კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
რა კარგი გვერდიაააა.......
Last edited by imerkhevli on 06 მარ 2009, 19:00, edited 1 time in total.
- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
...................................
ცხენს დეზი ვკარი, გავკვეთე ქარი
და გადავლახე უდაბნო ვრცელი,
ჩემი მიჯნური, გვირიტი მწყაზარი,
უკვე მიმელის...
დაუკარ სანჯი...
თუნდ იყოს მტუმე ეგ ღამე გიშრის,
ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
მე შენს სიყვარულს ვერვინ დამიშლის,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...
ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
ათასი მთვარე ისევ ამოვა,
ცრემლმა ღაწვებზე გადამათოვა,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...
ვერც ქრისტე გაგვყრის, ვერც იეჰოვა,
ვერც ნათესავთე მშიერი ხროვა,
ვერც მოენეთა ბოროტი ხვანჯი,
დაუკარ სანჯი...
კ.გამსახურდია,1940 წ
ცხენს დეზი ვკარი, გავკვეთე ქარი
და გადავლახე უდაბნო ვრცელი,
ჩემი მიჯნური, გვირიტი მწყაზარი,
უკვე მიმელის...
დაუკარ სანჯი...
თუნდ იყოს მტუმე ეგ ღამე გიშრის,
ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
მე შენს სიყვარულს ვერვინ დამიშლის,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...
ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
ათასი მთვარე ისევ ამოვა,
ცრემლმა ღაწვებზე გადამათოვა,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...
ვერც ქრისტე გაგვყრის, ვერც იეჰოვა,
ვერც ნათესავთე მშიერი ხროვა,
ვერც მოენეთა ბოროტი ხვანჯი,
დაუკარ სანჯი...
კ.გამსახურდია,1940 წ
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
პასუხი ჰანსს
მე ისევ ავად ვარ, ჰანს!
სიცხე მაქვს-სხვა კი არაფერი...
ფეხებში ვედები ცას-
ღამე რანაირად გავათენო,
წეროებს ვადევნებ თვალს-
სიბერწის გამომაქვს განაჩენი,
მკლავს ატატებული მყავს
სიმშვიდის ნაყოფი-გადარჩენა.
ჭადარზე ტოტები შეიფოთლა.
მე ისევ სიცხე მაქვს, ჰანს!
შუამთის ხეივანს ავუყვეთ და
კერპები მივაფშვნათ ცას,
სიცხე მაქვს-სხვა კი არაფერი,
მალე გადამივლის... დროს
უნდა გადავუგდოთ სავარცხელი,
რომ აღარ გაჩერდეს, რომ...
და ტრივიალური განაჩენით
ცისკენ გავემართოთ, ჰანს!
მე რომ სიყვარული დავიჩემე
და აღარ ვანებებ თავს,
ან და სიყვარულმა დამიჩემა,
უცვლელ რაციონად მთვლის.
დილით შვრიის ფაფის ჩვეულება,
საღამოს ლექსები... ბის!-
ვყვირი და თვალები მიბრჭყვიალებს-
რატომ და, სიცხე მაქვს, ჰო...
ცისკენ დავიჩემე ხეტიალი,
ხელი მომაშველე, გთხოვ!
ნუციკო დეკანოზიშვილი

მოფრინდნენ მერცხლები
სულის გამგებნი:
ქალაქს გავეცლები
ლიანდაგებით
და ვნახავ შროშანას
დაწეწილს ნიავით,
მოსჩანს შორს შარა
ატმით და ქლიავით.
მერცხლებო,. ფრთოსნებო,
მაშ ღმერთმა ინებოს
ლამაზო შროშნებო
და მორცხვო იებო,
მრავალჟამიერ
ყვავილებს ათასებს
იმიერ-ამიერი
რომ გაალამაზეს
მტერი და ორგული –
ყველა დამიწდება,
როცა გაზაფხული შროშანით იწყება.
გ.გეგეჭკორი

სიკვდილის შემდეგ
ტერენტი გრანელი
დადგება ზამთარი...
მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.
ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.
გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.
ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.
და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.
ჩემი კუბო იქნება სადა
და პროცესია უცრემლო.
მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.
ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.
ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.
მოვა უიმედობა.
პანაშვიდი გათავდება ქარში.
ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.
და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.
კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.
პროცესია დაიშლება.
მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.
გზაში ისაუბრებენ ჩემზე.
დაღამდება...
მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.
დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.
და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.
არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.
ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.
თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.
ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.
გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.
დადგებიან გაზაფხულის დღეები.
შეიფოთლება სასაფლაო.
კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.
ასე გაივლიან საუკუნეები.
ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.
ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.
წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.
ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.
დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.
დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.
წირვა გათავდება.
საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.
გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.
და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

lama
რა ხდება, დე...
ამას მე მაშინ ვკითხულობდი ხოლმე, როცა ძალიან ძალიან ცუდად ვიყავი და...
რა ხდება, დე...
ამას მე მაშინ ვკითხულობდი ხოლმე, როცა ძალიან ძალიან ცუდად ვიყავი და...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
შავი მაგია
როცა ქალი წერს, მეტისმეტად ბევრს გრძნობს ის ქალი,
ექსტაზებს, ტრანსებს, ციურ ნიშნებს და სასწაულებს,
ციკლი, შვილები, კუნძულები არავითარი
თითქოს არ ყოფნის, ეს გლოვა და აურზაურიც
და ბოსტნეულიც არ კმაროდეს არასდროს თითქოს,
და ვარსკვლავებზე მკითხაობა ქცევია ჩვევად,
მწერალი არსით ჯაშუშია და თვალთვალს ითხოვს,
ჩემო ძვირფასო, ის გოგო მე ვარ.
როცა კაცი წერს, მან ყოველთვის ზედმეტი იცის,
ბევრი ქარაგმა და თილისმა. თითქოს არ კმარა
მისთვის შენება და ათასი სიკეთე მიწის,
მანქანების და ხომალდების მთელი სამყარო,
არც სისხლისღვრები არასოდეს გადაამეტებს.
ავეჯისაგან ხეს ქმნის ისევ, თავიდან ხერხავს,
მწერალი, მისი არსებობით, არის თავხედი,
ჩემო ძვირფასო, ის კაცი შენ ხარ.
ჩვენ, მოძულეებს საკუთარი არსებობისაც
და იმ ფეხსაცმლის, თუ სამოსის, ირგლივ რომ გვაკრავს,
ჩემო ძვირფასო, ერთმანეთი მაინც ხომ გვიყვარს
და ჩვენს ხელებსაც სილურჯე და სინაზე დაჰკრავს.
ჩვენ გვივსებს თვალებს საშინელი აღსარებები,
თუმც, ვქორწინდებით და შვილები ზიზღით სუნთქავენ,
ჩვენ ვავსებთ სუფრას _ არვინაა ხელის მხლებელი,
არავინ რჩება, ვინც წყეულ ხვავს აასუფთავებს.
ენ სექსტონი

ხო რაღაც ასე ვარსავით,bela wrote:lama
რა ხდება, დე...
ამას მე მაშინ ვკითხულობდი ხოლმე, როცა ძალიან ძალიან ცუდად ვიყავი და...
მარა არაუშავს გამივლის
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
lama
მე კიდევ, აი, ასე ვარსავით...
მაგრამ ნუ გამივლის რა...
აი, ეს ლექსი კი, შენთვის იყოს:
გზამ დაიფაროს ყველა მგზავრი,
გზამ აზიაროს მოკლულები,
გზამ ამიხილოს გული
ამ სიმღერაში, რომლისთვისაც
სამ უკანასკნელ შუაღამეს
გარს უშედეგოდ ვუვლი.
ზღვამ გამიმხილოს მარილი და
ამ მიწიანი ლაყუჩებით
კვლავ ამამღეროს შენთვის,
რომ შენი ხელი კიდევ ერთხელ,
რომ შენთან ყოფნა კიდევ დიდხანს,
სხვა არაფერი მეტი.
აქ ყველაფერი შენითაა,
აქ ყველა ძილი შენთვის მღვიძავს
და უფრო ვხვდები,მენდე
თუ ეს სიტყვები დღევანდლამდე
უ ერთმანეთოდ, როგორ ძლებდნენ,
რას ელოდნენ და ძლებდნენ.
ძლებს ჩემი ხსოვნაც ომგამოვლილ
ძვლებ გადამტვრეულ მეგობრებად,
წლებ გადახოტრილ ბავშვად,
რომ ჩემი ლოცვა სიყვარული
მათ დაუვიწყარ სახეებად
ამ სიმღერაში ჩავსვა.
ვსვა შენი წყალი სერობებზე,
ვსვა შენი ღვინო ონკანიდან,
სხვას ვეღარავის ვანდო,
ეს ეჭვით სავსე გულისჯიბე,
მტვრით გაჟღენთილი პერანგი და
მზით გაცრეცილი მანტო.
რომ ყველაფერი დაგავიწყო,
რომ ყველაფერი მაპატიო,
რომ შეჩურთული სადმე
ბნელ კარადაში მიპოვნო და
ფრთა სახელოში გამიყარო,
ტანთ ჩამიცვა და გავთბე.

bela
მადლობა დეეეე
დიდი მადლობა

მადლობა დეეეე
დიდი მადლობა

- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
..........................................
- იდუმალებით მოცულო კაცო, მითხარ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად: დედა, მამა, დაჲ თუ ძმა?
- არა მყავს დედა, არც მამა, არც ძმა და არცა დაჲ.
- მაშ მეგობრები?
- მაგ სიტყვების აზრი დღემდე უცნობია ჩემთვის.
- იქნებ სამშობლო?
- არც კი ვუწყი, რომელ განედზე მდებარეობს იგი.
- მშვენიერება?
- მე მზადა ვარ შევიყვარო მშვენიერება, თუ იგი ღვთაებრივი იქნება და უკვდავი.
- ოქრო?
- მე მძულს ოქრო, ისევე როგორც თქვენ გძულთ ღმერთი.
- მაშ რაღა გიყვარს ბოლოს და ბოლოს, საოცარო უცხოელო?
- ღრუბლები მიყვარს... ჰე, ცის ტატნობზე რომ მისცურავენ... ის საოცარი ღრუბლები.
ბოდლერი

ტა, ტა,ტა,ტა
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო,ხო,ხო,ხო
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი რა მჭირს,-
თვარა კი!
სხვა
როცა მე შემომნატრის,
მე მივბაძო სხვას?
მე- პატრონმა,
მე-პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე-პატრონმა,
მე -პატრონმა
ამისთანა ცის,-
თუ ღმერთი გწამს,
თუ კაცი ხარ-
სხვას მივბაძო?!
ვის?!
რა გინდა რომ აქ არ იყოს,
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?!-
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.
მე შენ გეტყვი-
არ გეყოფა სიტყვის მარაგი...
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს,-
თვარა,-კი!
მუხრან მაჭავარიანი
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო,ხო,ხო,ხო
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი რა მჭირს,-
თვარა კი!
სხვა
როცა მე შემომნატრის,
მე მივბაძო სხვას?
მე- პატრონმა,
მე-პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე-პატრონმა,
მე -პატრონმა
ამისთანა ცის,-
თუ ღმერთი გწამს,
თუ კაცი ხარ-
სხვას მივბაძო?!
ვის?!
რა გინდა რომ აქ არ იყოს,
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?!-
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.
მე შენ გეტყვი-
არ გეყოფა სიტყვის მარაგი...
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს,-
თვარა,-კი!
მუხრან მაჭავარიანი
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
bela
ლექსი ჩემთვის?
ლექსი ჩემთვის?

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
***
როდესაც მზეი თბილი სხივით მინდვრებს შემოსავს
და ცვარნაპკური შეირხევა მთაზე მოცხარი,
ნინოს ნათელი დაადგება საქართველოსა,
ქვაბში ჩურჩულით გადაიწერს პირჯვარს მოძღვარი...
ანა კალანდაძე
როდესაც მზეი თბილი სხივით მინდვრებს შემოსავს
და ცვარნაპკური შეირხევა მთაზე მოცხარი,
ნინოს ნათელი დაადგება საქართველოსა,
ქვაბში ჩურჩულით გადაიწერს პირჯვარს მოძღვარი...
ანა კალანდაძე
esec gaivlis....
- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ჩვენი ნანგრევები მაინც ღმერთებია;
ჩვენი ნანგრევები
თან გვდევენ მუნჯად;
ჩვენი ნანგრევები აისბერგებია,
მათ ზღვაში მხოლოდ მწვერვალები უჩანთ.
ჩვენი სიმღერები ლურჯი ბინდებია,
ჩვენი სიმღერები
მაღალ მთებს ჰგვანან;
ჩვენი სიმღერები
პირამიდებია -
მათ უკან საუკუნეები დგანან.
ი.აბაშიძე
ჩვენი ნანგრევები
თან გვდევენ მუნჯად;
ჩვენი ნანგრევები აისბერგებია,
მათ ზღვაში მხოლოდ მწვერვალები უჩანთ.
ჩვენი სიმღერები ლურჯი ბინდებია,
ჩვენი სიმღერები
მაღალ მთებს ჰგვანან;
ჩვენი სიმღერები
პირამიდებია -
მათ უკან საუკუნეები დგანან.
ი.აბაშიძე