Page 5 of 78

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 ნოე 2007, 08:56
by popins
tama wrote:"დახუჭე თვალები, დახუჭე...
სინათლე ყველაფერს აფუჭებს..
სიბნელე მათრობს და მაჩუმებს...
არ გინდა?... ცხოვრებას გაჩუქებ...
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს...
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს...
გთხოვ შენი თვალები მაჩუქე
და შენი თითები მაჩუქე..
და შენი სიზმრები მაჩუქე...
და შენი ალერსი მაჩუქე...
დილა და საღამო მაჩუქე ...
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ...
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ...
დახუჭე თვალები დახუჭე...
სინათლე ყველაფერს აფუჭებს!"

სხვა ფორუმზე ვნახე შემთხვევუთ და რაღაცნაირად მომეწონა
რაღაცნაირაააააად?

მაგრა მომეწონა.

სიყვარული თუ კიდევ ვინმეს ძალუძს აღარ მგონია.:(((((((((

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 ნოე 2007, 09:02
by popins
მაღალ მთებს, ქარაფებს, აფრქვევდი მინანქააარს
ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახააავს
ალი ხარ, ქალი ხარ - მითხარი ვინაა ხააარ

არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გუუულიიი
მერე მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრულიიი
უფრთხილდი ლამაზო, მთა განაბულიააა
აქ ყველგან ქარიშხლით მთაც განაბულიააა

მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვვარდეეებიი
ძვირფასო, საშველად ნუ დაგვიანდეებიი
მე ყველა ნაპრალზე ეგ მეტად მაშინეეებს
კვლავ ხელი მომხვიე, კვლავ გადამარჩინეეე

მივდივარ, მივყვები ჭიუხში მთამსვლელეეებს
ხან ქარი მიბერავს, ხან წვიმა მასველეეებს
მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქციააა
წერაქვი მიჭირავს, წრიაქი მაცვიაა

:)


ჰოდა აი მაგარი ლექსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 ნოე 2007, 19:56
by guruli
popins
ჰოდა აი მაგარი ლექსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
შენ გაიხარე, დეიდა პოპინს. :D :D ნეტა იცოდე, მაგ ლექსს როგორ ვეძებდი. :D :D

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 ნოე 2007, 21:16
by popins
guruli

გ ე ხ უ ტ უ ნ ე :!:

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 ნოე 2007, 22:12
by გვალდა
მერიიიი,
ეს ბოლოს რომ დაწერე, სიმღერა ხომ არ არის?

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 ნოე 2007, 22:18
by tama
წამოდექ, ყრმაო, _ განთიადის ჩამოდგა ჟამი,
სიცოცხლის ლხინით აელვარდეს ეგ წმინდა ჯამი,
წამის წამია ჯილდო მყოფთა ამა ქვეყნისა,
ბევრიც ეძებო, ვერ იპოვო მაგგვარი წამი.


* * **
«ზღვას მომაშორეს», _ ქვითინებდა
პატარა წვეთი,
დარდს მისას ზღვისა ღიმი ედგა,
ვით ნათლის სვეტი:
ერთნი ვართ ყველა, ერთმანეთით
მიწყივ ვივსებით,
ნუ სევდიანობ, _ განშორება წუთია კენტი.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 ნოე 2007, 22:19
by guruli
გვალდა wrote:მერიიიი,
ეს ბოლოს რომ დაწერე, სიმღერა ხომ არ არის?
კი, სიმღერაა. მეც ეგრე მოვისმინე და მას შემდეგ ვეძებდი. :D

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 ნოე 2007, 22:27
by tama
თმის კულულები მწვანე
და ქალწულური მკერდი,
ო, არყო, ტანკენარო,
რუს რისთვის ჩააცქერდი?
რას გიჩურჩულებს ქარი?
რას ანცობს ქვიშა წმინდა?
თუ სავარცხელი მთვარის
დატოტვილ თმაში გინდა?
გულში რა ნაღველს იკლავ?
წუხილი სულ არ გშვენის,
შემოდგომის წინ მიყვარს
ეგ შარიშური შენი.
და ხემ გაიხსნა ბაგე,
გაიშრიალა მშვიდად:
«ერთ ვარსკვლავიან ღამეს
მწყემსი აქ ცრემლებს ღვრიდა,
მთვარე ფერავდა მუხებს,
შორს ქანაობდა ფიჭვი;
ხოლო ჩემს შიშველ მუხლებს
გულში იკრავდა ბიჭი.
აცახცახებულს, შემკრთალს
მითხრა: «მშვიდობით, მწველო,
კვლავ მოვფრინდებით შენთან
მე და პირველი წერო».

ესენინი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 ნოე 2007, 22:30
by გვალდა
guruli
ჰოო.. არ მომისმენია მგონი :roll: მაგრამ მოვისმენდი სიამოვნებით :!: .
ტექსტი რომ წავიკითხე "არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები"-ს ვუსმენდი, და იგივე მელოდიით ჩავიკითხე, თანაც პოპინსმა ისე სააგრძელა ბოლო ხმოვნები... ეს სიმღერა მინდა-თქოოო, ჩავიბურტყუნე ხმამაღლა :) :)

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 04 ნოე 2007, 22:37
by guruli
გვალდა
"არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები"-ს ვუსმენდი, და იგივე მელოდიით ჩავიკითხე,
რაღაცით კი ჩამოჰგავს მაგას, რადგან მთიელთა სიმღერებს საერთო ნამდვილად აქვთ, მაგრამ მაინც ბევრად განსხვავდება მაგისგან.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 05 ნოე 2007, 02:28
by Archil
მთას თოვლი ვნახე
ბარს დამრჩა გული
თქვენ მოგიძღვენით
ეს ლექსი წუთში

ესენინი

თარგმანი: ომარ ხაიამი
რედაქტირება: ჰაფეზი

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ხალხო, რა გჭირთ, თქვენ ვეღარ წერთ თუ? კალამი დაგიჩლუნგდათ? კლასიკოსები რომ კარგად წერენ, მაგი ვიცით, თქვენი გულის ნათქვამი გამაგონეთ

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 05 ნოე 2007, 11:58
by meore monadire
ჭიუხში შმაცინებამ ჯიხვთ მწყემსა ქალაისამ

ეცხვისად შამახეთქებამ ჩრდილასად მზისპირასამა

ზატვრის ხელფიცხად ტრიალმა გაწირვამ ხარლაღისამა

ჭალისკენ გამოგორებამ ჩაჯახჯუხებამ რქისამა

არწივის ჩამოქროლვამა წაღებამ წილკერძისამა

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 06 ნოე 2007, 16:55
by sanata
* * *

ჩემ მტკივან თვალებ გენაცვლოს,
ჩემი ოჯახის ცალასა,
ვაჟები ბევრი მიმოდის,
შენფერა ერთიც არ ასა...
შენგან ნათქვამი შაირი,
გულს სხვანაირად ჰბზარავსა,_
ცეცხლსაც შენებურ მიკიდებ
ფეხშიშველ ფშავლის ქალასა...
მე ხან გულსნაკრავ ტყვია ვარ,
ხან მალამო და სალბუნი,
ზოგჯერ გულის ჯავრს ვკივივარ,
ხან ვგალობ, როგორც ფანდური...
სატევარი ვარ ფხაბასრი_
სატევარზე რომ ისინჯვის,
რა ვქნა, დანახვის წუთიდან
შენი დაკარგვის შიში მჭირს...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 08 ნოე 2007, 16:18
by caucasica
ვაგლახ, რომ მართლაც სად არა ვარ ნაწანწალები,
ხან ლაზღანდარა და მასხარა ვიყავ საწყალი,
ვფლანგე სიმდიდრე, შეძენილი დიდის წვალებით
და ძველი გრძნობა ახალ ტრფობით შევურაცხვყავი.
ჭეშმარიტება არ მიყვარდა შმაგბუნებიანს,
ჭეშმარიტება არ მინდოდა ნათლად მენახა,
მაგრამ გულის ისევ სიჭაბუკე დაბრუნებია
და უკვე ვიცი, ჩემი სატრფო მხოლოდ შენა ხარ.
უკვე დასრულდა ჩემი გზები სახეტიალო,
აღარ დავეძებ ტრფიალებას გაუთავებლად,
ვერას დამაკლებ, ცთუნებათა მახევ, ტიალო,
რადგან ვიპოვე სიყვარულის წმინდა ღვთაება.
კარგო, შენი ვარ, შეისმინე ჩემი მუდარა,
შენი ნათალი მკერდი მინდა ნავსაყუდარად

შექსპირი 110

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 08 ნოე 2007, 16:19
by Naia
caucasica
როგორ მიყვარს ეგ სონეტი...

რა კარგია, რომ დადე :)