კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
საგზლად სიყვარული გამატანე,
აიმ მთვარის თავს გაფიცებ.
საგზლად მონატრება გამატანე,
აიმ შენ ვარსკვლავს გაფიცებ.
ჭირია ქალავ სიყვარული
და ეს ჭირი ჩემთვის გაიმეტე.
დარდია ქალავ მონატრება
და მიდი, დარდისთვისაც გამიმეტე.
გულო ოხერო, გულო ტიალო,
ნეტავი რამდენს გავუძლებთ ეგება?
ცხოვრებავ, კლდესავით ფრიალოვ.
ეს სული, ეხ ხორცი, ფეხებქვეშ გეგება.
მაგრამ გეგება კი? ეგაც საკითხია,
საგზლად სიჯიუტე თანამდევს.
მე ხომ მეძახიან წარმართ ფხიას;
მაგრამ სიყვარულიც თან დამდევს.
არა მჭირდება ქაჩალი გრძნობები,
რაღაც რომანტიზმს რომ ეძახიან.
გონებას მაწვება აწ ურჩი ცნობები,
_ ქალშავავ მთები გვეძახიან!
საგზლადაც შენ თავს წავიყოლებ!
სულაც არ მჭირდება სხვა რაღაც ჭირია.
შენც მთების სიყვარულში აგიყოლებ.
ეს თუ კი ჭირია? სხვა არც რა მჭირია!

შორს მწვერვალებთან ნისლი მოიწევს,
ამ მაღალ მთებში ძილი მწადია,
ცა რომ დათრთვილულ ჩადრს ჩამოიწევს
მას,გაოცების ანდამატი აქვს.
უბელოდ მიყვარს ცხენზე ჯირითი
ქარის ჩურჩული,ფიქრების თოვა,
ეს მოკენჭილი ვიწრო ბილიკი
სივრცის განედი რომ მიატოვა.
იმ მუხის ძირას მოსული ია
და მისი გულის სათუთი ფეთქვა,
ისე მაწვალებს ვით ნოსტალგია
შორი წარსულის,გრძნობების სეტყვა.
მიწას -ჩემხელა გული როდი აქვს,
წყარო -მწვერვალთან განა დაშრება??
სხეული მხოლოდ კალაპოტია
სულით პირამდე ამოსავსებად.
უუნაგიროდ მიყვარს ჯირითი,
გრილი ნიავის სახეში ცემა,
თმებზე დაყრილი ნისლის ქვირითი
მძივების წვიმა და ვარსკვლავთცვენა.
გასწი იორღავ! და მომატარე
მიწა,დახნული ჩემი ხელებით,
მზეო ,გვირგვინი გამომატანე,
მთავ,სიმძიმეში შეგეშველები.
გრძნობა ეს მარტო სიტყვა როდია,
ჯანღი ქარაფზე განა გაჰქრება??
სიცოცხლე ჩემი,დანაზოგია
შენი სიკვდილის დასამარცხებლად.
პ.ს. ლამაზი ბატონიშვილის ლექსია

ქარაფებთან გავლა
დელგმის დარად დარიალში ვიჭრები,
მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,
ქარაფებში ირხევიან ფიჭვები,
შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო!
თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი,
ჩემი გული განა მისებრ კისკასობს.
ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი,
მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო!
მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს-
შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ.
ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის,
შენი თმები მაგონდება, მზექალო!
გაბრიელ ჯაბუშანური

ნაცრისფერ კედლებს თუ ოდესმეÂ მე მხოლოდ და მხოლოდ
საღამოთი ავუვლი გვერდს,
მაშინÂ მიხვდები, რომ აქ მარტო მე ვარ და მაინც გხედავ,
ალბათ იმიტომ, რომ რაღაც მომენტში ნარინჯისფერი ჩრდილი შემოგეხვევა ტანზე და ამარიდებ მზერას.
იცი?უშფოთველადÂ აგედევნები იმ ვიწრო ბილიკზე, როცა შენ იტყვი-
–"არა, მე მოვრჩი"..
გაივლის წუთი და გაწყდება სიმებისÂ თეთრი კონაÂ სტაფილოსფერ მოზაიკასთან შეკრული ნაცრისფერ ფრთებზე.
ხო, აბა რა?ეხლაც არ იტყვი, რომÂ სულ შენთან ვარ,
თითქმის ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემო კარგო და ჩემო სათნო,
მომეცი ნება, რომ შენს უძირო ცისფერÂ თვალებში სულ ერთადერთხელ
ამოვიკითხო პატარა ტიტრი--
"ჰო, შენ არ ცდები, ეს მართლაც მე ვარ , შენი ერთგული და შენი ოცნება, ყოველთვის შენთან www.bog.ge"
ეს ჩვენი ბანკის ერთერთი ფილიალის ერთერთმა დაცვის თანამშრომელმა დაწერა. . .
მართალია ცოტა თეთრია მაგრამ. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
... და შენ, მზექალო, ლუდიანი მომართვი თასი,
ჩემს წინ დგახარ და იღიმები მნათობივითა,
სასმისში ელავს მოცინარი შენი ხატება.
დაგლოცე გულით. დავეწაფე მოწყურებული
თასს და მწადია, სულის სწორო, შეგსვა მთლიანად.
დავცალე ჯამი. კვლავ მწყურიხარ გაგიჟებითა
და გევედრები, რომ სასმისი ამივსო კვალად.
შენ უმალ მოგაქვს ორი თასი პირამდე სავსე,
ერთს მე მთავაზობ და მეორეს- რაყიფსა ჩემსა,
შენ ახლა ჩანხარ ჩემი ჩია რაყიფის თასში...
ვიღაცა ხევსურს მივაჩეჩე ჩემი სასმისი,
გავშორდი ხალხს და... აღარ ძალმიძს წვეთის დალევაც.
პ.ს. კიდევ ერთი გაბრიელის ლექსი ...

ყივჩაღის მონოლოგი
მუხრანის ბოლოს წამოვდექ
ადგილიც მახსოვს მისხლითა.
ხმალო გამიძეღ, გამოდექ
გაუმაძღარო სისხლითა.
აი აქ შემხვდი პირსავსე,
მკლავზე ნაწოლი ლომისა.
ყელ-ყური მთვარეს გიმსგავსე,
ბადახშისა და ბროლისა.
ცოლ-ქმარი შემომეყარეთ,
მავალნი შორი გზისასა.
მე შავ ჯოჯოხეთს შემყარეთ,
ვაი, ბედს ყივჩაღისასა.
რა მოხდა, თმა ჩაგიშალე,
ის კოცნაც რაღას გიზამდა,
ისეთი რა დაგიშავე,
ქმარმა რო ხმალი მისართა.
გამრიყეთ გაურიყავი,
ახსოვთ გზათა და მინდორთა.
მაშინ კაი ყმა ვიყავი,
თურქებს რო ვჩეხდი დიდგორთან.
სისხლი ბობოქრობს ველური,
გული როდემდე მტკიოდეს.
სადა ხართ, დავითფერული
შენი ქმრის თავზე წიოდეს.
ათასი წლის წინ დაღვრილი,
სისხლი გავლოკე ქვიშაზე.
მუხრანთან გიცდით დაღლილი,
ვარდის ფურცლობის ნიშანზე!
თამაზ წიკლაური

თეონა ქუმსიაშვილს
მუცოს რძალო, ჩემო ქალთარაფერავ!..
ჩაგაცმევენ საქორწინო წითელ კაბას,
ლამაზ თვალებს ვერ დამალავ მანდილში,
თავსდამტყდარი ემგვანება უცხო ამბავს,
ორხევიდან წაგიყვანენ შატილში....
ქედს გადაღმა მშობლიური იალნოა,
არდოტისკენ კვლავ საავდრო ნისლია,
სიყვარული ცოტა უფრო გვიან მოვა,
თვალებს ცრემლით ნუ იშავებ, ნიბლიავ!
ალუდას და ზვიადაურს დანაფერი
სიძე მაყრებს მოიყოლებს მის მგვანებს,
ქმარ-მაზლანი გიმღერებენ “არხოტოს” და
კარკუჩით რომ ქალი ჩამაიყვანეს...
ცხენზე ჯდომას გასწავლიან ფშავლის ქალას,
ვერცხლის შიბით დაიქარგავ საკინძეს,
კოპალა და იახსარი დაგიფარავს,
კაცრიელი გინდაც ყველა გაგიწყრეს...
გალაღდები, ქალის ჯარში დამშვენდები,
გაივსები, მტერსაც მოეწონები,
გაის ამ დროს ტყუპი ვაჟით გაბევრდები,
გულისგულში შეგნატრებენ სწორები...
შენი სულის და ოცნების ლურჯი ჩიტი
სიმღერებად თუ გადმოსკდა ნაპირებს,
შენს ქმარს აღარ დასჭირდება ბარად ჩასვლა,
ზამთრის დღეებს ისე გაუაპრილებ...
ხევსურ ქმარ-შვილს შეავედრებ მამისხატებს,
მიმწუხრისას ფშაურ ფანდურს მაჰხელავ,
დრო მოვა და სხვა სიზმრებსაც ამიცხადებ...
მუცოს რძალო, ჩემო ქალთარაფერავ!..
სანათა

მიყვარს ეგ ლექსი.
აანთეთ ჩქარა შუშხუნები და მაშხალები.
გაშალეთ სუფრა, გადმოჰფინეთ ბანზე ხალები.
უთხარით ლოთებს, რომ აკურთხა მღვდელმა ალავი,
რომ სიძეს მისცეს ფალუსტაკი დაუხალავი,
რომ მზითვის ბიჭებს ჩამოართვეს ტაშტი და სარკე.
ხოლო თუ დღეს აქ რომელიმე დადგება ცალკე,
თუ დღეს არავინ არ გადიქცა ჩემებრ ქორწილად -
მას აზამბარი მივუსაჯოთ კიდევ ორწილად,
რომ წითელ ვაშლში არ მალავდეს თეთრ უზალთუნებს.
აი, გამოჰყავთ პატარძალი ლამაზ ხათუნებს,
ის ნეგოსავით უმძრახია, მზესავით ღია,
და თუმც მის ბეჭებს არ ამშვენებს ქალარაია
და არც სახე აქვს თეთრი ხრილით გადაფქვილული -
მაგრამ ის მგოსანს თვით სიზმარშიც არ ჰყავს ხილული,
ისე კრძალულობს ცის ნინველა, აქ დანაბადი,
თითქოს მის ტუჩებს არ ეგემოს აღჯანაბადი,
თითქოს ღიმილით მზის ჭრიობა არც კი განკურნა!
და ეჯიბი კი სულ ღრიაებს: "სად არის ზურნა!?
ღვინო და ზურნა! სხვა დღეს ნეფეს არა უნდა რა!"
ბანზედ: ხან თარფი, ხან შაბაში, ხან უზუნდარა,
ქვეშ კი მწვადისთვის აშიშინდა ცეცხლის მაყალი.
გათენდა! მისწყდა ჟრიამული, აყალმაყალი,
ქვიშისფერ მელნით აიწინწლა აისი ნაზი.
დუდუკმა ბანზე ერთხელ კიდევ დაჰკრა შაჰნაზი.
და "მშვიდი ღამე" კვლავ უსურვეს ნეფეს და ცოლსა.
და როცა ნეფემ მიაშურა თავის საწოლსა -
პატარძალს მხოლოდ ეს აღმოხდა:"ახ, აქ არ გვინდა!"
მაგრამ მყის ტუჩი პატარძლისა კოცნით აღვინდა
და გაიფანტა მარგალიტი ბადახშეული.
საბნის ნაოჭში დაიმალა მათი სხეული.
იოსებ გრიშაშვილი

პატაპუტინა ხათახუთინა ეს შენ. . .
გიყვარს და. . .
დაიტანჯა მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის ტარებით.
მე, ლოყაზე
დამრჩა
ფარჩა,
ცხელი კოცნის
მიკარებით.
დაიტანჯა მაჯა,
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის ტარებით.
ბევრი ცრემლი
დამეკარგა,
ერთი
ღამის ნეტარებით.
დაიტანჯა მაჯა,
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის ტარებით.
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი დასჯის
ქაჯად
გადაგვარებით.
ელენე დარიანი

ლევან ვიცი რომ წაიკითხავ. . .
ვიცი რომ მაინც გული ვერ გაგიძლებს და შემოხვალ. . .
ხოდა მინდა გითხრა რომ. . .
არა და არ მინდა რომ გითხრა ეს უნდა იგრძნო. . .
შენით მოწამლული სიცოცხლის ტკივილი. . .
გაუსაძლისი. . . დაუსაბამო. . .
შიშისგან ვერასდროს თქმულის. . .
ვერ მოკარების. . . ვერ თქმის. . .
ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.
გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,
სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბორკილს
და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,
პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,
გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდის
და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა
და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,
არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...
და მერე წამია წუთისოფელიც კი.
და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!
დგას ღამე ფანჯრებთან, როგორც ობელისკი
და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა. . .
რომ ამ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული. . .

უმისამართოდ გატყორცნილო ჩემო ბილიკო,
ღმერთმა, ნეტავი, ზღვარი მოგცა, რომელ კბოდემდე
გაუხედნავი და მშფოთვარე ტალღა დღეების,
სად დაიმსხვრევა, იბოგინებს, ნეტავ, როდემდე!
სად ჩაიმუხლებს სულის ზიდვით დაღლილი ხორცი,
ან რომელ სურვილს გაუწყდება მშვილდზე ბაწარი,
საით გაწვდილი ჩანავლდება თვალებში სხივი,
დუღილს სად შეწყვეტს ნეტავ ჩემი გიჟი მაჭარი!
თუ გააჩნიათ ამ ძვლებს წონა იმდენი მაინც,
უკან მავალმა რომ შენიშნოს კაცის ნატარი,
ღრმა ნატერფალთა გვერდით მინდა ჩემიც გამოჩნდეს,
მსუბუქ ნაფეხურს მალე ფარავს წლების ნაცარი!
ამ ბობოქარ სულს, ვიცი, ძალა გამოელევა,
ნებიერ ულაყს, ვიცი, ჟამი ლაგამს ამოსდებს,
და სანამ ცეცხლი არ ჩამქრალა ჩემი დღეების,
მსურს მუდამ ქროლვით შევეჯახო ბედის გამოცდებს!...
ბახვა ბაიხოიძე - წუთისოფელი

ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
მაინც უკვდავო საქართველო!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
შატილის ასულო
შატილის ასულო, ლერწამო ხადიშათ,
სწორებში აგირჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ბიჭავ, მეც მათრთოლებს ხუჭუჭი თმები და
კლდეებზე ძგრიალი მაგ ცხენის ნალისა,
პატარძლად წამიყვა შატილის მთებიდან,
მაყრებად გაგყვება ვარსკვლავნი ღამისა.
ფრიალოს ბილიკზე ამ მკერდით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზით ნაქარგი კაბითა.
მზითვებად ცხვრის ფარას მოვრეკავ მთებიდან
და მაყრულს დავუკრავ შურთხების ქნარითა,
დღის სიცხეს დავადნობ წამწამთა ფრთებით და
ჯარჯივით დაყრილი ამ თმების ქარითა.
შევუღლდეთ, შევერთდეთ, ლერწამო ხადიშათ,
ვით მთათა ჩანჩქერნი ერთმანეთს ერთვიან,
თუშეთში მზე ნათობს ხევსური ქალისაც,
თუშთა და ხევსურთა დღეს ფიქრნიც ერთია.
ტრფიალი ვაკურთხოთ, ვაჟაუ, ცივი წყლით,
მირონი ავიღოთ ბორბალოს ხევიდან,
შატილის მთებიდან მოყვრობის ბილიკი
ალვნისკენ გადავჭრათ საღარა ცხენითა.
თუშ მოყმეს თვალთაგან ცრემლები დამცვივდა
მთებისკენ ცქერაში და ტიალ ლოდინში...
უშენოდ ალვანი ყინვა მწვავს და მცივა-
შავი კლდის შავ ნატეხს, იოსებ ლონგიშვილს.
1960 წლის აგვისტო

- KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
tama
:D:D

Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf

ჰოო, ამ ნიკს რომ ვხედავ სულ ამ თემის ამოწევას ველოდები და მიხარისხოლმე