SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by Naia » 20 სექ 2009, 22:05

GAMARJOBA SAKARTVELO
გვალდა
გვალდა, ანამ მეც მომწერა იგივე წერილი ფოსტაზე. დღეს კი მისგან ეს წერილი დამხვდა. მთხოვდა, კარავზე მე ვერ ვწერ და იქნებ შენ დადო ჩემი პასუხიო.

აი ისიც:

პასუხი GAMARJOBA SAKARTVELO-ს

diax, cdebi.
es aris elementaruli informacia rac aucilebelia camsvlelma icodes.
egeb ar gesmis rom arian adamianebi visac ojaxis cevrebtan dalaparakeba aucileblad miachniat, tu ra ggonia exla adamiani qvelafers miatovebs da 550 larze(gindac metze) ukan mouxedavad gaiqceva? meore, arian kidev adamianebi visac shishebi aqvt chaketili sivrcis/adgilis, etc, etqoba qovelive amas ver aanalizeb, es aris sacqisi informacia romelic aucilebelia camsvlelma icodes, anda davushvat es adamiani vegetarielia, anda rame daavadeba chirs, chvens droshi exla janmrtelebi axalgazrdebi zlivs xart! axalgzarda kidev iq camsvleli an aris an ara, xoda msgavsi informacia rom daidos savsebit normaluria da sheni komentari uadgiloa, msgavs informacias tu ar miacvdit kandidats erti rom gagizneldebat povna, meoerec romc ipovot is iq chasuli sheizleba ukan camoviodes sachemo ara qofilao.
komporti kidev visac unda iq ar cava , xom asea?



User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by Naia » 20 სექ 2009, 22:06

გვალდა

ახლახანს დავბრუნდით შატილიდან. სკოლის ამბებს, ალბათ, გოგა დაწერს უფრო დაწვრილებით

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by გვალდა » 20 სექ 2009, 22:13

Naia

რომც ვინმე გამოჩნდეს, რეალური მსურველი, უცხოეთში მყოფი, სათანადო პროცედურებს, მიწერ-მოწერას თუნდაც, კი დასჭირდება კაი ხანი და ამასობაში დრო ხომ გავა? :oops:

იმედია შატილიდან კარგი ამბებია :)
სვანეთოლოგი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 სექ 2009, 23:45

გვალდა wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:გვალდა
კი, მცირედით ცდები და გაბრაზებაც უადგილოა, მგონი ზუსტად იმის გამო, რომ დაკავებული იყავი და წერილი გულისყურით არ წაგიკითხავს :wink: :)
როგორც ჩანს, ასეა.
იმ დღეს მართლაც ვჩქარობდი.
თუმცა, არ გავბრაზებულვარ.
უბრალოდ, ჩავთვალე, რომ მასწავლებლად მუშაობს მსურველი ჯერ მოსწავლეების რაოდენობით,
კლასებითა და სთებით უნდა დაინტერესებულიყო და მერე სხვა დანარჩენით.
კომფორტის მოთხოვნილება, კიდევ აღვნიშნავდი, ნებისმიერი ადამიანის უფლებაა.
უბრალოდ, ვთვლი, რომ შატილში წამსვლელისთვის კომფორტი მოტივაცია არ უნდა იყოს.
შეიძლება, ზედმეტად იდეალისტი ან მომთხოვნი ვარ და ვაჭარბებ.
როგორც არც უნდა იყოს, იმ გოგოს მაინც მადლობა ეკუთვნის.
უცხოეთიდან ფიქრობს, როგორმე დაეხმაროს შატილის სკოლას.
ეს მაშინ, როდესაც ბევრ აქ მყოფსს ყური არ შეუბერტყავს.

Naia
გავეცანი ანას მიერ მოწერილ წერილს.
მგონი, ის და მე სხვა და სხვა ენაზე ვსაუბრობთ.
თუმცა, მგონი, ჩემი ბრალი უფროა.
ნაჩქარევი წერილით გავაბრაზე.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 სექ 2009, 23:49

ვნახე შატილის სკოლის დირექტორი.
მომდევნო კვირაში თბილისში ჩამოვა და შატილში მუშაობის
მსურველებს განათლების სამინისტროში შეხვდება.
შეხვედრის თარიღზე შევთანხმდებით და აქაც დავწერ.
თუ ვინმეს კანდიდატურა გყავთ, თუ შეიძლება, შეატყობინეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by ARCHILI » 21 სექ 2009, 02:57

მე შევეხმიანე ჩემს რეკომენდებულ სპეციალისტს და ვუთხარი, თავი შეიკავოს თუ თავად არ შეეხმიანებიან მას...

თავმოყვარე სპეციალისტი ასეც მოიქცევა, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ გარემოებას: ის სთხოვს სამსახურს პოტენციურ დამქირავებელს თუ მას იწვევს პოტენციური დამქირავებელი და სთავაზობს სამუშაოს.

ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიძიება ისეთი მასწავლებელი, რომელსაც იმდენად მოეწონება აღნიშნული ვაკანსია შესაბამისი პირობებით, რომ ამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის სათანადო მოტივაცია გაუჩნდება.

:)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by Naia » 21 სექ 2009, 10:36

ამ წერილს ანას ვწერდი და შემდეგ გადავწყვიტე, რომ კარავზეც დამედო.

შატილში მასწავლებლები იცხოვრებენ შატილის სკოლა-ინტერნატში. შატილის სკოლა ინტერნატი ახლად გარემონტებული შენობაა, სადაც ბავშვები ცხოვრობენ თავიანთ ოთახებში, აქვთ საერთო საშხაპე (ცხელი და ცივი წყლით), საპირფარეშო, სამრეცხაო, კომპიუტერები და მუდმივი დენი.

მოკლედ, შექმნილია შესაბამისი პირობები, რომ ბავშვებმა და რამდენიმე მასწავლებელმა ზამთარში (როდესაც მიმდებარე სოფლებთან თოვლის გამო გზა იკეტება და ბავშვები შინ ვეღარ ბრუნდებიან) იქ იცხოვრონ.

გარდა ამისა, შატილის სკოლაში არის სატელიტური ინტერნეტი.

მობილური ტელეფონი პირიქითა ხევსურეთში არ იჭერს.

შატილს ჰყავს ექიმიც.

ტრანსპორტს რაც შეეხება: დღეისათვის შატილში დადის სარეისო ავტობუსი. რომელიც შაბათს გადის თბილისიდან და სამშაბათს ან ოთხშაბათს ბრუნდება. მგზავრობის ღირებულება - 15 ლარი.

მაგრამ ეს ავტობუსი ალბათ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ივლის. მერე გზა იკეტება. შატილიონებს დაჰპირდნენ რომ ამ ზამთარს თვეში ერთხელ იფრენს შვეულმფრენი, რომელიც ადგილობრივებისთვის (მათ შორის მასწავლებლისთვის) უფასო იქნება.

ამ დღეებში, როგორც გოგამ დაწერა, თბილისში ჩამოდის შატილის სკოლის დირექტორი. ასე, რომ თუ ვინმე გყავთ მსურველი, აჯობებს პირადად შევახვედროთ დირექტორს და პირველყაროდან მიიღონ უფრო დაზუსტებული ინფორმაცია.
Last edited by Naia on 21 სექ 2009, 10:57, edited 3 times in total.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by გვალდა » 21 სექ 2009, 10:48

Naia
შატილში სწავლა უკვე დაწყებულია?
სვანეთოლოგი

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by Naia » 21 სექ 2009, 10:53

გვალდა
წესით წინა კვირას უნდა დაწყებულიყო. სიმართლე გითხრა, აღარ გადამიმოწმებია. პაატასა დავურეკე და იმანაც იგივე პასუხი გამცა...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by Naia » 21 სექ 2009, 10:56

როგორ ფიქრობთ, ხომ არ აჯობებს ეს განცხადება jobs.ge-ზეც რომ დაგვედო?

სამწუხაროდ, დროში ვიჭედებით. თვის ბოლომდე უნდა იყოს უკვე კანდიდატი, თორემ მერე დაგვიანებული იქნება :(

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by paata_ » 21 სექ 2009, 10:59

გვალდა wrote:Naia
შატილში სწავლა უკვე დაწყებულია?
\

დაწყებულია, წინა კვირას დაიწყო

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by guruli » 21 სექ 2009, 13:11

ეჰ, ფილოლოგი იქ ამ საუკუნეში არ დასჭირდებათ, თორემ დიდი სიამოვნებით წავიდოდი. ახლანდელ სამსახურზე მეტად გაუსაძლისი არაფრით არ იქნებოდა, თუნდა 8 თვე ჩაკეტილი გზის პირობებში. :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 სექ 2009, 15:34

ARCHILI wrote:
ARCHILI wrote:მე ვიცნობ ერთ კარგ სპეციალისტს, ჩვენი თანატოლია - ინგლისურის და რუსულის სპეციალისტია...

ჩემი სახელით დაურეკეთ თქვენ და გაესაუბრეთ, აბა... თქვენ უკეთ დაელაპარაკებით, ვიდრე მე...

899901738

ლერი
მე დავურეკე ამ სპეციალისტს და ვკითხე, ხომ არ შეგხმიანებიან-თქო, არავინო მიპასუხა...

მე ვერ ავუხსენი ხეირიანად რა როგორ არის...

თუ მართლა ეძებთ, დაურეკეთ და აუხსენით ამ ადამიანს, კი დაფიქრდა, მაგრამ ნორმალურად სჭირდება ახსნა.

ისე, კი გამიკვირდა აქამდე რომ არავინ შეხმიანებიხართ, ეძებთ, კონტაქტი მოგეცით და არც დანტერესებულხართ...


:roll:
შენს პროტეჟეს შეეხმიანნენ, კგდაც აუხსნეს ვითარება, მაგრამ, 3წუხაროდ, იუარა შატილის სკოლაში მუშაობა.
თუ შენ შეძლებ დაყოლიებას, ძნ გთხოვ, ტელეფონზე შეტყობინებით შემეხმიანე.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 სექ 2009, 15:39

მეგობრებო, განათლების სამინისტროში ხვალ, 25 ენკენისთვეს, 16:00ზე შეხვედრაა
დანიშნული შატილის სკოლის დირექტორთან და გამგებელთან ხსენებული ვაკანსიების თაობაზე.
თუ ვინმე გეგულებათ ისეთი, რომ შატილში მათემატიკისა და ინგლისურის მასწავლებლად იმუშავებს
1 წლით მაინც, საშვისთვის დაუკავშირდით განათლების სამინისტროს
Nზე 95 13 02, ნათია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by QEBURIUS » 24 სექ 2009, 15:59

ბრიგადირ

ისევ შენ თუ წახვალ!

მე მჯერა შენი უნივერსალურობისა და მოხერხებულობის!
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]