კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 17 მარ 2010, 09:35
ანტონიო-პეპ. მოგზაურობს მხოლოდ საკუთარი ფეხების იმედად. ფეხით მარტოდმარტომ იარა მთელს საქართველოში და თუშეთში თავისი გული-სული დატოვა. მისი აქ ყოფნა დაემთხვა ომის პერიოდს და წითელ ჯვარში ენერგიულად მოხალისეობდა. რატომღაც ძველი რუსთავიც ძალიან მოეწონა, რაღაც ადგილიც კი მოვნიშნე, მტკვრის პირას, უნდა დავსახლდეო

.
http://www.wabbash.com/
http://www.vimeo.com/10125431
ეხლა იწერება, რომ აპრილში იწყებს მორიგ გრძელ მოგზაურობას, რა თქმა უნდა ფეხით. საფრანგეთი, იტალია, სლოვენია, ცოტა ხორვატია, ბოსნია, მონტენეგრო, ალბანეთი, შეეხება საბერძნეთსაც, თურქეთს და საბოლოო დანიშნულების ადგილია იერუსალიმი.
სვანეთოლოგი
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 21 მარ 2010, 23:47
-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 28 ივნ 2010, 15:02
არონ რელსტონი
ინჟინერ-მექანიკოსი, მთასვლელი.
მთებში ყოფნისას ხელზე დაეცა დიდი ლოდი. იყო მარტო. რომ განთავისუბლებულიყო თავისუფალი ხელით მოიჭრა მეორე ხელი სურათზე ნაჩვენები დანით, შემდეგ გადაიჭირე თოკით და გადაიმტვრია დარჩენილი მთელი ძვალი და გადაჭრა დარჩენილი მყესები. ერთობაში ერთი საათი დასჭირდა ყველაფერ ამისათვის. გადარჩა, დიდხანს მკურნალობდა და შემდებ ისევ მთებს დაუბრუნდა.
http://aronralston.blogspot.com/
სვანეთოლოგი
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 06 ივლ 2010, 15:29
შარშან აგვისტოში ერაყის მთებში 3 ამერიკელ მოგზაურს (ჰაიკერს) გზა აერიათ (ვის დააჯერებენ თანამგზავრული კორდინაციის ხანაში) და შებყრობილ იქმნენ ირანელთა მიერ.
ეხლა არ უშვებენ, რადგან ირანელებიც ყავთ ერეყში ამერიკელებს.უკვე 2 წელია.
http://matadorchange.com/5-things-you-c ... he-hikers/
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 21 ივლ 2010, 12:34
ამ შაბათს სნოში გახლდით , ვახტანგ გორგასალის ძეგლის გახსნაზე.
და იქ შემხვდა 2 შესანიშნავი მოლაშქრე: გაბრიელი 23(გერმანელი) წლის და ევა
24 წლის (ავსტრია).
მათ გეგმაში ჰქონდათ რუსეთის საზღვრიდან გადასვლა ჭიუხებზე, მაგრამ დაუშალეს და ჯუთადან გადავიდნენ კორშაში იქიდან როშკა და აბუდელაური და მერე უკან სნოში, მერე მიდიოდნენ ყაზბეგში და მერე მყინვარწვერზე, ძალზე მცირე აღჭურვილობით.
ამის მერე გავემგზავრებით ალიასკაზე , საკმაოდ ვრცელი მთის მარშრუტის დასაფარავადო.
მე შემომთავაზეს გაისად ნეპალში წავიდეთო.
რაც განხილვის სტადიაშია.რადგან ეგენი მაგრა დადიან და მე ვერა.
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 21 ივლ 2010, 12:51
და კიდევ მნიშვნელოვანი ფაქტი:
ორივე უფულო იყო, ხელის აწევით დადიან.
ძირითადი ჩვენი ხარჯი აეროპორტია რისთვისაც მთელი წელი ყველაფერს ვიკლებთ და ფულს ვაგროვებთო, დანარჩენი ხვეწნით დავდივართო.

-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 13 სექ 2010, 21:39
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 17 სექ 2010, 15:18
დაშავებული ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს
17.09.10 12:14
ღუდუშაურის კლინიკაში მყინვარწვერზე დაშავებული პოლონელი ტურისტი ჩამოიყვანეს. ტურისტული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სიმაღლის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ადგილზე მაშველები გამოიძახეს.
ტურისტი საავადმყოფოში თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფმა გადმოიყვანა, თუმცა პირველადი სამედიცინო დახმარება მას ადგილზევე გაუწიეს.
ექიმები განმარტავენ, რომ 3,800 მეტრის სიმაღლეზე მაღალი წნევის გამო პაციენტს ფილტვების შეშუპება დაემართა და მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი იყო. ირკვევა, რომ პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რომელიც სწორედ მაღალი წნევის ფონზე გამოუვლინდა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
რუსთავი2
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 13 ოქტ 2010, 13:03
მოკლედ თქვენთან დასამალი რა მაქვს და ის 2 გერმანელ ავსტრიელი გიჟუა ამ ზაფხულს რო გავიცანი ყაზბეკჩი (ზეით სურათზე), საქართველოდან პირდაპირ ალასკაზე გაფრინდენ გერმანიის გავლით, სადაც 9 კვირა ფეხით იარეს და ბევრი გაჭირვება ნახეს, ღამით ყინვა 6-7 გრადუსზე ადიოდა.
არა, ძაან მაგრები ვართ..... ჰო, კი, გერმანელები არიან.
ფოტოები გერმანელი კარაველების საიტზე:
http://www.outdoorseiten.net/forum/show ... ali&ref=nf
-
Shanshika
- იეტი
- Posts: 1166
- Joined: 05 ნოე 2008, 23:39
- Location: The Moon
Post
by Shanshika » 13 ოქტ 2010, 13:37
...Finding Inspiration...
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 13 ოქტ 2010, 13:59
ლეონტი
საოცარი ადგილები და ფოტოებია! რა მაგრები არიან!
Keep Smiling...
-
აცაბაცა
- იეტი
- Posts: 1760
- Joined: 27 ივნ 2005, 13:02
- Location: ირმის ნახტომი
Post
by აცაბაცა » 13 ოქტ 2010, 15:52
ეს ადამიანი რეალურად იყო და ცხოვრობდა ალასკაზე "ჯადოსნურ ავტობუსში"
მისი სახელია კრისტოფერ მაკენდლესი,
მეც მინდა ეგეთი თავგადასავალი........ ეგეთი ლამაზი გამგზავრება!!!!
ფილმი უმაღლესი (რეჟ. შონ პენი), მუსიკა უძლიერესი (ედი ვედერი), მსახიობი მთავარ როლში (ემილ ჰირში) გასაოცარი თამაში
ისე რაცხა ეს კინოჩვენებები აღარ იმართება და ხუთშაბათს ხომ ვქნათ რამე საღAმოს???
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 13 ოქტ 2010, 16:05
ეს ფილმი ჩემი "წლის ფილმია" !
-
Shanshika
- იეტი
- Posts: 1166
- Joined: 05 ნოე 2008, 23:39
- Location: The Moon
Post
by Shanshika » 13 ოქტ 2010, 16:19
აცაბაცა
ყველაზე მაგარია ფილმიც, მუსიკაც და შემსრულებლებიც ...
INTO THE WILD ...

...Finding Inspiration...
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 13 ოქტ 2010, 16:28
ავღნიშნავდი ერთს მომენტს ამ ფილმიდან, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, ესაა ფილმის ბოლოში ნაჩვენები ერთი კადრი, სადაც ვხედავთა ამ ადამიანის ნამდვილ ფოტოსურათს, რომელიც მან თავის თავს თვითონვე გადაუღო....