ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 22 აგვ 2008, 10:31

საწყალი რუსეთი...

:cry: :cry: :cry:

შემეცოდა კიდეც...

:wink: :wink: :wink:

გაგვინადგურებია და ეგ არის...

:lol: :lol: :lol:
Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 22 აგვ 2008, 10:31

Jnosy
აწი გაათმაგებს მცდელობებს, აწი დასამალი აღარაფერი არა აქვს, აქამდე თუ კეკლუცობდა, ახლა აღარ იკეკლუცებს. ჩვენი ხალხი ისედაც ვერ გამოვიდა საბჭოური ძილბურანიდან ისევ, როცა გორს ბომბავდნენ კახეთში ამბობდნენ რად გვინდოდა ეს ცხინვალი და აფხაზეთი, ჯობია მოვიდეს ეს რუსი მიშას მაგივრად და უეთესად ვიქნებითო, აიმ ამაზე ვსაუბრობ მე.
აცხა ღორებო Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ლეონტი » 22 აგვ 2008, 10:35

Jnosy
არ გავლენ და კაცურად არაფერს არც აკეთებდენ და არც გააკეთებენ.
აქ საქმე გაძლებაზეა.
გაძლო მანამ სანამ რუსეთი დაიშლება, მაგრამ შენ თუ გახდები მისი დაშლის მიზეზი, მსოფლიო მადლობას გეტყვის, მხოლოდ დასაფლავების ცერემონიალზე.
ასეა საქმე.
და ახტომა და ლოყაში გალაწუნება რას მოგვცემს , ეს ჯერ კიდევ ვნახოთ.
ფარდა აეხადა რუსეთს?
საწყალი მსოფლიო, ისე არ იცოდა რუსეთის სახე და ეხლა გაიგო?

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 22 აგვ 2008, 10:45

Jnosy
გეთანხმები ყველაფერში.
შეასრულონ კაცურად...
მაგათი კაცობის... კაცურად არ გავლენ. გავლენ როგორც არაკაცები. :D

GAMARJOBA SAKARTVELO
გეთანხმები. დღევანდელი პოზიციით ქაქში ვართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქაქში ჩამსმელს ჩასვამენ მალე ქაქში. ბევრი რამე მაფიქრებინებს ამას, მაგრამ მგონი სჯობია მოვეშვათ ახლა მკითხაობას(მათ შორის ნეგატიური მიმრთულებით). მე უფრო პოზიტიურისკენ ვიხრები...

ერთმა ჩემმა ევროპელმა ნაცნობმა, რომელიც მუდმივად არის იმის კურსში თუ რა ხდება მსოფლიოში, მომწერა, რომ ამიერიდან თქვენი საქმე აშკარად კარგად იქნებაო. :)

ენგურჰესზე მეც მეეჭვება რაღაც რომ მაგათ ხელში იყოს...

navigator
რუსეთი უკვე არასამხედრო გზებით შეეცდება საქართველოს გადატეხვას
მე როგორც ვხედავ(და ერთმა რუსმა ექსპერტმაც თქვა ასე) საქართველოს დაქცევა და განადგურება არ არის რუსეთის თვითმიზანი. ეს მინი-ომი(ასეთ ტერმინს იყენებს იგი) სჭირდება მედვედევს თავისი პოზიციების განსამტკიცებლად დაახლოებით ისევე როგორც ჩეჩნეთის ომი სჭირდებოდა პუტინს(თავის ტერაქტებით და ამბებით).
ამბობდნენ რად გვინდოდა ეს ცხინვალი და აფხაზეთი, ჯობია მოვიდეს ეს რუსი მიშას მაგივრად და უეთესად ვიქნებითო
აი ეს არის ჩემი აზრით დაბობვაზე დიდი უბედურება!
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 22 აგვ 2008, 10:54

Wanderer
არ გეთანხმები ომის მიზნებზე, მედვედევს არაფერი არ სჭირდება და არც არავინ არ ეკითხება. მედვედევი საერთოდ მარტო გვარია, მეტი არაფერი, ეს არის რუსეთის დემოკრატიის ბუტაფორია. რა პოზიციებზეა ლაპარაკი?
ყველა თანხმდება იმაზე რომ ომისთვის მზადება დაიწყო ჯერ კიდევ პუტინის პრეზიდენტობის დროს, ომი დაიწყო თავად პუტინმა ისე რომ არ კითხა არც მედვედევს და არც დუმას (რაც კონსტიტუციის მიხედვით უნდა გაეკეთებინა).
პუტინს მეტი აღარ ჭირდება პოზიციების გამაგრება, პუტინი აკეთებს იმ საქმეს რისიც ჯერა, დიდი იმპერიის აღდგენაზე ზრუნავს და ფიქრობს რომ ის რუსეთისთვის კარგს აკეთებს და მისი სახელი ისტორიაში შევა.
ასე რომ აქ არანაერი კითხვები არაა
კითხვები არის ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მმართველების მიმართ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჯობია თავი შევიკავოთ პასუხის მოთხოვნისგან. დაველოდოთ მოვლენებს, სხვა მაინც ვერაფრის გაკეთება არ შეგვიძლია

ეხლა უკვე დასახელდა 10 დღიანი ვადა, ნერვებზე თამაშობენ
http://edition.cnn.com/2008/WORLD/europ ... index.html

Russia: Troops to withdraw Friday, could take 10 days

But the commander of Russia's land forces, Gen. Vladimir Boldyrev, told Russia's Interfax news agency later Thursday that his troops would be back on Russian soil in 10 days.
აცხა ღორებო Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by guruli » 22 აგვ 2008, 12:30

Jnosy wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, მესმის რომ ძნელია იმის დაჯერება რომ ვაჯობეთ, როცა ამდენი დევნილი და დაზარალებული ხალხია. ბიჭები ჩაგვეხოცა და გადარჩენილების მორალზე კიდევ ბევრია სამუშაო...
მაგრამ, ფაქტია ის, რომ მსოფლიოს თვალში რუსეთს ფარდა ავხადეთ ამ ხანგრძლივი აგიტაციებით და სერიოზული საინფორმაციო საშუალებების მხარდაჭერით. ჩვენი ბოლო მაინც ეგ უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ რუსებს ძალით ვერ მოერევი (ანუ, დარჩა მეორე, დანარჩენი მსოფლიოს მხარდაჭერა რომელიც უკვე გვაქვს)

აი, ამას ვგულისხმობდი ზემოთ :)
იდეაში გეთანხმები - 100%, მაგრამ პრაქტიკულად რა? განა მსოფლიომ აქამდე არ იცოდა, რუსეთი რაც იყო? თუ ამისთვის მაინცდამაინც ქართველების სისხლი სჭირდებოდა? :roll: მე უფრო ის მაინტერესებს,რას მოგვიტანს ეგ ფარდის ახდა, თორემ დღემდე რუსეთი ისე აბუჩად იგდებს მსოფლიოს და ისე ტელავს საერთაშორისო სამარათალს, მაგათი უკვე დიდად არ მეიმედება. იმ დღეს ლამა მეკამათებოდა - ნატომ რუსეთს აგრესორი უწოდა და ეს რამხელას ნიშნავსო... ნატოს რომ არ ეწოდებინა, რუსეთის აგრესორობა ხომ ისედაც ყველამ ვიცოდით და ან თუ უწოდა, საცოდავი პუტინი ბერინგის სრუტესთან ზის და თავს იკლავს ტირილს, რეპუტაცია შემელახაო... დარდით თავს იხრჩობს თურმე ოკეანეში. ამხელა გაერომ ერთი ფარატინა რეზოლუცია ვერ მიიღო, ჩურკინი ათამაშებს თავის ნებაზე, ამასობაში კი რუსეთმა დოკუმენტი შემოგვიგსდო, რომელშიც სენაკი იმ ბუფერულ ზონაშია მოქცეული, რომლის გაკონტროლებაც თავად სურს!!! :roll: :roll: :twisted: :twisted: იქით გაეროში ისეთი დოკუმენტი შეაქვს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე სიტყვაც არაა ნათქვამი.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by guruli » 22 აგვ 2008, 12:33

navigator
ეხლა უკვე დასახელდა 10 დღიანი ვადა, ნერვებზე თამაშობენ
ეგ ვადების დასახელება დროის გაწელვის ტაქტიკაა, თუმცა გაეთრევიან, აბა, რას იზამენ.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Jnosy » 22 აგვ 2008, 12:56

ლეონტი wrote:Jnosy
და ახტომა და ლოყაში გალაწუნება რას მოგვცემს , ეს ჯერ კიდევ ვნახოთ.
ფარდა აეხადა რუსეთს?
საწყალი მსოფლიო, ისე არ იცოდა რუსეთის სახე და ეხლა გაიგო?
რათქმაუნდა ყველამ იცოდა, ძნელია დამალო ნამდვილი ზრახვები
მაგრამ ამხელა დებოში არ მოყოლია არცერთ მათ საქციელებს (თუნდაც ამაზე უარესს)
ნუთუ ვერ ხედავთ რა განცხადებები კეთდება და რა დონეზე შეელახათ იმიჯი
აბუჩად იგდებენ უკვე ყველა მათ ხელმოწერას და დაპირებას.

ეხლა ჩემი აზრით რას მოგვიტანს?!
რას და, რუსეთი კონფლიქტურ რეგიონებში საბოლოოდ გამოცხადდება როგორც მესამე მხარე (ან მეორე – მთლად უკეთესი) და დადგება საკითხი ნამდვილი სამშვიდობოების ჩაყენებიისა რეგიონში (დსთ–დან გამოვედით)

ეს რათქმაუნდა დროის ამბავია, იმიტომ რომ ყველანაირი ძალით ეცდებიან რომ ეს არ დაუშვან, ეს მაინც მოხდება...
ეს რათქმაუნდა ჩვენს მთავრობაზეც არის დამოკიდებული, როგორ გაუძღვება პროცესებს, ჩემი აზრით, არის მართებული ცხელ გულზე ვაბანგზე გადასვლა და პარალელურად სამშვიდობოებზე ლაპარაკი მითუმეტეს იმისა, რომ რიგ ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა აქ მისი სამშვიდობოების გამოგზავნის ინიციატივა.
დაიწყება ნელი ნაკადებით ჩვენი აფხაზეთიდან დევნილების შეყვანა ჯერ გალში, მერე ოჩამჩირეში...
მერე იქნება დემოკრატიული არჩევნები სადაც მოვიგებთ (ანუ მოიგებს ჩვენი კაცი) და დაიწყება ლეგალური პროპაგანდა იმისა, რომ აფხაზეთი დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში (გაითვალისწინეთ, რომ დევნილების რაოდენობა ეთნიკურ აფხაზებს 3–ჯერ (და მეტჯერ) აღემატება, რათქმაუნდა იქ არიან ბევრი სომხებიც, რომლებსაც ბოლო–ბოლო ვიყიდით). მათ მიენიჭებათ ძალიან დიდი პროპროტეტები, გაკეთდება აფხაზეთის კურორტების პრომოუშენი, უცბათ დაიხარჯება დიდი მაყუთი ინფრასტრუქტურის აღდგენაზე (ხალხის დასანახად, როგორც აჭარაში)

მოკლედ, 12-15 წელში სავარაუდოდ აღდგება საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთში (ჩემი მოკლე ჭკუით)
მე როგორც წარმომიდგენია, ეს უკვე მომხდარი იქნება სამაჩაბლოში :)

დასავლეთი არის ძაალიან დიდი ფულიანი ბაზარი, სადაც რუსეთი მის პროდუქტებს ყიდის
შეუძლია გადაუკეტოს გზა, და არ მისცეს მათ ეს პროდუქტები, ევროპა ძალიან დაზარალდება ამით. მაგრამ რუსეთი? რუსეთი მათზე ძალიან დაზარალდება
ასე, რომ რუსეთს ჯერჯერობით ძაალიან სჭირდება დასავლეთი, ძააალიან... არავის არ ეგონოს საპირისპირო...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 22 აგვ 2008, 13:02

12-15 წელში სრული ასიმილიაცია და უცხოელების მიერ ამ ტერიტორიის ათვისება მხოდება, ვინ დაბრუნდება აფხაზეთში 12-15 წლის მერე?
ეგ ძაან ცუდი პერსპექტივაა, არც მინდა რომ ეგრე განვითარდეს მოვლენები, 12-15 წელი + უკვე 15 წელი, ჩათვალე რომ რეალურად დაკარგვის ტოლფასია.
აცხა ღორებო Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Jnosy » 22 აგვ 2008, 13:04

guruli
ძალიან მინდა გაითვალისწინო, რომ ჩვენი და რუსეთის (+ ამას საფრანგეთის როგორც მე–3 მხარე) ხელმოწერილი დოკუმენტი (6 პუნქტიანი) კაარდინალურად განსხვავდება გაეროში "მისაღებ" რეზოლუციისგან
განსხვავდება კი არა, სულ სხვადასხვაა...

თანაც მე მაგალითად დარწმუნებული ვარ გაერო არასდროს არ მიიღებს რუსეთის ინიციატივით შესულ დოკუმენტს იმიტომ, რომ მათი მხრიდან შესული ყველა ინიციატივა არაობიეტურია და დემოკრატიული სამყაროსთვის მიუღებელი (ნუუუ აქამდე ეგრე იყო ყოველშემთხვევაში)
არც ეს დოკუმენტია გამონაკლისი, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლება უკვე ნახეს დოკუმენტი და თქვენ რომ არ დაეთანხმებიან :)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ლეონტი » 22 აგვ 2008, 13:11

აფხაზეთი და ოსეთი სანამ რუსეთი არ დაიშლება დაივიწყეთ.
ნამდვილი სასწაული კი ის იქნება რუსეთი სწრაფად და მყარად დაიშალოს.
ღვთის შეწევნით შეიძლება ეს მოხდეს მალე თუმცა გარეგნულად ეს არ ჩანს.
ყველა შემთხვევაში რუსეთის დაშლა ნიშნავს ომს ჩვენ მიწაზე.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by guruli » 22 აგვ 2008, 13:14

Jnosy
მაგრამ ამხელა დებოში არ მოყოლია არცერთ მათ საქციელებს (თუნდაც ამაზე უარესს)
არც ამხელა ავანტურაზე წასულან აქამდე. ამას ბევრად მეტი რეაქციები უნდა მოჰყოლოდა.
დაიწყება ნელი ნაკადებით ჩვენი აფხაზეთიდან დევნილების შეყვანა ჯერ გალში, მერე ოჩამჩირეში...
მერე იქნება დემოკრატიული არჩევნები სადაც მოვიგებთ (ანუ მოიგებს ჩვენი კაცი) და დაიწყება ლეგალური პროპაგანდა იმისა, რომ აფხაზეთი დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში (გაითვალისწინეთ, რომ დევნილების რაოდენობა ეთნიკურ აფხაზებს 3–ჯერ (და მეტჯერ) აღემატება, რათქმაუნდა იქ არიან ბევრი სომხებიც, რომლებსაც ბოლო–ბოლო ვიყიდით). მათ მიენიჭებათ ძალიან დიდი პროპროტეტები, გაკეთდება აფხაზეთის კურორტების პრომოუშენი, უცბათ დაიხარჯება დიდი მაყუთი ინფრასტრუქტურის აღდგენაზე
:lol: :lol: :lol: შე კაცო, ამ დროს რუსეთი რას იზამს, მაგას არ კითხულობ? :D ჩევნ კაცს გაამარჯვებინებთ აფხაზეთშიო, ვაიდა და რუსეთმა მოინდომოს თავისი კაცის გაყვანა და კიდეც შეასრულოს, მაშინ? :)
guruli
ძალიან მინდა გაითვალისწინო, რომ ჩვენი და რუსეთის (+ ამას საფრანგეთის როგორც მე–3 მხარე) ხელმოწერილი დოკუმენტი (6 პუნქტიანი) კაარდინალურად განსხვავდება გაეროში "მისაღებ" რეზოლუციისგან
განსხვავდება კი არა, სულ სხვადასხვაა...
ჯიგარ, მაგ დოკუმენტში არც ბუფერულ ზონაზეა ლაპარაკი, მაგრამ რუსეთმა უკვე შემოაგდო ეგ იდეა, რომლის მიხედვით სენაკი და ზუგდიდიც კი ბუფერში ხვდებიან.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Jnosy » 22 აგვ 2008, 13:14

navigator
კახა, ჩემო კარგო
მანდ აქამდე არავინ დებდა ფულს, და ეხლა ვინ ჩადებს?
რომელი უცხოური ბრენდი ააშენებს მანდ სასრუმროს? რომელი ცნობილი ბრენდი გააკეთებს მანდ ტურებს და საერთოდ ვინ დაისვენებს მანდ?!
ეს წლები სულ იმის მტკიცება იქნება, რომ აი, ქართველებს ავიწროვებენ გალში, წავა პანიკა, ჩაერევა გაერო, დაიწყება გამოძიებები

ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორც აქამდე, აწიც აქტუალური უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკოსებისთვის და სულ უნდა უჩხიკინონ, რომ არ მოხდეს მათი სწრაფი განვითარება და არ წამოვიდეს ინვესტიციები რუსეთის მფარველობის ქვეშ (რაც პრაქტიკულად გამორიცხულია)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ლეონტი » 22 აგვ 2008, 13:16

guruli wrote:Jnosy
რუსეთმა უკვე შემოაგდო ეგ იდეა, რომლის მიხედვით სენაკი და ზუგდიდიც კი ბუფერში ხვდებიან.
ეგ იდეა არაა, არამედ რეალობაა.
რომლის შეცვლას კიდე 1 ომი უნდა მინიმუმ.

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by აცაბაცა » 22 აგვ 2008, 13:17

ხალხნოოოოო!!!!!
რაღაც ვატყობ რომ ნელნელა იმედი სადღაც მიიპარება...... არ გაუშვათ არააააააააააააააააააა !!!!
ეგ უნდათ სწორედ რუსებს იმიტომ არ გადიან და წელავენ, რომ ნელნელა ყველას გვეგონოს მორჩა ჩვენ აღარაფერი გვეშველებაო!!!!!




ხოდაააააააააააა დაიჭირეთ იმედი არ გაუშვათ ეგ "ოინბაზი" გულიდაააააააააააააააააან!!!!




რუსეთს გაედოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო !!!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]