Page 5 of 6

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 04 იან 2012, 01:02
by QAQUCA
აბა ავიტაცეთ გიორგუნებმა :lol: :lol: :lol:

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 04 იან 2012, 10:17
by Ketevan Guliashvili
QAQUCA wrote:აბა ავიტაცეთ გიორგუნებმა :lol: :lol: :lol:
;)

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 05 იან 2012, 15:54
by Ketevan Guliashvili
რაჭული ალილო

ალილო
ალილო და
ალი–ალილო და აქა ალი–ალილო აქა ალილო
აქა ალილო
აქა ალილო
ბევრი
ბევრი ახალ წელი წელიწადი
აქა ალილო
აქა ალილო
აქა ალილო
შობა
შობა ღმერთმა გაგვი–გაგვითენოს
აქა ალილო
აქა ალილო
აქა ალილო
ალი–ალილო და აქა ალი–ალილო ბევრი ალილო აქა ალილო

ასრულებს შავნაბადა http://www.alazani.ge/saqartvelos-kutxe ... i-folklori

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 05 იან 2012, 16:07
by Ketevan Guliashvili
რაჭული ლალე

ლალე – შემოსულა შემოდგომა, გიორგობის თვეო /2 ჯერ/
ლალე – რატომ არ ჩამოიარე ქვე რომ დაგიბარე /2 ჯერ/
ლალე – მიტომ არ ჩამოვიარე როი არ იყო მთვარე /2 ჯერ/
ლალე – გელოდი და არ მოხვედი ცრემლი ბევრი ვღვარე /2 ჯერ/
ლალე – ღამის თორმეტ საათამდე ჭრაქი ვაპარპარე /2 ჯერ/
ლალე – ჭრაქი რომ გამომელია ლამფა ვაპრიალე /2 ჯერ/
ლალე– წავიდა და აღარ მოვა ის წყეული ღამე /2 ჯერ/
ლალე – რა ლამაზად შემოსულა გიორგობის თვეო ლალე

სრულდება სოლისტისა და გუნდის მონაცვლეობით.

ასულებს სათანაო: http://www.alazani.ge/saqartvelos-kutxe ... i-folklori

ასრულებს სნო: http://www.youtube.com/watch?v=0TvNHwMU ... re=related

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 05 იან 2012, 18:47
by QAQUCA
Ketevan Guliashvili wrote:რაჭული ლალე

ლალე – შემოსულა შემოდგომა, გიორგობის თვეო /2 ჯერ/
ლალე – რატომ არ ჩამოიარე ქვე რომ დაგიბარე /2 ჯერ/
ლალე – მიტომ არ ჩამოვიარე როი არ იყო მთვარე /2 ჯერ/
ლალე – გელოდი და არ მოხვედი ცრემლი ბევრი ვღვარე /2 ჯერ/
ლალე – ღამის თორმეტ საათამდე ჭრაქი ვაპარპარე /2 ჯერ/
ლალე – ჭრაქი რომ გამომელია ლამფა ვაპრიალე /2 ჯერ/
ლალე– წავიდა და აღარ მოვა ის წყეული ღამე /2 ჯერ/
ლალე – რა ლამაზად შემოსულა გიორგობის თვეო ლალე

სრულდება სოლისტისა და გუნდის მონაცვლეობით.

ასულებს სათანაო: http://www.alazani.ge/saqartvelos-kutxe ... i-folklori


ამას ლალე ქვია თუ გიორგობის თვე ?


რაც გინდა ის დაარქვით მე ძალიან მიყვარს!!!

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 06 იან 2012, 19:23
by Ketevan Guliashvili
QAQUCA wrote:


ამას ლალე ქვია თუ გიორგობის თვე ?
რაჭული ლალე:)

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 07 იან 2012, 16:40
by QAQUCA
Ketevan Guliashvili wrote:
QAQUCA wrote:


ამას ლალე ქვია თუ გიორგობის თვე ?
რაჭული ლალე:)

რაც გინდა დაარქვით ძალიან კი მიყვარს და... :wink:

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 21 თებ 2012, 20:53
by Ketevan Guliashvili
ზამთარი
(კახური)

ზამთარი ვარდსა დააჭკნობს
ფურცელი ჩამოსცვივაო,
ლამაზი ქალის თვალთაგან
ცრემლები გადმოსცვივაო.


http://www.alazani.ge/saqartvelos-kutxe ... i-folklori

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 21 თებ 2012, 22:12
by qvevri
Ketevan Guliashvili wrote:ზამთარი
(კახური)

ზამთარი ვარდსა დააჭკნობს
ფურცელი ჩამოსცვივაო,
ლამაზი ქალის თვალთაგან
ცრემლები გადმოსცვივაო.


http://www.alazani.ge/saqartvelos-kutxe ... i-folklori
ეს კახური სიმღერა ვეფხისტყაოსნის მოტივზეა შექმნილი...

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 22 თებ 2012, 11:57
by Ketevan Guliashvili
qvevri wrote:
Ketevan Guliashvili wrote:ზამთარი
(კახური)

ზამთარი ვარდსა დააჭკნობს
ფურცელი ჩამოსცვივაო,
ლამაზი ქალის თვალთაგან
ცრემლები გადმოსცვივაო.


http://www.alazani.ge/saqartvelos-kutxe ... i-folklori
ეს კახური სიმთერა ფეფხისტყაოსნის მოტივზეა შექმნილი...
გვხვდება მისი ორი ვარიანტი - ქართლური (გრიგოლ ჩხიკვაძის ჩანაწერი) და კახური (დიმიტრი არაყიშვილის ჩაწერილი). ორივე სიმღერას გაბმული ბურდონლი ბანი ახასიათებს, მსგავსია მელიზმები, ინტონაციური და რიტმული საქცევებიც. თუმცა კახური "ზამთარი" ფრიგიული კადანსით მთავრდება, ქართლური კი სეკვენციით.

ასევე ვეფხისტყაოსანის სიტყვებს - „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი“ - ვნახულობთ, ქართლ-კახურ სუფრულ სიმღერაში „არ დაიჭირავს სიკვდილსა“ (არაყიშვილის მიერაა ჩაწერილი)

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 22 თებ 2012, 12:13
by Ketevan Guliashvili
ეს სიმღერაც ვეფხისტყაოსანის ტექსტზეა შექმნილი

ბინდისფერია სოფელი

(კახეთი)

ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება

იმასაც მოკლედ უვლია ვინც გძლად ეგონა იარა
თოფს ჟანგი შესჭამს ჟანგს მიწა, კაცის გულს დარდი იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღას
ჩვენ რას წავიღებთ იმქვეყნად, სხვას არა წაუღია რა.

ლექსო ამოგთქომ ოხერო თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე,
მოსთქომდნენ ჩემებ სწორები ფანდურის ხმაზედ ჰყვებოდნენ,
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვკვდებოდე,
მოსთქომენ ჩემებ სწორები, ფანდურის ხმასა ჰყვებოდნენ,
სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე.

სიმღერის სევდიანი განწყობა ეოლიური კილოთია გადმოცემული.

ასრულებს "ბასიანი":
http://www.alazani.ge/saqartvelos-kutxe ... i-folklori

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 22 თებ 2012, 12:30
by Ketevan Guliashvili
გურჯაანული ჩაკრული

(კახეთი)

კაცისა მიყვარს სტუმრობა კაცისა არნახულისა
დავწვი შეშა და ფიცარი, ფიცარი ჭირნახულისა,
ურმისა მორგვი დავხეთქე, ცეცხლი დავანთე გულისა,
ორკეცად ალი ამოსდის, ნახე დახვედრა სტუმრისა!

ასრულებს ვაჟთა ანსამბლი "შემოქმედი"

http://www.youtube.com/watch?v=W0Uwpz4LZlc

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 25 თებ 2012, 13:21
by Ketevan Guliashvili
სამიათას წელზე მეტი

სამიათას წელზე მეტი
გვიცხოვრია როგორც ერსა,
ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივარ
მაგრა ბევრსაც ბედნიერსა

მის: გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ
ჩვენ ტკბილ მრავალჟამიერსა /2-ჯერ/


ქართველ სისხლით შეღებილი
მტკვარი დღესაც არის მღვრიე
ქართველ დედის დაზრდილ შვილებს
მტრების სისხლი დაუღვრიათ.

მის: გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ
ჩვენ ტკბილ მრავალჟამიერსა /2-ჯერ/

http://www.youtube.com/watch?v=zgIYwMXw ... re=related

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 28 თებ 2012, 21:18
by Ketevan Guliashvili
რაჭული მაყრული

ო დელა ოო

ოოო დელი დელი დელი დელა

დელი დელა აბა დელა

აბა დელიააა აბა დელა

აბა დელი დელა ო დელა ოდელა

დელი დელაა ოოო

ოდელია დელი ოდელი ოდელა აბადელია აბადელია აბადელია აბადელა

აბა დელი დელა

ოო დერა ოდელა

აბადელია ნანინა

ოდელია

მოვდივართ მოგვიხარია /2ჯერ/
მოგვყავს ლამაზი ქალია

აბა დელი დელა

ოო დელა ოდელა

აბადელია ნანინა

ოდელია

მოვდივართ მოგვიხარია /2ჯერ/
მოგვყავს ლამაზი ქალია

აბა დელი დელა

ოო დერა ოდელა

აბადელია ნანინა

ოდელია

ქალი მოგვყავს ნათელია /2 ჯერ/
გაგვინათეთ სანთელიო.

ასრულებს ვაჟთა ანსამბლი შავნაბადა: http://www.youtube.com/watch?v=_bHQhb_kG3g

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 22 მარ 2012, 15:45
by Ketevan Guliashvili
აჭარული მაყრული


ჰერი–რე–ვო, ჰერი–რე–ვო
ჰე–ო–ეა ვოვ–დილო–ა–ა–და

ვორი ვოვდელი–ვორირა–რა
რირა–რერი–რა რერო–რა



ასრულებს ვაჟთა ანსამბლი „ბასიანი“: http://www.alazani.ge/saqartvelos-kutxe ... i-folklori