კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tamuna_gudarexi » 18 თებ 2009, 14:16

meore monadire wrote:
chuna wrote: მეშინია


ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაი თუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!


ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო.
არ ჩააქრო!-გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი!-


დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!



შოთა ნიშნიანიძეს დაუწერია 1967 წელს!
მურმან ლებანიძის ლექსია 1989 წლის საიუბილეო ნაკრებშია შესული დაწერილია 1971 წელს :)

ჭეუნა დედა გაგიღიმე და ჩაგეხუტე :)

ძალიან მომენატრე
ლებანიძის ეს ლექსი ძალიან მიყვარს და... მაშფოთებს!.. მაჟრჟოლებს, როცა ვკითხულობ... ყოველთვის ეს ლექსი მახსენდება, როცა სულ უფრო დაცარიელებულ შქმერს და რაჭის მაღალმთიან სოფლებს ვხედავ... :(
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Monadire » 19 თებ 2009, 15:17

ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტი -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი... შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები.
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არ ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით.
მიგაკრავ მაგრად ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ "ლოშნით".

გრიგოლ რობაქიძე
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Ivane Goliadze » 21 თებ 2009, 01:23

ძველი საუკუნე და ტფილისი

(ეძღვნება ლამას... ის მიხვდება ვისი დაწერილიცაა :D )

მოსჩანს საუკუნე სიძველით ნათოვი,
ორად ვეღარ აპობს ძველ მტკვარს მადათოვი,
ვერც მეტეხის ზღუდე, ვეღარც ვირის ხიდი
ვეღარ შეგვინახავს ჩვენი განძი დიდი,

მტკვარი უამესი, მტკვერი ცივზე ცივი,
მტკვარზე მოცურავე ყარაჩოღლის ტივი
აღარ არის მორჩა, დაილია ხანა,
მიწვევს კალაუბნის ძველი ჩაიხანა.

ახლა დაგვრჩა მხოლოდ ორი სანაპირო,
აღარც წისქვილები, აღარც სანადირო,
არც მედუქნის ხაში აღარ გვათრობს დილით,
აღარ გამოსცურავს მეთულუხჩე ტივით.

ახლა ნარიყალას ზღუდე მორღვევია
და აბანოთუბანს თავზე დაქცევია,
ახლა ყველაფერი უკუღმა შეცვლილა,
ძველი საუკუნე უკვე გარდაცვლილა.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Tamusia » 21 თებ 2009, 15:59

Monadire

რახილ,
რა ხელმა გადმოგხატა ძველი ფრესკიდან,
ვნების ყვავილი, აკრძალული
შენ ვინ გაჩვენა,
როს ცისკრის ვარსკვლავს
იისფერი ცეცხლი ეკიდა,
მაშინ დაგგესლა სიყვარულმა
და შეგაჩვენა.

რახილ!
გახედე, იმდაგვარი დღე არის დღესაც,
რახილ!
რა ხელმა მოგაჩეჩა ძველი თალმუდი.
ამღვრეულ კუროს,
ზოდიაქოს გაჰყევი შენსას
და მორჩილების სახლსა შინა
აღარ დაბრუნდი...

ისმის ღიღინი მორწმუნეთა
სინაგოგიდან,
შენ კი...
შენ დღესაც ამქვეყნიურ ცოდვით დათვრები.
რახილ,
მოახლით მოედანზე გავლა მოგინდა,
რომ კვლავ იხილო
მამრის ჯილაგს ვით ენატრები.

ისევ შხივიან ჩახსნილ მკერდში მკვრივი ატმები,
ისევ კრუტუნებს ფოცხვერივით შენში ძახილი,
რახილ,
აღმოხდათ მოსეირნეთ:მოდის რახილი!
და ვაი იმას, ვისაც ერთხელ შეუყვარდები.

ვაი, მომწვანო ფირუზები, შენი თვალები,
შენთან ეგვიპტის დედოფალიც არის ბოგანო,
მაგრამ სიბერეს მაინც ვერსად დაემალები,
რახილ, ღვთის წყრომავ ფეხადგმულო,
ცოდვის გორგალო.

რახილ, ვინ მოგყავს მშვენიერი მოკლე საბელით,
ვინ არის იგი, დალალებით წითლად ნაფერით,
შენი გულისთვის თუ კაენმა მოკლა აბელი,
ოო, მაშინ უნდა ეპატიოს სუყველაფერი.

რახილ,
მითხარი, საით მიგყავს ძუმსხმოიარე ვნების მტევნებით,
მაცდუნებელ თვალთა ხამხამით?
მოდიხარ, სურვილს ხანძარივით მოაბრიალებ
და მაღალ ყელზე მსხვილ ალმასებს გააქვთ ხარხარი.

რახილ,
მითხარი, რა ხილია შენი თანმხლები,
მხრებზე ხავერდის ხენდროსფერი წამოსასხამით,
ხმაურობს ხალხი ხვავრიელად დახრილ დახლებით,
რაბინს ქათმებით ახორხლილი მისდევს ხახამი.

რახილ,
სად მიგყავს,
ვისთვის გინდა მსხვერპლი ახალი,
რისთვის გაზმორებს ზეზეურად
სიზმრის მორევი.
ეშმაკმა უწყის
საიდუმლო შენნი ზრახვანი,
ქალი არ არის ქვეყანაზე შენი მომრევი.

ჩაიარა და თან წაიღო მთელი უბანი,
მშვენიერ მხევლებს
შურით დარჩათ თავი დახრილი.
შეყვარებული, ამაყი და თავისუფელი
ცოდვილი სულის წასაწყმედად მიდის რახილი...


რეზო ამაშუკელი
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლეონტი » 23 თებ 2009, 00:12

აი მე ამ ბოლო ხანს კივი შემიყვარდა და ლექსიც მიუძღვენი:

ისე შემიყვარდა კივი,
ხშირად თუ არ ვჭამე ვკივი.

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 25 თებ 2009, 18:43

ბებო-პაპანი

მოსაღამოვდა,
მთებმა ნისლის ჩაიცვეს კაბა,
ბებომ გამძღარი დეკეული
ბაგას მიაბა...
სახლის წინ ფარდულს მოხვეოდა,
გაოფლილ ცხენი,
თიბა-კრეფაში გადიოდა
ხევსურეთ დღენი.
ამოხდა ბებო,
ბანის პირზე გაშალა ტაბლა.
პაპას ერთ ბოთლა ჟიპიტაურ,
არ დაამადლა...
ჭოტის კივილზე გამოსთქვამდნენ,
კლდეები ექოს.
ღამე კვლავ სძოვდა,
მერამდენედ აძოვილ ბექობს.
-აექ დაჯედივ,
ამავიტან კუსერბოს ტაფით,
პაპა კი სწუხდა:
-ეკლებიო დამჩ გასაკაფი.
მერე დგებოდა
და შანდობას უძღვნიდა სულებს,
უკვე თითებზეც ვეღარ თვლიდა,
ახალ წასულებს...
-არაუნდაო,
სიკვდილიო, ჩვენაც დაგვნამავს,
სააქაოს გამოკერებულ,
არვინ მინახავ...
ამბობდა ბებო,
პაპას არყით უვსებდა ჭიქას
და ორივენი ჩუმად იხდნენ,
ძალიან დიდხანს...


ახალგაზრდა ხევსური პოეტია
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 25 თებ 2009, 19:08

(ხევსურულ ხმაზე)

კაი ყმა მაჰკლეს წუხელ, (ცხოვრება გვატიალებს)
სოფლელნი მისტირიან...
ქალო გამაღრიდე მატირალებს,
სირცხვილია.
აგერ მამამთილი კარჩი დგას და შორით ამბობს:
”გაანათლოს”,
ქალო ჭერი არ შაარცხვინო,
ცრემლ არვის დაანახო.
კაი ყმა მაჰლეს გუშინ,
შინშებმ მუხლები მოუყარეს,
ქალო მკვდარი არ ჩაიკრა გულში,
წადი, ყმაწვილებს მოუარე.
ჰოი, სოფელში რა ცოდო-ბრალიანი
სიკვდილია,
ქალო ქმარი არ დაიტირო-
სირცხვილია.

გიო არაბული
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 25 თებ 2009, 19:25

მუხრანის ბოლოს



მახსოვს დრო, მახსოვს, მაისი იყო,
მახსოვს მიწა და... მახსოვს ქვეყანა,
შენი გულისთვის... შემთხვევით იქნებ,
მუხრანის ბოლოს შემომეყარა!

ყივჩაღი იყო, ამაყი იყო,
მთიდან ჩანჩქერად ჩამოქცეული,
ან იქნებ სიზმრის ნაფლეთი იყო,
მზის ანატეხი - პატარძეულის...

დიდ გუდანის ჯვარს შევთხოვე შველა,
მერე დავატყდი თავზე მეხივით...
თვალი შევასწარ ფრანგულის ელვას -
პირქვე დავეცი თავგაჩეხილი.

და აჰა, ვკვდები ყივჩაღის ხელით
(ვერც შევძელ ჯავრი ამომეყარა),
მახსოვს დრო... შენი თვალების ფერიც...
როცა სიკვდილი შემომეყარა!
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Bivrili » 25 თებ 2009, 21:14

25 თებერვალი


თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Monadire » 26 თებ 2009, 02:06

Tamusia

წვიმა მოვარდა, ბინდი მოყარა,
სარკეებივით გზას დააფინა გუბენი.
ახალუხებში მოდიოდა ნისლის მაყარი,
პეიზაჟს ხატავს ციდან რუბენსი.

ქარი გააპეს სილუეტებმა,
წამით შეჩერდა ფოთოლთა ვალსი
და ილუზიის ჭრელმა ეტლებმა
ჩამოგსვეს ჩემთან, გატეხეს ნავსი.

(აქედან უფრო მევასება :wink: )

მარგალიტები მკერდს ჩამოგშლია,
სხეული გიგავს ზამთრის სასახლეს,
თეთრი ღამისთვის რომ უყეფია,
თვით ნევის პირას კოლონადებით,
იდუმალებით,
მეფის სამარეს. . .

თვალები გლეჯდნენ ჩვენს სიშორეებს,
ნიღაბი დნება ნაზად სახეზე,
ეს შენ არა ხარ _ მე ვიმეორებ,
ვუმტკიცებ ლანდებს ჩემს ძველ სარკეზე

შენი სახების ნაზი ლულები
ახლა არა და
ახლა მესვრიან,
გულს ჩატეხილან ისევ წყლულები,
მე სიყვარულის ვიყავ მესია,

გახსოვდეს, ლექსად როცა ვიფრქვევი,
შენი მომწყურდა კოინდარები,
შენი სუნთქვით მაქვს სავსე ფილტვები,
გულის ძაფებით კვლავ ვიქარგები.

ჯილდო არ არის ჩემი ამბორი,
არც ჩემი ლექსი არის შედევრი,
კლდეებზე მომკლეს, ვით ნიამორი,
იყუჩეთ, მგლებო, სისხლო, შედედდი!

ქალი, რომელმაც მზე მოიპარა,
იყავი შენ და გულს ჩაიწურე,
მაგრამ რა მოკლე აღმოჩნდა შარა
და მოგონება გადაიხურე.

მკლავს მიჭედილი მაქვს შენი ცრემლი,
და სკულპტურა ხარ თითქოს როდენის,
შენთვის ვგონებდი, ვიყავი გრდემლი
და შენი ფიცის შემრჩა ორდენი

და ირმებივით ხტოდნენ ფიქრები,
საფერავივით ტკბილი ტუჩები
სულს მიკოცნიან, მე ლექსით ვთვრები,
იფანტებიან დრონი, ტურები,

ათრთოლებულა ღამე ბინდისფრად,
სიზმრად გიხსენებ, დაგედევნები,
ვერ დაილუქა ჩემი ჭიშკარი,
მახსოვს ფაქიზი ხელის მტევნები,

გზად დაიღვარა ეს ნაოჭები,
მოგონებათა მტვრიან ალბომზე,
ჩემთან მორბიან შენი ლოცვები,
ჩემი სიკვდილის ბოლო აღლუმზე.

გადაიფარა სულმა დურაღი
და გაზაფხულმა დაგვიგდო კუდი,
სიშორეებში მიქრის ულაყი
და სიყვარულის ფლოქვი აქვს ფშუტის

მკლავს მიჭედილი მაქვს შენი ოხვრა,
თითქოს თლილი ხარ, თვითონ როდენის,
მე სისპეტაკით ვარ დათოვლილი,
ქალის ცრემლის მაქვს მხარზე ორდენი.

დათა გულუა
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 01 მარ 2009, 20:31

როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი.

სჯობს ღარიბობა შემს სამშობლოში
სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართული
ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები
თითქოს თამაშით ვიყო გართული.

როდესაც გავხდი მე ემიგრანტი
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ
უცხო კანონებს ვემორჩილები
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი.

ჩემ ქვეყანაში მე ფრთები მესხა
და პატრიოტი ქართველი მერქვა
მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები
ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა.

სადაც ვიქნები სულ მეყვარება
ჩემი მთები და ჩემი ბუნება
რაც მთავარია მემახსოვრება
"ენა, მამული, სარწმუნოება".

როდესაც დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 01 მარ 2009, 20:32

ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...

ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...

ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას,
ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან...
და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად,
როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან...
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 01 მარ 2009, 20:35

მოვარდა ქარი
და
ღრუბლები ცას მიუსია...
უფერულია რეალობა...
ვარ ილუზია...
ისევ გათენდა...
გაფერმკრთალდნენ მკვეთრი განცდები...
სხვა ფერადდება მზის სხივებით...
მე კი...
ვბაცდები...
სისულელეა ეს ამდენი დავიდარაბა,
ეს უაზრო
და უფერული ქვეყნის ყაყანი...
გინდა პილატე დაიძახონ...
გინდა ბარაბა...
ვყვირი იესოს
და
გატარებ ხელში აყვანილს.
ხედავ? ვენები გადავიჭერი.
მოდი და სხეულში შემიძვერი..
ისევ ვიხრჩობი...
ამაოა ყველა მცდელობა...
დგას ოთახებში უშენობის უჰაერობა...
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 03 მარ 2009, 16:05

ვინა სთქვა

ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს
ჩვენი სამშობლო, დიდების ღირსი.
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?

აბა, შეადგით ერთმანეთს მთები,
მთები-შემკული სხივების სირმით.
ააშრიალეთ არწივის ფრთები,
კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის.

ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი
ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით,
ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში
ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი.

გაზომეთ ქარი და ქარიშხალი,
ჩამწყვდეული რომ ღმუოდა ხევით,
წყალი მქუხარი და საშიშარი
და ავარდნილი გუმბათი ზევით.

წინაპრის მიერ განვლილი სივრცე,
ჟამი-ძლეული გაფრენილ ცხენით,
და გორგასალის ნაბიჯი მტკიცე,
მთად აღბეჭდილი ქართველის რწმენით.

შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი
დარუბანდიდან მოტანილ კარებს
და გაიხსნება სამშობლო ჩემი
უსასრულობის შემცველი მხარე.

ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]