ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Jnosy » 12 აგვ 2008, 13:19

მედვედევმა განცხადება გააკეთაო
იცით რამე?
იმეტყველე გამართული ქართულით!!!


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 12 აგვ 2008, 13:21



მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ ჩემი და ერთი ჟურნალისტის სტატია-რეპორტაჟი ცხინვალის სოფლებიდან... სტატია დაბეჭდილია დღევანდელ "რეზონანსში"...

სამწუხაროდ, radikal.ru არ იხსნება ჩემთან და ფოტოებს ვერ ავტვირთავ.. თუ სხვა რამე ვარიანტი იცით, მაშინ მომწერეთ და ფოტოებსაც დავდებ...

გთავაზობთ სტატიას:

ჩვენს სახლებს მომდგარი ომი

ლია ტოკლიკიშვილი
არჩილ გამზარდია


ომი, რომელიც უკვე ჩვენს სახლებს მოადგა, 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მის სათავეებთან არ დგანან არც სააკაშვილის ხელისუფლება და არც რუსეთში დღეს მოქმედი ხელისუფლება. ეს ომი 1990-იან წლებში დაიწყო და, ომების საერთო ხანგრძლივობის ფონზე, საკმაოდ ბებერი და გამოცდილია, როგორც რუსეთის ომების უმეტესობა და ამ ომების შემოქმედი რუსი გენერალიტეტი.

ომი, ცხადია, იქიდან განახლდა, სადაც 15 წლის წინ ჩვენ ის დავტოვეთ. შეჩერებული კონფლიქტები მცირე პოლიტიკურ ხმაურებზეც კი გააფთრებული ძალებით იღვიძებენ. დღეს რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, სადაც თავის რეალურ მიზანს წლების წინ მიაღწიეს, საქართველოს დანარჩენი საზღვრებისკენ არიან გადანაცვლებულნი. ბომბავენ საქართველოს მთელ ტერიტორიას. დღეს თუ ხვალ საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უპასუხოს კითხვაზე: როგორ აღწევენ რუსეთის ბომბდამშენები სახელმწიფოს შიდა რეგიონებამდე, მათ შორის, დედაქალაქამდე; არის თუ არა დაცული საქართველოს საზღვრები საიმედოდ და შესაბამისად; რა უნდა კეთდებოდეს და რა კეთდება სახელმწიფო საზღვრების დასაცავად ქვეყნის უსაფრთხოებისა და უშიშროებისათვის, აქვს თუ არა წლების განმავლობაში წინასაომარ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოს ხელისუფლებას ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმა? და რა ელის საქართველოს მოსახლეობას, თუ კი რუსეთმა არ შეწყვიტა სამხედრო აგრესია?

რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ყველაზე მძიმე შედეგი დღეს ცხინვალი და მისგან ათეულ კილომეტრებზე მდებარე ქართული სოფლებია. საერთაშორისო დიპლომატიური მზერა მხოლოდ გორზეა კონცენტრირებული და ვერ სწვდება ცხინვალს, ქალაქს, რომელიც, ქართველი ჯარისკაცების მონათხრობის მიხედვით, აღარ დგას; სოფლებს, რომლებშიც რუსი, ოსი, კაზაკი, აფხაზი და ჩრდილოკავკასიელი ჯარისკაცები სახლებში უცვივდებიან მოსახლეობას, ახალგაზრდა ბიჭებს ადგილზე ხვრეტენ, არ ანებებენ სოფლებში დარჩენილებს დაბომბვის დროს დაღუპული ადამიანების დასაფლავებას.


Last edited by ARCHILI on 12 აგვ 2008, 13:57, edited 2 times in total.

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Varvara » 12 აგვ 2008, 13:21

საიტები რომლებიც მუშაობს

ინტერპრესნიუსი (დროებით ამჯამად არ მუშაობს)


civil.ge

presa.tk

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 12 აგვ 2008, 13:22

უკანასკნელი სოფელი, სადამდეც ჯერ კიდევ შეიძლება მიღწევა, ერგნეთია. ერგნეთისაკენ წასვლაზე გორიდან ყველა მანქანა უარს გვეუბნება. ერთადერთი საშუალებაა, ჯარისკაცებს გაჰყვე. მათზე მოქმედებს აწეულ ხელში დაჭრილი დიქტოფონი და მანქანას გვიჩერებენ. კარალეთიდან უკვე სამარისებურ დუმილში გაყინული სოფლები იწყება. თუმცა კარალეთში, ქიწნისსა და ტყვიავში დარჩენილია მოსახლეობა, სოფელი მაინც დაცლილს ჰგავს. ხალხი საკუთარ ეზოებშია შეკეტილი, ქუჩაში აქა-იქ გაჩერებულ ორ-სამ კაცს თუ დაინახავ, ისინი ზემო სოფლებიდან აყრილების და გორისკენ მომავლების ამბებს უყვებიან ერთმანეთს და მერე ისევ თავიანთი სახლების სარდაფებს უბრუნდებიან. ტყვიავის შემდეგ - ტირძნისიდან უკვე იშვიათად შეხვდები ადამიანს – ადგილობრივ მცხოვრებს, თორემ ჯარისკაცები თავიანთ პოსტებზე დგანან.

ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის ოფიცრები, რომლებმაც ტირძნისამდე მიგვიყვანეს, თავიანთი მიმართულებით აგრძელებენ გზას. ომში ჯარისკაცს არ შეუძლია ნაბრძანები მიმართულების შეცვლა. ჩვენ ჯარისკაცებს ვემშვიდობებით: ომმა ასე იცის – ერთმანეთთან წუთით შეხვედრილი და გასაუბრებული ადამიანები ახლობლებად შორდებიან ერთმანეთს და, როგორც წესი, ერთმანეთს ცოცხლად დარჩენას და გამარჯვებას უსურვებენ. მესამე ქვეითელების მანქანა, რომელიც სურსათით მიდის წინა პოზიციებზე, ნელ-ნელა _ თვალს ეფარება, ჩვენ ფეხით გავდივართ ტირძნისიდან. სოფლის განაპირას, მეჩხერ ტყეში, ორი ყუმბარა ვარდება, ჩვენთან დაახლოებით ხუთასიოდე მეტრში.

ომის ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოდან გვახსოვს, რომ ამ დროს ან თხრილში უნდა ჩაწვე, ან მყარ, დაბალ ნაგებობას აეკრა, მაგალითად, ღობეს. თავდაცვის ღონისიებების გატარებას ვერ ვასწრებთ. დაბომბვა რამდენიმე წუთში წყდება. წინ, ცხინვალის მიმართულებით, მიმავლებს, აქეთ დაძრული მოსახლეობა გვხვდება. ყველა ფეხით მოდის. ბუნებრივია პანიკა, რომელსაც ეს ხალხი მოუცავს. კახნიაშვილები, ზანგალაძეები, კასრაძეები. სოფელმა ხუთი მიცვალებული დატოვა დაუმარხავი. ვალოდია კახნიაშვილი, 70 წელს მიტანებული კაცი, ბავშვივით ტირის. ძმა დატოვა სახლში დასვენებული. უჭირისუფლო, გაუპატიოსნებელი. მისი ცოლი გვიყვება: “გვინდოდა დაგვემარხნა, მაგრამ კაზაკებით და რუსებით გაივსო სოფელი. ჩემი კაცი არ მოდიოდა, მაგრამ მის გარეშე არ წამოვედი. უკვე სახლებში შემოდიან, იციან, რომ ჩვენს შვილებს იარაღი ქონდათ დარიგებული სოფლის დასაცავად. შვილების გადაცემას გვთხოვენ. ბიჭი ათი წუთის გასული იყო სახლიდან, თორე ალბათ სახლში მამიკლავდნენ შვილსა.” კაცები არ ლაპარაკობენ. არაფერს გვეუბნებიან. რა თქმა უნდა, ვამხნევებთ ამ ხალხს, რომლისგანაც ზოგიერთი გორშიც სულ რამდენჯერმეა ნამყოფი და არ იცის, იქ ჩასულმა ან გუბერნატორი სად ნახოს, ან ღამე სად გაათენოს. როცა ვამხნევებთ, კაცები მხოლოდ მაშინ გვაქცევენ ყურადღებას – შეკრული ყბებითა და ტუჩებით, გამწარებული თვალებით, თავს გვიქნევენ, გვეთანხმებიან. გვთხოვენ, ხელისუფლებამდე მივიტანოთ მათი სათხოვარი: მიეშველონ სოფელში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას, სთხოვონ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ გამოყვანაში დაეხმაროს. უკვე გამოსულებს კი, ტრანსპორტით დაეხმარონ, თორემ, უკვე ორი დღეა, ფეხით მოდიან. რამდენიმე ათეული კილომეტრი ასე გამოიარეს. სურსათიც არ წამოუღიათ სახლიდან. გზად შეხვედრილ სოფლებში პურდებიან, ასაკიანები არიან, ასეთი გზა მათთვის მომაკვდინებელია.
Last edited by ARCHILI on 12 აგვ 2008, 13:42, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 12 აგვ 2008, 13:23

სოფელ ტირძნისში მიღწეულებს, მანქანა წამოგვეწია, თურქი ჟურნალისტები არიან, თურქეთის ტელევიზიიდან, პროგრამა “შოუ-თაიმიდან”. მანქანით მოჰყავს თურქეთში მცხოვრებ ქართველს, იოსებ მიქელაძეს, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს და გაზეთ “ფესვების” გამომცემელია. ბატონი იოსები გვეუბნება, რომ, თუნდაც ააფეთქონ მისი გაკრიალებული მერსედესი, მაინც ანახებს თურქებს, რას აკეთებენ რუსები საქართველოში. თურქული აქცენტით, მაგრამ გასაგები ქართულით ფიცხად ლაპარაკობს: “იქაური ქართველები საქართველოს ხელისუფლებას თხოვენ, ომში მიაღებინონ მონაწილეობა. იცით თქვენ ესა? საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, სწორად იქცევა, დიფლამათიაა... ახლა ბათუმში თურქული კარაბლები შემოდიან, რომ პორტის დაცვაში დაეხმარონ ჩვენებს.” თურქ ჟურნალისტებთან ერთად სამშვიდო ბოების პოსტეზე ვჩერდებით – მეღვრეკისში. ქერა, 25-იოდე წლის ოფიცერი გვიახლოვდება. გვირჩევს, რომ ფრთხილად ვიყოთ, რადგან აქედან დაბომბვების სიხშირე მატულობს და უკვე სნაიპერებიც მუშაობენ. “ია ნე გორანტირუიუ ზა ვაშ ჟიზნ, მოჟეტ ბუდუტ ვ ვას სტრელიატ”.

არც ჩვენ და არც ბატონი იოსები არ ვუთარგმნით თურქებს, რომ აქედან უკვე საშიში ზონა იწყება. ცუდად ვიქცევით. მაგრამ ორივეს ძალიან გვინდა, მსოფლიომ ნახოს რუსების აგრესიის სულ უფრო მეტი სამხილი.
ერგნეთი. სოფელი ცარიელია. გზის მიმდებარე ტერიტორიები და სახლების უმეტესობა დაბომბილია. ერგნეთის გასასვლელთან სამხედრო მანქანებია დაცხრილული და მიტოვებული. ეს უკვე არ არის შორ მანძილზე მომუშავე რუსული იარაღის შედეგი. ბატონი იოსები ჩვენზე ადრე იაზრებს, რომ აქაურობას რუსული ავტომატები წვდებიან და მანქანას აბრუნებს.

შემთხვევით ვხედავთ ერთ ორღობეში გაჩერებულ თეთრ “ოპელს”. გორის მხრიდან კი ორი სამხედრო მანქანა გვიახლოვდება. ჯარისკაცები ფრონტის წინა ხაზზე მიჰყავთ, მკაცრად გვთხოვენ, რომ სასწრაფოდ დავტოვოთ აქაურობა. კაბინაში მჯდარი ოფიცერი წასული მანქანიდანაც გორის მიმართულებით გვიქნევს ხელს და ყვირის: სწრაფად უკან გაბრუნდით! ბატონი იოსები უკვე ძრავს მანქანას. ვეკითხებით: “ოპელის” პატრონებს არ შევატყობინოთ? გავრბივართ და იმ სახლში შევრბივართ, რომლის წინაც მანქანა დგას. ჩვენს დაძახილს არავინ ეხმაურება. მთელი ძალით ვაბრახუნებთ დამსხვრეულ ფანჯრებზე. “არის აქ ვინმე?..” შორიდან ყრუდ გვესმის: “აქ ვართ”. ხმას სარდაფისაკენ მივყავართ, საიდანაც ჯერ ახალგაზრდა კაცი გამოდის და უკან სამი ადამიანი მოჰყვება, ორი _ მკერდზე მიბნეული ჟურნალისტის მოწმობით. იტალიელი ჟურნალისტები ყოფილან, რამდენიმე წუთის წინ აქ გამართულ სროლაში მოყოლილან. შუა ხნის თეთრპერანგიანი ჟურნალისტი მანქანისკენ გარბის. ჩვენც გავრბივართ და ვეკითხებით:

-- have you ever been in such situation?

ყოფილხართ-მეთქი როდისმე ასეთ სიტუაციაში? იტალიელი ჟურნალისტი გვეუბნება, რომ უნახავს კონფლიქტური ზონები, მაგრამ არასდროს უნახავს ასეთი საშინელება.

- შეძრული ვარ რუსული აგრესიის ნახვით საქართველოში - I am shocked by the russion actions in Georgia.

გორში დაბრუნებულები პოლიციის განყოფილებაში მივდივართ, რომ ვთხოვოთ დევნილების გამოყვანაში დახმარება. პოლიციის უფროსის მოადგილე შალვა ტრაპაკიძე მკაცრი და ცივი ხმით გვეუბნება: “ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ტრანსპორტის საშუალება აღარ გვაქვს”.
Last edited by ARCHILI on 12 აგვ 2008, 13:43, edited 2 times in total.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Archil » 12 აგვ 2008, 13:24

Varvara

ფორუმ.გე-დან ხომ არ გადმოხვედი? აქ ვინმე აყენებს ასეთ შეურაცხოფას ერთმანეთს? თუ შეზღუდვებია,იმაზე შეიძლება დაყენდეს შეზღუდვა, "ჩემო სიხარულო და სიყვარულო" და "რა კარგები ხართ" და "მიყვარხართ" რომაა დიდი ოდენობით... თუმცა რატომაც არ უნდა იყოს...

ჰოდა მოდერობას გილოცავ !!!!

მპუა (ანუ კოცნა ჩვენებურად)

დამბანე ეხლა მაგის გულისთვის კიდო ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 12 აგვ 2008, 13:24

ARCHIL_i
მიჭირს კითხვა, ნერვები არ მყოფნის
აცხა ღორებო Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by popins » 12 აგვ 2008, 13:24

Jnosy wrote:მედვედევმა განცხადება გააკეთაო
იცით რამე?
ჰო..აჩერებს ჯარებს..მაგრამ აფხაზეთი და სამაჩაბლო ვსიო დავკარგეთ რა
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by popins » 12 აგვ 2008, 13:25

Дмитрий Медведев объявил, что принял решение о прекращении операции по принуждению к миру в Южной Осетии
Президент России Дмитрий Медведев объявил, что принял решение о прекращении операции по принуждению к миру в Южной Осетии. Об этом Медведев заявил на основании доклада о ситуации в зоне конфликта на встрече с министром обороны Сердюковым и главой Генштаба Макаровым. "Безопасность наших миротворческих сил и гражданского контингента восстановлена, агрессор в Южной Осетии наказан и понёс очень значительные потери, его вооружённые силы дезорганизованы", - сказал Медведев. Он поручил министру обороны представить военнослужащих – участников операции в Южной Осетии к государственным наградам.
Медведев поручил Минобороны и Генштабу при новой агрессии с грузинской стороны принимать решения по уничтожению агрессора.
[13:22:03] camomle говорит: anu davkarget afxazeti da samachablo da
lenchiamal

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2008, 13:26

ელბაქიძეზე ღია კაფე სად არის ვერ ვიხსენებ...

თუმა რა აზრი აქვს, მე ქაშუეთთან თვისუფლების მხრიდან უნდა მოვიდე და დანიშნნულების ადგილას მოსულს, ახლა ელბაქიძემდე ნუ გამიყვანთ გთხოვთ, თან ტრანსპორტი არ ივლის და ფეხით უნდა გამოვიდე იდეაში. მოკლედ მე ქაშუეთთან დაგხვდებით. თუ მოგძებნეთ ან დაგიკავშირდით, ხომ კარგი, თუ არადა ვერ გნახავთ და ის იქნება.

ჩემი რჩევა იქნება ძალიან ცენტრშიც ნუ მოექცევით და მჭიდროდ არ დადგეთ.
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 12 აგვ 2008, 13:26

სამხედრო ჰოსპიტალთან უცხოელ ჟურნალისტებს მოუყრიათ თავი. მათ შიგნით არ უშვებენ. ჩვენ გვთხოვენ, რომ, თუ მივიღეთ რაღაც ინფორმაცია დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ, მათაც მივცეთ. ჰოსპიტლის ჭიშკართან დაცვა ავტომატებით გვიღობავს გზას. ვცდილობთ, ავუხსნათ, რომ ცოცხალი კადრებისა და ინფორმაციის გატანა და გადაცემა მსოფლიოს ტელეარხებით კიდევ უფრო მეტად დააჯერებს ადამიანებს ყველა ქვეყანაში, როგორ ხოცავენ რუსები ქართველ ახალგაზრდებს. დაცვა უარს გვეუბნება. ფოტოაპარატით მხოლოდ ერთი კადრის გადაღებას ვასწრებთ, სასწრაფოებიდან როგორ გადმოაქვთ სანიტრებს საკაცეები. ჩვენს გვერდით მანქანა ამუხრუჭებს, გადმოდის ოფიცერი და გვიბრძანებს, წავშალოთ გადაღებული კადრი. “კი, მაგრამ, რატომ?” – გაოცებულები ვკითხულობთ. “ომია! _“ უბრალოდ და ცივად გვპასუხობს.

თბილისისაკენ მიმავალ გზაზე დევნილების ზღვაა გაშლილი, ისინი ორი დღეა გზაში არიან. გორში ჩამოღწეულებს კი ტაქსები თბილისამდე ჩაყვანაში 100 ლარს სთხოვენ. მათ გამოიარეს ორი აჩაბეთი, ქურთა, ერედვი, დიცი, ქორდი: “მე ქავთარიშვილი ვარ, ჩერქეზიშვილების რძალი. ქურთაში დარჩენილი უკანასკნელი ოჯახებიც წამოვედით. იმიტომა, რომ წუხელ ჩეჩენი შემომივარდა სახლში. ჩემი შვილი კედელზე ააყუდა, ეხლავე დაგკლავ ღორივითო. მე ვუთხარი, შვილო, რაზე მკლავ, რაზე მიკლავ შვილსა-მეთქი? დილა გათენდეს და ავდგებით და წავალთ. სულ მოვშორდებით აქაურობასა.

აი, შემომხედეთ, ესე ვარ გამოსული სახლიდანა. თვრამეტი წელია, ხეობას ვინახავდით, ცარიელა ხელის გულებითა, დღესა, ერთ საათში ლტოლვილი გავხდი. 7 დღის განმავლობაში გვბომბავდნენ. რო გამოვედით, რუსები და ჩეჩნები იდგნენ პოსტებზედა, ქართული დროშები მოხსნილია, რუსული დროშები აქვთ გამოკიდებული. 7 დღის განმავლობაში თაგვის სორო გვქონდა გამხდარი სანატრებელადა. ძროხა ბოსელში დავტოვე დაბმული, ვერც კი მივუყარე. ზევით სოფელში ოთხი მოუკლავთ. იმათი დამმარხავი არავინ არის. ჩვენ მოკლული მეზობელი დავტოვეთ, მოხუცი, რომ მოვდიოდით, კიბეზე ჩამოდიოდა, ბომბის აფეთქებამ მკლავი მოაგლიჯა, ისეთი სროლები დაიწყო, ვეღარც კი მივხედეთ. თქვეს, ადგილზე მოკვდაო.”

ამ ქალს ჭურვის ნამსხვრევები მოაქვს თბილისში. ყველას უნდა ანახოს, რადგან ნამსხვრევებს მისი ეზოს მიწა აქვს აკრული.

პ.ს. ეს რეპორტაჟი 10 აგვისტოს არის მომზადებული. 11 აგვისტოს ტყვიავი კიდევ ერთხელ დაიბომბა და მიწასთან არის გასწორებული. როგორც ტყვიაველებმა შეგვატყობინეს, სოფლის უმეტესობა ადგილზე დახვდა დაბომბვას.

Last edited by ARCHILI on 12 აგვ 2008, 13:44, edited 1 time in total.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by teo- » 12 აგვ 2008, 13:37

auuuuuuuuuuu daceret ra sad...sanam kidev gaitisha.. tu ar dacert mtao qashuettan moval da shen mainc gnaxav.. gia kafe sadaaa azrze ver movedi

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by popins » 12 აგვ 2008, 13:40

Mta Mkvarebia

სამაის ბაღშია ღია კაფე..ანუ სამაიას ძეგლთან
lenchiamal

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by pataputina » 12 აგვ 2008, 13:47

ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]