კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 14 თებ 2011, 17:48
ყველას გელოდებით....თან 16 თებერვალს ამ მხატვრის დაბადების დღეა!
ზურასთვის ორმაგად მნიშვნელოვანი დღეა!

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 14 თებ 2011, 20:19
კახეთში ვარ, თორემ მოვიდოდი

-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 15 თებ 2011, 19:59
chuna wrote:ყველას გელოდებით....თან 16 თებერვალს ამ მხატვრის დაბადების დღეა!
ზურასთვის ორმაგად მნიშვნელოვანი დღეა!

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 თებ 2011, 03:24
chuna wrote:2011 წლის 16 თებერვალს 5 საათზე გიწვევთ მხატვარ
ზურაბ თოთიბაძის
პერსონალურ გამოფენაზე
(გრაფიკა, ფერწერა, ხატწერა)
ვიყავი ამ გამოფენაზე.
:კარავიდან: MIRANDA და chuna ვნახე.
ყველაზე მეტად ანიმალისტური ნახატები მომეწონა.
ხატწერაც საინტერესო იყო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 თებ 2011, 03:29
უკვე დღეს, სურწყუნისის 17ში (2011), თავისუფლების მოედანსა და ლესელიძის კუთხეში მდებარე
ევროპის სახლში იმართება გამოფენა-კონკურსი, რომლის მოთავე ტურიზმის სააგენტოა (ყოფ. დეპარტამენტი).
დასაწყისი 13:00 სთ
დასწრება თავისუფალია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 17 თებ 2011, 08:28
გოგა! გმადლობ, რომ მოხვედი და საერთოდ გამოფენისთვის გმადლობ! შენ რომ არა, ეს არ შედგებოდა!
ნამუშევრებიც რომ მოგეწონა, მიხარია ძალიან!
დგეს გნახავ ამ გამოფენაზე
"უკვე დღეს, სურწყუნისის 17ში (2011), თავისუფლების მოედანსა და ლესელიძის კუთხეში მდებარე
ევროპის სახლში იმართება გამოფენა-კონკურსი, რომლის მოთავე ტურიზმის სააგენტოა (ყოფ. დეპარტამენტი).
დასაწყისი 13:00 სთ
დასწრება თავისუფალია"[/color]
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 24 თებ 2011, 12:41
ორშაბათს, 28-ში საღამოს 6 საათზე სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება სემინარი "ყველაფერი ქართული ქვევრის შესახებ". სემინარს მე წავიყვან. დასწრება თავისუფალია და დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ გადასცეთ ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს.
-
MIRANDA
- სხარტი
- Posts: 2711
- Joined: 06 სექ 2007, 11:45
Post
by MIRANDA » 11 მარ 2011, 16:06
9–13 მარტი; 18:00 სთ – მოზარდმაყურებელთა თეატრში ჯგუფ "მგზავრების" კონცერტები გაიმართება (ბილეთის ფასი - 12 ლარი)
ჯგუფის ახალი პროექტი - "ერთმანეთისთვის" სპეციალურად მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის შეიქმნა. "მგზავრები" ახალ პროექტს მოზარდმაყურებელთა თეატრთან ერთად ახორციელებენ. კონცერტებიდან შემოსული თანხის ნაწილით ისინი მიუსაფარ ბავშვთა სახლებს დაეხმარებიან. პირველ რიგში, დახმარებას თელავის მიუსაფარ ბავშვთა სახლი მიიღებს.
თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის
სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი
დ. აღმაშენებლის გამზ. 99/1 ტელ: 95-39-27
-
khoteura
- ბოდიალა
- Posts: 201
- Joined: 08 აპრ 2009, 00:24
Post
by khoteura » 12 მაი 2011, 09:13
შაბათს 14 მაისს, უკვე მეორედ ღვინის კლუბი ატარებს ახალი ღვინის ფესტივალს ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მონაწილეობას მიიღებს ღვინის მწარმოებელი ყველა მსხვილი კომპანია, მცირე მარნები და ასევე ოჯახური მარნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. წარმოდგენილი იქნება ისეთი იშვიათი ღვინის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები როგორიცაა:
ჩხავერი, საკმიელა, უსახელოური, ხიხვი, ქისი, ციცქა, ოცხანური საფერე, ჩინური, თავკვერი.
გეპატიჟებით ყველას! დასწრება თავისუფალია, სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ.
-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 29 მაი 2011, 18:42
2 ივნისს, ხუთშაბათს, საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება რუსუდან ტოზაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
დასაწყისი 18 საათზე....
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2011, 03:07
თიბათვის დასაწყისში გაიხსნა ჯანაშიას სახელობის მუზეუმი.
ჯერ-ჯერობით, გამოფენილია ოქროს საგანძური, რომელიც ვანში და თრიალეთშია აღმოჩენილი, ასევე, ერმაკოვის ფოტოები.
ნახეთ და ისიამოვნებთ ხელოვნების ისეთი შედევრებით, რომლის მსგავსს ახლაც ვერ აკეთებენ.
ფასი 5 ლარი.
ღიაა 11 სთიდან.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
kiki
- იეტი
- Posts: 1518
- Joined: 29 ივნ 2007, 17:25
Post
by kiki » 19 ივნ 2011, 21:04
მოგესალმებით !
2011 წლის 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით საინიციატივო ჯგუფი "მწვანე გაჩერება" ატარებს ღონისძიებთა ციკლს სახელწოდებით "მწვანე კვირა".
პროექტის მიზანია:
ეკოლოგიური კულტურისა და ცნობადობის ამაღლება
ახალი თაობის ჩართვა სამოქალაქო აქტივობებში და სწავლება გარემოს დაცვის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობა: 20.06.2011 მათ შორის ასოციაცია ''ახალგაზრდა საქართველო'' დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ატარებს ერთდღიან სემინარს ეკო-ტურიზმის შესახებ. ნაჩვენები იქნება ფილმი დაცულ ტერიტორიებზე.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ამ პროექტში. ასევე გთხოვთ, სემინარის შესახებ შეატყობინოთ ყველა ამ თემით დაინტერესებულ ადამიანს.
სემინარი ჩატარდება ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსში მესამე სართულზე ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
სხვა ღონინისძიებების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ეტაპობრივად.
-
Ketevan Guliashvili
- ეტიკი
- Posts: 2393
- Joined: 12 თებ 2011, 20:22
- Location: Tbilisi Georgia
Post
by Ketevan Guliashvili » 12 აგვ 2011, 11:04
- ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი ახალი მიუზიკლით გაიხსნება. "ქეთო და კოტე"-ს თანამედროვე ვერსიას წარმოგვიდგენენ: პაატა ბურჭულაძე,სოფო ნიჟარაძე, ნიკა ბერიძე, ეკა კახიანი, ნანი ბრეგვადზე, ნინო ქათამაძე, სუხიშვილები.
(მოკლედ, სრული აჯაფსანდალი)
პრემიერა 14 აგვისტოს.