ძირითადი ინტერესი მაინც საყდართას ირგვლივ არის როგორც ვხედავ.
მაშ ასე სანამ ამ საყდართას მნიშვნელობას ავხსნიდე მინდა ვთქვა რომ შუასაუკუნეებში პეტრე იბერის თაოსნობით ნეოპლატონიზმი შეერწყა მართლმადიდებლობას.ნეოპლატინიზმის მიმდევრები კი ალქიმიკოსები არიან და აგრეთვე გნოსტიკებიც.
აქედან გამომდინარე მათი უძველესი სიმბოლოები ბევრ ჩვენს უძველეს ტაძარს ამშვენებს,განსაკუთრებით იმ ტაძრებს რომლებიც აღაშენა ვახტანგ გორგსლანმა,მიაქციეთ ყურადღება გორგ ნიშნავს მგელს,ხოლო ასლან-ლომს,და ზუსტად ასეთი ცხოველი კი მის მიერ აშენებულ სიონის ტაძარზეა გამოკვეთილი ბერილიეფად,იხილეთ:

იგივე ცხოველი კი ალხიმიკოსებშიც გვხვდება,იხილეთ:

რას ნიშნავს ეს? იმას რომ ნეოპლატინიზმი და ალქიმიკოსების ფილოსოფია ძალიან ახლოს დგას უფროსწორედ იდგა ერთმანეთთან,სანამ ყველაფერს არ აურევდნენ:) გორგასლანის მიერ აშენებულ ტაძრებზე კი ეს სიმბოლოები თუ ბარელიეფები შემთხვევით არ უნდა გვხვდებოდეს,ეს იმას მიანიშნებს რომ ცოდნა რომლის რუქაც დატანილია სვეტიცხოველზე ოდითგანვე ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს ჰქონდა..
აი ახლა უკვე ახლოს ვართ საყდართას მნიშვნელობის გაშიფვრასთან..
საყდართა ასევე ალხიმიკოსების და გნოსტიკების სიმბოლოა,რომელიც მაინცდამაინც მამაკაცური სქესის მთვარის (რომელსაც ქალის სახე აქვს გამოზრდილი) ზევითაა მოთავსებული,ნიშნავს ქალისა და მამაკაცის სულიერ საკრალურ კავშირს!!
უხეშად რომ ავხსნა: 2 სქესის არასქესობას ანუ მათ საკრალურ სულიერ კავშირს,რომელთა შეერთებითაც ხდება ცოდნის გადმოდინება.
სხვანაირად რომ ავხსნათ: ანგელოზებს ხომ არ აქვთ სქესი? ჩვენ ადამიანებს კი გაგვაჩნია..საყდარტა ესაა ანგელოზთა იერარქიის მე-7 საფეხური მაგრამ ადამიანთათვის:)
ეს საკრალური კავშირი კი მიანიშნებს სქესის დუალიზმის გადალახვას და ცოდნაში შესვლას-რაც ახსნილია გნოსტიკურ წერილებში.