დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 26 სექ 2009, 15:51

lama


ჩემთან და შენთან შედარებით ჯალალ ედინიც საამაყო ქართველია...

როგორ ბედავ შე უღირსო ჯალალიკოსთან შედარებას!!!

დაეცი ახლავ მუხლებზე და შეჰვედრე ჭეშმარიტად ქართულთ მეტყველთ, რომ ეგებ გაპატიონ...


:!:


თუმცა , თავდაყირა რომც დავდგეთ არაფერი გვეშველება...

პჰ, ეს ბარბარიზმები...

თავდაყირა ხომ არ არის ქართული სიტყვა...


:x :x :x








:lol:

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
დავიცვათ ქართული ენა

Post by pataputina » 26 სექ 2009, 15:55

ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 26 სექ 2009, 16:04

pataputina wrote:lama
ARCHILI

http://www.youtube.com/watch?v=PXEsqaX2Y44


:roll:
:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 სექ 2009, 19:07

ARCHILI
lama

მეჩვენება, რომ უკვე ზედმეტები მოგდით.
თუ შეიძლება, თემის გარშემო ისაუბრეთ.
საკმაოდ დაშორდით მას.

ლამა
"მაზოლი" ქართულად "ბებერაა".
ილიაზე კი იმას ვიტყვი, რომ მას ენა არ დაუმახინჯებია ბევრი ვაი ქართველისგან განსხვავებით.
ილიას ენაში ბარბარიზმები არ შემოუტანია. პირიქით, ენა გათალა, გააშალაშინა და
ანბანიდან 5 უკვე მოძველებული ასო ამოიღო.
ილიას ქმედება იყო სწორედ იმის ნიშანი, რომ ენა ცოცხალი 2განიზმია. მას საღი კიდურები
არ მოუკვეთავს არ ჩაუნაცვლებია რუსული თუ ფრანგული, თუ გინდ, სომხური სიტყვა-პროთეზებით.
ჰომ გვახსოვს მისივე შეგონება "ენა", "მამული", სარწმუნოება"?..
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
დავიცვათ ქართული ენა

Post by guruli » 26 სექ 2009, 20:00

ფუ, ადამიანი რომ საკუთარი პირით აღიარებს, დაბალი შეგნებისა ვარო, იმას რაზე უნდა ელაპარაკო. როცა სირცხვილის გრძნობას დაკარგავ, მერე ძალიან, ძალიან იოლია ცხოვრება.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 27 სექ 2009, 00:55

guruli wrote:ფუ
როგორც ვიცი, "ფუ" ქართული შორისდებული არ უნდა იყოს...

ხომ არ იცით მისი წარმოშობა და ქართული შესატყვისი?

:roll:

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Makena » 27 სექ 2009, 10:32

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ARCHILI wrote:
Moqandake wrote:იმედია მალე გაითვალიწინებენ საზოგადოების აზრს და რედისონ ივერიას დააწერენ.
ისე ეს ქართველების ხასიათის ბრალია, ჯერ რუსულმა წარწერებმა წაიღო საბჭოთა საქართველო, ეხლა ინგლისურია "მოდაში"...
ივერია რატომ უნდა დააწერონ???

თუ ლაპარაკია ქართულად დაწერაზე, მაშინ "რედისონი" უნდა დაეწეროს ქართულად...

"ივერია" ტუტ ნე პრიჩომ...

მაშ...

:)
სასტუმროს ოფიციალური სახელია "რედისონ სას ივერია."
რაც უნდა ერქვას, ქართული წარწერა უნდა ჰქონდეს
GAMARJOBA SAKARTVELO
Moqandake
სასტუმროს სანამ გახსნიდნენ და ტაშფანდურას გამართავდნენ მანამდე ვერ დაინახეს რა ეწერა სასტუმროზე? :)
საზოგადოებრივი აზრი ერთია და კანონის უზენაესობა მეორე, ამ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობაა აღმატებული, თუ ის მოითხოვს რომ წარწერა ქართულადაც უნდა ეწეროს მაშინ უნდა ეწეროს.
თუ გახსოვთ მარიოტს და შერატონს აწერია ქართულად?
Last edited by Makena on 27 სექ 2009, 10:38, edited 1 time in total.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Makena » 27 სექ 2009, 10:36

მეგობრებო, განვმეორდები და ისევ ვიკითხავ, ვაგონის შესატყვისი სიტყვა ხომ არ იცით ქართულად?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 სექ 2009, 01:46

Makena wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO
Moqandake
სასტუმროს სანამ გახსნიდნენ და ტაშფანდურას გამართავდნენ მანამდე ვერ დაინახეს რა ეწერა სასტუმროზე? :)
საზოგადოებრივი აზრი ერთია და კანონის უზენაესობა მეორე, ამ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობაა აღმატებული, თუ ის მოითხოვს რომ წარწერა ქართულადაც უნდა ეწეროს მაშინ უნდა ეწეროს.
თუ გახსოვთ მარიოტს და შერატონს აწერია ქართულად?
საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს ქართულ წარწერას იქ, სადაც უცხოენოვანი წარწერაც არის.

სასტუმროებს "თბილისი-მარიოტს", "ქორთიარდს", "შერატონ-მეტეხი პალასს" ქართული წარწერაც აქვს და ინგლისურიც.
Makena wrote:მეგობრებო, განვმეორდები და ისევ ვიკითხავ, ვაგონის შესატყვისი სიტყვა ხომ არ იცით ქართულად?
34ე გვერდზე პასუხი დაწერე, მაგრამ გამოგრჩენია.
ვაგონი - რონოდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
დავიცვათ ქართული ენა

Post by Wanderer » 28 სექ 2009, 10:55

ეს რუსულიდან შემოსული ბარბარიზმები როგორც ეკლები ისე მჩხვლეტენ ხოლმე, მაგრამ ვერა და ვერ მომიშორებია. :( ძნელია ძალიან :( არა და ძალადობრივია ეს სიტყვები და ძალადობრივად არის შემოსული ქართულ ენაში. რუსეთი მუდამ ძალადობდა საქართველოზე... :(


GAMARJOBA SAKARTVELO
ილიაზე კი იმას ვიტყვი, რომ მას ენა არ დაუმახინჯებია ბევრი ვაი ქართველისგან განსხვავებით.
ილიას ენაში ბარბარიზმები არ შემოუტანია. პირიქით, ენა გათალა, გააშალაშინა და
ანბანიდან 5 უკვე მოძველებული ასო ამოიღო.
ილიას ქმედება იყო სწორედ იმის ნიშანი, რომ ენა ცოცხალი 2განიზმია. მას საღი კიდურები
არ მოუკვეთავს არ ჩაუნაცვლებია რუსული თუ ფრანგული, თუ გინდ, სომხური სიტყვა-პროთეზებით.
ჰომ გვახსოვს მისივე შეგონება "ენა", "მამული", სარწმუნოება"?..
აბსოლუტურად ვეთანხმები ამას!

Naia
რა სამწუხაროა, რომ ახალი თაობა ჯერ კიდევ ძველი, საბჭოთა მენტალიტეტის გავლენის ქვეშაა. უნდა დამთავრდეს ის ხანა, როცა ხალხის მაგივრად მთავრობა აკეთებდა ყველაფერს და ხალხი კი გულხელდაკრეფილი ისხდა და ელოდებოდა როდის ჩაუდებნენ პირში ლუკმას.
მეც მაგას ვისურვებდი, მაგრამ მაგ მდგომარეობიდან გამოსვლა საკმაოდ მტკივნეული რამეა და ბავშვის დაბადებას წააგავს. ჩემი აზრით ჩვენ ახლა დაბადების პროცესში ვიმყოფებით...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Makena » 28 სექ 2009, 12:53

GAMARJOBA SAKARTVELO
გამომრჩა ეტყობა, რონოდა - მშვენიერი სიტყვაა, არადა ყველა ვაგონს ხმარობს.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 28 სექ 2009, 19:28

ხოჩა თემა ლი ალი სი მარე

ნამდვილდ საჭირო ლი ალი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
დავიცვათ ქართული ენა

Post by აცაბაცა » 28 სექ 2009, 19:33

ARCHILI wrote:
guruli wrote:ფუ
როგორც ვიცი, "ფუ" ქართული შორისდებული არ უნდა იყოს...

ხომ არ იცით მისი წარმოშობა და ქართული შესატყვისი?

:roll:

კი ვიცი თავიდან იყო "ხხხხხხ თფუ" !!!!! :lol:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 28 სექ 2009, 19:43

აცაბაცა wrote:

კი ვიცი თავიდან იყო "ხხხხხხ თფუ" !!!!! :lol:
:D:D:D:D:D:D:D
:D:D:D:D:D:D
:D:D:D:D:D
:D:D:D:D
:D:D:D
:D:D
:D

ჩაგეთვალააააააააა

:D:D:D:D:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 სექ 2009, 19:53

ინტერვიუს მცირე ნაწილი მწერალ გურამ დოჩანაშვილთან:
გამოქვეყნდა გაზეთში "მთელი კვირა"

მარი ოთარაშვილი; ეკატერინე ბასილაია; ”მთელი კვირა”

გურამ დოჩანაშვილმა გასულ კვირას ახალი წიგნი “არის და იყო უცნაურიც, ადამიანიც, წუთისოფელიც” გამოსცა. როგორც “მთელ კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, უკვე ახალ წიგნზე მუშაობს.
ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, სამშობლოზე, პოლიტიკაზე კლასიკოსის აზრებს ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

“მთელი კვირა”:რთული იყო ახალ წიგნზე მუშაობა? რითი განსხვადება თქვენი ადრინდელი ნაწარმოებებისგან?

გურამ დოჩანაშვილი: არ არსებობს იოლად რაიმე საქმის კეთება. ასეა წიგნის წერაც. დიდხანს ვფიქრობდი ამ წიგნის დაწერაზე. რაც არ უნდა შორიდან დავიწყოთ, ბოლოს ყოველთვის უნდა მივიდეთ სამშობლოსთან. ამის თქმა მინდოდა და რამდენად შევძელი გამოხატვა, უკვე მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს.

ჩემი ოცნებაა, “ქუდზე კაცი გახდეს” ყველა ქართველი. დღეს რომ არის მოდური - განათლება-ერუდიციაში რომ ეთვლებათ რაც შეიძლება მეტი უცხოური სიტყვების ხმარება, მე მათგან განსხვავებით, ძველქართულ, არქაულ სიტყებს ვიყენებ. ქართული ისეთი ენა გვაქვს, რომ ყველაფრის გამოთქმა შეიძლება ქართულად, თუ არ ჩავთვლით ისეთ სიტყვებს, როგორიც არის ტროლეიბუსი,ავტობუსი და ა.შ.

სამწუხაროდ, ყურადღება აღარ ექცევა ქართულ კილოებს, დიალექტებს. არადა, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ვაჟას შემოქმედება ფშავური დიალექტის გარეშე?!
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]