Page 4 of 68

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 31 მარ 2010, 21:23
by Makena
Tamari-ch.
ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებ, ყველანაერად მივესალმები შენს წამოწყებას, ცოტახანში მოგაწვდი ძალზე საინტერესო ფოტომასალას მესხეთის ძეგლებზე.

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 31 მარ 2010, 22:48
by Tamari-ch.
Makena wrote:Tamari-ch.
ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებ, ყველანაერად მივესალმები შენს წამოწყებას, ცოტახანში მოგაწვდი ძალზე საინტერესო ფოტომასალას მესხეთის ძეგლებზე.
გაიხარე,
გელოდები ..
:)
მანამდე კი -
დღეს, დავამთავრებ თიანეთის რაიონის ისტორიულ ძეგლების ჩამონათვლის გაკეთებას...

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... 7&Itemid=3

მეგობრებო -
ამ საერთო საქმეში შეუძლია მთელს კარავს ჩაერთოს -
ფოტომასალა აქაა უამრავი.
სპეციალსიტებიც ბევრია ამ ფორუმზე.
ასე რომ გავაკეთოთ კარგი საქმე ერთიანი ძალებით..
:)

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 02 აპრ 2010, 12:24
by Tamari-ch.
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... 7&Itemid=3

ინგუშეთში ქართული ეკლესიები ყოფილა...

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 02 აპრ 2010, 13:44
by guruli
Tamari-ch.
ინგუშეთში ქართული ეკლესიები ყოფილა...
და არა მხოლოდ ეგ და არა მხოლოდ ინგუშეთში!
მაგ ალბიერდის ახლოსაა ტყობაერდის ნანგრევები, უფრო დასავლეთით - ჭიორა-ღების გადაღმა კი თლი და ხოზიტა-მაირამი. ხოზიტა, მგონი, ახლაცაა რაღაც დონეზე შემორჩენილი.
ღების თემი მაქ კავკასიონის გადაღმა საკმაოდ დიდ მიწებს ფლობდა.

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 02 აპრ 2010, 13:59
by Tamari-ch.
guruli
ამ ეკლესიის ფოტოებს ვეძებდი ახლა ინტერნეტში
და ვიპოვე ტყობაერდის ფოტოები

Image

Image
http://www.niitag.ru/info/doc/?244

http://www.nasledie.org/v3/ru/?action=view&id=844676

http://www.ingushetia.org/history/monument/33.html

აუცილებლად დავდებ ამათ საუნჯეზე--

ალბი იერდის ფოტოები კი ვერსად ვნახე-
იქნებ გქონდეთ ვინმეს სადმე მოპოვებული?

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 02 აპრ 2010, 14:03
by guruli
Tamari-ch.
ამ ეკლესიის ფოტოებს ვეძებდი ახლა ინტერნეტში
და ვიპოვე ტყობაერდის ფოტოები
ვაააა - რა კარგადაა შემონახული!
მაშინ შეიძლება, ის გადარჩენილი ეკლესია, რომელზეც მე ვლაპარაკობდი წინა პოსტში, ეგაა და არა ხოზიტა.
სხვები არ ვიცი, მაგრამ გიორგი ბაგრატიონს ნაღდად ეცოდინება მაგ ტაძრების ამბები. დაუკავშირდი მაგას - ბევრ საინტერესოს გეტყვის და იქნებ ალბიერდის ფოტოებიც ჰქონდეს, ან - მიგასწავლის.

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 02 აპრ 2010, 14:21
by Tamari-ch.
guruli
ეგ ნამდვილად ტყობაერდია
არ ვიცი შეიძლეაბ ცოტა ძველი ფოტოც იყოს
ომი შეეხო თუ არა - ისიც არ ვიცი
ვიკიზე წერია რომ აქ არმიის ნაწილები იყოო განლაგებული

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D1% ... 0%B4%D1%8B

Во время Второй чеченской войны оказался в центре военных манёвров. По словам президента Ингушетии, военные 58-й армии устроили в древнейшей церкви РФ отхожее место[1].

იმედია არაა დანგრეული


http://www.iriston.com/nogbon/print.php?newsid=119

აი სტატია ხოზიტა მაირამზე

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 03 აპრ 2010, 17:41
by Tamari-ch.
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... 7&Itemid=3

დაიდო ყაზბეგის რაიონის ისტორიული ძეგლები
და ამით დამთავრდა ძეგლთა სიის შედგენა
ძეგლთა აღწერილობის წიგნიდან მეორე და მეხუთე ტომიდან

აწი რაიონების მიხედვით უნდა შევავსოთ ხოლმე ძეგლები სხვადასხავ წყაროებიდან

როცა ძეგლთა აღწერილობის პირველი, მესამე და მეოთხე ტომები გამოვა
შესაბამისად შევიტანთ მათ მონაცემებს...

მაგალითად

დღეს დავდე ახალგორის ძეგლთა სია (რაც ჩემთვის იყო ცნობილი)

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... 7&Itemid=3

ამ სიას კიდევ დაემატება ნელ ნელა სხვა ძეგლებიც -
და რაც საინტერესოა ამ გვერდზე მოხვდა ახალგორის მუზეუმში შედგენილი ხელნაწერი რუკა, რომლის გადაღების საშუალება მოგვეცა ქსნის ხეობაში მოგზაურობის დროს.~
(დამამახსოვრდა ახალგორის მუზეუმის დირექტორი (სახელი და გვარი არ მახსოვს) რომელმაც მეტად თბილად მიგვიღო მაშინ, ბუკლეტებიც გვაჩუქა,,,)

ახლა არ ვიცი რა ბედი ეწვია იმ მუზეუმს და მის ექსპონატებს,,,
:evil:

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 06 აპრ 2010, 14:01
by Tamari-ch.
Image

კიდევ ერთი ფოტო ტყობაერდზე ინტერნეტში
http://www.forumcaucasus.com/index.php? ... =1082&st=0

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 06 აპრ 2010, 15:06
by ლეონტი
ძალიან მომწონს თქვენი წამოწყება.
მგონია რომ ასეთ საქმეს პროფესიონალები უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ისიც მესმის რომ გიორგი ჩუბინიშვილის მსგავსი ხალხი ძნელი საპოვნელია, ანუ ენთუზიასტები, უსასყიდლო, თანაც უმაღლესი პროფესიონალები.
მაგრამ საერთო ძალით კარგი საქმე გაკეთდება.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 06 აპრ 2010, 16:05
by Tamari-ch.
ლეონტი wrote:ძალიან მომწონს თქვენი წამოწყება.
მგონია რომ ასეთ საქმეს პროფესიონალები უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ისიც მესმის რომ გიორგი ჩუბინიშვილის მსგავსი ხალხი ძნელი საპოვნელია, ანუ ენთუზიასტები, უსასყიდლო, თანაც უმაღლესი პროფესიონალები.
მაგრამ საერთო ძალით კარგი საქმე გაკეთდება.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
მეცვ მინდა ჩავრთო პროფესიონალები –
ყოველ შემთხვევაში ჯერ მხოლოდ ციტირებას ვაკეთებთ
სხვადასხვა წყაროების.
ჩიტუციო ხელოვნებათმცოდნეა.
მამა გიორგიც და ვარდიკო არაბულიც ,
გვყავს ერთი ისტორიკოსი, რომელიც ჯერ ევრ იცლის ჩვენთვის,
თუ კახა ბატონიც და გიორგი ბაგრატიონიც შეგვეშველებიან–
საქმე წინ წაიწევს..

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 06 აპრ 2010, 16:23
by qvevri
Tamari-ch.
შენ ვერ მიხვდი რას გულისხმობს ლეონტი...
პროფესიონალებში ის თავის თავს გულისხმობს :wink: და რა, ეჭვი გეპარება :?:

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 06 აპრ 2010, 17:41
by Tamari-ch.
qvevri
ვაა - ეგ არ ვიცოდი!

:)

ლეონტი ისტორიკოსია?

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 06 აპრ 2010, 17:51
by qvevri
Tamari-ch.
როგორ თუ არ იცოდი :?: ლეონტი არის იტორიკოსიც, კრიტიკოსიც, მამაც და მარჩენალიც :!:

ჩვენი "საუნჯე" - ჩვენი საქართველო

Posted: 06 აპრ 2010, 17:55
by Tamari-ch.
qvevri
ძალიან სასიამოვნოა -
რატომღაც ლეონტი ფიზიკოსი მეგონა
:)

თუ ითანამშრომლებს ჩვენთან მაგას რა ჯობია!