Page 6 of 78

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 08 ნოე 2007, 16:34
by shatilis asuli
tama
Beqa Picxelauri

ძალიან მაგრებია :D რა კარგები ხართ

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 08 ნოე 2007, 22:12
by tama
სიყვარულიმ სიდაღა,
ბებო დაგენაცვლების,
ვისაღ სცალის მაგიზდ?

ცეცხლ არის გასაღვივა,
მისანთოიდ საფიცხო
ემბაზ მდუღე ქვაბიზდ.

თვალ-მარგალიტი საძღვნელ,
ნახარბალად ნახოტრალ,
ღვთისმშობლის მრეშ კაბიზდ —

თვარ ეს მიწა დიღუპებ...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 09 ნოე 2007, 19:57
by tama
არ ვიცი რომელ მიყვარხართ,
რომელს გაჩუქოთ ვარდები,
ვინ დაგაჩინათ ქალებო,
ეგრე ერთურთზე კარგები.

თუ საით თქვენი ხმა მესმის,
გამინათდება თვალები,
რაც გინდა ბეჩავად ვიყო,
ავდგები, გავიმართები.
თქვენ ლამაზ გულმკერდს ვენაცვალე,
გიხდებათ მოკლე კაბები,
რო გნახავთ გამაჟრიალტლებს,
სურვილით დავიდაგები.

რამდენჯერ თქვენი გულისთვის,
სილა შამამკრეს გაშლილი,
მარბინეს პიროფლიანი,
სახლში მივსულვარ დაღლილი.

არ გავტყდი მაინც მაღელვებს,
ქალი საყელოგახსნილი,
თქვენკე მამირბის თვალ-გული
საღერღელი მაქვს აშლილი.

1997 წელი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 19 ნოე 2007, 11:40
by meore monadire
'რა საჭიროა ლექსისთვის ტაში,
ყველა ხევსური ვიცი დანტეა,
ვიცი ბეღურას პატარა ფრთაში
დაკვესებული ცეცხლი ანთია.
ვიცი,დამდნარი თოვლის წკრიალი
ბესიკის ხმაზე უფრო ტკბილია,
ქვაც ყველა არის ნაპერწკლიანი,
გული რომ იყოს,გასაკვირია?!'

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 25 ნოე 2007, 20:16
by ketuna4
tama

ძალიან მაგარია. არა უუუუუუუუუუუუუმაგრესია :lol: :lol: :lol:

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 25 ნოე 2007, 23:04
by GOGONA
tama
Beqa Picxelauri
მადლობთ! :oops:

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 02 დეკ 2007, 14:14
by tama
აღარ გავყიდი ზოკოსა

თელავში ვყიდი ზოკოსა,
მოდის, მეხვევა მუშტარი,
გიყიდი მაკასინებსა
წუხელ ჩემს დიაცს უთხარი.
მოიდა დიაც რაიმა,
ბეჰემოტივით მსუქანი,
მხრებში ამაყად გაშლილი
როგორც ჯაბურის მურყანი.
ჩემოდენ მუსკულებ ესხდა,
არსენასავით მკლავზედა,
ერთ თმაწვერგაბუებული
გვერდზე კაც რაიმ მასდევდა.
რა ღირს შენ ზოკო ჯეილო,
დიაცმა ამხედ-ჩამხედა,
ზოკოს ხელ დასცა გაწურა
ღვარებ გაქანდა დახლზედა.
ვიშ, რა წყლიანი ყოფილა,
გამაისროლა განზედა,
უთხარ ზოკოებს ნუ სჭყლეტავ,
ხვარ შაიშალე ჭკვაზედა.
წადი და ვისაც მშრალი აქ
იმას მიადეგ კარზედა.
უყურე მე ამის დედა,
შეურაცყოფაც გაბედა,
ქალის ქმარ გამაიქაჩა
ხან ცოლ მაგინა, ხან დედა.
მიხსენა მკვდარი, ცოცხალი,
ცოლ დედას აღარ დასჯერდა,
გადასწვდა გვარჯილაგსაცა,
თანაც სუ კარგებს არჩევდა,
ქალმაც მუქარა დამთხოვა,
მოგიყვანთ ბრიყვო ჭკვაზედა,
ორი კაცი მყავ მოკლული,
მიჩვენა თავის ქმარზედა.
ალბათ მესამეს მე მამკლავს
გულში ვფიქრობდი ბეჩავი,
გაიქე უთხარ ჩემ თავსა
ნუ ხარ ე, გაუბედავი.
ფეხ როგორ გადავინაცვლე,
ჩემ ცოლ დამიდგა თვალწინა,
„ქობ ვედრებ ემანდ რო დაგრჩეს
რა პასუხ გამცემ მაშინა“,
ჩავვარდი ორ ცეცხლშუაში,
მუხლებში მაკანკალებსა,
მიშველეთ ვევედრებოდი
ფშავ-ხევსურეთის ხატებსა.
ვაცეცებ აქეთ-იქითა
შიშით დაცყვრეცილ თვალებსა,
ვის უთხრა ჩემ გასაჭირი,
უცხოს ვინ შამიბრალებსა?
მას მერე ძმობასა ვფიცავ,
ბაზარში წასვლა შამზარდა,
მე ზოკოს აღარ გავყიდი
მოდი იყავით კარგადა.

1993 წელი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 03 დეკ 2007, 11:39
by sanata
არაგვი

მოხვალ და ბედნიერი ხარ,
მოჰყვირი საარაგვოსა,
მტრისას შენ გაღმა-გამოღმა
ცხოს ჯიშმა გაილაღოსა...
ჟინვალთან დამდორებულო,
ფშავ-ხევსურეთის ხარ-ლაღო,
მცხეთისკარს ბედის სიმუხთლით
მტკვარს შეწირულო ზვარაკო.
შენ წყალზე უფრო ნაკურთხი,
ზედაშეა და მირონი,
გეჯიბრონ, შენთან რას მოვლენ
დიდ წყალთა სანაპირონი...
შენ წყალნასვამი ვლაღობ და
ხმითაც შენფერად ვხმიანობ,
ჩემ პაპის კარწინ მდინარო,
სულსწრაფო არა გვიანო...
ჩემო სენავ და ჰუძონო,
მისისიპო და ნილოსო,
ერთწამ დაჩუმდი, მაცალე,
საგვალვო გამოგილოცო...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 დეკ 2007, 18:54
by ZVIOSULI
მე შემოვჩივლებ, მე გავიკვირვებ, რომ ყოველივე ბრმაა სიტყვებში.
ნუთუ შეცნობის გზა დავამთავრე, რომელიც იწყება უსასრულეთში?
ხელებს ავხლართავ,
მოვიკრუნჩხები...
მონობისაგან ვერაფრით, ვერასდროს, ვერანაირად ვთავისუფლდები.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 დეკ 2007, 19:03
by popins
ZVIOSULI ეუფ. 8)

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 დეკ 2007, 19:15
by ZVIOSULI
popins
:mrgreen:

... ნაღველის აღრევით სამოთხისეული მარნების ღვინოსთან,
რათა ამ ღვინით ჯოჯოხეთის მგლები დაათროს
და გადააჭმევინოს მათი პატრონები,
მონები და ისინი ვინც ჯერ ვერ მიმხვდარა თუ ვინ არის
– დამონებული გენი, თუ ერთგული ქოფაკი,
რომელიც უხორცო ძვლისთვის თვალებში შემოგხედავს
და არ შეეზარება ეს შემოხედვა...



:mrgreen:

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 დეკ 2007, 19:35
by popins
დემონიზმი ZVIOSULI-ის შემოქმედებაში. 8)




სადიპლომო თემა ხომ არ გავაგრძელო? :lol:

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 11 დეკ 2007, 23:53
by tama
ჰე, ღმერთი, რჯული, _ მეც არ ვუწყი,
ვინა ვარ, რა ვარ,
ეს რა უცნაურ ყოფაში ვარ, _ მე მე არა ვარ;
მეტრფე ვარ? სატრფო? სიყვარული
თუ საყვარელი?
ღვინით კი არა, გაოგნებით სავსე ჯამი ვარ.
მე მე ვარ ნეტავ? მე მე არა ვარ?
რა ვარ, ვინა ვარ, _ არსი ვარ თუ ბრმა მოჩვენება,
თუ სულ სხვა რამის ნიღაბი ვარ? _
მე მე არა ვარ.
მარადისობის წილკერძი ვარ, _ სული მედინი,
უცხო დიდების თავი ვარ და... მე მე არა ვარ.


ჯალალ-ედ-დინ რუმი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 12 დეკ 2007, 00:15
by გვალდა
შატილით მოდიოდა დიდი მთებით,
მთვარეს შეხვდებოდა ჟინვალთან.
მთვარისოდენა ხინკალს მიირთმევდა,
ეს დიდი ბერმუხა და მყინვარმთა.

ხელები ჰქონდა... წყაროს ამოსცლიდა,
ქვეყნის მაჯისცემას უგდებდა ყურს,
მერე დაჰყვებოდა, ბალახებს დაჰკოცნიდა
და შეუკურთხებდა ციმბირის წყლულს.

ის იყო დიდი და ის იყო სხვა
მისი მართალი სულის ცხონებამ.
მერე ცხოვრებას მოუჭრა გზა
და შორს გაასწრო თვითონ ცხოვრებას.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 12 დეკ 2007, 00:44
by GOGONA
Image
РУБАИ

Цель вечная движенья миров вселенной - мы.
В глазу рассудка ясном зрачок мгновенный - мы.
Похож на яркий перстень летящий круг миров.
На перстне этом быстром узор нетленный - мы.

Из всех ушедших в бесконечный путь
Сюда вернулся разве кто-нибудь?
Так в этом старом караван-сарае,
Смотри, чего-нибудь не позабудь.