ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Linda » 13 აგვ 2008, 20:43

Naia

BBC-ze vnaxe eg info.. da cota ar iyos vinerviule

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Naia » 13 აგვ 2008, 20:45

Linda wrote:Naia

BBC-ze vnaxe eg info.. da cota ar iyos vinerviule
რომელი ინფო?

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by popins » 13 აგვ 2008, 20:46

რომ თბილისში შემოდიოდნენ.ბბს ზე ც იყო და სნნ-ზეც
lenchiamal

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Naia » 13 აგვ 2008, 21:29

რამდენიმე წუთის წინ თბილისის აეროპორტში დაჯდა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოში პირველი ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა. ტვირთი მოიცავს საძილე ტომრებს, საბნებს და ლტოლვილებისთვის აუცილებელ სხვა ნივთებს.

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Varvara » 13 აგვ 2008, 22:48

Linda

მინდოდა ზუსტი ციტატა მომეტანა იმ ნიუსიდან რაც იდო სიენენზე - მაგრამ უკვე აღარ დევს იმ სახით რა სახითაც იდო.

იქ ეწერა, რომ რუსული ჯარები იმყოფებიან გორიდან 10 კმ-ის რადიუსში რომ დემილიტარიზაცია მოეხდინათ იმ ტერიტორიის. იქ ეწერა, რომ რუსეთის მთავრობა არ ადასტურებს რომ რუსეთის ჯარები მოდიან თბილისისკენ. არ ეწერა იქ რომ ტანკები თბილისისკენ მოდიანო.

ძალიან პანიკა იყო დღეს საღამოს და ბევრი ჭორი.

არავის არ ვუჯერებ ინფორმაციის მოტანის დროს, ყოველთვის ვკითხულობ სხვადასხვა საიტების ბოლო ინფორმაციას (განსაკუთრებით უცხოურის რადგან მათ სპეცკორები ზუსტად წინა ხაზზე არიან) და ვცდილობ რომ ჩემს გარშემო ჭორის და პანიკის პატარ-პატარა კერები ასე ჩავახშო.

ხომ გრძნობთ, რომ ეს სპეციალურად ხდება - ნაიას აბსოლუტურად ვეთანხმები.

მიდის ხალხის ნერვებზე თამაში, რომ ხალხის მოთმინების ფიალა ამოიწუროს
(უსმინეთ საზოგადოებრივ არხს და ნახეთ რას ლაპარაკობენ რუსეთის სპეციალური სამსახურების შესახებ). არ მინდა აქ დავწერო მარა ხვდებით რას მიზანს ემსახურება ასეთი ქმედებები.

ზუსტად ეხლა არ უნდა წამოვეგოთ ასეთ პროვოკაციებს.

მოვა დრო, როცა ყველაფერი შეფასდება და ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა.

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by kiki » 13 აგვ 2008, 23:21

georgiawar@gmail.com

განათლების სამინისტრომ გვთხოვა გავავრცელოთ ეს მისამართი. აქ უნდა გავაგზავნოთ ნებისმიერი ინფორმაცია. ფოტოები, ისტორიები, ფაქტები, მრომლებიც ჩვენ მოგვეპოვება. შემდეგ ეს ინფორმაცია გავრცელდება საერტაშორისო საიტებზე. ეს არის ინფორმაციული ომის აუცილებელი სეგმენტი. წინასწარ მადლობა თანამშრომლობისთვის

ნ--------------------------------

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფომაციით, რუსულმა საჯარისო შენაერთებმა გორის შესასვლელთან მდებარე ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო საბაჟო-გამშვები პუნქტი განათავსეს.
რუსი ჯარისკაცები მაგისტრალზე ყველა მანქანას აჩერებენ და ამოწმებენ. მძღოლებს გზის გასაგრძელებლად ე.წ. საბაჟოზე თანხის გადახდაც უწევთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ქმედებას ძალისმიერ და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევად აფასებს, რითაც რუსეთის მხარე საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ ავლენს აგრესიასა და ოკუპაციას.

მეჯვრისხევის მოსახლეობა სოფელს ტოვებს

მეჯვრისხევის მოსახლეობა სოფელს ტოვებს.
სოფელ მეჯვრისხევში, რომელიც გორიდან 17 კილომეტრში მდებარეობს ოსი სეპარატისტები, კაზაკები და რუსი ჯარისკაცები არიან შესული.
მოსახლეობის განცხადებით, ოსებისა და კაზაკების მიერ სოფელი იძარცვება და სოფლის მცხოვრებლები იძულებულნი არიან მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად თბილისისკენ ფეხით წამოვიდნენ.
მეჯვრისხევს, სადაც 1400 კომლი ცხოვრობს, ოსებით დასახლებული სოფელი ღრომი ესაზღვრება.

ვანო მერაბიშვილი - ხვალ დილამდე თბილისი ხაშურის მაგისტრალზე მოძრაობა მთლიანად აღდგენილი იქნება

ხვალ დილამდე თბილისი ხაშურის მაგისტრალზე მოძრაობა მთლიანად აღდგენილი იქნება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დრომდე მაგისტრალი ნატახტარამდე დაკეტილი იყო, ახლა კი მოძრაობა 10 კილომეტრით წინ გადაიწევს და მოძრაობა იგოეთამდე აღდგება.
"ჩვენ შევამოწმებთ მთელ მაგისტრალს, იმ ნაწილებს, სადაც რუსეთის ჯარი იდგა და ყოველ ნახევარ საათში მოძრაობას წინ გადავწევთ",_განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პოლიცია მთლიანად განაახლებს პატრულირებას გზაზე, ყველა რეგიონსა და სოფელში და სრულად უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას.
ამასთან, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა გორში სრულად აღდგეს სახელმწიფო დაწესებულებებისა და პოლიციის ფუნქციონირება. მერაბიშვილმა ბოდიში მოუხადა იმ მგზავრებს, რომლებმაც ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილებისას გარკვეული ზარალი განიცადეს და დასძინა, რომ ასეთ ფაქტებს მომავალში ადგილი აღარ ექნება.

იტალია მზად არის საქართველოში 1000 კაციანი სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტი გამოგზავნოს

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი საქართველოში სამშვიდობო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებას მიიღებს, იტალია მზად არის საქართველოში 1000 კაციანი სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტი გამოგზავნოს.
ამის შესახებ იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა ნათია სულავამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დასახმარებლად იტალიამ უკვე გამოყო 200 ათასი ევრო, ხოლო იტალიის "წითელმა ჯვარმა" - 500 ათასი ევრო.

ილია მეორე - მართლმადიდებელი რუსეთი მართლმადიდებელ საქართველოს ებრძვის და ამ დაპირისპირებაში ყველა წაგებულია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, ღვთის ძალით საქართველოში მშვიდობა დაისადგურებს.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს ომში დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. პანაშვიდის დაწყებამდე უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი რუსეთი მართლმადიდებელ საქართველოს ებრძვის და ამ დაპირისპირებაში ყველა წაგებულია. მან იმედი გამოთქვა, რომ უფალი არ გასწირავს საქართველოს და რომ საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფარა თავისი კალთა. "ქართველი ერი რწმენით, სიყვარულითა და მოთმინებით შეხვდება ყოველივეს",-აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, დაეხმარონ დევნილებს და გაჭირვებულებს. ამ მიზნით, საპატრიარქოში შემოწირულობები გროვდება.
"ღვთის მადლით ყველაფერი კარგად დამთავრდება. უნდა გავაძლიეროთ კეთილი საქმეების კეთება და უფლის მადლით მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში", _ ბრძანა პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, მიიტანონ მათთან გარდაცვლილ მებრძოლთა სახელები და ეკლესია მათი სულებისთვის ილოცებს.

სამთავისის ეპარქიის წინამძღვარს სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე აღარ ემუქრება

სამთავისის ეპარქიის წინამძღვარს სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე აღარ ემუქრება.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ეპარქიის წინამძღვარს შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ეპარქიიდან რუსებმა ყველაფერი გაიტანეს და წინამძღვარს ავტომანქანაც წაართვეს.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by pataputina » 13 აგვ 2008, 23:24

აი შედარებით კარგი ინფორმაცია ძილის წინ..........






რუსი გენერლის განცხადებით, ხვალიდან გორს ქართული პოლიცია გააკონტროლებს




რუსი გენერლის ვიაჩესლავ ბორისოვის განცხადებით, ხვალიდან გორს ქართული პოლიცია გააკონტროლებს. ამის შესახებ მან გორის შესასვლელთან მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბორისოვის თქმით, ისინი გორში არც არასდროს ყოფილან გამაგრებულები და მის მიმდებარე მიდამოებიდან რუსები ხვალიდან გავლენ. ბორისოვმა უარყო ინფორმაცია, თითქოს გორში კაზაკები იყვნენ და მაროდიორობდნენ.
როგორც მან აღნიშნა, მაროდიორობის ფაქტები არ ყოფილა, ხოლო საეჭვო რამდენიმე მანქანა თავად გააჩერა და იარაღი ჩამოართვა. ბორისოვმა ჟურნალისტებს წარუდგინა ალექსანდრე მაისურაძე, რომელიც გორის ადმინისტრაციული პოლიციის უფროსის მოვალეობას შეასრულებს. მაისურაძემ განაცხადა, რომ გორში ამჟამად სიმშვიდეა. თუ როდის შეეძლება მოსახლეობას სახლებში დაბრუნება, ეს მაისურაძეს არ დაუკონკრეტებია.
მოსახლეობა, სავარაუდოდ, გორში ქართული პოლიციის შესვლის შემდეგ დაიწყებს დაბრუნებას. მაისურაძის თქმით, გორს ამჟამად ელექტროენერგია და სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდება. მაისურაძესთან ერთად გორში იმყოფებოდა უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია, რომელსაც ჯერ გორი არ დაუტოვებია.
ლომაიასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ ცოტა ხნის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ერთ-ერთი დაჭრილი ქართველი გამოიყვანეს და ის თბილისში მოჰყავთ.




:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by paata_ » 13 აგვ 2008, 23:30

საქართველო გულივითაა - ხან გაფართოვდება, ხან შეიკუმშება

ეხლა შეკუმშვის სტადიაშია და მალე კვლავ გაფართოვდება

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by bela » 13 აგვ 2008, 23:41

pataputina

ძალიან კარგია ინფორმაცია გაქვს სიხარულო, მაგრამ ზუსტად ამ მომენტში ჩვენი პრეზიდენტი სულ სხვა რამეს ლაპარაკობს...

paata
საქართველო გულივითაა - ხან გაფართოვდება, ხან შეიკუმშება

ეხლა შეკუმშვის სტადიაშია და მალე კვლავ გაფართოვდება

შენმა სიტყვებმა ძალა შემმატა...

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by აცაბაცა » 13 აგვ 2008, 23:45

paata_ wrote:საქართველო გულივითაა - ხან გაფართოვდება, ხან შეიკუმშება

ეხლა შეკუმშვის სტადიაშია და მალე კვლავ გაფართოვდება
გაფართოვდება და თავისი სიყვარულით და სათნოებით წალეკავს ბოროტებას!!!! :სევდიანღიმილიანისმაილიკი:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by აცაბაცა » 14 აგვ 2008, 00:23

ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by აცაბაცა » 14 აგვ 2008, 00:23

ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!



User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Int3lig3nt » 14 აგვ 2008, 02:25

Tamari-ch.
ასეთი ბმულების დადების დროს, კარგი იქნება, თუ მივაწერთ, რომ შეიცავს ისეთ სურათებს, რომლის ნახვაც არ არის რეკომენდირებული, სუსტი ნერვების პატრონთათვის :roll:
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]