


ნაწილი მეორე: დასავლეთის ორმაგი სტანდარტები
შპიგელი: რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
ლავროვი: საქართველოს ყავდა უმცირესობის ორი პატარა ჯგუფი, რომელთაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შოვინისტურად ეპყრობოდნენ. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითონ დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როდესაც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი ქალაქი დაბომბა. ეს იყო დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ძალადობა აქაური მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა. მათ კი სააკაშვილი მანამდე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებად ასახელებდა.
შპიგელი: მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რუსეთმა და მისმა არმიამ არად ჩააგდო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მაშინ, როდესაც კოსოვოში ის ამტკიცებდა, რომ ეს წმიდათაწმიდა პრინციპია
ლავროვი: ზედაპირზე ორივე კონფლიქტი მსგავსია, მაგრამ დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით ოპერირებს. იყო ომი კოსოვოშიც, ხანგრძლივი სასტიკი კონფლიქტი, რომელიც ჩვენი თვალთახედვით აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს. კონფლიქტი 1999 წელს დასრულდა, გაეროს 1244 რეზოლუციით, გადაწყვეტილებით, რომელსაც სერბეთიც დაეთანხმა. სამხრეთ ოსეთისგან და აფახაზეთისგან განსხვავებით, კოსოვოში ალბანელებზე ზეწოლას არავინ ახორციელებდა, მათზე შეტევა არავის დაუწყია. არ არსებობდა საფუძველი იმისა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა.
შპიგელი: არავის მიუბაძავს რუსეთის მაგალითისთვის, არავის უღიარებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, თქვენს უახლოეს მოკავშირეებსაც კი. გაგაოცათ ამან, თუ არა?
ლავროვი: ჩვენ არ გვინდოდა გეოპოლიტიკური ეფექტის მიღება. ყველაფერი ეს იმ ადამიანების დასაცავად მოხდა, ვინც უკვე 20 წლის განმავლობაში გაუთავებლად ხდებოდა პროვოკაციებისა და თავდასხმების მსხვერპლი. საქართველოს აგრესიის შემდეგ ჩვენ არ ვფიქრობდით ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღაირებას. სარკოზი-მედვედევის დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გადაწყდებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფახაზეთის სტატუსის საკითხი.
შპიგელი: და რატომ არ მოხდა ეს?
ლავროვი: როდესაც სარკოზიმ გეგმა თბილისს გააცნო, სააკაშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა სტატუსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე. მერე ნატო-რუსეთის საბჭომაც უარი თქვა პრობლემის მოგვარებაზე, ასევე მოიქცა გაეროს უსაფრთხოების საბჭო. ბოლოს, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ომი არ დამთავრებულა და რომ ისინი მას რაღაც ფორმით დროთა განმავლობაში გააგრძელებენ. მერე კი დასავლეთშიც გაისმა ხმები, რომ ისინი საქართველოს ჯარის მხარდაჭერას აპირებენ. ამიტომ შემდეგ დასკვნამდე მივედით: ჩვენ მხოლოდ ასე შეგვიძლია გადავარჩინოთ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - ვაღიაროთ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.


