საქველმოქმედო ღონისძიებები....

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by guruli » 02 აგვ 2006, 22:46

gobe
აი მერე კი მართალი გითხრა, აღარ მახსოვს საბოლოოდ მაკარონი დავტოვეთ თუ ამოვშალეთ სიიდან.
მეც შენს დღეში ვარ - ეგ ზუსტად არც მე მახსოვს. :lol: :lol: :lol: მაგრამ მე ხომ ცოტა ადრე წამოვედი. თუმცა იქ იმდენჯე ითქვა *მაკარონის ჩატანა*, აჯობებს, აქციას ეგრე ვუწოდოთ. :D
ხუმრობა იქით იყოს და ან მაკარონი რა ამოსაღებია, 20 ლარად ტომრით იყიდი და თითქმის მთელი ზამთარი ეყოფათ. იყოს ფქვილიც და ეგეც. ცოტა დავამატოთ თანხას და ყველაფერს ვიყიდით.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by gobe » 03 აგვ 2006, 00:15

zura N.,
გაიხარე! კარგი იქნება წიგნებს თუ იპოვი. ადმინმა ხომ თქვა ჭადრაკის დაფას და ფიგურებს მე ვიყიდიო. ალბათ მნიშვნელობა ექნება ბავშვებისთვის თუ რა ენაზე იქნება დაწერილი წიგნები - ქართულად თუ რუსულად, რადგან ძალიან მეეჭვება, რომ რუსული "ეკერკებოდეთ".

guruli,
კი ბატონო. მე გეთანხმები, სადაც ფქვილს ვიყიდით, იქაც მაკარონსაც ავიღებთ ბარემ. :) თუმცა ეს ყველაფერი მაინც "მაკარონის აქციის" დანარჩენ მონაწილეებთანაც უნდა შეთანხმდეს.

ისე კი, მეგობრებო, ალბათ, მაინც კარგი იქნება, შეძლებისდაგვარად ამ კვირაში რომ ჩამოვწეროთ ყველამ - ვისაც აქციაში მონაწილეობის სურვილი გვაქვს ვინ როდის ვიქნებით თბილისში. თუმცა, ზოგი კარ(ა)ველი უკვე გასულიც არის თბილისიდან.

მე თბილისელი ბიჭი ვარ... დაახლოებით 12-13 აგვისტომდე და მერე ალბათ 10 სექტემბრიდან

რიგია, რიგი...
აბა, აბა, ვინ არის შემდეგი? :wink:

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by zura N. » 03 აგვ 2006, 00:26

gobe

ქართულ ენაზეც მაქ ზოგიერთი წიგნი დამწყებთათვის, თუმცა უმრავლესობა რუსულადაა ( ისე მემგონი რუსულადაც მოახერხებენ რადგან პარტიების სანახავად მხოლოდ რამოდენიმე ასოს ცნობაა საჭირო).

მე 5-ში მივდივარ და 13-ში ჩამოვდივარ თბილისში მერე ალბათ 16-ში ისევ წავალ და აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ჩამოვალ .
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by guruli » 03 აგვ 2006, 09:03

მე ამ უქმეებზე თუ წავედი ართვინში, თბილისში სამშაბათს ან ოთხშაბათს დავბრუნდები. მერე იქეთ შაბათ-კვირას ჩავირბენ გურიაში და ვსიო - მერე თბილისში ვარ.

User avatar
lashas
ბილიკზე მოარული
Posts: 82
Joined: 22 ივლ 2006, 15:00
Location: თბილისი
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by lashas » 03 აგვ 2006, 11:22

მე 21-მდე თბილისში არ ვიქნები. ასე, რომ .....
Изысканный труп будет пить молодое вино.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by gobe » 08 აგვ 2006, 12:07

შაბათს, 5 აგვისტოს, ტელეფონით დავუკავშირდი PSP-ს დანერგვის სამსახურის უფროსს ნათია ხაბეიშვილს. ავუხსენი სიტუაცია და მთხოვა მათი უფროსის სახელზე მომემზადებინა წერილი (მოცემულია ქვემოთ), რომელიც მოვამზადე და მეორე დღესვე ჩემი პირადობის მოწმობის ასლთან ერთად გადავეცი PSP-ს დაცვის თანამშრომელს.


“PSP-რიხტერის” დირექტორს
ბატონ გოჩა გოგილაშვილს


ბატონო გოჩა,
ამა წლის ივლისში თბილისში სამიოდე დღით თავის ერთ-ერთ ვაჟიშვილთან - ზეზვასთან ერთად ჩამოსული იყო სოფელ მუცოს მაცხოვრებელი ზურაბ დაიაური, რომელსაც მუცოში შეხვდა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომლისგანაც შევიტყვე მისი ოჯახის გასაჭირის შესახებ. მეგობარს ვთხოვე ზურაბთან დავეკავშირებინე და სამწუხაროდ, მხოლოდ ცოტა ხნით მომეცა მასთან დალაპარაკების საშუალება. რამოდენიმე წლის წინ ზურაბს ჰქონია 12 სულიანი ოჯახი – მეუღლე და 10 შვილი. როგორც გავიგე, ნორმალური პირობების უქონლობისა და უსახსრობის გამო 2 შვილი გარდაცვლია. დღეს იგი მარტო ზრდის 8 შვილს (მეუღლე აღარ ჰყავს - მასზე საუბრისაგან თავი შეიკავა). საუბრისას ზურაბმა ახსენა, რომ გაჭირვების გამო, მსხვილფეხა საქონლის ნაწილის გაყიდვამაც მოუწია; რომ მთელ მუცოში მისი ოჯახი ერთადერთია, რომელმაც წლევანდელი ზამთარი იქ გაატარა. მან ისიც თქვა, რომ ძალიან განიცდის გაუსაძლისი პირობების გამო სოფლის დაცლას.

ინტერნეტში არის ფორუმი www.karavi.ge , რომლის წევრებმაც გადავწყვიტეთ შეძლებისდაგვარად (ტანსაცმლით, საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, წიგნებით, სათამაშოებით, კონკრეტული რჩევა-დარიგებებით და ა.შ.) დავეხმაროთ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს საქართველოს მთიან მხარეებში. ჩვენი არჩევანი სოფელ მუცოზე გაკეთდა.
ჩვენ არ გვსურს, რომ კიდევ ერთი სოფელი შეუერთდეს მიტოვებული სოფლების სიას.

აღნიშნულ მხარეში გამგზავრებას ვაპირებთ სავარაუდოდ 15 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე დროის ინტერვალში.

ვფიქრობთ კარგი იქნება თუ ზემოაღნიშნულ ოჯახს შეძლებისდაგვარად მივაწვდით ისეთი ტიპის მედიკამენტებს, რომელთა მიღებაც უსაფრთხო იქნება ექიმის დანიშნულების გარეშე, თუნდაც პროფილაქტიკური მიზნებისათვის, ვიტამინები და სხვ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დახმარებისათვის თხოვნით მოგვემართა თქვენთვის. თუ კი თქვენს ფირმას ამ ტიპის დახმარების აღმოჩენის საშუალება აქვს, მადლობელი ვიქნებით თქვენი მხრიდან გაწეული დახმარებისათვის.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,
გ. ბედენაშვილი

6 აგვისტო, 2006 წ.
Last edited by gobe on 10 აგვ 2006, 10:36, edited 1 time in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Gvalva » 08 აგვ 2006, 16:14

gobe

გაიხარე! იქამდე ჩვენც მოვაგროვებთ ჩვენს რამეებს.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by gobe » 08 აგვ 2006, 16:15

ცოტა ხნის წინ დამირეკა ნათია ხაბეიშვილმა PSP-დან, განვიხილეთ თქვენი თხოვნა, 5 საათისთვის მოდით და წაიღეთ წამლებიო. კი თქვა, ისეთი დიდი და ბევრი არაფერიაო, მაგრამ ჯერ ერთი ყურადღება, მეორეც ელემენტარული თანადგომის გამოხატვა, ძალიან მესიამოვნა. მადლობის მეტი რა გვეთქმის. აი ეხლა, 10 წუთში გავდივარ.

ჩემმა ცოლმა ტანსაცმელი გაგვიმზადა წასაღებად, ჩემმა ცოლისდამაც მითხრა რაღაც ტანსაცმელს მეც გაგატანთო.

კახა (kakha_travel) დღეს ჩამოვიდა თუშეთიდან. ერთ საათში უნდა შევხვდე და უფრო ზუსტად გავარკვევ ზურა დაიაურის ბავშვების ასაკს.

:)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by guruli » 08 აგვ 2006, 17:07

gobe
ძალიან კარგი. მოცულობა მართლაც არაა მთავარი. მთავარია ყურადღება.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Mao » 08 აგვ 2006, 19:39

gobe

naxodka xar aqaurobistvis :D :D :D :D :D
together on the top!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by gobe » 08 აგვ 2006, 22:43

Gvalva, 8)
guruli, :)
Mao, :wink:
გაიხარეთ! მარტო ერთ კაცს არანაირი ძალა არა აქვს, ანდა თუ კი აქვს, ეგ მოდის გუნდიდან, ერთიანობიდან, ერთი დიიიიიიდი საერთო სურვილიდან, ერთი დიიიიიიდი საერთო წყურვილიდან,... გ ა ი ხ ა რ ე თ ! ! !
...ცოტა ხნის წინ დამირეკა ნათია ხაბეიშვილმა PSP-დან, განვიხილეთ თქვენი თხოვნა, 5 საათისთვის მოდით და წაიღეთ წამლებიო. კი თქვა, ისეთი დიდი და ბევრი არაფერიაო...
წამლები ჩემთან არის თავის ქვითრებიანად. ზემოთ ტყუილად არ გავუსვი ხაზი ნათიას სიტყვებს. ის წამლები, რაც ჩემთან არის, საკმაოდ ფასობს. რომ შევიკრიბებით, ერთად გადავწყვიტოთ როგორ გავუნაწილოთ ეს წამლები იმ ხალხს - მხოლოდ ზურას ოჯახს გადავცეთ თუ რამოდენიმე ოჯახზე გადავანაწილოთ... თუმცა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რამდენადაც, პირადად მე მხოლოდ ერთ-ერთი წევრი ვარ იმ დიდი საველე ოჯახისა, რომელსაც ქვია www.karavi.ge .

მაშ აბა, შეხვედრამდე!!! :wink:

P.S. ძალა ერთობაშია - ეს კომუნისტური ლოზუნგი არ არის. ეს არის, თუნდაც ჩვენს შემთხვევაში, კარვული ლოზუნგი, მაააააშ...
ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ PSP-ს წარმომადგენლებს ჩვენთვის სანაცვლოდ არაფერი უთხოვიათ, ანუ ეს იყო აბსოლუტურად უანგარო მოქმედება მათი მხრიდან, კარგი იქნება ჩვენი მხრიდან, თუ PSP-ს გადავცემთ იმ ოჯახების ფოტოებს თავიანთი სოფლების ფონზე, რომლებსაც მათ უშუალო დახმარება გაუწიეს...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by guruli » 08 აგვ 2006, 23:00

gobe
თუ ერთი ოჯახისთვის ბევრია, მაშინ შეიძლება სხვებზე განაწილებაც. არა მგონია, ეგ დიდი სადავო საკითხი იყოს, აი, PSP-სთვის იმ ოჯახების ფოტოების გადაცემა მართლა კაი იდეაა. იქნებ სამომავლოდ თავადაც დაინტერესდნენ და იმ ღვთისა თუ კაცისგან მივიწყებულ ხალხს თავადაც მიხედონ. ცოტათი მაინც.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Mao » 08 აგვ 2006, 23:14

gobe

agprtovanebuli var sheno monatsemebit :D :D :D :D :D :!: :!: :!: :!:
together on the top!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by gobe » 09 აგვ 2006, 00:10

guruli,
გეთანხმები. იქნებ... :)

Mao,
:oops: :oops: :oops:

ცნობისათვის: კახასაგან მიღებული ინფორმაციით ზურა დაიაურის შვილებიდან ყველაზე პატარა არის 3-4 წლის, უფროსი კი დაახლოებით 20 წლის.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Gvalva » 09 აგვ 2006, 00:16

gobe

...და შენი ფოტოც რომ გადავცეთ იმ ოჯახს და სოფლელებს არ იქნება ცუდი!!!

მოკლედ, ჰალსტუხი გაამზადე და ჩაგაკარტიჩკებთ :)

გაიხარე!! უშენოდ იქ წასვლა არ იქნება!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]