ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 12 აგვ 2008, 22:03

ახლა შემოვედი და გააფთრებული ვარ... ამათ სისხლს დავლევდი, რომ სემეძლოს...

ერი დაგვიჩოქეს და დაგვიჩმორეს და აქ სიმღერა და ტინგიცობაა..

სამაჩაბლოსკენ ტყეებში ჯერ კიდევ არიან დაჭრილი და დაკარგული ჩვენი ჯარისკაცები და არავის ზრუნავს მათ სიცოცხლეზე...

ორ დღეში რამდენიმე ათასი რჩეული ახალგაზრდა, ძმები, დედები და მამები დაგვეღუპა და აქ გლოვის ნაცვლად ეთერ კაკულიების ცანცარობა გრძელდება...

სულში ჩაფურთხებულები და გათელილები ვართ, კუდამოძუებულები და გათელილ-გადათელილები, დამარცხებულები კი არა მხოლოდ, გადამარცხებულები და აქ გამარჯვებაზე ყბედობენ.., რის გამარჯვება? რის სიხარული? თანამდებობები რომ შეინარჩუნეს, იმისი?...

ერთმანეთზე უკეთესი ახალგაზრდები რომ დავკარგეთ, იმისი?..

საზღვრები რომ კიდევ შეგვიმცირდა, იმისი?

ქვეშაფსია მეთაურები რომ გვყავს, იმისი?

დედა ვატირე ამათი... ამათ სისხლს დავლევდი... ამათი...

და ხალხი...

ხალხი... ცხვრები... ბატკნები... ბღავილისა და ტინგიცის მეტი რომ არაფერი შეგვიძლია...

ღმერთმა შეგვინდოს, ჩვენ არც ერი ვართ... აღარც ეთნოსი... ქართველები აღარ ვარსებობთ...

ღმართმა შეგვინდოს, რომ შევბილწეთ მისი ერი და მისი კურთხევა...

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by გვალდა » 12 აგვ 2008, 22:21

ნუ გაათბილისფორუმგეებთ აქაურობას თორემ ძალიან გამიტყდება!
თქვენც გაგიტყდებათ :oops:
სვანეთოლოგი

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Duckling » 12 აგვ 2008, 22:39

ჩემი აზრი ასეთია, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, აუცილებლად მოხებოდა, ეს სისხლისმსმელი რუსეთი ასე ვერ გაჩერდებოდა!
საქართველოს დაპყრობა უნდა და თან ძალიან უნდა ამ ეტაპზე და ძალიან აწყობს ქართველები მთავრობას აუჯანყდნენ! ეს არ უნდა დაუშვას არავინ რა დონეზეც ვერ უნდა იტანდეს მიშას, ეს მერესთვის უნდა გადაიდოს, პირადად მე ვფიქრობ რომ მიშას არ შეეძლოს ამ საშIნელების თავიდან აცილება, ერთადერთი რაც შეეძლო ალბათ გადადებაა, მე ამწუთას გვერდში ვუდგავარ ჩემი ქვეყნის მთავარსარდალს და პრეზიდენტს, რუსების გულის გასახეთქად
Last edited by Duckling on 12 აგვ 2008, 22:53, edited 1 time in total.

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by paata_ » 12 აგვ 2008, 22:52

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 175 ადამიანი



დღევანდელი დაბომბვების შედეგად მკვეთრად გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა.
როგორც რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 175 ადამიანი.
ეს რიცხვი, მინისტრის განმარტებით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შედეგად მოხდა. კერძოდ, ეს ეს შეეხება გორის, ქარელისა და სხვა ტერიტორიების დაბომბვას.
კვიტაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი აღარ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიების დაბომბვას და მსხვერპლთა რაოდენობა აღარ გაიზრდება.
მისივე თქმით, მიუხედავად რუსული ჯარის წინააღმდეგობისა, ქართველი ექიმები მაინც ახერხებენ გორის და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან დაჭრილების გამოყვანას.
ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველომ ძალიან დიდი ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დახმარების გამოგზავნა არ უთხოვია.
მინისტრის თქმით, საქართველოს დაუგროვდა საკმაოდ დიდი ოდენობის დახმარება და უკვე დასაწყობების პრობლემა იქმნება. ამიტომ მინისტრმა მიმართა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და სახელმწიფოს, ნუღარ გამოგზავნიან სამედიცინო მედიკამენტებს.
"ძირითადი დახმარება, რაც საქართველოს ესაჭიროება, ეს არის ლტოლვილების დახმარება და სწორედ ამ მიმართულებით სჭირდება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა",-აღნიშნა კვიტაშვილმა.

http://interpressnews.ge/index.php?lang ... _id=235193

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by pataputina » 12 აგვ 2008, 22:54

ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის საქართველოს კომიტეტი პუტინისთვის 2008 წლის ნობელის პრემიის მინიჭების ინიციატივით გამოდის
12 აგვისტო 2008, 22:45


ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის საქართველოს კომიტეტი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრისთვის ვლადიმერ პუტინისთვის 2008 წლის ნობელის პრემიის მინიჭების ინიციატივით გამოდის.


კომიტეტი მსოფლიოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას.


“პუტინმა ეს იმ უნიკალური ინოვაციური ტექნოლოგიებით დაიმსახურა, რომლებიც საქართველოში და ჩეჩნეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების არაძალადობრივი დარეგულირების კუთხით შეიმუშავა, ასევე ქართველი “ოტმოროზკების” (პრეზიდენტ მედვედევის ტერმინია) მშვიდობისთვის იძულების მიზნით ჩატარებული წარმატებული ოპერაციით, სამხედრო-პოლიტიკური ქირურგიის სფეროში ახალი ტექნოლოგიების შემუშავებითა და მოსაზღვრე სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისა და მათი ტერიტორიების ბლიც-ოკუპაციის ახალი მეთოდების დანერგვით”, - აცხადებენ ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის საქართველოს კომიტეტში.
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Tamari-ch. » 12 აგვ 2008, 22:56

ახლა არაა დრო მთავრობას აუჯანყდეთ -
სწორედ ეს უნდათ რუსებს და ამისათვის შემოვიდნენ აქ.

ამით მაინც არაფერი ეშველება უკვე ამ საქმეს.

ახლა მართლა ერთად უნდა ვიდგეთ და ვამხნევოთ ერთმანეთი.

ისე კი ვინმემ უთხარს იმ ღნავილის ორგანიზატორებს შინაურულად,
რომ არაა ეს ლამაზი.

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by kiki » 12 აგვ 2008, 23:02

Tamari-ch.

გეთანხმები თამარ!

არა გვაქვს გათითოკაცების უფლება, ერთად უნდა ვიდგეთ!!!!!!


მაგრამ, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს აუცილებლად დავისჯებით......

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 12 აგვ 2008, 23:09

აჯანყება არფერ შუაშია...

აჯანყებით მხოლოდ საკუთარ თავებს უნდა ავუჯანყდეთ, რომ არაქართველები ადა არაკაცებითაა ეს ქვეყანა სავსე...

რომ წავბილწეთ წინაპრებიც და მომავალიც...

წავბილწეთ ჩვენი გმირების სული და ხსენება...

რომ ცხვრები ვართ და კიდეც გვეკუთვნის ასე ცხვრებივით რომ გვექცევიან...

რომ სირცხვილად ვიქეცით და არანაირი სულიერება აღარ შეგვრჩა...

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by popins » 12 აგვ 2008, 23:12

Tamari-ch. wrote:ახლა არაა დრო მთავრობას აუჯანყდეთ -
სწორედ ეს უნდათ რუსებს და ამისათვის შემოვიდნენ აქ.

ამით მაინც არაფერი ეშველება უკვე ამ საქმეს.

ახლა მართლა ერთად უნდა ვიდგეთ და ვამხნევოთ ერთმანეთი.

ისე კი ვინმემ უთხარს იმ ღნავილის ორგანიზატორებს შინაურულად,
რომ არაა ეს ლამაზი.
და იქნებ და რამოდენიმე ან სულაც ერთი კაცის შეცდომების გამო ვისჯებით ასე.

ვინმემ თქვაა სადმე ყურაშვილი სად არის?

ვინმე რამეს გეუბნება საერთოდ?ცენზურა უნდა იმას რამდენია მსხვერპლი?
lenchiamal

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 12 აგვ 2008, 23:36



ახლა... ამ წუთებში რუსთაველზე სიმღერებისა და ტაშის დაკვრის ხმა ისმის -
სამაჩაბლოს ტყეებში კი დაჭრილი ვაჟკაცები უიმედოდ ელიან დახმარებას...

ამ წუთებში ჩვენი თანამდებობის პირები ზურგში გამაგრებულები და დაიმედებულები საკუთარი უსაფრთხოებითა და თანამდებობების შენარჩუნებით გახალისებულები მიკროფონებთან ხარობენ - გორში, კარალეთში, ტყვიავში, ტირძნისში და ჯერ კიდევ ხალხიან სოფლებში ჩვენს მშობლებს-დედებს აწიოკებენ...

ახლა რუსთაველზე ხალხი დღესასწაულობს, თითქოს გამარჯვებულები ყოფილიყვნენ რამეში - ქართული სოფლებიდან დევნილი დედები, მამები, დები და ძმები კი უსახლკაროდ არიან დარჩენილები და ცრემლშეუშრობლად დასტირიან თავიანთ დაუსაფლავებელ მიცვალებულებს...

ახლა თბილი განათებულ-გახარებულია უმიზნოდ და ბეცად - ჩვენი ქართლი კი ნამსხვრევებში კვამლს უკანასკნელი ამოოხვრასავით აყოლებს ცას... ჩვენი მიცვალებულები კი მიწას ელიან, რომელიც ჯერ კიდევ არ აყრიათ...

ახლა აქ ზარ-ზეიმით ხვდებიან დამპყრობლების დამქაშებს - ჩვენს გვერდით კი ასობით ოჯახში კუბოებში ჩაწვენილ 20-22 წლის ბიჭების არიან ჩამომხობილები მათი მშობლები... ჩუმად ტირიან, იქვე სხვა ოჯახებშიც უამრავი ჩვენი ძმაა დასვენებული...

ახლა ჩვენი უსირცხვილო ვითომ პოეტები, ვითომ მომღერლები, ვითომ მოღვაწეები გლოვის სცენას საკუთარ ბენეფისად იყენებენ - მთელი საქართველო კი დაბომბილ-დანგრეულია...

ამათ სიმღერას ახლა გადამთვრალი კაზაკ-ჩეჩენ-რუსები ღრეობის შემდგომ ცეკვა-თამაშებში იყენებენ... დაგვცინიან... დაგვხარხარებენ...

ახლა ღმერთი ტირის, ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს გლოვობს... თავისკენ იხმობს... ახლა გლოვის დროა... ახლა ცრემლის დროა... ახლა სიკვდილია ამ ქვეყანაში... ფიზიკურიც, მორალურიც, სულიერიც...

ასეთ დროს ეშმაკები ხარხარებენ მხოლოდ... ასეთ დროს ეშმაკის მოციქულები მღერიან ხოლმე... ასეთ დროს ეშმაკის დამქაშები უკრავენ ხოლმე ტაშს...

ახლა დუმილი უნდა იყოს... ახლა სიკვდილის საათია... ახლა ვედრებისა და ლოცვის საათია...


User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Gvalva » 12 აგვ 2008, 23:52

სათქმელი იმდენია და ისე აშკარაა რომ თქმაც არ უნდა!!

მაგრამ ჯობია თავი შევიკავოთ

ჩვენზე ჭკვიანები, ჩვენზე უფრო დიდ ტრიბუნასთან დგანან, ჩვენზე მეტი აქვთ სათქმელი და ითმენენ იმიტომ რომ ეხლა ომია, ომია წესების გარეშე და რაც არ უნდა ნაძირალა და ამაზრზენი იყოს ჩვენი მთავრობა ამ ომში ზურგში არ უნდა ჩავარტყათ

მაგრამ რა უნდა ვქნათ რომ ეს 6 რასაცმინდაიმასვიზამ პუნქტი არ დააკანონოს ამ ხელისულებამ ეგ არ ვიცი, და ამ თავის შეკავებაში ესენიც რაცმინდაიმასშვრებიან

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Tamari-ch. » 12 აგვ 2008, 23:53

ეს გაავრცელეთ

+
kartvelno,
gamovdivar iniciativit xvela kartvelma boikoti gamoucxados aset internet-saitebis gamoxenebas (shesvlac da tsaktxvasac), romelic imxopebian zonashi RU. es saiti ki ekutvnis FSB-s magalchinosans, da ak gaketebuli puli xmardeba chveni kvexnis samtrod. puls ki aset saitebs chveni trafiki uketebs.
am saitit xalxis kontaktebs adgens rusuli dazverva da ushishroeba. amitom vcadot avixoliot sxva kvexnebis xalxic. shevkmnat chveni rusuli saitebi kartul domenze, enis tsinaagmdeg ara var. tviton shemovidnen, tu undat. da xvelas garantia mivcet, ro tvaltvali aset axal rusul saitze ar ikneba. aseve xvelam gavaukmot da ar vixmarot saposto xutebi domen ru-ze. es sakmaod zianis momtani akcia ikneba, mitumetes tu ukrainelebs da sxvebs avixoliebt, trafikis mesameds ruseti dakargavs, rac didi finansuri zianis momtania. gtxovt daafiksirot tkveni azri, an imokmedot mainc am mimartulebit, tu azris dafiksireba gichirt, radgan rusetshi cxovrobt.
gaugzavnet es tserili megobrebs.
+GVPARAVDES GMERTI!+

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Duckling » 13 აგვ 2008, 00:09

მოკლედ , ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იმ ქართველი ვაჟკაცებისა რომლებიც გმირულად დაიღუპნენ ომში და ასევე იმ მშვიდობიანი მოსახლეობვისა, იქნება იმის თქმა რომ ისინი - უაზროდ დაიღუპნენ. ეგ აღარ გაიმეოროთ. თითოეული გმირულად დაიღუპა ქვეყნის სამსახურში და რუსეთი რომ მსოფლიოს წინაშე აგრესორად და ნიღაბმოხსნილად დაფიქსირდა ეს საკმაოდ დიდი ამბავია !

სიმღერები მეც ზედმეტად მიმაჩნია! აი მიტნგი კი აუცილებველაი იყო! ესაა ჩემი აზრი

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Gvalva » 13 აგვ 2008, 00:09

Tamari-ch.

მახსენდება სამტრედიასთან რომ რკინიგზა გადაკეტა ერთმა და რუსეთი ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო

ბოდიში, ჩემი აზრი დავაფიქსირე

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Tamari-ch. » 13 აგვ 2008, 00:17

შეიძლებოდა მდუმარე აქციის მოწყობა
ლოცვებით -
გალობით...
სანთლებით და არა ღრიალით.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]