კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 13 ნოე 2008, 23:14

მინდა,
ჟინიანი,
ურჩი
გამეტებით,
ფეხქვეშ დავიყარო
გონჯი
პლანეტები.
მინდა,
აზიურად,
უტყვი გამალებით,
უკიდ-უნაპირო
ვსერო ტრამალები.
უდაბნოს ჯიშის და
მზის შვილთა
თვალების,
ვიწრო და უხეში,
კერპი გამოხედვა,
მონათა ლეგიონს,
ვაძგერო ხმალივით.
ვთესო და
ვამრავლო,
ფლოქვების თქარუნში,
ცხენის ფერდებიდან
ახსნილი აკვნების
უძღები ნაყოფი.
ავზილო ალაფი
სისხლში და
აწმყოში.
სარზეწამოცმული
მონათა თავებით,
შევკრა გალავანი,
დავიდგა კარავი....
მიწისთვის ნაჩუქარ
ოქრო-იაგუნდის
ყორღანზე გადმოვდგე
ურცხვი და თავხედი,
უდაბნოს გავხედო
უკვდავ
უსასრულოს
ცხელსა და
მშობლიურს
გულზე ამოვკაწრო
დ ი დ ე ბ ა
სახელად.
ქვიშაში გავწმინდო
ნამგალა ხმალი და...
ჩემს
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს
მივუძღვნა მსოფლიო...

ლუბა ელიაშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 15 ნოე 2008, 01:08

საღამოს უნდოდა ეკონკა რითმები
და თეთრი ვარდების ბალიში.
მოდი, დამაფინე გულზე შენი თმები,
ღამევ, ბოდვის სიმხურვალეში.

მეგონა, მუდამჟამს ვერცხლეულ სიახლეს
ებანის წკრიალში ვნახავდი,
კლდეებზე აფთართა ჯარებს რომ მიაფლეთს
ბორიო ზარების დახლამდი.

იკმარა საუნჯე ფსკერზე დამარხული
ალ სულში ალები ალობენ,
ჩრდილი კი კირჩხიბის ზოლზე გადახრილა
და ცის სერაფიმნი
სულისა სალხენად მისისა გალობენ.
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by caucasica » 15 ნოე 2008, 10:09

შენი მზე მიყვარს მწველი
ზამთრის ქათქათა სუსხი
ნისლდაფენილი ჭალა
და კვამლიშენი ბუხრის
შენი ტყე მინდორ ველი
შენი დეკა და ღვია
მე ყველაფერი მიყვარს
რასაც ქართული ჰქვია.

ნიკო წიკლაური (ხარაგაულში მცხოვრები, სოფ. საღანძილეში)
Last edited by caucasica on 15 ნოე 2008, 19:40, edited 1 time in total.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Tamusia » 15 ნოე 2008, 16:21

წიკლაურ ნ.-ს რა ჰქვია?

მადლობაა

დღეს(18-ში) ეგ ლექსი სკოლაში ვასწავლე ორ კლასს
Last edited by Tamusia on 18 ნოე 2008, 22:20, edited 3 times in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 15 ნოე 2008, 19:30

თანდაყოლილი,
თან დამთრევს ფრთები -
და მოთმინებით ვეძებ სინაზეს,
შენ რომ გგონია, ძვირფასო,
ცდები,
არ დამიდგია ფეხი მიწაზეც!
ახლა ბუმია, ძვირფასო,
დენთის
და მე ჩამაცვეს ხალათი გიჟის,
თანდაყოლილი
შვეული ფრთები,
მიწაზე მყარად სიარულს მიშლის...


ეკა ქაჯაია
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 15 ნოე 2008, 23:44

თვალები ბუდეში ღრმად ჩამჯდარი. . .
თითები გრძელი და ნატიფი. . .
ჩაყრილი ყვრიმალნი. . .
ხმა ბოხი. . .


შიშს მგვრიდა ბავშვობაში უზომოს. . .
ახლა კი. . .

მიყვარს. . .


http://www.link.ge/file/146342/-men-ge- ... a.flv.html



http://www.myvideo.ge/?video_id=275011
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნიმფა » 15 ნოე 2008, 23:49

ele

მანამ ლინკს დავხედავდი
წავიკითხე:

"თვალები ბუდეში ღრმად ჩამჯდარი. . .
თითები გრძელი და ნატიფი. . .
ჩაყრილი ყვრიმალნი. . .
ხმა ბოხი. . .


შიშს მგვრიდა ბავშვობაში უზომოს. . .
ახლა კი. . .

მიყვარს. . . "


და ეგრევე ვიფიქრეწ მურმან ჯინორიაზე ამბობსმეთქი :D :D :D

ვიფიქრე მურმან

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 15 ნოე 2008, 23:51

~nimfa~


ხომ. . .


:)
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 15 ნოე 2008, 23:51

ele
მე ბავშვობიდან მიყვარდა :)

ჰოდა ლინკისთვის არც შემიხედავს...ან რად მინდოდა..ხომ ისედაც ვიცოდი, ვის გულისხმობდი? :D

ეს ახალია, იდოს აქაც :D :



სულელო, გიღებავ...


იქ თუ არასდროს არ იყო ღამე.
არც ჩვენ ვიყავით.
შენ კი გჯეროდა,
როცა წამწამის დახრილ ჩეროდან
თვალი ცრემლებით გამოვიბანე
და ქარაშოტად გაშლილ დალალებს-
ქვეშ მონატრება შემოვილალე.
რომ იყო ღამე.
რომ ჩვენ ვიყავით
რომ მე გითხარი:


-ხელები მათხოვე...
მათხოვე ხელები.
მწველია მზეები, რომლებსაც ვატარებ.
დამასკდა ვენები-მზის წნულის სხივები.
გამიტყდა დამცავი ცისფერი სათვალე.
ლანგარზე დაგიდე სამყაროს სიჭრელე.
ახლა დამიჯერე,
ოღონდ დამიჯერე...
მანამ ხელისგულზე ჩამოწვა წყვდიადი
ეს მზე გამომართვი...
ამ სიტყვებს სხეულზე სხივებად მოგაწვდი
დამხრჩვალი სიმართლით.


-სისულელეა გულახდილობა
როცა ცხოვრება ასე ყალბია,
როცა უბრალოდ დებენ პირობას
ისიც, მხოლოდ და მხოლოდ სარფიანს.
და თუ თამაში არ გინდა,
მართლა...
და ამიტომაც ტოვებ ასპარეზს
ჩრდილად ქცეული სისუსტის განცდას
მაინცდამაინც ნისლში აპარებ ,
მაშინ არასდროს არ გიცხოვრია
ეს შენ გეგონა, რომ სულდგმულობდი.
გულს ხან ავსებდი შენ უგულობით
ხანაც სიმართლით.
იქნებ სწორია
როცა გარდერობს სწრაფად იახლებ.
ანდა ვიტრინას
კვლავ შორიახლოს უვლი გარშემო…
ყელში გაჩრილი სიკვდილი დაგაქვს
ისიც, რატომღაც

მხოლოდ საშენო...


-ამ ნაფეხურებით ზეცისკენ წავედი,
შენ კი კვლავ მიწაზე
ისე რუდუნებით უვლიდი ყვავილებს.

სიცოცხლე ვისწავლე…


-და არასოდეს არ იყო ღამე
შენ მხოლოდ ფიქრებმა..
წაგიღეს, ცხოვრება ისედაც შავია,

სულელო, გიღებავ...


-ხელები მათხოვე... მათხოვე ხელები
თეთრი ღამეების პასაჟ- რუხჩრდილები
ფურცელზე დავხატე.-ძველი ჩილიმიდან
და წლები მოვწიე
და სვენებ-სვენებით
როგორც სევდიანი მუზების საცოლე
ფოკუსს ხელისგულის განედზე ვასწორებ.


-და შემოდგომის თალხი სიმწვანე
ცოტაა ჩემთვის,
სუნთქვა მთიდან რომ ჩამოგეტანა
ხომ მომარჩენდი?!…


-ხელები მათხოვე…
ძნელია ძალიან შიშველი მზეების ხელებით ტარება
შემოგეშველები.

თეკლე ბატონიშვილი
Last edited by Mta Mkvarebia on 16 ნოე 2008, 00:00, edited 1 time in total.
Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 15 ნოე 2008, 23:59

Mta Mkvarebia

მე არ შემეძლო ბავშვობიდან მყვარებოდა რატომღაც
მაგრამ სჯობს გვიანო. . . :D



ლექსს ვინ არ წერს!
შენც წერ, მეც ვწერ,
სული ლექსით გვიდგას!
მაგრამ ჩემგან ეს გახსოვდეს:
შაირ-სიტყვის სხვლაში
ის, რაც შესაძლებელია
ოთხ სტრიქონში ითქვას,
ყოვლად შეუძლებელია
კარგად ითქვას რვაში!



მურმან ლებანიძე
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by zura N. » 21 ნოე 2008, 23:10

რა'გვერ ხარ-ივ - შემომეყარ
ნანი-ნანატრ ღიმილ',
შემოგბედ-ედ შემოგხედ-ედ
შემოგაფრქვი ტკივილ',
ვეღარ დახკვლი ჩემ თვალებში
შენ რო გათბო'ბდ, ი'ს სხივ',
ჩემ დანთებულ ვნების ალებ'
შენ სხვის მკერდზე გი'გრილ'.
- რა'გვერ ღჟამკრობ - თვალ-თვალ დახრით,
გულსგონგაყრით ვიკითხ',
გან ძალად'ა, ან გან ვალად,
მართლ' მოგილოც შვილიც.
ვერც მისდიოდ, ვერც რას მე გთმობდ'
ვერც ვჭკვაობდი'თ სიტყვით,
ცა'-იდ მიწა' შემოგვყურე'ბდ,
აღარ გვახსოვდ სირცხვილ'.

ხვალ გომეწარს ქორწილ მაქვ-ად
სხვისას დამდგმენ გვირგვინს,
მკერდით გულად ქვა' დამაქვ-ად
შენაც გამტყდარ გიჩინს...

:)
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by qvevri » 21 ნოე 2008, 23:12

ერთმა კარგმა ადამიანმა შექპირის სონეტები მაჩუქა გუშინ და მეთვრამეტემდე უკვე წავიკითხე :D

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 21 ნოე 2008, 23:13

ორიგინალში კითხულობ?
. . . კიდევ ერთი დღე . . .

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by qvevri » 21 ნოე 2008, 23:16

ele wrote:ორიგინალში კითხულობ?
ორიგინალში თვითონ არ წერდა და მე როგორ წავიკითხავ?

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 21 ნოე 2008, 23:42

qvevri wrote:
ele wrote:ორიგინალში კითხულობ?
ორიგინალში თვითონ არ წერდა და მე როგორ წავიკითხავ?

:roll: :roll: :roll:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]