ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by დათო » 28 აგვ 2008, 11:50

ახალგორის რაიონს რთავენ ”სახრეთ ოსეთში”.
ეს მათ მიერ გადაწყვეტილი ამბავია.
რაც შეეხება რუსულ პასპორტებს, მათ ადგილობრივ მოსახლეობას დაძალებით დაურიგებენ. ვინც არ აიღებს, აიძულებენ დატოვოს რაიონი.

ასე რომ, სანამ არ გავყრით მტრებს საქართველოდან, მანამ თბილისიდან 20 კმ-ში რუსული არტილერია იდგება.
ამავე დროს, ქართული სოფლები არა მხოლოდ ”სამხრეთ ოსეთში” ახალგორის ჩათვლით, არამედ შიდა ქართლის ზოგიერთ სხვა რაიონებშიც დაცლილი იქნება ქართული მოსახლეობისგან.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ლეონტი » 28 აგვ 2008, 11:57

დღევანდელი ცნობით პასპორტების დარიგება დაიწყეს.
ადგილობრივები ზოგი დაბრუნდა, გაიგეს რა რომ არავის ერჩიან.პასპორტები აიღეს , რადგან სანაცვლოდ ფქვილს და პროდუქტებს ურიგებენ.
ახალგორთან ტრანშეები გათხარეს და ტანკები ყავთ მიწაში დამალული რომ ზევიდან არ ჩანდეს.
აეროდრომები მოაწყვეს ყანებში დავ ვერტმფრენები გამალებული დაფრინავენ.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 28 აგვ 2008, 16:31

სამწუხაროა მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ გაიღვიძა ეროვნლმა სულმა. ხალხი ისეა დაბეჩავებული რომ მარტო დღევანდელ დღეზე და 1 ტომარა ფქვილზე ფიქრობს, მომავალში გახედვა უჭირთ :(
აცხა ღორებო Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Gvalva » 28 აგვ 2008, 18:01

რა უნდა ქნას ახალგორის სოფლის გლეხმა?

ეს ამბავი ჩვენ რომ გავიგეთ, სახელმწიფომ ვერ გაიგო? რა ერთიანი გეგმა შესთავაზა მან ამ ერთხელ უკვე აწიოკებულ გათითოებულ გლეხებს?

ჯერ ეს უნდა მოვიფიქროთ აქ, თბილისში, "ნასწავლმა ხალხმა" და მერე ვასწავლოთ იმ გლეხებს შორს გახედვა.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 28 აგვ 2008, 18:14

Gvalva
მაგიტომაც მე შედგებზე ვლაპარაკობ და არა მიზეზებზე, ცხადია ხალხი გამოუვალ მდგომარეობაშია და ამიტომაც ეროვნულობა მათთვის აღარაა პირველხარისხოვანი.
ხელისუფლებაზე კიდე საერთოდ ხმას არ ამოვიღებ ჯობია.
აცხა ღორებო Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 აგვ 2008, 21:40

აიღონ რუსული პასპორტები და იყვნენ. ეს ქვეყნის გაყიდვას კი არ ნიშნავს, იმ ადგილის შენარჩუნებასა და პლაცდარმს ნიშნავს.
სხვა გამოსავალი მაინც არ აქვთ.
მთავარია, თავის მრწამსით ქართველები არიან.
ეგ ხალხი საქართველოს არ გაყიდის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by lama » 28 აგვ 2008, 22:46

ვუძღვნი ქართველი გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში

მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს

უფალო აცხოვნე მათი წმინდა სული




http://www.link.ge/file/97453/22--Track-22.mp3.html









:cry:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 28 აგვ 2008, 22:56

კითხვები მაქვს მათთვის ვინც ერკვევა ასეთ ამბებში:

- რეალურად ძალა აქვს ასეთ პასპორტს?
- ფაქტიურად ეს ხალხი, ვისაც პასპორტებს ურიგებენ ხომ არიან უკვე საქართველოს მოქალაქეები და ახლა ორმაგი მოქალაქეები ხდებიან?
- თუ ორმაგი მოქალაქეები ხდებიან მაშინ რაშია პრობლემა გარდა იმისა, რომ რუსეთი "თავისი მოქალაქეების" დაცვას შეეცდება?
- თუ ცალმხრივია: ამდენი რუსეთის მოქალაქე რომ აღმოჩნდება ერთ მშვენიერ დღეს უკანონოდ საქართველოში ეს რას გამოიწვევს? მათ ხომ არც ბეჭედი ექნებათ ჩარტყმული და არც არაფერი. ანუ ისინი რუსეთის მოქალაქეებად ჩაითვლებიან რომლებმაც უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვარი? :)
- ამ ეგრეთ წოდებულმა რუსეთის მოქალაქეებმა რომ შეაგდონ ბუხარში ეს ნაძალადევი პასპორტები მაინც ჩაითვლებიან რუსეთის მოქალაქეებად?

შეიძლება ცოტა მიამიტური შეკითხვებია, მაგრამ იმედია გამიგებთ. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by lama » 28 აგვ 2008, 23:26

Wanderer wrote:
შეიძლება ცოტა მიამიტური შეკითხვებია, მაგრამ იმედია გამიგებთ. :)
ნამდვილად

ეგ საერთოდ არ არის საინტერესო

;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Nika » 29 აგვ 2008, 00:07

Wanderer
საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას. თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდები ეგრევე კარგავ ქართულს. გამონაკლისის გაკეტება შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს ბრძანებულებით.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by kotetbeli » 29 აგვ 2008, 01:37

პატრიოტობა-არაპატრიოტობა დღეს განსაკუთრებით ცოტა საფრთხილო ცნებაა, არ შეიძლება ერთი შეხედვით ერთი ან მეორე სიტყვის გამოყენება, გაუფასურება ან პირიქით-ზედმეტი მნიშვნელობის მიცემა... შეიძლება ვინმემ ის პასპორტი მიიღოს თვითგადარჩენისთვის და გადარჩენილმა უფრო დიდი საქმე გააკეთოს იმ მიწაზე ასრებობით, მეორე მხრივ, შეიძლება აქ ვიღაცას თბილ კაბინტში ძალიან მაგარი პატრიოტული ლექსიკა ჰქონდეს და ვიდეოკამერაზე წითელი შუქის ჩაქრობის შემდეგ საგულაოდ გაუჩინარდეს :(

მვლენებს უნდა გადმოვხედოთ შთამომავლობის რაკურსიდან... ნერგები მოკლევადიანი სტატისტიკისთვის კი არა, ნაყოფისთვის უნდა ირგებოდეს!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 აგვ 2008, 08:43

Wanderer wrote:კითხვები მაქვს მათთვის ვინც ერკვევა ასეთ ამბებში:

- რეალურად ძალა აქვს ასეთ პასპორტს?
- ფაქტიურად ეს ხალხი, ვისაც პასპორტებს ურიგებენ ხომ არიან უკვე საქართველოს მოქალაქეები და ახლა ორმაგი მოქალაქეები ხდებიან?
- თუ ორმაგი მოქალაქეები ხდებიან მაშინ რაშია პრობლემა გარდა იმისა, რომ რუსეთი "თავისი მოქალაქეების" დაცვას შეეცდება?
- თუ ცალმხრივია: ამდენი რუსეთის მოქალაქე რომ აღმოჩნდება ერთ მშვენიერ დღეს უკანონოდ საქართველოში ეს რას გამოიწვევს? მათ ხომ არც ბეჭედი ექნებათ ჩარტყმული და არც არაფერი. ანუ ისინი რუსეთის მოქალაქეებად ჩაითვლებიან რომლებმაც უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვარი? :)
- ამ ეგრეთ წოდებულმა რუსეთის მოქალაქეებმა რომ შეაგდონ ბუხარში ეს ნაძალადევი პასპორტები მაინც ჩაითვლებიან რუსეთის მოქალაქეებად?

შეიძლება ცოტა მიამიტური შეკითხვებია, მაგრამ იმედია გამიგებთ. :)
რუსული პასპორტების დარიგებას უფრო აგრესიულ-პოლიტიკური დატვირთვა აქვს: ეს რუსეთის მხრიდან "მცოცავი ანექსიაა".
პასპორტების მასობრივი დარიგების შემდეგ, ის უკვე რეგიონში საკუთარი მოქალაქეების დაცვის მომიზეზებით
სამართლებრივ უპირატესობას იძენს.
ასე იყო ცხინვალი-აფხაზეთის შემთხვევაში.
დააკვირდი კრემლის განცხადებებს:
"ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და დავიცავთ ყველგან".

და არც 1 დასავლელს არ უკითხავს, საიდან გაჩნდნენ სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის მოქალაქეები.
თუ რუსეთი ამ რეგიონებს აქამდე საქართველოს ტერიტორიად აცხადებდა (ყველა დოკუმენტში 26 აგვისტომდე ამას ადასტურებდა-აღიარებდა), გამოდის, რომ ოსები და აფახაზები უკანონოდ, საზღვრის დარღვევით ცხოვრობდნენ საქართველოში. მათ ჰომ
საქართველოში ყოფნისთვის ვიზები სჭირდებოდათ, რომელიც საქართველოს საკონსულოს რუსეთში არ გაუცია?

მკდ, რუსეთის მხრიდან ეს მცოცავი აგრესიაა და ასე გააგრძელებს, რომ თბილისსა და საქართველოს არტერიაზე
კონტროლი მოიპოვოს (თუ, რა თქმა უნდა, დასავლეთი 12-13 აგვისტოსავით მტკიცედ არ დაგვიდგა გვერდით)

kotetbeli wrote:პატრიოტობა-არაპატრიოტობა დღეს განსაკუთრებით ცოტა საფრთხილო ცნებაა, არ შეიძლება ერთი შეხედვით ერთი ან მეორე სიტყვის გამოყენება, გაუფასურება ან პირიქით-ზედმეტი მნიშვნელობის მიცემა... შეიძლება ვინმემ ის პასპორტი მიიღოს თვითგადარჩენისთვის და გადარჩენილმა უფრო დიდი საქმე გააკეთოს იმ მიწაზე ასრებობით, მეორე მხრივ, შეიძლება აქ ვიღაცას თბილ კაბინტში ძალიან მაგარი პატრიოტული ლექსიკა ჰქონდეს და ვიდეოკამერაზე წითელი შუქის ჩაქრობის შემდეგ საგულაოდ გაუჩინარდეს :(

მვლენებს უნდა გადმოვხედოთ შთამომავლობის რაკურსიდან... ნერგები მოკლევადიანი სტატისტიკისთვის კი არა, ნაყოფისთვის უნდა ირგებოდეს!
გეთანხმები.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 აგვ 2008, 08:52

ილია მეორემ მარიამობას ქართველებს მოუწოდა, ყოველდღიურად დღეში 3ჯერ 1 მოკლე ლოცვა წაიკითხონ:
”უფალო დიდება შენდა, დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო, წყალობითა შენითა, ამინ!”, .

გულწრფელ ლოცვას დიდი ძალა აქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ZVIOSULI » 29 აგვ 2008, 10:29

რეოგრაფია და ღვთაებრივობა მგონი შეუთავსებელი მცნებებია, მაგრამ, მე რა მესმის მამენტ.....
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by lama » 29 აგვ 2008, 12:29

1 სექტემბერს ბევრი რამ გაირკვევა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]