Bocho wrote:სამარშუტო ტაქსი კი მოძრაობს მოცემული მარშუტით და მას სვლაგეზიდან(ცნობისათვის, მარშუტის ქართული შესატყვისი სიტყვაა)

ვერ გადაახვევინებ(თუ იარაღით არ აიძულებ)
სამარშრუტო ტრანსპორტს აბრებზე კომინუსტურ საქართველოში "სვლაგეზის ტაქსი" ეწერა, ხოლმე.
სიტყვა "სვლაგეზი" ქართულმა ენამ, რატომღაც, ვერ მიიღო.
ალბათ, იმიტომ, რომ ხელოვნურად შემოგდებული სიტყვა იყო.
დიდი ხნის მანძილზე ამ სიტყვას ვწერდი კიდეც.
ხან და ხან, ახლაც ვწერ, ოღონდ მაშინ, როდესაც "სამარშრუტო ტაქსია" მოსახსენებელი.
"მარშრუტი" გერმანული სიტყვაა და მისი გაქართულებული შესატყვისია
"გეზი".
მიმაჩნია, რომ სწორედ მას უნდა ვამბობდეთ.
რაც შეეხება მცირე ზომის ატობუსს, ის ყველა შემთხვევაში "სვლაგეზის ტაქსი" არაა, ისევე,
როგორც ყველა მანქანა "ტაქსი" არ არის.
კი, ბატონო, დაუძახეთ მიკროავტობუსი, მაგრამ ეს "მარშრუტკა" რაღა უბედურებაა