Page 5 of 17

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 09 აგვ 2006, 10:28
by gobe
Gvalva,
:oops: :oops: :oops:
კი ბატონო, ჯანიც გავარდეს, ოღონდ ფოტოს ზომის სტანდარტი არ ვიცი, ალბათ 3X4-ზე ან პასპორტის სურათის ზომის, ხომ? რაც შეეხება ჰალსტუხს, მხოლოდ მაოს ნაჩუქარი ჰალსტუხით გადავიღებ სურათს. :)

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 09 აგვ 2006, 10:40
by guruli
ოფტოპიკისთვის ბოდიში, მაგრამ, მგონი, gobe ჰალალად იმსახურებს კარავის ემბლემიან ჰალსტუხს.
:D

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 10 აგვ 2006, 10:55
by gobe
guruli,
:shock: -> :idea: -> :lol:

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 10 აგვ 2006, 16:35
by gobe
კარ(ა)ველებო,
მე ვფიქრობ, რომ მუცოში წასასვლელად მზად ვიქნები 13-16-აგვისტოს ფარგლებში, თუმცა ალბათ 2 დღეში უფრო ზუსტად მეცოდინება აგვისტოში შევძლებ თუ არა წასვლას.
მივეკუთვნები უმანქანო პირთა კატეგორიას :)

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 12 აგვ 2006, 01:37
by gobe
კარ(ა)ველებო,
სავარაუდოდ 17 აგვისტოდან არ ვიქნები თბილისში - მივჯალაბობ ბათუმში აგვისტოს ბოლომდე. თუ "მაკარონის აქციის" მონაწილეებმა 15 აგვისტომდე ვერ მოვაბით თავი მუცოში წასვლას, თუ რამე დაგჭირდათ ჩემი მხრიდან, ელსმენის ნომერი და კოორდინატები ექნებათ Gvalva-ს, Mao-ს, lashas-ს. სექტემბრის პირველივე დღეებიდან კი კვლავ გენაცვალოთ ჩემი თავი. :wink:

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 13 აგვ 2006, 19:06
by lama
მეც შემოგიერთდებით:)

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 15 აგვ 2006, 10:00
by Giorgi Bagrationi
ყველას! ყველას! ყველას!
როგოგრც ვვარაუდობდი ჩემი მეგობარი მიდის მანქანით ზეგ ანუ 17 აგვისტოს მუცოში და რისი გაგზავნაც შეიძლება დამიკავშირდით (899-57-52-64) და ჩემთან შევაგროვოთ, რადგან შალვა (მუცოში რომ მიდის) ჩემი მეზობელია და წასვლისას მანქანაში გადავულაგებ. სავარაუდოდ სახლში რომ ვიყო დავთქვათ თუნდაც ხვალ საღამოს 9-10 საათზე.

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 15 აგვ 2006, 10:37
by Kakha
გვალვა,

მგონი კარგი იქნება თუ გიორგის ბოლო პოსტს სასწრაფოდ გამოტან ზემოთ და წითლად, როგორც გასვლების განცხადებებს ვაკეთებთ ხოლმე, თუმცა ერთი განსხვავებით თუ ტექნიკურად შესაძლებელია - ბმული პირდაბპირ გიორგის პოსტზე, რომ მოხვდეს, თორემ მე ხუთივე გვერდი წავიკითხე, რომ გავრკვეულიყავი რა ხდებოდა.

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 15 აგვ 2006, 12:25
by gobe
Giorgi Bagrationi,
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის.

კარ(ა)ველებო,
იქნებ, შეძლებისდაგვარად ვინც რა მოვაგროვეთ, გიორგის მივაწოდოთ როგორმე. ამ ჯერზე მე შემიძლია ტანსაცმლის გაგზავნა, ოღონდ როგორ მოვახერხებ ფიზიკურად ჯერ არ ვიცი - ტანსაცმლის ნაწილი სახლში მაქვს, ვაკეში, ნაწილი კი სიდედრ-სიმამრთან ნაძალადევში.
რაც შეეხება წამლებს, ალბათ ჯობია ჩვენ თითონ გადავცეთ სექტემბერში, რადგანაც მაგ დროისთვის მიკა ექიმიც :) თბილისში იქნება. ეხლა კი მაინც გაფანტულები ვართ როგორც ჩანს. სექტემბერში უფრო შევგროვდებით და ერთობლივი ძალებით საკვებ პროდუქტებსაც (ფქვილი, მაკარონი, შაქარი) ვიყიდით.
საინტერესოა თქვენი აზრების მოსმენა, თუ ვინ რას ფიქრობს ყოველივე ამაზე.
ცნობისათვის, მე შვებულებაში გავედი და თბილისში ვიქნები კიდევ 3 დღე :wink: .

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 15 აგვ 2006, 12:46
by Gvalva
მე ქველმოქმედების გამოცდილება არ მაქვს :oops: და როგორც იტყვით ისე გავაკეთოთ. ხვალ უფრო ჩავუჯდები ინტერნეტს და დავილაპარაკოთ...

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 15 აგვ 2006, 20:39
by Mao
gobe

getanxmebi

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 18 აგვ 2006, 22:56
by Giorgi Bagrationi
ახლახან ველაპარაკე ჩემ მეგობარს და მითხრა, რომ დავალება შეასრულა და დიდი მადლობებიც დაუბარებია. ძალიან გახარებია. :wink:

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 02 სექ 2006, 12:31
by gobe
ძვირფასო კარ(ა)ველებო,
მოგესალმებით უკვე თბილისიდან. მე მცალია მთელი კვირის განმავლობაში. აბა, არა ვქნათ რამე? არ დავიძრათ მუცოსკენ? თანაც ალბათ რაღაც-რაღაცეები უკვე შეგროვებულიც გვექნება დაიაურებისათვის. ალბათ მეტ-ნაკლებად უკვე თბილისელები ვართ. არა მგონია, რომ ორდღიანი გასვლა პრობლემა იყოს ჩვენთვის. იქნებ მოვიცალოთ როგორმე. იქითა კვირის ჩათვლით ნებისმიერი დღე მაწყობს, თანაც აჯობებს დროზე წავიდეთ, თორემ მერე კიდევ რაღაც გამოჩნდება: ან სამსახურებში გავიჭედებით, ან რამე სხვა. მოკლედ მე მზად ვარ.
მააააშ აბა, შევეხმიანოთ ერთმანეთს! :)

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 02 სექ 2006, 13:40
by guruli
gobe
მოგესალმებით უკვე თბილისიდან. მე მცალია მთელი კვირის განმავლობაში. აბა, არა ვქნათ რამე? არ დავიძრათ მუცოსკენ? თანაც ალბათ რაღაც-რაღაცეები უკვე შეგროვებულიც გვექნება დაიაურებისათვის. ალბათ მეტ-ნაკლებად უკვე თბილისელები ვართ. არა მგონია, რომ ორდღიანი გასვლა პრობლემა იყოს ჩვენთვის. იქნებ მოვიცალოთ როგორმე. იქითა კვირის ჩათვლით ნებისმიერი დღე მაწყობს, თანაც აჯობებს დროზე წავიდეთ, თორემ მერე კიდევ რაღაც გამოჩნდება: ან სამსახურებში გავიჭედებით, ან რამე სხვა. მოკლედ მე მზად ვარ.
მააააშ აბა, შევეხმიანოთ ერთმანეთს!
მე ახლაც მზად ვარ წასასვლელადაც და თუ ტრანსპორტის გამო, მაგის საშუალება არ იქნება, რაღაც-რაღაცების გასაგზავნად. მოკლედ, ისევ თქვენთან მიგულეთ.

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 02 სექ 2006, 14:13
by caucasica
მეც თქვენთან ვარ!!!
guruliისე აჯობებდა რომ კარველებიც წავსულიყავით ,თუნდაც მარშუტკა გვექირავა :?