კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 01 ივლ 2009, 19:37
მართალია სათაურში ლაპიდარულ წარწერებზეა საუბარი, მაგრამ დავდოთ ახალი წარწერებიც. მაგალითად ბულაჩაურის წმ. გიორგი ეკლესია და მისი წარწერა.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 05 ივლ 2009, 15:45
სულ რაღაც გუშინ ვიყავი ჯვარზე და ეს სურათები ჩამოგიტანეთ.

ეს ფრაგმენტი ჯვრის სტაშია ერთ-ერთ კედელში ჩატანებული. გვერდულადაა ჩატანებული და ეტყობა საკმაოდ გვიანდელია
ესევე დავდებ, როგორც კედელშია ჩატანებული

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 06 ივლ 2009, 02:02
qvevri
ძალიან საინტერესო ბარელიეფია, რომელზედაც თუ არ ვცდები სტეფანოზი ან მისი შვილი ქობულია გამოსახული (მუხლმოყრით) რომელიც უფლის წინაშე დგას

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 24 აგვ 2009, 23:43
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 25 აგვ 2009, 17:44
სულ რაღაც გუშინწინ ჩამოვიტანე ეს წარწერა, რომელიც წინარეხში ვნახე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზედ

ერთობ საინტერესო ფორმის ბაზილიკაა

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 25 აგვ 2009, 17:52
სოფელი კავთისხევის მისადგომები, ძველი უბანია. არ ვიცი რა ქვია ამ საყდარს, მაგრამ ამ ძუჩვეულოდ მცირე საყდარზე ეს წარწერებიანი ჯვარი შევნიშნე.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 25 აგვ 2009, 19:26
მართალია ამ ტაძარზე ლაპიდარულ წარწერას არ ვხვდებით, მაგრამ ეს წარწერა ესეა თუ ისე მაინც მეტყველებს. ეს ტაძარი სოფელ კავთისხევშია.

ესეც თავად ტაძარი

-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 25 აგვ 2009, 21:45
qvevri wrote:სოფელი კავთისხევის მისადგომები, ძველი უბანია. არ ვიცი რა ქვია ამ საყდარს, მაგრამ ამ ძუჩვეულოდ მცირე საყდარზე ეს წარწერებიანი ჯვარი შევნიშნე.

სომხური წარწერები და ჯვარიც სომხურია.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 26 აგვ 2009, 12:38
წარწერა ალბათ კი -
მაგრამ ჯვარი არაა სომხური -
ასეთი ტიპის ჯვრები ქართულ ადრეულ ძეგლებზეცაა...
ამაზე საინტერესო დისკუსია გვქონდა სიძველეთა დაცვის განყოფილების ერთ ერთ თანამშრომელთან.
ჯვარი სომხური არაა -
ქართულ ძეგლებხეც გვხვდება ასეთი ჯვრები.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 26 აგვ 2009, 15:08
Tamari-ch. wrote:წარწერა ალბათ კი -
მაგრამ ჯვარი არაა სომხური -
.
Tamari-ch. wrote:
ჯვარი სომხური არაა -
.
მესამედ რატომ არ დაწერე?
ჯვარიც სომხურია და წარწერაც.
ადრეულზე არ ვიცი, გვიანდელზ ეკლესიებზე არის მსგავსი , მაგრამ არა იგივე.
მსგავსება იგივეობა არაა,სად კალმახი და სად მურწა.
აბა ველოდები ცხარე პასუხს.და წყლის ნაყვა რომ არ გამოვიდეს ,დეტალური ილუსტრაციების მოშველიებით.
შეადარე ხაჩკარი 12 ე საუკუნე:

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 26 აგვ 2009, 15:22
ლეონტი
უფლისციხე ქართული ძეგლია?
მანდაა ეგეთი ჯვარი.
სახლში მაქვს ქართული ჯვრების ნახატები -
სხვადასხვა ფორმის.
თუ ვნახე ეგ ფურცელი დაგისკანერებ...
რათა ცხარე?

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 26 აგვ 2009, 15:37
ეს არის აგრეთვე ტიპიური სომხური ჯვარი ხაჩკარი.
რომელსაც ყურადღება მიაქციე საუკუნეთა მანძილზე უცვლელი წვეტიანი ორნამენტი აქვს ქიმის ბოლოებზე.
და არის ტრადიციულად უცვლელი.
იგივე ამოკვეთეს ქვევრის დადებულ გასომხებულ საყდარზეც, უფრო სწორედ ქართული წარწერა მოაძრეს და სომხური ჯვარი ჩაამონტაჟეს, ქართლის გასომხების პერიოდში 19 საუკუნის მეორე ნახევარში.
მაჩვენე უფლისციხის ჯვარი და გეტყვი სომხურია თუ არა.
არის შემთხვევები, ეკლესიები რომლებიც გარკვეული პერიოდი სომეხთა ხელში იყო და თავის კვალი დაატყვეს.
სომხური ჯვარი იგივე ხაჩკარი ვერც მხატვრული და ვერც ორნამენტულ სტილისტური გადაწყვეტით ქართულ ჯვრებს ახლო ვერ მოუვა.
Last edited by
ლეონტი on 26 აგვ 2009, 15:41, edited 1 time in total.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 26 აგვ 2009, 15:39
მაგაში კარგად ერკვევა ვარდიკო არაბული –
საპატრიარქოშია სიძველეთა დაცვის განყოფილებაში –
იმას აქვს ფოტოებიც და ამ საკითხში კარგად გაგარკვევთ.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 26 აგვ 2009, 15:42
შენ თუ გაინტერესებს მიმართე , მე გარკვეული ვარ.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 26 აგვ 2009, 15:49
მე უკვე მივმართე და გავერკვიე კიდეც –
ასეთი ტიპის ჯვრები იყო ქართულ ტაძრებზეცო –
და სომხები სადაც დაინახავენ –
ყველაფერს თავისაზე იწერენო..
ესაა მისი პასუხი.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....