კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 20 აგვ 2008, 23:21

ლეონტი
რუსები არ გავლენ სანამ თბილისზე არ წამოვლენ.
რუსების მოქმედება ძნელად პროგნოზირებადია, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით ამაში. არანაირი თბილისზე წამოსვლა არ იქნება. როგორც ამბობენ(თუმცა კაცმა არ იცის მართალია თუ არა) ასეთი მცდელობა უკვე იყო და რუსეთი გააჩერა დასავლეთმა...

არა მგონია მათ მიზნებში ახლა თბილისზე წამოსვლა იგეგმებოდეს. ამით რუსეთი მხოლოდ დაიმძიმებს თავის დანაშაულს და გაცილებით ბევრ რამეს წააგებს, ვიდრე დღევანდელი პოზიციით.

ეგ სამხედროები რამოდენიმე დღეში გავლენ, მაგრამ მანამდე შეეცდებიან მაქსიმალურად დაგვაზარალონ. რუსებმა ჯარების სწრაფად შეყვანა იციან და გამოყვანისას ყოველთვის ზოზინობენ ხოლმე. ჯერ კარგად არ დაუნაღმიათ აქაურობა. ხო უნდა გაგვიმწარონ სიცოცხლე გასვლის შემდეგაც...

ამერიკა-ევროპის ჩარევა და შემდეგ მესამე მსოფლიოომი ჩემი აზრით არ მოხდება. ამაში დარწმუნებული ვარ. რამდენადაც ვხვდები დღესდღეისობით ამერიკას ომი არ აწყობს...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 20 აგვ 2008, 23:25

ეგენი სანამ არ ჩამოთოვს მანამდე არ გავლენ....

როგორც ჩანს :?:?:?:? :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 20 აგვ 2008, 23:40

Wanderer
შენი აზრი ოპტიმისტურია და ეთანხმება მთავრობის პოლიტიკურ კურსს და აზროვნებას.
მაგრამ მე ძალზე მაეჭვებს რუსების ეხლანდელი მოძრაობები საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ნადავლის გაზიდვით ინიღბება, და უFრო ხანგრძლივი ომისთვის მზადებას ჰგავს.რა თქმა უნდა ჩვენ არმიასთან არა.
ეკონომიკური ბლოკადით და სხვა მეთოდებით შეეცდებიან მთავრობის შეცვლას, თუ ვერ მოახერხეს გარკვეულ ვადაში მაშინ მგონია წამოვლენ თბილისზე.
მსოფლიო ყველანაირი წნეხი კი გათვლილი აქვთ და არ აშინებთ.
ეგენი გლობალური ომის ვერსიაზეც მზად არიან, როგორც თავხედური თვითდაჯერებულობიდან იგრძნობა.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 21 აგვ 2008, 00:15

ლეონტი
ჩემი აზრი არა მარტო მთავრობის, არამედ მთავრობისგან შორს მდგომი ხალხის აზრსაც ემთხვევა. თქვენი აზრი კი უკიდურესად პესიმისტურია, რომელსაც სკეპტიკოსი ოპოზიციონერებიც კი არ გაიზიარებენ მგონი. :D
მაგრამ მე ძალზე მაეჭვებს რუსების ეხლანდელი მოძრაობები საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ნადავლის გაზიდვით ინიღბება, და უFრო ხანგრძლივი ომისთვის მზადებას ჰგავს.რა თქმა უნდა ჩვენ არმიასთან არა.
მაინცდამაინც არა. თუ არ ჩავთვლით ერთ ადგილას სანგრების გათხრას...
ეკონომიკური ბლოკადით და სხვა მეთოდებით შეეცდებიან მთავრობის შეცვლას, თუ ვერ მოახერხეს გარკვეულ ვადაში მაშინ მგონია წამოვლენ თბილისზე.
მსოფლიო ყველანაირი წნეხი კი გათვლილი აქვთ და არ აშინებთ.
ეგენი გლობალური ომის ვერსიაზეც მზად არიან, როგორც თავხედური თვითდაჯერებულობიდან იგრძნობა.
არ ვიცი, არ ვიცი. სანამ ეგენი აქ ეკონომიკურ ბლოკადას მოაწყობენ მანამ რუსეთსაც მოუწყობენ ასევე ეკონომიკურ ბლოკადას. გარდა მაგისა, არა მგონია პუტინმა საქმე ისე გაირთულოს, რომ დიდი ომი დაიწყოს. ამ ომში(მითუმეტეს თუ ამერიკა ჩაერთო მთელი ძალებით) იგი სასტიკად წააგებს და ამით დამთავრდება საბჭოთა ისტორიაც. საუბედუროდ შეიძლება საქართველოს ისტორიაც მაგით დამთავრდეს... :(

ჩემი აზრით ეგენი დაახლოებით ერთ კვირაში გავლენ. ყოველ შემთხვევაში ძირითადი ნაწილი მაინც. მოკლედ ვნახოთ რა მოხდება...


ვისაც ჰგონია, რომ ეკონომიკურ ბლოკადაში გვაქცევენ ამ სტატიას გადახედეთ. საკმაოდ დამაიმედებელია:
http://presa.ge/index.php?text=news&i=3565
Last edited by Wanderer on 21 აგვ 2008, 00:29, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 21 აგვ 2008, 00:26

Wanderer wrote:ლეონტი
, არა მგონია პუტინმა საქმე ისე გაირთულოს, რომ დიდი ომი დაიწყოს. ამ ომში(მითუმეტეს თუ ამერიკა ჩაერთო მთელი ძალებით) იგი სასტიკად წააგებს და ამით დამთავრდება საბჭოთა ისტორიაც. საუბედუროდ შეიძლება საქართველოს ისტორიაც მაგით დამთავრდეს... :(

ჩემი აზრით ეგენი დაახლოებით ერთ კვირაში გავლენ. ყოველ შემთხვევაში ძირითადი ნაწილი მაინც. მოკლედ ვნახოთ რა მოხდება...
ღმერთმა ქნას რომ 1 კვირაში მოცილდნენ, ამ შემთხვევაში ომი ალბათ დროში გადაიდება.
რატომ ვფიქრობ ესე?
იმიტომ რომ რუსული იმპერია დაშლის შემდეგ სტადიაში შევიდა.
ამ დროს ომი ერთგვარი "შეღავათია" და ბევრი პრობლემის ჩამოწერა.
პუტინი აგონიაშია, და სამწუხაროდ რუსეთის რეჟიმი იძულებულია ის აკეთოს რასაც აკეთებს, მიუხედავად მსოფლიო წნეხისა.

Андрей Илларионов, эксперт Института Катона
Мы можем сказать, что второй этап распада российской империи, пришедшийся на конец 1980-х – начало 1990-х годов, очевидно завершен. Первый этап происходил в 1917-1922 годах. Сейчас начинается третий этап распада Российской империи. На этом поприще также достигнуты большие успехи.

"Новый регион", 04.10.2007

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 21 აგვ 2008, 00:46

ლეონტი
არა მგონია რომ ომი საერთოდ იყოს იმიტომ, რომ დასავლეთმა თქვა: "ომი არ იქნებაო". ომი არ იქნებაო იმიტომაო რომაო რუსეთს უნდა ეს ომი და მის წისქვილზე წყალს არ დავასხამთო.

რაც შეეხება რუსულ იმპერიას. ეგ მომენტი ალბათ ძალიან შორს აღარ არის, მაგრამ არა მგონია, რომ ახლა მასეთ აგონიაში იყვნენ. ჩემი აზრით, ჯერჯერობით საკმარისად აქვთ რესურსები, რომ იმპერიობანა ითამაშონ რამოდენიმე წელი კიდევ. ახლა აქ დიდი ომის ატეხა მე იმპერიის დასამარების საწინდარად უფრო მეჩვენება. რუსეთს მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ მოუწევს ომი(არა მარტო შეიარაღებით და ა.შ.). ამ ომში რუსეთის გამარჯვება დემოკრატიის დამარცხება და იმპერიალიზმის გამარჯვება იქნება. ამიტომ მემგონი არ გაახარებენ რუსეთს.

მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ომი არ იქნება და დასავლეთსაც შეუძლია, რომ სხვადასხვანაირი ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე. რამოდენემეჯერ გაიჟღერა(მთავრობას არ ვგულისხმობ), რომ ისინი თბილისზეც მოდიოდნენ, მაგრამ დასავლეთმა გააჩერა. ასევე დასავლეთმა შეაწყვეტინა მათ აქტიური სამხედრო მოქმედებები და დასავლეთმა მოაწერინა მედვედევს ხელი ცეცხლის შეწყვეტაზე და ჯარების გაყვანაზე(ჯერ არ ასრულებენ მაგრამ მაინც).

მე როგორც დავაკვირდი რუსეთის ჯარის გენერალიტეტში გარკვეული ქაოსია და ნაწილობრივ ეგეცაა დაბრკოლება მათი აქედან გასასვლელად, მაგრამ გავლენ მაინც.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 აგვ 2008, 09:22

ფოქს-ნიუსი, ამერიკული გავლენიანი ტელეკომპანია:

"დასავლეთი ვერ ხედავს რუსეთის სურვილს, საქართველოდან ჯარები გაიყვანოს".

"ბი-ბი-სი ამერიკა"
"მოსკოვის მტკიცების მიუხედავდ, სამხრეთ ოსეთში 200მდე ადამიანია დაღუპული და არა 2000"

სი-ენ-ენი
"ნატომ 3შაბათის სხდომაზე გასაგებად აგრნობინა რუსეთს, რომ საქართველო და უკრაინა მისი არ იქნებიან"

"ნატოს სხდომის შემდეგ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელიდან პირდაპირ თბილისში
გაემართა, რათა ქართველ ხალხს მხარდაჭერა დაუდასტუროს"
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nika » 21 აგვ 2008, 10:07

მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ რუსეთი და რუსები არიან ჩვენი N1 მტერი. ეს უნდა გვედოს ჭკუაში მუდმივად. სხვა დანარჩენი (ევროპის და ამერიკის დახმარება, ნატოში შესვლა, ჩვენი მთავრობის შეცვლა) მეორე ხარისხოვანია.

როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჩვენებდნენ ძეგლების გადატანას და სხვა რუსოფობიის ნიშნებს მე ეგენი გიჟები მეგონა. ახლა ვხედავ რო გიჟები ჩვენ ვიყავით როცა რუსებს მოძმე ერს ვეძახდით.

პ.ს. მრცხვენია რომ 3/8–ით რუსი ვარ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by navigator » 21 აგვ 2008, 10:08

რუსეთის პოლიტელიტის ნ1 მიზანი არაა თბლისის აღება, მათი მიზანია თბილისში ჯარის შეყვანის გარეშე მისი საკუთარ ორბიტაზე დაბრუნება.
როგორ? ისე როგორც ეს მოხდა 90-იან წლებში.
მეორეს მხირვ სამხედრო ელიტა კი იქაჩება თბილისისკენ რომ დიადი გამარჯვების ალამი აღმართონ თბილისზე მარა როგორც ჩანს აქამდე პოლიტელიტა აკავებს რადგან პოლიტიკურად ეს რუსეთის მარცხი ინქება და ბევრად დიდი ვიდრე სამხედრო გამარჯვება.
რაც შეეხება გასვლა. ცხადია გავლენ ადრე თუ გვიან მარა მე უფრო ის მაფიქრებს რა იქნება მას მერე როცა გავლენ? რა იქნება მთელ საქართველოში და მათ შორის განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებში, ვინ უზრუნველყოფს ლტოლვილების დაბრუნებას, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ენერგომომარაგება ზამთარში, როგორ იქნება უზრუნველყოფილი თავდაცვის სისტემის აღდგენა, როგორ იქნება შეჩერებული სეპარატისტული ტერიტორიების გაუცხოება და ა.შ...
აცხა ღორებო Image

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by gobe » 21 აგვ 2008, 10:26

რუსებისას საერთოდ ვერაფერს გაიგებთ, ვერა!
(რა თქმა უნდა რუსების იმ ~5-10% არ ვგულისხმობ რომლებიც საღად აზროვნებენ).






P.S. მე და ჩემი უმცროსი შვილი ვთამაშობდით "რუსებისადმი ეპითეტების მოგონებობანას"*, მორიგეობით, ანბანურად.
ა- არაკაცები, ბ - ბანდიტები, გ - ..., ......., ნ - ნაბიჭვრები, და ა ა.შ.
გავიჭედეთ ასო "ლ"-ზე და "ჰ"-ზე :?


____________________________________________________________
* - რამოდენიმე დღის წინ ჩემს შვილს ვუხსნიდი, რომ მოსაზრება "რუსებს რას ვერჩით, უბრალოდ მათი პოლიტიკა არ ვარგა", არასწორია (სხვისი არ ვიცი და მე დიდი ხანია რაც მასე ვფიქრობ), მაშინ, როდესაც მანამდე თვითონ ვეუბნებოდი და არც თუ ისე იშვიათად, შვილო "მაგათ პოლიტიკა არ უვარგათ, თორემ ხალხმა რა დააშავა-მეთქი"...

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by navigator » 21 აგვ 2008, 10:35

gobe
ასო "ლ"- ლოხები, ლამერები, ლენჩები, ლობიოები, ლაჩრები, ლონდრეები, ლილიპუტინები, ლუზერები...
"ჰ"-ზე - ჰომოსოვიეტიკუსები, ჰომოსექსუალები
აცხა ღორებო Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 21 აგვ 2008, 10:36

navigator
მეორეს მხირვ სამხედრო ელიტა კი იქაჩება თბილისისკენ რომ დიადი გამარჯვების ალამი აღმართონ თბილისზე მარა როგორც ჩანს აქამდე პოლიტელიტა აკავებს რადგან პოლიტიკურად ეს რუსეთის მარცხი ინქება და ბევრად დიდი ვიდრე სამხედრო გამარჯვება.
გეთანხმები აბსოლუტურად. მედვედევს აშკარად უნდა გაყვანა, მაგრამ რაღაც ხდება შიგნით. ისე პოლიტიკურის გარდა სხვა დანაკარგებიც ექნებათ: ასე ადვილი არ იქნება მათთვის თბილისში შემოსვლა როგორც გორში შევიდნენ.
რაც შეეხება გასვლა. ცხადია გავლენ ადრე თუ გვიან მარა მე უფრო ის მაფიქრებს რა იქნება მას მერე როცა გავლენ?
მეც მასე ვარ ზუსტად. ყველაზე ცუდი იქნება ის, რომ არაფერი არ მოხდეს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყინული დაიძრება.

რაც შეეხება ანდრეი პიონტკოვსკის ნათქვამს რომ:
მხოლოდ ეკონომიკურად აყვავებულ საქართველოს შეუძლია ამ რეგიონების დააბრუნება.
და ა.შ. და ა.შ. ბევრი ვიფიქრე და ამას არ ვეთანხმები. მხოლოდ ეკონომიკური განვითარებით აფხაზეთს და შიდა ქართლს აქეთ ვერ გადმოვქაჩავთ. ორივე რეგიონს რუსეთის "შესტიორკები" მართავენ და როგორც ყავთ ისინი რუსებს დაპროგრამებული კარგად ვიცით ყველამ. რაც შეეხება ხალხს: სჯერა ვინმეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აფხაზები აუჯანყდებიან თავიანთ მთავრობას და რუსებს აგერ საქართველო კარგია და მასთან გვინდაო? :D

ჩემი აზრით, სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი იყო, არის და იქნება რუსეთის ჯარების გასვლა ორივე რეგიონიდან. ამ ბოლო დღეების აგრესიის შედეგად რუსეთი ვეღარ აღიქმება მშვიდობისმყოფელად და მემგონი მოუწევს ორივე კონფლიქტური რეგიონის დატოვება, თუმცა ალბათ ეს მალე არ მოხდება და რუსეთი ძალიან გაწელავს მაგ პროცესს...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by navigator » 21 აგვ 2008, 10:42

Wanderer
ხოდა მაგაშია საქმე, თავისთავად ეს რეგიოები არ დაბრუნებიან, რამდენი ფულიც არ უნდა ჩააწაყონ ჩვენებმა, ათჯერ მეტს ჩააყრიან რუსები იმიტომ რომ ეს უკვე პრინციპის საქმეა მათთვის. დავუშვათ მოხდა სასწაული და ჩადგა საერთაშორისო სამშვიდობო, მერე რა, ესეც კონფლიქტის გაყინვაა, რუსი ყველაფერს იზამს რომ იქ ქართველი არ გრძნობდეს თავს როგორც საკუთარ სახლში, ან გრძნობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაშუ თუ მათ მიემხრობა და ხალხის დემორალიზაციის მერე რომ ჩაატარონ რეფერენდუმი, მერე შედეგები რა იქნება ეშმაკმა იცის, ევროკავშირიც ფეხებზე იკიდებს და თუ დაინახავს რომ არის საბაბი რომ ეს ამბავი მოყომარდეს თუნდაც ტერიტორიის ახევით, თვალებს დახუჭავენ.
მე ერთადერთი იმედი ამერიკელებზე მაქვს, იმიტომ რომ მაგათ კიდიათ რუსული გაზი და მაზუთი, მაგათ პატივმოყვარეობა შეულახეს რუსებმა, ნეტა დღეს მაკეინი ყოფილიყო პრეზიდენტი... მერე ვნახავდით რუსები როგორ იმღერებდნენ...
აცხა ღორებო Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Int3lig3nt » 21 აგვ 2008, 10:46

ნეტა იმ ჰამერებზე რა ხდება.

თუ გაჩუმდა ამერიკა, სულ დამეკარგება წარმოდგენა.

რა თქმა უნდა, არაფერია 5 ჰამერი, მაგრამ პრინციპის საკითხია.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ZVIOSULI » 21 აგვ 2008, 10:47

ისა და ღმერთის მიწისთვის რა პონტში ხოცავენ ერთმანეთს? :?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]