Page 6 of 13

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 18 იან 2010, 23:39
by legenda
:roll:

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 07 აგვ 2010, 21:03
by qvevri
ბერო
დიხანს ვუდარაჯეთ და ვუთვალთვალეთ არაგვსგაღმა ფერდობებზე ცხვრის ფარის გამოჩენას და ბოლოს, როგორც იქნა გამოჩნდა კიდეც ოქტომბერში ზაფხულის საძოვრებიდან მომავალი ცხვარი. ჩვენს სამეგობროს სკოლა ახალი დამთავრებული გვქონდა და იმ ასაკში ვიყავით, თავს უკვე სრულ კაცებადა ვთვლიდით. ვცდილობდით ისე მოვქცეულიყავით, როგორც უფროსი ბიჭები იქცეოდნენ და აი, ერთ დღესაც გადავწყვიტეთ გვეყიდა ერთი ჭედილა, დაგვეკლა, გაგვეკეთებინა და ერთი კაი პურიც გვეჭამა სამცხეთობოთ. შემოდგომობით ზაფხულის საძოვრებზე წასხმული ცხვარი უკან ბრუნდებოდა თავის სამშობლოში. იმ საღამოს, როდესაც არაგვსგაღმა ფერდობზე გაშლილი ცხვრის ფარა შევნიშნეთ, ბიჭებმა სწრაფად მოვილაპარაკეთ, წყალგაღმა გასასვლელად ნავი ვიშოვნეთ და მეორე ნაპირას გავცურეთ. უკვე ბინდდებოდა და მეცხვარეებს თავ-თავიანთი ცხვარი ერთად მოეგროვებინათ და ზოგი ცხენებიდანა ხსნიდა ბარგი-ბახანას, ზოგი საჭმელს ამზადებდა, ზოგი შეშას აგროვებდა ღამით ცეცხლის დასანთებად. ჩვენ ერთი ახალგაზრდა მეცხვარე შევარჩიეთ და ჩვენი სათქმელი ვუთხარით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკმარისი ფული არა გვქონდა და ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთხელ მოუწიათ არაგვზე გადასვლა-გადმოსვლა, ხოლო მე კი მეცხვარეებთან ცოტა ხნით დარჩენის შანსი არ გავუშვი ხელიდან და სანამ ჩემები უკან დაბრუნდებოდნენ იქვე დავრჩი მწყემსებთან.
უკვე კარგა დაღამებული იყო. ცხვარი ერთ ადგილას მოგროვილიყო, ხოლო მეცხვარე ძაღლები, რომლებიც ძალიან უწყინარად გამოიყურებოდნენ ცხვრის ფარას სდარაჯობდნენ და ერთად მოგროვილ და უკვე მინდორზე მწოლიარე ცხვრის ფარას აქეთ-იქით შემოსწოლოდნენ გარშემო. ერთი ეულად მდგარი მუხის მახლობლად ერთ-ერთმა მეცხვარემ ცეცხლი დაანთო და დანარჩენი მწყემსებიც ნელ-ნელა ამ ცეცხლისაკენ წამოვიდნენ, მოძებნეს ქვის ლოდები და ხის მორები, ცეცხლს გარშემო შემოუწყვეს და ზედ ჩამოსხდნენ. მეც მიმიწვიეს ცეცხლის პირას, მაგრამ მე მეცხვარე ძაღლის ალმაცერი მზერა შევნიშნე და ადგილზე გავშეშდი, ახალგაზრდა მეცხვარემ მაშინვე თავის ნაბადს წამოავლო ხელი და ბეჭებზე მომახურა _ აი ეხლა კი თავისიანად ჩაგთვლისო, და მართლაც ძაღლმა თვალი ამარიდა და იქვე ცეცხლის ახლოს წამოწვა. ცეცხლის გარშემო მსხდარ მწყემსებს შორის ჩამოვჯექი ჩემი ნაბდით, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ანგელოზი მიცავდა თავისი მადლით ეშმაკებისაგან. საოცარი გამომეტყველება ჰქონდათ ცეცხლის ალით განათებული მწყემსების სახეებს. ხან ისა სთქვეს, ხან ესა, მერე მე გამომკითხეს ვინაობა და სადაურობა. ერთი-ორჯერ ცხვრის მოდარაჯე ძაღლები ზეზე წამოცვივდნენ გადარეულები და ტყის პირისაკენ გაცვივდნენ ყეფა-ყეფით, ნადირიაო, მითხრა ერთმა მოხუცმა მწყემსმა, წამოდგა და შეუძახა ყტისპირისაკენ, მერე ძაღლებს დაუძახა ხმამაღლა _ ჰააა ყეენო, ჰააა ყეენო-ო. როგორცა ჩანდა ყეენო სხვა ძაღლებზე უფრო გამოცდილი იყო და ცოტა ხანში მოუძღვა კიდევაც წინ სხვა მეცხვარე ძღლებს. ეხლა მე ვკითხე ვინაობა და სადაურობა ჩემს გვერდზე მჯდომ ახალგაზრდა მწყემსს, რომელმაც თავისი ნაბადი მათხოვა. ქსნის ხეობიდანა ვაარო, ბერო მქვია, გვარად ნარიმანიძეო. მერე ბერომ ჯვრის მონასტერზე გამომკითხა, მეც მოვუყევი რაც ვიცოდი იქაურობაზე. გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ იქ მამათა მონასტერი იყო და ბერები ცხოვრობდნენ, _ არ მეგონა თუ ბერები კიდევ იყვნენ სადმეო. მერე თავისი ავან-ჩავანი მომიყვა მოკლედ, მაგრამ ამ მოკლე თხრობაში ისეთი საინტერესო და საოცარი ცხოვრება მოსჩანდა, რომ რაღაცნაირად შემშურდა კიდეც მისი. მოუსვენარი, მოუდრეკელი კაცი სჩანდა, ალბათ კარგი გვარიანი მოჩხუბარიც იქნება-მეთქი გავიფიქრე და გულისთქმა გამიგო თუ არ ვიცი რა, თავისი ნაიარები მაჩვენა ხელებზე და ლოყაზე, რომელსაც დაბალი წვერი უფარავდა. მე ყოველთვინ ცხვარს კი არ დავდევდიო, მითხრა და გამიღიმა. მერე კი თქვა, რომ თუ სამოც წლამდე ვიცოცხლებ აიმ მონასტერში წამოვალ და ბერად დავდგებიო. მივხვდი, რომ მას ამ ყველაფერზე ბევრი ჰქონდა უკვე ნაფიქრი, მაგრამ ისიც გავიფიქრე, ნეტავი თუ იცის საერთოდ რა არის ბერობა და ან საერთოდ რაიმე წიგნი თუ წაუკითხავს-მეთქი, მაგრამ გავწბილდი, ბერომ ზურგჩანთიდან რაღაც წიგნი ამოიღო, მუხლებზე გაიშალა და ცეცხლის შუქზე დაიყწო კითხვა. მომერიდა მეკითხა რა წიგნია-მეთქი და შევეცადე ახლოს მივწეულიყავი და თავად გამეგო, თუ რა წიგნსა კითხულობდა, მაგრამ სიბნელის გამო ვერ გავარჩიე. მერე ეტყობა მიხვდა, რომ ცეცხლის გარშემო უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და თავისი წიგნი ჩემს გვერდით დადო გადაშლილი და იქაურებს მოავლო თვალი. მე დრო ვიხელთე და წიგნს ჩავაცქერდი, რომელიც ნელ-ნელა გადაიფურცლა და ერთ თავზე გაჩერდა, “გრაფი სეგედი” ამოვიკითხე მე, ხოლო თავად წიგნის სათაურს ალბათ თქვენც მიხდით. მეოთხეთა ვკითხულობო, მითხრა ბერომ. არაფერი მითქვამს, მაგრამ თავი ისე დავიჭირე და იმგვარად გავიღიმე თითქოს მე ხუთჯერ მაინც მქონოდა წაკითხული ეს წიგნი... მერე მზერა ცეცხლზე გამიჩერდა და ფიქრებში წავედი. წარმოვიდგინე თუ როგორი შფოთიანი ცხოვრება ექნებოდა ბეროს თავის ხეობაში. სახლ-კარს მონატრებული ალბათ მისვლისთანავე უნდა დამჯდარიყო მაგიდასთან, პური ეჭამა, ჟიპიტაური გადაეკრა ერთი, ორი, სამი...… მერე ჟუპიტაურით გალექილი ღიღინით გარეთ უნდა გამოსულიყო ტოლ-სწორების სანახავად. მერე ალბათ უნდა ეკინკლავა კიდეც სწორებში, რასაც მოჰყვებოდა ქალების წიოკი და ალიაქოთი და როცა ყველაფერი მიწყნარდებოდა, ჟინმოკლული ბეროც სახლისაკენ მიმავალ ბილიკს გაუყვებოდა ბნელში, გამოეგებებოდნენ დედა და უმცროსი დაი, მიჰხედავდნენ ნასვამსა და დაღლილს და მოასვენებდნენ თავის სასთუმალზე, რომ ხვალ ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო, ისევ გადაეკრა სისხამ-დილით ჟიპიტაური გუნების გამოსაკეთებლად, ისევ გასულიყო გარეთ და ისევ გარეულიყო საჩხუბრად ტოლ-სწორებში შებინდებულზე, ალბათ გაგრძელდებოდა ერთი ხანობა ასე, მერეკი კი ისევ ცხვარი, ისევ საძოვრები და ველები, ისევ თვეობით გარე-გარე ხეტიალი, თაკარა მზე, გულის გაწვრილებამდე გაწელილი წვიმიანი დღეები, ცეცხლისპირა საღამოები და ალბათ უკვე მერამდენედ წაკითხული ერთი შფოთიანი და ტრაგედიით სავსე კაცის თავგადასავალი, რომლის ცხოვრებაც თითქოს რაღაცით წააგავდა კიდევაც თავად ბერო ნარიმანიძის ცხოვრებას.
ამ გასული თხუთმეტი წლის მანძილზე ერთი-ორჯერ სიზმარშიც კი ვნახე ბერო, ვხედავ – გაუდვია იღლიებში გარდი-გარდმო თავისი მწყემსის კავ-ჯოხი და მიერეკება მძიმე-მძიმედ ცხვარს თავის სამშობლში, ქსნის ხეობაში და რაღაცასა ჰღიღინებს ჩუმად, მე კი მივდევ და მივძახი ბეროს უკნიდან _ ბეროოო... ბეროოოო...
ბეროს ჩემი არ ესმის. მე მაინც მივდევ და რატომღაც ვერ ვეწევი, რომ გავაჩერო მივესალმო და მოვიკითხო, მუხლით კი არა გონებით ვერ ვეწევი, რადგან ბერო ჩემზე ძალიან, ძალიან შორსაა, მუხლით კი არა გონებითა.
გ. ბარისაშვილი.
მცხეთა 2010წ.

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 08 აგვ 2010, 00:30
by anano
გიორგიიი, სიტყვები არ მყოფნის!

ერთ ამოსუნთქვაზე ვკითხულობ!

გმადლობ!

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 08 აგვ 2010, 07:30
by chuna
qvevri


ჩვენო "ნიჭიანოოოოოო"! დავიწყე კითხვა და დამეთხარა თვალები.......სიბერისაგან უკვე ვეღარ ვიხედები თვალში. ეს სიბერე არ შემეტყოსმეთქი და სათვალეს ვთაკილობ.....დედაჩემს კი ჩემს ყველა ამგვარ ახირებაზე უკვდავი ფრაზა აქვს გამზადებული:"ვირს რქები არ ამოსდიოდა და თავი სულ ჩოჩორი ეგონაო..."

ხოდა რატომ მოვაყოლე ეს?!

წვრილ შრიფტს რომ ძნელად ვკითხულობდი, ამოვჭერი და გასადიდებლად ეკრანზე გადავიტანე, სადაც უკვე გაკეთებული "ფაილი" დამხვდა-qvevri.

ხოდა დავიწყე კითხვა......ამ პატარა მოთხრობის წაკითხვას, განა რა დროს მოვანდომებდი......მაგრამ, თავი რომ ავწიე, არ მახსოვდა სად ვიყავი და საიდან მოვიტანე ეს წაკითხული ტექსტი.....


ამით იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ გასაოცარი ოსტატობით თხრობას შეუძლია ასე გაგიტაცოს, ჩაგითრიოს და სხვა სამყაროში ისე გადაგისროლოს, რომ შენს იქიდან "დაბრუნებას"დრო დასჭირდეს!
ხოდა რა ეპითეტებით შეგაქო, ჯერაც ვერ მომიფიქრებია!


გამორჩეულად გვიყვარხარ ყველას და ერთგულ მკითხველად გვიგულე, შენ მარტო გვამარაგე ტექსტებით.....

მერე წიგნათაც აგიკინძავთ და გაჩუქებთ:))))))

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 08 აგვ 2010, 10:48
by kiki
qvevri
გიოო, ეხლა ვნახე ეს თემა სიტყვები არ მყოფნის!!!

აღფრთოვანებული ვაარ შენით!! ბედნიერი ვაარ, რომ გიცნობ და მეგობრად გთვლი.... ძალიან იშვიათია შენნაირი ადამიანიი:*

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 08 აგვ 2010, 13:45
by chuna
წაკითხვის შემდეგ კიდევ დიდხანს ვფიქრობდი ამ მოთხრობაზე...ეხლა მეორედაც გადავიკითხე.....


გიორგი ბარისაშვილი ნიჭიერი მწერალია......

დროა კრებული გქონდეს...მერე კიდევ მიამატებ "შედევრებს"!!!!

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 08 აგვ 2010, 19:46
by legenda
:roll:

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 08 აგვ 2010, 20:20
by qvevri
chuna
ეს საქმე ცოტა გადავდოთ, ასე ათიოდე წლით, და მერე კდევ შეიძლება ამაზე წყნარი საუბარი.
მოკლედ, მაცადე ჭუნუსი, ცოტა წლები მომემატოს :)და მერე ვიბაასოთ ამ თემაზე.

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 04 ოქტ 2010, 11:55
by qvevri
გამოიცა ჩემი ახალი წიგნი. ცოტა ხანში იხილავთ მაღაზიებშიც
Image

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 04 ოქტ 2010, 12:41
by Naia
qvevri
გილოცავ გიო! ძალიან კარგი საქმე გააკეთე! ეგ ერთი და სხვა მრავალი :)

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 04 ოქტ 2010, 14:14
by ლეონტი
მოგილოცავ.
ისე რა ფრთხილი სათაური გაგიკეთებია.
ლექსიკონი გეგლიჯა რა პირდაპირ.
გაფორმებით მიმზიდველი ჩანს.

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 04 ოქტ 2010, 15:19
by anano
გილოცავ გიორგი!!!
..და კიდევ მრავალჯერ მოგველოცოს!!

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 04 ოქტ 2010, 15:25
by chuna
დიდხანს ველოდიიიიიი, დიდხანს ველოდიიიიიი!!!!!!

ეხლა შენი დროა.....
და საერთოდაც სულ შენი დროა!!!!!!!!!

ამ დღეებში ხომ ყველა არხზე შენ გიყურებდი!!!!!!!!!

გილოცავ ამ წარმატებებეს და კიდევ ბევრი მომელოცოს!

ჩემი სიტყვა ძალაშია: რომელ ნივთსაც დაადებ ხელს ჩემი კოლექციიდან, იმას გჩუქნი......უსაჩუქროდ ხომ ვერ მოგილოცავ!!!!!!!!!!!!!!


გკოცნი გიორგი ბევრს......
შენი ერთგული ჭუნუსი..........

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 04 ოქტ 2010, 15:46
by Mta Mkvarebia
qvevri
მეც გილოცავ, გიო :D ძალიან კარგი საქმე გააკეთე.

ჰოდა ერთი კარვული წარდგინება არ აწყენდა შენს ახალ წიგნს :D.

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 05 ოქტ 2010, 09:11
by qvevri
chuna
თუნგს შეელევი?
Image