება,-
გადაჰყვა ჟამთასვლის მძლე ქარს!...

გაწირეს საწუთრო
მწუხარე ბალადის
გმირთა
და აკლის მდგმურთა...

მაგრამა, მზექალო,
ტრფიალი კვალადა
ცოცხლობს და იცოცხლებს მუდამ!


ასეა ამ სოფლის
ჯადოწრის ტრიალი
ბედმკვიდრთა
კეთრი და ჟამი...
აი, მეც
დამეცა
ტიალი
ტრფიალი,-
ჯოჯოხეთს გამჯაროს ლამის...

მზექალო,
მგოსანი სამსალით შემლესე,
მომაგე გვემა და წყევა;
აი, მეც
ქვად ვიქეც,
რა მექნა მელექსეს,-
ქვა-სვეტი
ახმედი
მე ვარ!...
მეხივით
დამემხო
შერისხვის
სახმილი,
გულხელი
ვვაგლახობ
ამდენს;
მიმიღე,
მზექალო,
მიჯნური-ქვადქმნილი
და ჩემი
ნამღერი
გწამდეს!

სურვილმა ჩემს მიმართ მახვილი მომახა,
მას მერე დაღრილი ვდარდობ;
მზექალო,
სხივისებრ ნასხლეტი რომა ხარ,
მზე-ცისკრად
ჩემთვის ხარ
მარტო!...

და გელი ქვადქმნილი,
სული ღმერთს მივანდე,
სიცოცხლეს
უცეცხლოდ
ვცდილობ...
ძვირფასო,
მგოსნის გულს
სანათი მიანთე,
გაბრიელს
გამკვლიე,
ტკბილო!!!

ო, გელი
ობოლი,
ვითაარ შთენილი
ნიბლია
ნისლიან
მთაზე...
კვლავ ყოფას შემყარე
მელექსე-დევნილი,
სიცოცხლე
მიბოძე ასე!

შეცვალე,
მზექალო,
არყოფნის ფიალა,
მელექსეს მზედ მექმენ,
კარგო!
აუგი არ არის
მაღალი
ტრფიალი,
შემიგრძნე,
შემიცნე,
მანგო!!!

შერისხვის
ქარიშხლით
მზეო,
ნუ მჭექარობ,
დამნატრდა
მაგ
წარბთა ჩერო...

მწუხარე ბალადას გიმღერე,
მზექალო,
მწუხარედ გიმღერე,
ჩემო!...

1953-1954 წ.წ. ივნისი-მაისი

ღილღო.
/გაბრიელ ჯაბუშანური/

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 14 დეკ 2007, 13:52

tama wrote:ჰე, ღმერთი, რჯული, _ მეც არ ვუწყი,
ვინა ვარ, რა ვარ,
ეს რა უცნაურ ყოფაში ვარ, _ მე მე არა ვარ;
მეტრფე ვარ? სატრფო? სიყვარული
თუ საყვარელი?
ღვინით კი არა, გაოგნებით სავსე ჯამი ვარ.
მე მე ვარ ნეტავ? მე მე არა ვარ?
რა ვარ, ვინა ვარ, _ არსი ვარ თუ ბრმა მოჩვენება,
თუ სულ სხვა რამის ნიღაბი ვარ? _
მე მე არა ვარ.
მარადისობის წილკერძი ვარ, _ სული მედინი,
უცხო დიდების თავი ვარ და... მე მე არა ვარ.


ჯალალ-ედ-დინ რუმი

:) :D
ძააალიან :!:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 14 დეკ 2007, 14:04

ეჰა, შენ სულო, სრულთაგან სრულო,
ხარ სულთა სული და კიდევ რაღაც;
ჰე, სასწაულთა დღესასწაულო,
ხარ სასწაული და კიდევ რაღაც.
ჰე, მწდეთა მწდე და ხარ მზეთა მზე შენ,
მარადის ზეობ ზეთაგან ზე შენ,
უსაზღვროეთში ხარ ზნეთა ზნე შენ,
ხარ ზნესაზღვრული და კიდევ რაღაც.
ეჰა, შენ მართალ გზათა მპყრობელს და
ხილულ სანახთა წარმომშობელს და
საწყისსა შინა თავად მყოფელს და
თვით ხარ სასრული და კიდევ რაღაც.
ეჰა, შენ უფლის სახევ და ხატო,
ცის შარავანდო და ანდამატო,
ყოვლთა შესაქმნელს შენ შეიქმ მარტო,
ხარ ყოვლადსრული და კიდევ რაღაც;
თავადვე ზრახავ ფარულ ზრახვას და
ფარული არსის ძალგიძს ნახვა და
ზრახულის სახეს შენში სახავ და
თვით ხარ ზრახული და კიდევ რაღაც.
შენ აქამანდებ ტრფობის თრიაქებს,
ლეილ-მაჯნუნს რომ აფორიაქებს,
ასეთ განგებას თუ ზოგი აქებს,
ზოგია კრული და კიდევ რაღაც.
ჰე, შენ მფარველობ იღბლით დიადს და
მასაც, ვინც ებრძვის თმენის წყვდიადს და
ღრუბელთა მიღმა გცნობენ ზვიადს და
ხარ ჯერართქმული და კიდევ რაღაც.
ჰე, მოციქულთა სიამაყევ და
ეჰა, ვინც ბრძენთა სულებს არყევ და
შენეულს ცხადი ზრუნვით აჰყევ და
კვლავ ხარ ფარული და კიდევ რაღაც.
ჰე, შეწყალების დასაბამო და
წყალობის ზღვათა ნაპირს ჰბანო და
ხან უსახლო ხარ სახლის ბანო და
ხან სახლში რგული და კიდევ რაღაც.
ჰე, შენი სახის მჭვრეტელი თვალი
თუ არის მხოლოდ მშვენებით მთვრალი,
დაკარგოს იმან ცოდვებში კვალი,
დაკარგოს რჯული და კიდევ რაღაც;
შენში ვეძიე უძიროს ძირი
და მოვიძიე ფუძეთა მძივი,
მაგრამ სევდისგან დავკარგე ძილი,
დავკარგე რული და კიდევ რაღაც.
ნეტავ შენს ბაგეს ველტვი რისთვის აწ?
არღარა შემრჩა მე იმისთვის აწ,
მე უსხეულო სიკვდილისთვისაც
ვარ განწირული და კიდევ რაღაც.


ჯალალ-ედ-დინ რუმი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 14 დეკ 2007, 14:15

tama
აუუუუ :!: :!: :!: რაღაცა მინდა ვთქვაა დაა :roll:
ჰოოო... :D უარესი "ძაააააააააალიან :!: "
:mrgreen:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 14 დეკ 2007, 14:18

მოდი, უფალო, მოდი, უფალო,
ოდეს გარს ზრახვებს მოისევ, მოდი!
ნუ განმიზღუდავ, თავისუფალო,
ნუ განმიზღუდავ, მო, ისევ, მოდი.
მო, ნახე ჩვენი დრტვინვა და შფოთი,
აქ მეტრფეს სატრფო არ სწყალობს `ჰოთი~,
მწყურვალნი სხედან მებრუ და ლოთი...
მოდი, სიბრუვის მეუფევ, მოდი!
თავად ხარ ფეხი, თავად ხარ ხელი,
ხარ ყოველ არსთა არსობა მთელი,
შენ ბულბული ხარ მთვრალი და ხელი,
მო, მრავალთაგან რჩეულო, მოდი!
თავად ხარ თვალი, თავად ხარ ყური,
შენ ნებიერნი გიმზერენ შურით,
იოსებს მიეც შენ ხელი ძმური,
მო, ერთგულებას ჩვეულო, მოდი;
ვის ძალუძს, მზერას ხუნდი აჰყაროს
და შეემზეროს სულთა სამყაროს?
მო, მოემზევე ამ ბნელს, ამ ხაროს...
მო, უსახოდ და უნიღბოდ მოდი!
დღის სინათლეთა სხივი შენა ხარ,
ჯავრში თმენა ხარ, ჭირში ლხენა ხარ,
არმურში მთვარის შუქთაფენა ხარ,
მო, გამკითხავო ღრუბელო, მოდი
ეჰა, სიბრძნეო სხვა საბრძანისთა,
შენგან ცხოვრება გადახალისდა!
მარად მაუწყე იყავ ახლის და
წა, ხან იქ წადი, მო, ხან აქ მოდი!
ეჰა, გულს შინა ნაჟღენთო სისხლით,
ჩვენზედ ცარგვალი მოიქცა რისხვით,
ყურძენი გვიმწიფს ჩვენ მისხის მისხით...
მო, ჩაგვიწურე თაღარში, მოდი.
ეჰა, გამშორდი, შმაგო არმურო,
გასწით სევდავ და ვნების ალმურო!...
რად გსურს, ო, გონო, რომ მაღამურო!
მოდი, სიფხიზლის სამყაროვ, მოდი!
ეჰა, მო, სულო გზებდაცვეთილო,
მო, გულო ჩემო, მთლად დაფლეთილო
კარს თუ ვერ ჰპოვებ, ჩემო კეთილო,
მო, მომიმსხვრიე კედლები, მოდი!
ეჰა, წყალობა ცოდვიანს მოე,
ეჰა, მო, ფიქრებს მოესათნოე,
მო, მომევლინე ისე, ვით ნოე,
მო, მოავადის კურნებად მოდი.
შაბაშ, შენ, რაიც იენე სულო,
შაბაშ შენც, სიტყვავ, ენიდან თქმულო!
ხამს ეს ღაღადი მივასასრულო...
მო, უჩქამოდ და უსიტყვოდ მოდი!


ჯალალ-ედ-დინ რუმი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 14 დეკ 2007, 14:36

კიდე პატარა ლექსები რომ გამოდის ხოლმეე :roll:


შფოთი,
`ჰოთი~,
და ლოთი...
...............
შენა ხარ,
ლხენა ხარ,
შუქთაფენა ხარ,
...................
ნაჟღენთო სისხლით,
მოიქცა რისხვით,
ჩვენ მისხის მისხით...
.........................
შმაგო არმურო,
ვნების ალმურო!...
რომ მაღამურო!
..............................
გზებდაცვეთილო,
მთლად დაფლეთილო
ჩემო კეთილო
................................
ცოდვიანს მოე,
მოესათნოე
...................................
იენე სულო,
ენიდან თქმულო!
მივასასრულო... :roll:

P.S. მე მაპატიეთ თუ რამეა
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 14 დეკ 2007, 14:40

LOKOKINA–ძალიან მაააააააგგგგგაააარრრრრრრიიიიიიიაააააააა :D

ჯალალ-LOKOKINA–ედ-დინ რუმი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 14 დეკ 2007, 14:52

tama
მაგიტომაა რომ ბავშვობიდანვე ვერ ვსწავლობ ლექსებს...
ყველა ავტორთან შემაქვს "ჩემი" წვლილი თუ რაღაცაა და მერე ამტკიცე რომ ძალით არ გინდოდა :roll: :roll: :roll:
ვითომ ერთი ლექსია, ერთი სათქმელი... არა და ვინ დასთვალოს ცაში ქვიშა და ან ზღვაზე ვარსკვლევები...(იმიტომ რომ არაა ერთგან ქვიშა და მეორეგან ვარსკვლავები... ნუ ზღვამ კიდევ შეიძლება აირეკლოს და ვარასკვლავის ფერი ზღვა გამოვა მერე :D)
ნუუ...პირიქით :D
:mrgreen:
(ნამეტანი ვიხუმრე ეხლა მე :roll: )
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 14 დეკ 2007, 15:02

ვცდილობ დავცალო გრძნობები,
როგორც სასმელი რქაშია.
რაცა ვცლი უფრო ივსება,
ვერ ვხვდები საქმე რაშია.
ბარში ვერ ვნახე პასუხი,
იქნებ ვიპოვო მთაშია.
ლოთობა ვერას მიშველის,
არცა რა ყრია სმაშია.
სულით გულს მინდა ვუშველო,
ღრენა დამჩემდა ხმაშია.
მჭირდება ერთი გორდაი,
ერთიც ლურჯაი რაშია.
ჩავიცვავ ჯვრიან პერანგსა,
გავჩნდები მეცხრე ცაშია.


LOKOKINA--tama--იდუკა ჭინჭარაული :D :D :D :D
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 16 დეკ 2007, 02:03

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,
საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,
სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.

გოდერძი ჩოხელი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 16 დეკ 2007, 03:00

LOKOKINA wrote:კიდე პატარა ლექსები რომ გამოდის ხოლმეე :roll:


შფოთი,
`ჰოთი~,
და ლოთი...
...............
შენა ხარ,
ლხენა ხარ,
შუქთაფენა ხარ,
...................
ნაჟღენთო სისხლით,
მოიქცა რისხვით,
ჩვენ მისხის მისხით...
.........................
შმაგო არმურო,
ვნების ალმურო!...
რომ მაღამურო!
..............................
გზებდაცვეთილო,
მთლად დაფლეთილო
ჩემო კეთილო
................................
ცოდვიანს მოე,
მოესათნოე
...................................
იენე სულო,
ენიდან თქმულო!
მივასასრულო... :roll:

P.S. მე მაპატიეთ თუ რამეა
მაგარი ხარ :)

მართლა, ეგეთი სტილი ნაკლებად რომ ვინმეს ქონდეს....

ლოკოკინა
კი არადა
მაგარი არი :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ketuna4 » 16 დეკ 2007, 09:24

LOKOKINA წერდა
შენა ხარ,
ლხენა ხარ,
შუქთაფენა ხარ,
მაგარი ხარ :lol:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by qvevri » 17 დეკ 2007, 12:19

შენ ჩემო თეთრო რკინაო
ფოლადო მაღლის მთისაო
შენი ტანისამც ზრიალი
ლურჯაის რაშის ხმისაო
შენი ფხაისა ნაჭდევი
გულშიმც მანახვა მტრისაო
ნუმც გეღალატოს, გამიჭერ
თუ გწამავს მადლი ღვთისაო.
მცხეთა 2007წ.

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 22 დეკ 2007, 15:41

მე მაქსიმუმი ვარ, შენა ხარ მიზერი..
ფიქრი დღეს მთვრალია, თუმცა ვარ ფხიზელი,
რაკი დავიბადეთ, როგორმე ვიმზეოთ...
ყველა მცნებას მივსდევ, ოღონდ ათს ზემოთ :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]