Page 5 of 46

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 ნოე 2009, 01:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვისაც უნდა ისმინოს, ვისაც არა, გააგრძელოს წყლის ნაყვა -
როდესაც ქართული სურსათისა და ნაწარმის შეძენაზე ვლაპარაკობ, რატომ იგებს ზოგ-ზოგი1, რომ ნაგვის ყიდვისკენ მოვუწოდებ?
მოწოდება, ცხადია, ჯანსაღი საკვების ყიდვას გულისხმობს და ვთქვათ, რეზინიან ჩურჩხელას.

ვისაც, თვალი აქვს და გემოც, იმან რეკლმის გარეშეც იცის, რომ ჩაის "მარიამს" (სხვებსაც) პიტნის, ტყიბულის მწვანე და ოზურგეთის შავი ჩაი სჯობს.
ვისაც თვალი აქვს და გემოც, იმან კონკურენციის პირობებშიც მშვენივრად იცის, რომ გორის
ვაშლი მოლდავურზე უკეთესია, რომლითაც შარშან ბაზარი გააჯერეს.

უცხოური ნაწარმის წინააღმდეგი თუ ვინმეა, ის, ჩემი აზრით, უჭკუოა.
ზოგი1 ქართულს ნამდვილად სჯობს. ვთქვათ, სპირტიანი სასმელების ბევრი სახეობა.
უბრალოდ, ადამიანი რომ მოთქვამს, უცხოური სურსათით წალეკილია ქართული ბაზარიო, ადგეს და შეიძინოს სამამულო.
დაეხმაროს თანამემამულეს და მოითხოვს ყველგან ქართული (ვაზუსტებ იმათთვის, ვისაც
ჰგონია, რომ ნაგვის ან უხარისხოს შეძენას ვგულისხმობ) ხარისხიანი ნაწარმი.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 ნოე 2009, 09:49
by Ochokochi
GAMARJOBA SAKARTVELO


კარგად იცი, რომელი "პირველი" პოსტიც ვიგულისხმე და შენ კი რომელი მოგყავს ზემოთ? სიტყვებით თამაში არ გამოვა.

მოლანდებებზე როცა ლაპარაკობ, შენსკენ მოიკითხე, როცა თურქული კარტოფილი მოგელანდა და მოთქმაც ჩაგესმა. კორექტულობა დაიცავი მოქალაქევ, თორემ შენი დამრიგებლური ტონიდან გეტყობა ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე.

მეორეც,საიდან დაასკვენი რომ ისე გავიგეთ თითქოს ნაგვის ყიდვისკენ მოუწოდებ ხალხს? მცდარი დასკვნაა!

შენს გარდა ბევრი სხვაც ზრუნავს საქართველოზე და ვინ სიტყვით, ვინ საქმით, მეტად თუ ნაკლებად ეს კიდევ საკითხავია.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 ნოე 2009, 14:29
by Makena
ვინც რა უნდა ის მიირთვას, ვერავის აუკრძალავ ნესტლეს, სნიკერსს, მარსს, კოკაკოლას და სხვა მრავალ მისთანას.. თუმცა ერთს კი დავწერ რომ ეს კომპანიები გენური ინჟინერიით მიღებულ შაქარს იყენებენ დამატკბობლად, მგონი მადა დაგეკარგათ? :lol:
მოდით ერთმანეტის ლანძღვას თავი დავანებოთ და პრაქტიკულ რჩევებზე გადავიდეთ.

რა ნიშნის მიხედვით უნდა შევარჩიოთ ბოსტნეული იმისათვის რომ მეტნაკლებად დაცული ვიყოთ?
რამდენიმე რჩევა, დღეს ბოსტნეულს შევეხები.

შეეცადეთ შეიძინოთ საშუალო სიდიდის სტაფილო, კართოფილი, ჭარხალი, ბოლოკი და ა.შ
რადგან თუ ბოსტნეული ძალზედ მსხვილია, დიდი ალბათობაა რომ სასუქებით არის გაჯერებული.
ვიზუალურად სასურველია კარგად გამოიყურებოდეს ანუ არ იყოს ძლიერ დაგრეხილი და უფორმო, თუ რომელიმე მათგანს ჭიას შეამჩნევთ ეს კარგის ნიშანია რადგან მიუთითებს რომ ძლიერი პესტიციდები არ არის გამოყენებული, 10 დან 1 სტაფილო თუ ჭიანია ამაზე არ ინერვიულოთ, ის ჭიაც საჭიროა ბუნებისთვის, მასაც აქვს გარკვეული როლი ეკოსისტემაში.
თალგამის, ბოლოკის, ჭარხლის, სტაფილოს შეძენის დროს ხელი მოუჭირეთ ბოსნეულს და დარწმუნდით რომ ძირხვენა გაჭედილია და არა ფუტურო.
კომბოსტოს ხშირად დდტ თი წამლავენ, ამიტომ გარედან 2-3 წყება ფოთლები აუცილებლად მოაშორეთ და გადაყარეთ.
ზამთრის პერიოდში უარი თქვით კიტრისა და პომიდვრის ჭამაზე, რადგან ყველა გაჯერებულია სასუქებით და დამუშავებულია ძლიერი პესტიციდებით.
თუ პომიდორს გაჭრით და იგი შიგნით მწვანეა, ნუ შეჭამთ მას, რადგან იგი გარედან ხელოვნურად არის გაწითლებული.
მწვანილი გამდინარე წყალში რეცხეთ მინიმუმ 20-30 წუთი, რადგან მწვანილს რომელიც რატომღაც ხშირ შემთხვევაში ყველაზე უვნებლად მიიჩნევენ ძლიერი პესტიციდებით ამუშავებენ.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 ნოე 2009, 15:43
by ARCHILI
Makena


კარგი რჩევებია - მადლობა...

:)


იცი რა მინდა გთხოვო? აი, რაც არსებობს ქართულ ბაზარზე მართლაც ეკოლოგიური პროდუქტი, რომლის შესახებ შენ სერიოზულ ინფორმაციას ფლობ, იქნებ, მის შესახებ მოგვაწოდო ინფორმაცია...

რატომ ჯობია, მაგ ცულისტარა და ა.შ. ლობიო ან თუნდაც რითია საინტერესო, რა ჯდება, სად იყიდება თქვენი ოფისის გარდა და ა.შ. სხვადასხვა კულტურის შესახებ და მის შესაძლებლობებზე....

მოკლედ, საინტერესო და საჭირო ინფორმაცია...


თუნდაც თავის ფრაის-ლისტით...

და ა.შ.

ჩვენთვისაც საჭირო ინფორმაციაა

:)

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 ნოე 2009, 22:54
by Naia
Makena
ინც რა უნდა ის მიირთვას, ვერავის აუკრძალავ ნესტლეს, სნიკერსს, მარსს, კოკაკოლას და სხვა მრავალ მისთანას.. თუმცა ერთს კი დავწერ რომ ეს კომპანიები გენური ინჟინერიით მიღებულ შაქარს იყენებენ დამატკბობლად, მგონი მადა დაგეკარგათ? :)
სხვისი არ ვიცი და მე მართლა დამეკარგა :) ათასში ერთხელ თუ დავლევდი კოკა-კოლას და ახლა ალბათ საერთოდ აღარ გავიხედავ მისკენ :)

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 დეკ 2009, 15:00
by Makena
ARCHILI
საქართველოში ლობიო, სიმინდი, პომიდორი, წიწაკა, კარტოფილი, მზესუმზირა, ეს კულტურები სავარაუდოთ XVIII საუკუნეში შემოვიდა.
მანამდე რითი იკვებებოდა ქართველი კაცი:
საქართველოში რათქმაუნდა ყოველთვის მიირთმევდნენ მწვადს, ღვინოს, ქართულ დოლის პურს, თუმცა გარდა ამისა იყენებდნენ პარკოსნებს - ცერცვს, ცულისპირას, მუხუდოს, ოსპს, ძაძას.

ცერცვი-ენერგიის მომცემია, აძლიერებს პოტენციას (ქართული ვიაგრა)
ოსპი-ცერცვის საპირისპიროდ მოქმედებს, ამშვიდებს, აწონასწორებს, ამიტომ ოსპი შეჭამანდი მონასტრებში ძირითად საკვებს წარმოადგენდა.
ცულისპირა-რაჭასი სულისპირეულებს აცხობდნენ(ლობიანის ნაცვლად), ასევე ძალზედ გემრიელია შეკმაზული ცულისპირა.
ძაძა- ერთერთი ძალზედ გემრიელი და ნოყიერი პარკოსანია.
მუხუდო-ძალზედ ძვირფასი კვებითი ღირებულების მქონე პარკოსანია, მეომრები მუხუდოს მარცვალით დამზადებულ ჩურჩხელას იყენებდნე საკვებად ბრძოლების დროს.

ეს კულტურები ამავ დროულად ნაკლებ მომთხოვნი არიან ტენის მიმართ.
განსაკუტრებით მუხუდო და ცულისპირა, მათ მორწყავ თუ არა მაინც მოგცემთ მოსავალს ხოლო ლობიო თუ არ მოირწყო მოსავალს არ იძლევა.

მზესუმზირის ზეთის ნაცვლად გამოიყენებოდა სელის ზეთი რომელიც ჯავახეთში ითესებოდა მასიურად, ეს ზეთი დღესდღეობით მივიწყებულია, თუმცა მისი განსაკუთრებული ღირებულებების გამო(უძლიერესი ანტიოქსიდანტი და ანტიკანცეროგენია) ევროპამ ამ ზეთის გამოყენება დაიწყო, მას ცივად წურავენ და დილაობით სვავენ იოგურტში გარეულს იმისათვის რომ თავი დაიცვან სიმსივნეების გაჩენისგან.

ბოჭკოვანი სელი კოლხეთში ითესებოდა რომლისგანაც ტანსაცმელი მზადდებოდა, ნაწილი ექსპორტზე გადიოდა ეგვიპტეში.

გაგრძელება იქნება :wink:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 დეკ 2009, 17:02
by masai11
ხო, კარგი თემაა, აქტუალური. რჩევებიც გასათვალისწინებელია უდაოდ, ვიდრე ჯერ კიდევ ახალგაზრდებით ვართ (ზოგიერთები :P ) .

ეხლა მე გეეტყვით თქვენ, როგორ მზადდება სინამდვილეში, ქართულ ბაზარზე არსებული სხვადასხვა შებოლილი პროდუქტების უმრავლესობა _ ძეხვეული, ვიჩინები ,თევზი და ა.შ.
ნამდვილი, ჯანსაღი ხიხს ქერქისსაგან გადენილი ბოლით ძალინ იშვიათად ი თუ ამზადებს ვინმე პროდუქტს. ამის ნაცვლად ....
არსებობს ასეთი ქიმიური საშულება "თხევადი კვამლი" (ან ბოლი), რომელსაც სამწუხაროდ მასობრივად იყენენ სასურსათო წარმოებაში. ეს სითხე საშუალებას იძლევა ნამდვილი შებოლვის ხანგრძლივი და ხარჯიანი პროცესი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. რამოდენიმე წამი ამ სითხეში ან სულაც ამ სითხის გადასმაც საკმარისი რომ პროდუქტი შესაბამის სპეციფიურ სურნელს და ფერს იძენს. ასეთი სახით ხვდება ეს პროდუქტები გაყიდვაში. მაგალითად სანაპიროზე, "პივის" ქარხანასთან.
ნამდვილი წესით შებოლილი პროდუქტი, როგორც მეგეხსენებათ, დიდხანს ინახება და მათ შორის იმიტომ რომ შერება, სითხე ორთქლდება მისგან. სველი წესით , ქიმიურად " დაბოლი" პროდუქტები კი არ არიან მშრალი. ამიტომ თუ მაცივარში არ ინახავენ, მათში ლპობის პროცესი მიდის, ობდება და ..... :roll:
თუმცა ამის გარეშეც, თავად ქიმიური ბოლიც არ უნდა იყოს სასარგებლო ჩემი აზრით.
სხვათაშორის, თხევადი ბოლის საფუძველზე მზადდება სპეციალური ზეთი, რომელიც "კაფჩონი" გემოს აძლევს ნებისმიერ, მასში მოშუშულ პროდუქტს. მაგალითად შეგიძლიათ მიირვათ შემწვარი კარტოფილი შაშხის გემოთი და არამხოლოდ ეს.
აბა თქვენ იცით , არ დაიკლოთ ჯანსაღი კვება და სიამტკბილობა :lol:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 დეკ 2009, 17:22
by Makena
masai11
ლობიოს ხარშვის დროს რომ რამდენიმე წვეთი ასეთი საშუალება დაუმატო შებოლილი ლორის გემოს მიიღებს, ანუ რაჭული ლორის ჩადება ლობიოში მოხარშვისას საჭირო აღარ არის :?
ასეთივე წარმატებით იყენებენ მაგალითად არაჟნის გემოს მიმცემ საშუალებებს, რაღაც გაურკვეველ მასას დაუმატებენ არაჟნის არომატიზატორს და შემდეგ მომხმარებელს ჰგონია რომ არაჟანს მიირთმევს.

ჩაი - დღესდღეობით შესაძლებელია ჩვეულებრივი ბალახი დააქუცმაცო, დაასველო ჩაის არომატიზატორში და ერთჯერად პაკეტებში დააფასოვო, გემო ჩაის ექნება, ვიზუალურად ვერავინ ვერაფერს მიხვდება.... გვაბითურებენ :lol:
აი სადამდე მივიდა საქმე, მერე კიდე ვიღაცეები ამბობენ ბიოპროდუქტები ძვირიაო, საკუთარ ჯანმრთელობაზე ძვირი შეიძლება იყოს რამე?

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 დეკ 2009, 18:39
by Nephros
Makena wrote:ARCHILI საქართველოში [...] სიმინდი [...] სავარაუდოთ XVIII საუკუნეში შემოვიდა
ნწ, ნწ და ნწ!

სიმინდზე გავრცელებული ეს მოსაზრება მცდარია და არ ეკადრება ჯავახთუფალს!

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 დეკ 2009, 19:18
by Makena
Nephros
მე როგორც ვიცი სიმინდი XVII საუკუნეში შემოვიდა საქართველოში, მანამდე სიმინდის ნაცვლად ღომის კულტურას იყენებდა დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებელნი, სიმინდის ღომი ფსევდოა, ხოლო ნამდვილი ღომი ღომისღომისგან მზადდება :)

თუ უფრო ზუსტი ინფორმაცია გაქვს, გვითხარი :)

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 დეკ 2009, 19:30
by Makena
ეს გახლავთ მუხუდო
Image

Image

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 დეკ 2009, 19:30
by Makena
ჯავახეთის დიკა
Image

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 დეკ 2009, 19:31
by Makena
შავფხიანი დიკა
Image

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 დეკ 2009, 19:32
by Makena
ღომისღომი
Image

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 დეკ 2009, 19:32
by Makena
წითელი დოლი
Image