Page 6 of 6

კარავის დღიურები

Posted: 19 სექ 2008, 03:33
by kotetbeli
X კარვული ლოვე სტაილი

კარავი.გე-ს ისტორიამ აგერ ჩემ თვალწინ ჩაიელვაშესაკრავა, ხოდა ამასობაში, არ ვიცი რა შემამჩნიეს, მაგრამ ხშირად მესაიდუმლე (ან შემთხვევითი მომსწრე) გავმხდარვარ მთელი რიგი კარგი ისტორიებისა...
მართალია, ის საიდუმლოებები საიდუმლოებებად დარჩა, ზოგი კარგად დამთავრდა, ზოგიც -ვერა, მაგრამ ერთი რამე შევამჩნიე: ყველა ისტორიას რაღაც თავისებური სტილი ქონდა... ვისი რა სტილია, მაგას რაღა თქმა უნდა არც არასოდეს გეტყვით, მაგრამ თვითონ ის ნაირნაირი სტილი კი, უნდა დავწერო, რომ დარჩეს კარველების საამაყოდ :wink:

პირველი, რა თქმა უნდა, ყველაზე ორიგინალური გამახსენდება... ლაშქრობა იყო ბირთვისში და დანიშნულების ადგილამდე ეს გოგო სულ სხვა გზით წაიყვანა - აქაოდა წინაზე ასე ვიყავით, მოკლეაო. დანიშნულების ადგილს, როგორც უკვე ხვდებით, ,,ვერ მიაგნეს", მაგრამ ეს ჩვენი გმირი თურმე აძვრა ერთ დიდ ლოდზე და გოგოც აიყვანა... ხედავ, რამხელააო? გოგოს შეუხედავს დედაციხისთვის და - ხოო, მართლა რა მაგარი აუშენებიათო... ეგ კი არაო, ჩემ სიყვარულს ხედავ, რამხელააო? ვერაო - უთქვამს გოგოს და გაღიმებია უკვე საქმის კურსში ჩამდგარს... ხოდა, შენც რომ გეყვარები, აი მერე დაინახავო... :wink: :)


მეორეს სტაილი ის იყო, რომ დაბანაკებულებს გამოეყო ღამით და მეორე დღეს რა გზაც უნდა გაევლოთ, იმ გასავლელ გზაზე ხეზე მიამაგრა თბილისიდან წაღებული კრდონი წარწერით ,,..... მიყვარხარ!" , (აბრა იმ დღის რიცხვით იყო დათარიღებული).


მესამე, მორიდების გამო, რაც დიდი გრძნობას ახასიათებს, ბანაკში შუაღამით გამართული ქეიფის სუფრიდან ადგა, მოლაშქრეებს ჩამოუარა, სათითაოდ ხელი ჩამოართვა და ,,რაღაცით მადლიერმა" და გულაჩუყებულმა ყველას სათითაოდ უთხრა - ,,ძალიან მიყვარხარ..." (ეს ისტორია წარმატებით გაგრძელდა მომავალში).


ეს შემთხვევაც ძველმა აბსტრაქტოლოგმა კარველმა ჩაიდინა: ლაშქრობის წინა დღეს უთხრა გოგოს - ხვალ რომ დაჯდები გვერდით 2 ადგილი შემინახე, ჩემი სიყვარულით მოვდივარო :)

ერთი ძალიან მაგარი მახსენდება, მაგრამ არ ვიტყვი, ეგრევე მიხვდებით, ეგეთები კიდე არ მინდა :oops:


ერთხელ თავკავთაზე ჩავატარეთ ოპერაცია ,,ზენიტი": ჩემი მეგობრის ,,სამიზნე ობიექტს" გვერდიდან არ შორდებოდა თავისი დაქალი, ბავშვობიდან გადმოყოლილი ცუდი დაქალოჩკური ჩვევების გამო, იგრძნო რა საფრთხე, რომ ჩვენს კანდიდატს უფრო ძვირფას ადამიანად გახდომა ეჭყანებოდა, ვიდრე თვითონ იყო... მოკლედ, არ მოშორდა გვერდიდან.
ესე იგი, ურთიერთობის ისტორია რომ ,,გადავახვიე უკან", გამახსენდა, რომ ამ დაქალოჩკამ ადრე მკითხა ზენიტით როგორ უნდა გადაღებაო, ჰოდა შევიდექი საქმეს- მივედი და ზენიტის სენსორიკაზე, სარკის არეკვლადობის ობიექტივთან მიმართებაზე და გამოგონილი ადამიანის- ვინმე ზენიტ ლუდვაიგერის ბიოგრაფიაზეც ვესაუბრე ლამის... ყოველივე ამის ფონზე კი, მის დაქალს იქვე კუთხეში სიყვარულს უხსნიდნენ... :wink: (წარუმატებლად დამთავრდა... არც ახალი სიყვარული მოევლინა ქვეყანას და არც ახალი ფოტოგრაფი...)


ერთმა საერთოდ, ავტობუსის მძღოლს თხოვა რაღაც ჩუმად... ავტობუსიდან ჩამოსულებმა ძირს გავშალეთ სუფრა, წავიხემსეთ, ავიშალეთ, ამ დროს მძღოლი მიუტრიალდა ჯერ იმ გოგოს, მერე იმ ბიჭს და - ეგრევე გეტყობათ, რა კარგი წყვილი ხართ, თქვენ გაგიმარჯოთო! :) (როგორ გაგრძელდა არ ვიცი) :wink:


იყო მარტივკომბინაციურებიც, როგორიცაა მარტივი აგებულებისა და შინაარსის წინადადების PM -ით მიწერა გოგოსთვის (ყოვლადგაუგებარი გოგოს საშინელი რეაქციის გამო მოუბოდიშებია - სხვისთვის მინდოდაო) :lol:


იყო, სიგნიჩარზეც... (ეს უკვე საყოველთაო საიდუმლოების რიცხვშია და მომიტევეთ)


იყო მესიჯითაც, მაგრამ მაშინ აშკარად პატარა ვიყავი (ან კავშირგაბმულობის სიხშირე ემოციის ცუდი გამტარი იყო) :)


იყო კარავში ჩურჩულიც და ნაადრევად ფანრის გამორთვაც :wink:


ახალი კარველობის ჟამს, იყო სიყვარულის ახსნის გოგოს ზურგჩანთის ტარებით გადაწყვეტაც :) , თუმცა, გოგო რატომღაც(!!!), ვერაფერს მიხვდა :lol: და თავისი დაქალის ზურგჩანთის ტარებაც თხოვა, რის შემდეგაც, ჩვენი მეგობრის დიდი ხათრის მიუხედავად, აღნიშნული გოგჩოები მივაუფერულპიარეთ!


ჰაჰააა, გამახსენდა კიდე! იყო ერთი გაჭედვაც... ,,რატო არ გიყვარვარ, ვითომ რა, ჩემზე მაგარი ხარ?!." :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:


წყალზე გადასაყვანად იყო ხელში აყვანები და აღარდასმებიც... :wink:


იყო კარავზე გარედან მიწერაც...


იყო შიგნით რეალიზებაც...


იყო ლაშქრობისას ვირტუალური ქორწილიც...


იყო კლდის ქიმიდან სიყვარულის ახსნის გადმოძახებაც...


ახლა მეტი არ მახსენდება ისეთი, ყველა რომ ვერ მიხვდეს... ზოგი იყო და აღარ იყო რა, ზოგიც იყო და იქნება!.. :wink:

იყო და იქნება! :wink:

კარავის დღიურები

Posted: 19 სექ 2008, 09:26
by Naia
kotetbeli
კოტეეეე

რა ვიხალისეეე :)
იყო, სიგნიჩარზეც... (ეს უკვე საყოველთაო საიდუმლოების რიცხვშია და მომიტევეთ)
ეს მეცნო რაღაც... ;)

კარავის დღიურები

Posted: 19 სექ 2008, 13:58
by Mta Mkvarebia
kotetbeli
:D
უფფფფ, რა მაგარია!!!

მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს მახვილ თვალს როგორ გამოეპარა, არ ვიცი :lol: :lol: :lol: , ნუ ერთი ორი გამონაკლისის გარდა :wink: ...

კარავის დღიურები

Posted: 19 სექ 2008, 14:18
by kotetbeli
Naia
:wink: :wink: :wink:

Mta Mkvarebia
ხო, ზოგი ძალიან ძველია :wink: თუმცა, ეგეც რომ არ იყოს, ჩვენ რომ სიტუაციები შეგვიქმნია ხელოვნურად ზოგ-ზოგიერთის ბუნებრივი სიყვარულის ხელშესაწყობად, ისეთ ფანტაზიებზე, გათვლებზე და 15 სარეზერვო სცენარებიან კომბინაციებზე იყო დაფუძნებული, ვერანაირი მახვილი თვალი ვერ შეამჩნევდა :oops: :D

კარავის დღიურები

Posted: 19 სექ 2008, 22:28
by გვალდა
ამ ლოვე სტაილებს შედეგები არ აქვენ? ბოშოები არაა მოსანათლი?

კარავის დღიურები

Posted: 19 სექ 2008, 22:59
by kotetbeli
გვალდა wrote:ამ ლოვე სტაილებს შედეგები არ აქვენ? ბოშოები არაა მოსანათლი?
ეჰ, ჩემო გვალდა, რას გაიგებ, ზოგი სტაილი მუდმივობაზეა გათვლილი, ზოგიც - სეზონურ მოხმარებაზე... :)

კარავის დღიურები

Posted: 20 სექ 2008, 00:21
by Gvalva
kotetbeli

სუუულ ცოტა ვიცანი, ისიც ვარაუდით...

კაი, ბირთვისებში 250-ჯერ ვიყავით მაგრამ თავკავთაზე ხომ ერთხელ მხოლოდ...

მარა ოპერაცია ზენიტი ზეპირსიტყვიერებაში ყველაზე ხშირად მოხსენიებადი იყო...

კარავის დღიურები

Posted: 20 სექ 2008, 00:23
by kotetbeli
Gvalva wrote:kotetbeli

მარა ოპერაცია ზენიტი ზეპირსიტყვიერებაში ყველაზე ხშირად მოხსენიებადი იყო...
იმიტომ, რომ მთავარი გმირისგან ,,დაბრო" გვქონდა მაგაზე გვესაუბრა და მეც გაჯაზება არ დავაყოვნე :oops: :D

კარავის დღიურები

Posted: 03 აგვ 2010, 00:55
by kotetbeli
მე ვარ ბილიკით მოსიარულე.
ბილიკი ჩუმია.
შესაძლოა, რთულიც იყოს.
შესაძლოა, არც ჩანდეს, მაგრამ ყველგან გამოჩნდება.
საითაც მოისურვებ, შეუძლია იქით წამოგყვეს.
ყოველთვის გაპატიებს გადახვევას, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს და არასოდეს გიწყენს.
თუკი გადახვევის შემდეგ დაუბრუნდები, ყოველთვის ადგილზე დაგხვდება, შეიძლება აბალახებულიც იყოს, თითქოს შენ გინახავდა თავს.
იცის ყოველი შენი ნაბიჯი და ამოსუნთქვა.
არასოდეს გავალდებულებს.
არ გკარნახობს წესებს და არასოდეს აგირევს გზას.
შუძლია, მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთ ადამიანს გემსახუროს.
და ყველა ნამდვილი მეგობარი ერთი კარგი ბილიკია...

ვუძღვნი მარიამ იანტბელიძეს :wink:

კარავის დღიურები

Posted: 03 აგვ 2010, 02:35
by guruli
kotetbeli - შე მაგარო! :)

კარავის დღიურები

Posted: 03 აგვ 2010, 11:28
by Tamusia
kotetbeli

კარგი ხარ :D

კარავის დღიურები

Posted: 17 ივნ 2011, 10:07
by Mta Mkvarebia
kotetbeli wrote:მე ვარ ბილიკით მოსიარულე.
ბილიკი ჩუმია.
შესაძლოა, რთულიც იყოს.
შესაძლოა, არც ჩანდეს, მაგრამ ყველგან გამოჩნდება.
საითაც მოისურვებ, შეუძლია იქით წამოგყვეს.
ყოველთვის გაპატიებს გადახვევას, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს და არასოდეს გიწყენს.
თუკი გადახვევის შემდეგ დაუბრუნდები, ყოველთვის ადგილზე დაგხვდება, შეიძლება აბალახებულიც იყოს, თითქოს შენ გინახავდა თავს.
იცის ყოველი შენი ნაბიჯი და ამოსუნთქვა.
არასოდეს გავალდებულებს.
არ გკარნახობს წესებს და არასოდეს აგირევს გზას.
შუძლია, მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთ ადამიანს გემსახუროს.
და ყველა ნამდვილი მეგობარი ერთი კარგი ბილიკია...

ვუძღვნი მარიამ იანტბელიძეს :wink:
ეს არ მქონდა წაკითხული,
რა მაგარია! :D


ყველა ნამდვილი მეგობარი ერთი კარგი ბილიკია...
ფინალი ხომ საერთოდ!

ამ თემების დაბლა ჩატივტივება (ჩაძირვა როგორ წამომცდება) არ გვეპატიება! :D
ჰოდა ამოვწიოთ...