ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 30 ოქტ 2009, 22:41

ვსარგებლობ დუმილით და ვდებ ჩემს მიერ, სულ რაღაც ათიოდე დღის წინ ნანახ ტაძარს.
Image
აღმოსავლეთი ფასადი, საკურთხევლის სარკმელის თავზე.
Image
დასავლეთის ფასადი, სარკმელი.
Image
სამხრეთის ფასადი, წარწერები.
Image
შესასვლელი კარი სამხრეთიდან
Image
ამავე ტაძრიდან სულ რათაც ასიოდე მეტრში დგას ეს მეჩეთი
Image
წარწერრები სურიდან მეჩეთის ჩრდილოეთ ფასადზე
Image
აბა გისმენთ.
Last edited by qvevri on 31 ოქტ 2009, 20:43, edited 1 time in total.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Nephros » 31 ოქტ 2009, 02:28

qvevri
სამხრეთის ფასადი, წარწერები.
Image

„დედაო ღმრთისაო, შენდა სამსახურად ვიყიდენ ორნი ვენახნი და სამნი ყანანი მე დედოფალ ყოფილმან ეფროსინე და მივეც შამანგულის ძესა ბასილს და მისსა შვილსა ილარიონსა, და დვირელთაგან ნასყიდი სახლი ავაგე ზედა. და ამისსავე სამსახურისათვის გავეც ოქროჲ აწყურს და ყოველგან რომე ცჳლი მოიკრიფებოდეს და არა დაილეოდეს არა დღე და არა ღამე ამათითა ხელითა და კრულია და ვსწყევლი დიდისა ღმრთისა მადლითა...“
წარწერრები სურიდან მეჩეთის ჩრდილოეთ ფასადზე
Image

"არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი".

PS. ჰო, თუ შეხვალ ვიკიპედიაზე და მოძებნი "ოშორას", იქ ჩემს დადებულ სტატიას ნახავ.
Last edited by Nephros on 31 ოქტ 2009, 03:37, edited 1 time in total.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Nephros » 31 ოქტ 2009, 02:36

ჩიტუციო
მე ვიტყვი რა, მე ვიტყვი :D

ესაა აზავრეთის ეკლესია
რა ჭკვიანი მოსწავლე ხარ, ჩიტუციო!
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Nephros » 31 ოქტ 2009, 02:58

Makena
ძალზედ ნატიფი ნაშენებია
მოდი, მე განმარტებას მივაწერ:
არის მოსაზრება, რომ სოფლის სახელის ეტიმოლოგია აზავერს ("ხარის საკიდარი" - საბა) უკავშირდება. თითქოს აზავრეთში გამოჰყავდათ აზავრები.
აზავრეთის ეკლესია ესაა დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია. ერთ-ერთ ბარელიეფზე გამოხატულია "წმ. დანიელი ლომების ხაროში".

PS. Makena, ვისარგებლებ შემთხვევით და რაღაცას გთხოვ. ქართულ ვიკიპედიაში მართალია არასრული სახით, მაგრამ შეძლებისდაგვარად არის ინფორმაცია მესხეთის ზოგიერთ ისტორიულ ძეგლზე. არის სოფლები, ტაძრები ჯავახეთში, სამცხეში რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია, ან ცოტას სმენია, მაგრამ ნამყოფი არაა. შესაბამისად არსებობს ნაკლები ფოტომასალა. იქნებ ატვირთულიყო შენი ჯავახეთის ფოტოები იმ სტატიებისთვის, რომლებიც მართალია მცირე სახით, მაგრამ უკვე არსებობს აღნიშნულ ვებ-გვერდზე. შეგიძლია ეს თავად გააკეთო. მე ვცდილობ მხოლოდ საკუთარი ფოტოები ავტვირთო. პირველ რიგში ეს თავშეკავება დაკავშირებულია საავტორო უფლებებთან.
PPS. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვი, რომ ფრიად ვისიამოვნე შენი მოგზაურობის ჩანაწერებითა და ფოტომასალით 2008 წლის ჯავახეთის ექსპედიციდან.
Last edited by Nephros on 31 ოქტ 2009, 18:18, edited 1 time in total.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Nephros » 31 ოქტ 2009, 03:23

Makena

Image

ბურნაშეთი?!

X საუკუნის დიდი დარბაზული ეკლესია სოფ. ბურნაშეთში, ახალქალაქის რაიონში.

აღმოსავლეთის მხრიდან ეკლესიას გააჩნია რელიეფი „წმ. დანიელი ლომების ხაროში“ წარწერით: „უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომთაისა, იხსენ ამის წმიდასა ეკლესიის მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯოხეთისა“.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Makena » 31 ოქტ 2009, 10:55

Nephros
მართალი ხარ, ბურნაშეთია. :)
ბურნაშეთის ეკლესია აღდგენილია, გადახურული.
აი აზავრეთს კი შველა სჭირდება.
ორივე ეკლესიის გარშემო ძალზედ მჭიდრო სომხური დასახლებაა, ეკლესიები გარშემორტყმულია უსახური სახლებით, რის გამოც ამ ტაძრების ტურისტულ მარშრუტებში ჩასმა შეუძლებელი ხდება.

რაც შეეხება ფოტოებს, შევეცდები ახლო მომავალში ავტვირთო.
მალე იქნება გასვლა ჯავახეთს, ასერომ შემოგვიერთდი :)

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Nephros » 31 ოქტ 2009, 14:49

კარგით, რახან ამჯერად უფლება მაქვს, რომ მე დაგისვათ კითხვა, მაშ მითხარით, რომელი ნაეკლესიარია ეს?

Image

Image
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by lama » 31 ოქტ 2009, 15:00

Nephros
ეს ნაეკლესიარი მდებარეობს

სხვილოს ციხის ძირას, სამთავროს მონასტრის ზემოთ

აქვეა გადაღებული "შერეკილები"
და თუ არ ვცდები

სახრჩობელას კომპლექსს ეძახიან
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Nephros » 31 ოქტ 2009, 18:33

Makena
ბურნაშეთის ეკლესია აღდგენილია, გადახურული
ჰო, მე 70-იანი წლების ექსპედიციის ფოტო მაქვს ნანახი და ტაძარი სავალალო მდგომარეობაში იყო. სადაო არაა, აღუდგენლობას აღდგენა სჯობია, მაგრამ გულსატკენია, რომ ბევრი აღდგენილი ტაძარი სახელდახელოდ "ჟეშტით" (!) იფარება. ბურნაშეთის ეკლესია კი როგორც ფოტოდან ჩანს, მასიური ქვის სახურავითაა გადახურული. ეს ბუნებრივი ფერი ხომ ეკლესიის არქიტექტურასაც ერწყმის და ლანდშაფტსაც ერთდროულად!
ეკლესიები გარშემორტყმულია უსახური სახლებით, რის გამოც ამ ტაძრების ტურისტულ მარშრუტებში ჩასმა შეუძლებელი ხდება.
რას გულისხმობ ამით კონკრეტულად?
მალე იქნება გასვლა ჯავახეთს
როდის?!..

PS. თუ გქონია პრობლემები ადგილობრივ სომხურ მოსახლეობასთან რომელიმე გასვლის დროს? მაგალითად ვიცი, რომ ბევრს კუმურდოს მონახულება უძნელდება.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Naia » 31 ოქტ 2009, 19:10

Nephros wrote:Makena
PS. თუ გქონია პრობლემები ადგილობრივ სომხურ მოსახლეობასთან რომელიმე გასვლის დროს? მაგალითად ვიცი, რომ ბევრს კუმურდოს მონახულება უძნელდება.
კუმურდოში შარშან ვიყავით კარაველები. ვერ გეტყვი, რომ ადგილობრივები გახარებულნი შეგვხდენ-თქო, მაგრამ არც ისეთი სიტუაცია იყო როგორც აღწერდნენ. მთავარია, ცოტა ტაქტი გამოიჩინო და იქაურები არ გააღიზიანო.

ჩვენი იქ ყოფნისას ერთი მოშავო ელემენტი მოვიდა და გამოგვკითხა ვინ ვიყავით და იქ რას ვაკეთებდით. მერე ეტყობა მოვეწონეთ და თუ ვინმემ რამე გითხრათ ჩემი სახელი უთხარითო. ცოტა არ იყოს არ გვესიამოვნა, ამით გვაგრძნობინა რომ იქაურობის ბატონ-პატრონი იყო.

ასეა თუ ისე, თუ ნორმალურად მოექცევი არც თვითონ დაგიშავებენ რამეს. არადა გზად ქართულ სოფლებში ისეთი ისტორიები მოგვითხრეს, რომ მე პირადად ძალიან მეშინოდა იქ წასვლა :)

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Nephros » 31 ოქტ 2009, 19:22

lama wrote:Nephros
ეს ნაეკლესიარი მდებარეობს
სხვილოს ციხის ძირას, სამთავროს მონასტრის ზემოთ
აქვეა გადაღებული "შერეკილები"
ეს არც ძუყნურია და არც სხვილოს ციხის ძირი, თამუნიას განსასვენებელი... ლანდშაფტს დაუკვირდი, მეგობარო, ლანდშაფტს! თვალი გატყუებს ხოლმე. არ უნდა გავდეს ეს მთლად კასპის სანახებს...
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 31 ოქტ 2009, 20:46

Nephros
ბენისი ხომ არ არის?

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Makena » 01 ნოე 2009, 15:47

Nephros
ბურნაშეთის აღდგენაზე ნამდვილად პროფესიონალებს უმუშავიათ, გადახურვა ქვის ლორფინებით არის შესრულებული. სამწუხაროდ ხშირად მართლაც რომ უსახური თუნუქით ხურავენ აღდგენილ და ხშირად ახლად აშენებულ ეკლესიებსაც.

ტურისტულ მარშრუტებში ჩასმას რაც შეეხება, იმდენად რამდენადაც ტურისტებს აინტერესებთ არა მხოლოდ ძველი ეკლესიები არამედ ლანდშაფტი, ხედები, გარემო და სხვ. ის ეკლესიები რომლებიც შუა სოფლებში დგას ასეთი ჯგუფებისათვის უინტერესოა.

ადგილობრივი სომხური მოსახლეობის ნაწილი საკმაოდ კეთილგანწყობილია, (მაგ: განძანი, აზავრეთი, ბარალეთი, აბული, ბურნაშეთი, ღრტილა...)კუმურდოელები გარკვეულწილად აგრესიული ეჭვით უყურებენ მომსვლელებს, მათთან კამათი უაზრობაა, ამიტომ როცა კუმურდოში მიდის ჯგუფი მხოლოდ კარგი სალამითა და კეთილგანწყობით უნდა შემოისაზღვროს, მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ყოველთვის ნორმალურად შეგვხვდნენ.
საერთოდ ვფიქრობ რომ რაც უფრო ხშირად მივა ჯგუფები კუმურდოში მით უფრო მალე დასრულდება ეს ეჭვიანი და აგრესიული სიფრთხილე მათი მხრიდან.

ჯავახეთში გასვლას ნოემბრის შუარიცხვებში ვგეგმავ, 2 დღიანი იქნება, ამ გასვლასთან დაკავშირებით მალე დავდებ სრულ ინფორმაციას, მარშრუტისა და სხვა დეტალების ჩათვლით :)

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Giorgi Bagrationi » 02 ნოე 2009, 00:44

მამაწმინდა

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Nephros » 02 ნოე 2009, 02:19

Giorgi Bagrationi wrote:მამაწმინდა
მამაწმინდა.
ბორჩხადან ათიოდ კილომეტრზე (შესაძლოა 7-8 ). ჭოროხსა და დევისწყალს შორის. თუმცა ჩვენი სამანქანო გზა ჭოროხის მარჯვენა ნაპირს აუყვა.
არაველი
შუახევი
ვალარში
ოხორჯი
სანათისი
დევ(ი)სქელი
დიდი დევ(ი)სქელი
მთა
აი ის ტოპონიმები, რომელთა სახელობის სოფლები მამაწმინდის სიახლოვესაა და რომლებიც მამაწმინდელმა გურჯმა ჩამოგვითვალა.

აი, ასეთია მამაწმინდა შიგნიდან:

Image
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]